სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტი არ არის, სასაფლაოა, მე არ მეჩქარება იქ“ - რას ამბობს ფრანგი პარლამენტარი პაპუაშვილის უარზე
“ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტი არ არის, სასაფლაოა, მე არ მეჩქარება იქ“ - რას ამბობს ფრანგი პარლამენტარი პაპუაშვილის უარზე

“ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც კონ­ფლიქ­ტი არ არის სა­საფ­ლა­ოა - ჩემ­თვის გა­სა­ო­ცა­რია, რო­დე­საც მე რო­გორც პარ­ლა­მენ­ტარს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი მე­უბ­ნე­ბა, “არ შეგ­ხვდე­ბი, იმი­ტომ, რომ შენ არ მე­თან­ხმე­ბი მე“, - ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის ევ­რო­პულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ფრე­დე­რიკ პეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც შე­ა­ფა­სა ის ფაქ­ტი, რომ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ევ­რო­კავ­ში­რის 8 ქვეყ­ნის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის დე­ლე­გა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რა­ზე უარი თქვა.

  • მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი “ძალ­ზე გულ­და­სა­წყვე­ტია“.

“გვინ­და ვთქვათ, რომ ევ­რო­პა არის ოჯა­ხი. ევ­რო­კავ­ში­რი გახ­ლავთ კონ­ფლიქ­ტე­ბის მარ­თვის ინ­სტრუ­მენ­ტი. ზოგ­ჯერ ვერ ვთან­ხმდე­ბით. ევ­რო­პა­ში ჩვენ ზოგ­ჯერ გვაქვს უთან­ხმო­ე­ბა, მაგ­რამ ვმუ­შა­ობთ ერ­თად. ჩემ­თვის გა­სა­ო­ცა­რია, რომ რო­გორც პარ­ლა­მენ­ტა­რი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ "მე არ შეგ­ხვდე­ბი, იმი­ტომ, რომ შენ არ მე­თან­ხმე­ბი მე". ჩემ­თვის სრუ­ლი უარ­ყო­ფაა იმი­სა, თუ რა­საც დე­მოკ­რა­ტია გუ­ლის­ხმობს. ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც არ არის კონ­ფლიქ­ტი არის სა­საფ­ლაო. მე არ მეჩ­ქა­რე­ბა იქ,“ - გა­ნა­ცხა­და პეტ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ,

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ევ­რო­კავ­ში­რის 8 ქვეყ­ნის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის დე­ლე­გა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რა­ზე უარი უთხრა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტი არ არის, სასაფლაოა, მე არ მეჩქარება იქ“ - რას ამბობს ფრანგი პარლამენტარი პაპუაშვილის უარზე

“ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტი არ არის, სასაფლაოა, მე არ მეჩქარება იქ“ - რას ამბობს ფრანგი პარლამენტარი პაპუაშვილის უარზე

“ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტი არ არის სასაფლაოა - ჩემთვის გასაოცარია, როდესაც მე როგორც პარლამენტარს, პარლამენტის წევრი მეუბნება, “არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე“, - ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრედერიკ პეტმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც შეაფასა ის ფაქტი, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა.

  • მისი თქმით, აღნიშნული “ძალზე გულდასაწყვეტია“.

“გვინდა ვთქვათ, რომ ევროპა არის ოჯახი. ევროკავშირი გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით. ევროპაში ჩვენ ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, რომ როგორც პარლამენტარი, პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ "მე არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე". ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, თუ რასაც დემოკრატია გულისხმობს. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ,“ - განაცხადა პეტმა.

შეგახსენებთ,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი უთხრა.

იხილეთ ასევე: