მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო გიულიკო! უსაყვარლესო და უმაგრესო!“ - მიხეილ სააკაშვილის ემოციური წერილი იუბილარ დედას
“გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო გიულიკო! უსაყვარლესო და უმაგრესო!“ - მიხეილ სააკაშვილის ემოციური წერილი იუბილარ დედას
  • ფოტო არ­ქი­ვი­დან

“დღეს დე­და­ჩე­მი, გი­უ­ლი ალა­სა­ნია 78 წლის გახ­და. დღე­საც მისი დილა და­ი­წყე­ბა, ისე­ვე რო­გორც იწყე­ბო­და ბოლო ორ წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი. რაც კლი­ნი­კის სა­პყრო­ბი­ლედ გა­და­კე­თე­ბულ პა­ლა­ტა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, დი­ლით ადრე გა­იღ­ვი­ძებს, მო­მიმ­ზა­დებს სა­უზ­მეს, რაც რო­გორც წესი მო­ი­ცავს ორ მო­ხარ­შულ კვერ­ცხს, შვრი­ის ფა­ფას და ერთ მსხალს ან ვაშლს,“ - სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვრცელ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც დე­დას, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ დე­ტა­ლებ­საც ასა­ჯა­რო­ებს.


“და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ათს უნ­დე­ბა "ვი­ვა­მე­დამ­დე" გზის გავ­ლას და აქ კი უხ­დე­ბა 45-50 წუ­თის ლო­დი­ნი, რაც შედ­გე­ბა ორ­ჯერ გა­ჩხრე­კის­გან და შემ­დეგ "ზემ­დგო­მი ორ­გა­ნოს­გან" 20-25 წუთი ნე­ბარ­თვის ლო­დი­ნის­გან, (რაც ხან­და­ხან 1 სა­ა­თამ­დე იწე­ლე­ბა ხოლ­მე). ემ­დეგ შე­მო­დის ჩემ­თან, ყო­ველ­თვის გა­ღი­მე­ბუ­ლი, არ იმ­ჩნევს თუ ზოგ­ჯერ შე­უძ­ლოდ არის, საკ­ნის ზღურ­ბლთან ტო­ვებს ყვე­ლა­ნა­ირ წუ­ხილს რათა მე არა­ფე­რი შე­ვამ­ჩნიო და ცდი­ლობს თუნ­დაც მცი­რე­დი, მაგ­რამ კარ­გი ამ­ბა­ვი მო­მი­ტა­ნოს.

ასე­ვე ცდი­ლობს მა­ი­ძუ­ლოს ფეხ­ზე დავ­დგე, ცოტა ვი­ვარ­ჯი­შო, თან მიყ­ვე­ბა თა­ვის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ზე (ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჩარ­თუ­ლია შოთა რუს­თა­ვე­ლის პი­როვ­ნე­ბა­ზე ახა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ცნო­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში), უს­წრა­ფე­სად გა­დის ხოლ­მე ეს დრო და შემ­დეგ მი­ე­შუ­რე­ბა თა­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც აწყობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებს, ხვდე­ბა მკვლევ­რებს და სტუ­დენ­ტებს.

ამის შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბუ­ფეტ­ში ყი­დუ­ლობს ჩემ­თვის ვახ­შამს და ისევ ერ­თსა­ა­თი­ა­ნი გზის და თით­ქმის ერთ სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ შე­მო­აღ­წევს ხოლ­მე ჩემ­თან.


მთე­ლი ეს დრო სულ მი­მე­ო­რებს ხოლ­მე რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, რომ ბრძო­ლა სა­ჭი­როა ბო­ლომ­დე და ამა­ვე დროს ამ ყვე­ლა­ფერს ხმა­მაღ­ლა იმი­ტო­მაც ამ­ბობს, რომ თვი­თო­ნაც და­ი­ჯე­როს. ამა­სო­ბა­ში დგე­ბა 6 სა­ა­თი, ბოლო ვადა რომ­ლამ­დეც ის დაშ­ვე­ბუ­ლია და ბრუნ­დე­ბა სახ­ლში პი­კის სა­ა­თის დროს, სა­დაც უკვე ელო­დე­ბა ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ასე­ვე სჭირ­დე­ბა ნუ­გე­ში და გამ­ხნე­ვე­ბა და რაც მეს­მის, ამა­საც ახერ­ხებს.


ჩვენ ყო­ველ­თვის ახ­ლოს ვი­ყა­ვით ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან, როცა მარ­ტო­ხე­ლა დედა მხვდე­ბო­და ხოლ­მე ჯერ სა­ბავ­შვო ბაღ­თან, შემ­დეგ სკო­ლას­თან და დავ­ყავ­დი ინ­გლი­სურ­ზე, იქი­დან კა­ლათ­ბურთზე, სა­დაც მთელს ვარ­ჯიშს ეს­წრე­ბო­და, შემ­დეგ ფრან­გულ­ზე და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს­პა­ნურ­ზე და წყალ­ბურთზე. სა­ღა­მო­ო­ბით კი სა­ა­თო­ბით მი­კი­თხავ­და მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას.


დავ­ყავ­დი ხოლ­მე თა­ვის სამ­სა­ხურ­შიც, ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც მისი თან­დას­წრე­ბით ვსწავ­ლობ­დი გაკ­ვე­თი­ლებს, თვი­თონ კი პა­რა­ლე­ლუ­რად ბევ­რს მუ­შა­ობ­და, ისე რომ 28 წლის ასაკ­ში - 50 წლის წინ უკვე მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დი­რექ­ტო­რი იყო, რაც მა­შინ ძა­ლი­ან იშ­ვი­ათ მოვ­ლე­ნას წარ­მო­ად­გენ­და.არ­და­დე­გე­ბის­თვის კი სა­გან­გე­ბოდ გა­და­დებ­და ხოლ­მე ფულს რათა წა­ვეყ­ვა­ნე ბორ­ჯომ­ში ან ეყი­და ახა­ლი უცხო­უ­რი თხი­ლა­მუ­რე­ბი რათა მეს­რი­ა­ლა ბა­კუ­რი­ან­ში. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ძლი­ე­რი იყო და ყვე­ლაფ­რის გა­და­ტა­ნა შე­ეძ­ლო, თუმ­ცა რა­საც ეს ბოლო წლე­ბი აკე­თებს და უძ­ლებს ამან ჩემს ყვე­ლა მო­ლო­დინ­საც გა­და­ა­ჭარ­ბა.


რა თქმა უნდა ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს და გან­სა­კუთ­რე­ბით მე­რეც ბევ­რი ტა­ლა­ხი გა­და­ას­ხეს, მაგ­რამ ამა­ვე დროს ის არის გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ბოლო დროს, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი, რო­მელ­თაც ხვდე­ბა ქუ­ჩა­ში, მა­ღა­ზი­ებ­ში და სხვა სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში.დე­ტა­ლუ­რად გად­მომ­ცემს ხოლ­მე ვინ სად გა­უ­ღი­მა, რა თბი­ლი სი­ტყვა უთხრეს, იმა­საც კი რომ ვი­ღაც კე­თი­ლი თვა­ლე­ბით უყუ­რებ­და, რომ სა­დღაც ფული ცო­ცხა­ლი თა­ვით არ გა­მო­არ­თვეს, მუდ­მი­ვად მი­მე­ო­რებს რომ გა­რეთ ბევრ ადა­მი­ანს ვჭირ­დე­ბი.


  • მიყ­ვე­ბა ჩემს შვი­ლებ­ზე - ნი­კო­ლოზ­ზე, რო­მელ­საც თან ჰყვე­ბა როცა კი თბი­ლის­ში ჩა­მო­დის თა­ვი­სი მსოფ­ლიო ტურ­ნე­დან, ალი­სა­ზე, რო­მელ­თა­ნაც სა­ო­ცა­რი ორ­მხრი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა, ისე რომ ალი­სა თვი­თონ ურე­კავს დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო და­ქალს და თა­ვის ამ­ბებს უყ­ვე­ბა. და კი­დევ ერთი - მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი როცა ბევ­რჯერ ეჭვი გამ­ჩე­ნია ვი­დე­ქი თუ არა სწორ გზა­ზე, გი­უ­ლი ყო­ველ­თვის მამ­ხნე­ვებ­და და შთა­მა­გო­ნებ­და რომ სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი მა­ინც უპირ­ვე­ლე­სია.

აკე­თებ­და და აკე­თებს ამას ის­ტო­რი­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის მოშ­ვე­ლი­ე­ბით და როცა ეჭვი შე­მე­პა­რე­ბა ხოლ­მე სა­კუ­თარ თავ­ში ჩემი მიღ­წე­ვე­ბით და­წყე­ბუ­ლი ადრე ბავ­შვო­ბი­დან. მან მას­წავ­ლა, რომ ფული ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს და მთა­ვა­რია წე­სი­ე­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მსა­ხუ­რე­ბა.


ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­შორ­და ამ წლებ­ში, რომ­ლე­ბიც გა­ირ­კვა რომ მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით იყ­ვნენ მას­თან, მაგ­რამ ამა­ვე დროს შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და შე­ი­ძი­ნა ბევ­რი უან­გა­რო მე­გო­ბა­რი. ჩვენ­თან გმი­რი დე­დის წო­დე­ბას ანი­ჭებ­დნენ იმ ქალ­ბა­ტო­ნებს, ვი­საც ყვე­ლა­ზე მეტი შვი­ლი ჰყავს. გი­უ­ლის ვყა­ვარ ერთი შვი­ლი, მაგ­რამ მინ­და თქვენ თვი­თონ გან­სა­ჯოთ არის თუ არა, რა­საც ის გა­დის, ნამ­დვი­ლი გმი­რო­ბა.


ის დღეს ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რია, მაგ­რამ მოვა დრო და როცა სხვე­ბი და­წე­რენ ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს და მგო­ნი სწო­რი იქ­ნე­ბა თუ იქ გი­უ­ლი ალა­სა­ნია და­ი­კა­ვებს თუნ­დაც მცი­რე, მაგ­რამ დამ­სა­ხუ­რე­ბულ ად­გილს.


გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს ჩემო გი­უ­ლი­კო! უსაყ­ვარ­ლე­სო და უმაგ­რე­სო!“ - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.


ავტორი:

“გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო გიულიკო! უსაყვარლესო და უმაგრესო!“ - მიხეილ სააკაშვილის ემოციური წერილი იუბილარ დედას

“გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო გიულიკო! უსაყვარლესო და უმაგრესო!“ - მიხეილ სააკაშვილის ემოციური წერილი იუბილარ დედას
  • ფოტო არქივიდან

“დღეს დედაჩემი, გიული ალასანია 78 წლის გახდა. დღესაც მისი დილა დაიწყება, ისევე როგორც იწყებოდა ბოლო ორ წელიწად ნახევარი. რაც კლინიკის საპყრობილედ გადაკეთებულ პალატაში გადამიყვანეს, დილით ადრე გაიღვიძებს, მომიმზადებს საუზმეს, რაც როგორც წესი მოიცავს ორ მოხარშულ კვერცხს, შვრიის ფაფას და ერთ მსხალს ან ვაშლს,“ - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც დედას, გიული ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს და საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებსაც ასაჯაროებს.


“დაახლოებით 1 საათს უნდება "ვივამედამდე" გზის გავლას და აქ კი უხდება 45-50 წუთის ლოდინი, რაც შედგება ორჯერ გაჩხრეკისგან და შემდეგ "ზემდგომი ორგანოსგან" 20-25 წუთი ნებართვის ლოდინისგან, (რაც ხანდახან 1 საათამდე იწელება ხოლმე). ემდეგ შემოდის ჩემთან, ყოველთვის გაღიმებული, არ იმჩნევს თუ ზოგჯერ შეუძლოდ არის, საკნის ზღურბლთან ტოვებს ყველანაირ წუხილს რათა მე არაფერი შევამჩნიო და ცდილობს თუნდაც მცირედი, მაგრამ კარგი ამბავი მომიტანოს.

ასევე ცდილობს მაიძულოს ფეხზე დავდგე, ცოტა ვივარჯიშო, თან მიყვება თავის სამეცნიერო კვლევებზე (ახლა განსაკუთრებულად ჩართულია შოთა რუსთაველის პიროვნებაზე ახალი სამეცნიერო ცნობების მოპოვებაში), უსწრაფესად გადის ხოლმე ეს დრო და შემდეგ მიეშურება თავის უნივერსიტეტში, სადაც აწყობს საერთაშორისო კონფერენციებს, ხვდება მკვლევრებს და სტუდენტებს.

ამის შემდეგ უნივერსიტეტის ბუფეტში ყიდულობს ჩემთვის ვახშამს და ისევ ერთსაათიანი გზის და თითქმის ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ შემოაღწევს ხოლმე ჩემთან.


მთელი ეს დრო სულ მიმეორებს ხოლმე რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ბრძოლა საჭიროა ბოლომდე და ამავე დროს ამ ყველაფერს ხმამაღლა იმიტომაც ამბობს, რომ თვითონაც დაიჯეროს. ამასობაში დგება 6 საათი, ბოლო ვადა რომლამდეც ის დაშვებულია და ბრუნდება სახლში პიკის საათის დროს, სადაც უკვე ელოდება ბევრი სხვა ადამიანი, რომელსაც ასევე სჭირდება ნუგეში და გამხნევება და რაც მესმის, ამასაც ახერხებს.


ჩვენ ყოველთვის ახლოს ვიყავით ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მარტოხელა დედა მხვდებოდა ხოლმე ჯერ საბავშვო ბაღთან, შემდეგ სკოლასთან და დავყავდი ინგლისურზე, იქიდან კალათბურთზე, სადაც მთელს ვარჯიშს ესწრებოდა, შემდეგ ფრანგულზე და მოგვიანებით ესპანურზე და წყალბურთზე. საღამოობით კი საათობით მიკითხავდა მხატვრულ ლიტერატურას.


დავყავდი ხოლმე თავის სამსახურშიც, ისტორიის ინსტიტუტში, სადაც მისი თანდასწრებით ვსწავლობდი გაკვეთილებს, თვითონ კი პარალელურად ბევრს მუშაობდა, ისე რომ 28 წლის ასაკში - 50 წლის წინ უკვე მეცნიერებათა დირექტორი იყო, რაც მაშინ ძალიან იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა.არდადეგებისთვის კი საგანგებოდ გადადებდა ხოლმე ფულს რათა წავეყვანე ბორჯომში ან ეყიდა ახალი უცხოური თხილამურები რათა მესრიალა ბაკურიანში. ყოველთვის ვიცოდი, რომ ძლიერი იყო და ყველაფრის გადატანა შეეძლო, თუმცა რასაც ეს ბოლო წლები აკეთებს და უძლებს ამან ჩემს ყველა მოლოდინსაც გადააჭარბა.


რა თქმა უნდა ჩემი პრეზიდენტობის დროს და განსაკუთრებით მერეც ბევრი ტალახი გადაასხეს, მაგრამ ამავე დროს ის არის განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, იმ ადამიანების დიდი სიყვარულით გარშემორტყმული, რომელთაც ხვდება ქუჩაში, მაღაზიებში და სხვა საჯარო ადგილებში.დეტალურად გადმომცემს ხოლმე ვინ სად გაუღიმა, რა თბილი სიტყვა უთხრეს, იმასაც კი რომ ვიღაც კეთილი თვალებით უყურებდა, რომ სადღაც ფული ცოცხალი თავით არ გამოართვეს, მუდმივად მიმეორებს რომ გარეთ ბევრ ადამიანს ვჭირდები.


  • მიყვება ჩემს შვილებზე - ნიკოლოზზე, რომელსაც თან ჰყვება როცა კი თბილისში ჩამოდის თავისი მსოფლიო ტურნედან, ალისაზე, რომელთანაც საოცარი ორმხრივი სასიყვარულო კავშირი დაამყარა, ისე რომ ალისა თვითონ ურეკავს დღეში რამდენჯერმე, როგორც საუკეთესო დაქალს და თავის ამბებს უყვება. და კიდევ ერთი - მთელი ეს პერიოდი როცა ბევრჯერ ეჭვი გამჩენია ვიდექი თუ არა სწორ გზაზე, გიული ყოველთვის მამხნევებდა და შთამაგონებდა რომ სამშობლოს სიყვარული მაინც უპირველესია.

აკეთებდა და აკეთებს ამას ისტორიული მაგალითების მოშველიებით და როცა ეჭვი შემეპარება ხოლმე საკუთარ თავში ჩემი მიღწევებით დაწყებული ადრე ბავშვობიდან. მან მასწავლა, რომ ფული ბევრს არაფერს ნიშნავს და მთავარია წესიერება და საზოგადოების მსახურება.


ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოშორდა ამ წლებში, რომლებიც გაირკვა რომ მხოლოდ გამორჩენის მიზნით იყვნენ მასთან, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნა და შეიძინა ბევრი უანგარო მეგობარი. ჩვენთან გმირი დედის წოდებას ანიჭებდნენ იმ ქალბატონებს, ვისაც ყველაზე მეტი შვილი ჰყავს. გიულის ვყავარ ერთი შვილი, მაგრამ მინდა თქვენ თვითონ განსაჯოთ არის თუ არა, რასაც ის გადის, ნამდვილი გმირობა.


ის დღეს ისტორიის სახელმძღვანელოების ავტორია, მაგრამ მოვა დრო და როცა სხვები დაწერენ ახალ სახელმძღვანელოებს და მგონი სწორი იქნება თუ იქ გიული ალასანია დაიკავებს თუნდაც მცირე, მაგრამ დამსახურებულ ადგილს.


გილოცავ დაბადების დღეს ჩემო გიულიკო! უსაყვარლესო და უმაგრესო!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.