პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გლობალური ომის პარტია რუსეთია, რუსული იმპერიალიზმია" - რა თქვეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა თბილისში, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას: მთავარი გზავნილები
"გლობალური ომის პარტია რუსეთია, რუსული იმპერიალიზმია" - რა თქვეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა თბილისში, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას: მთავარი გზავნილები

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე დღეს მო­რი­გი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა ლო­ზუნ­გით "ჩვენ ვართ ევ­რო­პა“. აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ევ­რო­პის რვა ქვეყ­ნი­დან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­მაც შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თეს.

  • ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნის ლი­ე­ტუ­ვის პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი

"იბ­რძო­ლეთ თქვე­ნი წევ­რო­ბის­თვის ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში და გახ­სოვ­დეთ, არ არ­სე­ბობს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ორ­ბა­ნი­სე­უ­ლი გზა! - არ არ­სე­ბობს რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა, არ­სე­ბობს ევ­რო­პუ­ლი ოც­ნე­ბა და თქვენ ამ ევ­რო­პის ნა­წი­ლი ხართ!", - ასე მი­მარ­თა პა­ვი­ლი­ო­ნის­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს.

მან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­და, იბ­რძო­ლონ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის და ქვეყ­ნის­თვის.

"ვი­ღაც ცდი­ლობს, რომ თქვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თქვე­ნი დე­მოკ­რა­ტია წა­ი­ღოს, თქვე­ნი ქვე­ყა­ნა, თქვე­ნი წევ­რო­ბა ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში. იბ­რძო­ლეთ თქვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, თქვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, თქვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. იბ­რძო­ლეთ თქვე­ნი წევ­რო­ბის­თვის ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში და გახ­სოვ­დეთ, არ არ­სე­ბობს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ორ­ბა­ნი­სე­უ­ლი გზა. არ არ­სე­ბობს რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა, არ­სე­ბობს ევ­რო­პუ­ლი ოც­ნე­ბა და თქვენ ამ ევ­რო­პის ნა­წი­ლი ხართ. არის ეს­ტო­ნე­თის გზა, ბალ­ტი­ის გზა, პო­ლო­ნუ­რი გზა, გერ­მა­ნუ­ლი გზა, ფრან­გუ­ლი გზა. თქვენ უნდა იყოთ სა­უ­კე­თე­სო იმის­თვის, რომ ევ­რო­პა­ში შეხ­ვი­დეთ. გეგ­მა უნდა გქონ­დეთ. და­გეგ­მეთ ეს გეგ­მა. იმუ­შა­ვეთ ამა­ზე, რად­გან ეს ტყუ­ი­ლად არა­ვის ეძ­ლე­ვა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ არა­ვის ეძ­ლე­ვა, უნდა და­იმ­სა­ხუ­როთ, მძი­მე შრო­მით 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და ჩვენ თქვენ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბით ამ გზა­ზე. თქვენ ხართ ევ­რო­პა! - გა­ნა­ცხა­და პა­ვი­ლი­ო­ნის­მა.

  • მი­ჰაუ კა­მინ­სკი, პო­ლო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და ევ­რო­კავ­ში­რის საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რი

"მათ­თვის, ვი­საც უნდა, რომ მო­ი­პა­როს თქვე­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, ვი­საც უნდა თქვე­ნი ხმე­ბი და თქვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­პა­როს, ჩვენ გა­ვი­მე­ო­რებთ უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სი­ტყვებს - “Русский военный корабль…” - არა­ვინ უნდა გა­ბე­დოს თქვე­ნი ხმე­ბის მო­პარ­ვა, სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი", - გა­ნა­ცხა­და კა­მინ­სკიმ.

კა­მინ­სკის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო გა­ი­მარ­ჯვებს.

მან სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, ასე­ვე, გა­იხ­სე­ნა, რომ აგ­ვის­ტოს ომის დროს რუს­თა­ველ­ზე, პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად იდგა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა იყოს.

“მიყ­ვარ­ხარ, სა­ქარ­თვე­ლო! მიყ­ვარ­ხარ, თბი­ლო­სო! აქ ვი­დე­ქი თქვენს დი­დე­ბულ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან და ყო­ველ­თვის დი­დე­ბულ პრე­ზი­დენტ ლეხ კა­ჩის­კის­თან ერ­თად. აქ ვი­დე­ქით, რო­დე­საც რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი თბი­ლისს უახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ და თბი­ლი­სი გა­დარ­ჩა! სა­ქარ­თვე­ლო გა­დარ­ჩა! სა­ქარ­თვე­ლო გა­და­ურ­ჩა რუ­სულ აგ­რე­სი­ას.

მე მქონ­და ოც­ნე­ბა, მე მქონ­და ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა, რომ თქვე­ნი ქვე­ყა­ნა ევ­რო­პა­ში ყო­ფი­ლი­ყო, სავ­სე ყო­ფი­ლი­ყა­ვით თა­ვი­სუფ­ლე­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით. ეს არის ჩემი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა, თქვე­ნი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა და თქვენ გა­ი­მარ­ჯვებთ!

მათ­თვის, ვი­საც უნდა, რომ მო­ი­პა­როს თქვე­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, ვი­საც უნდა თქვე­ნი ხმე­ბი და თქვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­პა­როს, ჩვენ გა­ვი­მე­ო­რებთ უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სი­ტყვებს - “Русский военный корабль…”.

ეს არის ჩვე­ნი პა­სუ­ხი პუ­ტინს, ეს არის ჩვე­ნი პა­სუ­ხი რუ­სეთს. ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ! სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ევ­რო­პა­ში. არა­ვინ უნდა გა­ბე­დოს თქვე­ნი ხმე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პარ­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი.

მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი!”,- გა­ნა­ცხა­და კა­მინ­სკიმ.

  • მი­ხა­ილ როთი, გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე

გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია რუ­სე­თია, რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მია", - გა­ნა­ცხა­და მი­ხა­ილ როთ­მა, მან მო­უ­წო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არ და­ნებ­დნენ.

"ჩვე­ნი სურ­ვი­ლია მხა­რი და­გი­ჭი­როთ. ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბის­გან ვიცი, რომ დაღ­ლი­ლე­ბი ხართ, მაგ­რამ არ და­ნებ­დეთ ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბი. ჩვენ თქვენ გვერ­დით ვართ. მე სრუ­ლი­ად ვე­თან­ხმე­ბი მმარ­თველ პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც აკ­რი­ტი­კებს გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ას, დიახ, ასე­თი გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია არ­სე­ბობს და ეს გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია საფრ­თხეს მხო­ლოდ თქვენ­თვის არ წარ­მო­ად­გენს. ეს გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს გერ­მა­ნი­ის­თვის, საფ­რან­გე­თის­თვის, ეს­პა­ნე­თის­თვის, იტა­ლი­ის­თვის, სა­ბერ­ძნე­თის­თვის, რუ­მი­ნე­თის­თვის, ბულ­გა­რე­თის­თვის. გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია რუ­სე­თია, რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მია.

თუ უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი ვერ გა­ი­მარ­ჯვე­ბენ, შემ­დე­გი თქვენ იქ­ნე­ბით, შემ­დე­გი მოლ­დო­ვა იქ­ნე­ბა, სომ­ხე­თი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი.

ჩვენ ყვე­ლა­ნი ის­ტო­რი­ის ერთ ფურ­ცელ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით და თქვენ ჩვენს გვერ­დით ხართ. თუ თქვენ გა­ი­მარ­ჯვებთ, ჩვენც გა­ვი­მარ­ჯვებთ. თუ თქვენ გა­დარ­ჩე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რიც გა­დარ­ჩე­ბა. აქ სწო­რედ ამი­ტომ ვართ“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხა­ილ როთ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გლობალური ომის პარტია რუსეთია, რუსული იმპერიალიზმია" - რა თქვეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა თბილისში, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას: მთავარი გზავნილები

"გლობალური ომის პარტია რუსეთია, რუსული იმპერიალიზმია" - რა თქვეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა თბილისში, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას: მთავარი გზავნილები

რუსთაველის გამზირზე დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით "ჩვენ ვართ ევროპა“. აქციაზე იმყოფებოდნენ ევროპის რვა ქვეყნიდან პოლიტიკოსები, რომლებმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

  • ჟიგიმანტას პავილიონის ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი

"იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და ნატოში და გახსოვდეთ, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა! - არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ამ ევროპის ნაწილი ხართ!", - ასე მიმართა პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, იბრძოლონ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ქვეყნისთვის.

"ვიღაც ცდილობს, რომ თქვენი თავისუფლება, თქვენი დემოკრატია წაიღოს, თქვენი ქვეყანა, თქვენი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში. იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დემოკრატიისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და ნატოში და გახსოვდეთ, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა. არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ამ ევროპის ნაწილი ხართ. არის ესტონეთის გზა, ბალტიის გზა, პოლონური გზა, გერმანული გზა, ფრანგული გზა. თქვენ უნდა იყოთ საუკეთესო იმისთვის, რომ ევროპაში შეხვიდეთ. გეგმა უნდა გქონდეთ. დაგეგმეთ ეს გეგმა. იმუშავეთ ამაზე, რადგან ეს ტყუილად არავის ეძლევა. თავისუფლება უბრალოდ არავის ეძლევა, უნდა დაიმსახუროთ, მძიმე შრომით 24 საათის განმავლობაში და ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ამ გზაზე. თქვენ ხართ ევროპა! - განაცხადა პავილიონისმა.

  • მიჰაუ კამინსკი, პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი

"მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები, ვისაც უნდა თქვენი ხმები და თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს - “Русский военный корабль…” - არავინ უნდა გაბედოს თქვენი ხმების მოპარვა, საქართველო იქნება თავისუფალი", - განაცხადა კამინსკიმ.

კამინსკის თქმით, საქართველო გაიმარჯვებს.

მან სიტყვით გამოსვლისას, ასევე, გაიხსენა, რომ აგვისტოს ომის დროს რუსთაველზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იდგა და აღნიშნა, რომ ის თავისუფალი უნდა იყოს.

“მიყვარხარ, საქართველო! მიყვარხარ, თბილოსო! აქ ვიდექი თქვენს დიდებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან და ყოველთვის დიდებულ პრეზიდენტ ლეხ კაჩისკისთან ერთად. აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები თბილისს უახლოვდებოდნენ და თბილისი გადარჩა! საქართველო გადარჩა! საქართველო გადაურჩა რუსულ აგრესიას.

მე მქონდა ოცნება, მე მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება, რომ თქვენი ქვეყანა ევროპაში ყოფილიყო, სავსე ყოფილიყავით თავისუფლებით და სიყვარულით. ეს არის ჩემი ქართული ოცნება, თქვენი ქართული ოცნება და თქვენ გაიმარჯვებთ!

მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები, ვისაც უნდა თქვენი ხმები და თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს - “Русский военный корабль…”.

ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. ჩვენ გავიმარჯვებთ! საქართველო იქნება ევროპაში. არავინ უნდა გაბედოს თქვენი ხმების და თავისუფლების მოპარვა.

საქართველო იქნება თავისუფალი.

მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი!”,- განაცხადა კამინსკიმ.

  • მიხაილ როთი, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

გლობალური ომის პარტია რუსეთია, რუსული იმპერიალიზმია", - განაცხადა მიხაილ როთმა, მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დანებდნენ.

"ჩვენი სურვილია მხარი დაგიჭიროთ. ქართველი მეგობრებისგან ვიცი, რომ დაღლილები ხართ, მაგრამ არ დანებდეთ ძვირფასო მეგობრები. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. მე სრულიად ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომელიც აკრიტიკებს გლობალურ ომის პარტიას, დიახ, ასეთი გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია საფრთხეს მხოლოდ თქვენთვის არ წარმოადგენს. ეს გლობალური ომის პარტია საფრთხეს წარმოადგენს გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ესპანეთისთვის, იტალიისთვის, საბერძნეთისთვის, რუმინეთისთვის, ბულგარეთისთვის. გლობალური ომის პარტია რუსეთია, რუსული იმპერიალიზმია.

თუ უკრაინელი მეგობრები ვერ გაიმარჯვებენ, შემდეგი თქვენ იქნებით, შემდეგი მოლდოვა იქნება, სომხეთი იქნება შემდეგი.

ჩვენ ყველანი ისტორიის ერთ ფურცელზე ვიმყოფებით და თქვენ ჩვენს გვერდით ხართ. თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ. თუ თქვენ გადარჩებით, ევროკავშირიც გადარჩება. აქ სწორედ ამიტომ ვართ“, - აღნიშნა მიხაილ როთმა.