საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყანა, სადაც 200 დღე წვიმს, ადგილობრივების სასაუბრო ენაში კი მხოლოდ 340 სიტყვაა - ამერიკული ჯუნგლებში ჩაკარგული ღარიბი ერი, ნავთობისა და ოქროს დიდი მარაგით
ქვეყანა, სადაც 200 დღე წვიმს, ადგილობრივების სასაუბრო ენაში კი მხოლოდ 340 სიტყვაა - ამერიკული ჯუნგლებში ჩაკარგული ღარიბი ერი, ნავთობისა და ოქროს დიდი მარაგით

მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ყვე­ლამ არ იცის. ერთ-ერთი ასე­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბა ტუ­რის­ტულ მარ­შრუ­ტებ­ში ან სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­ში, არის სამ­ხრეთ ამე­რი­კის ქვე­ყა­ნა სუ­რი­ნა­მი.

  • სუ­რი­ნა­მი ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა. თუმ­ცა, ვინც ამ სა­ო­ცარ ქვე­ყა­ნას ერთხელ მა­ინც ეწ­ვია, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს ჰყვე­ბა მას­ზე. სუ­რი­ნამ­ში უამ­რა­ვი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი ცხოვ­რო­ბენ, რო­მელ­თა რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სი და ეროვ­ნულ ტრა­დი­ცი­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ისი­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნად თა­ნა­არ­სე­ბო­ბენ.

სუ­რი­ნა­მი არის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა, ტყი­ა­ნი და წვი­მი­ა­ნი ქვე­ყა­ნა სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში, სა­დაც სე­ზო­ნე­ბი არ იც­ვლე­ბა და ჯუნ­გლებ­ში ცხო­ვე­ლე­ბის უც­ნა­უ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ქვეყ­ნის 97% ჯუნ­გლე­ბის, ხში­რი ტყე­ე­ბი­სა და მან­გროს ტყე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს არის ყვე­ლა­ზე ტყი­ა­ნი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც აქა-იქ გხვდე­ბა გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რო­მელ­თა რი­ცხვი მხო­ლოდ ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ადა­მი­ანს შე­ად­გენს.

აქ არის პა­ტა­რა ქა­ლა­ქე­ბი, გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბით, ხე­ე­ბი­თა და ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბით, სა­დაც ჯუნ­გლე­ბი ყვე­ლა მხრი­დან იჭ­რე­ბა. აქ ნე­ბის­მი­ე­რი მი­ტო­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბა ან მი­წის ნაკ­ვე­თი მყი­სი­ე­რად ივ­სე­ბა მცო­ცა­ვი ლი­ა­ნე­ბით და ერთ წე­ლი­წად­ში ად­გილ­ზე გა­უ­ვა­ლი ჯუნ­გლე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა.

სუ­რი­ნა­მის ბუ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რია; ამა­ზო­ნის ტრო­პი­კუ­ლი ტყის სიღ­რმე­ში, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს აქამ­დე უც­ნო­ბი ცო­ცხა­ლი არ­სე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 25 სა­ხე­ო­ბა, მათ შო­რის მე­წა­მუ­ლი სუ­რი­ნა­მის ბა­ყა­ყი მა­ნა­თო­ბე­ლი ლა­ქე­ბით, რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ქვე­წარ­მა­ვა­ლი, თევ­ზი და მწე­რე­ბი.

მზე თით­ქმის მუდ­მი­ვად ანა­თებს, თუმ­ცა ხში­რია წვი­მი­ა­ნი სე­ზო­ნიც, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს. ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით ორა­სი დღე წვიმს, გან­სა­კუთ­რე­ბით ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლურ და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში. თუმ­ცა, ტემ­პე­რა­ტუ­რის 22-დან 32°C-მდე მერ­ყე­ობს.

სამ­ხრეთ ამე­რი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა, ნავ­თო­ბი­სა და ოქ­როს უმ­დიდ­რე­სი მა­რა­გით

სუ­რი­ნა­მი არის სუს­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვე­ყა­ნა ცხოვ­რე­ბის საკ­მა­ოდ და­ბა­ლი დო­ნით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას აქვს ნავ­თო­ბი­სა და ოქ­როს უზარ­მა­ზა­რი სა­ბა­დო­ე­ბი, რომ­ლი­თაც შე­უძ­ლია გამ­დიდ­რდეს, მაგ­რამ მა­ი­ნინ­გი სუ­რი­ნა­მის­თვის გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა.

ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბით და სუს­ტი სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლით ოქ­როს მო­პო­ვე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლად ძი­რძვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ან მა­რუ­ნე­ბის კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ოფ­შო­რუ­ლი ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­მაც კი ვერ გა­მო­იწ­ვია ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი წარ­მო­ე­ბა სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კუ­რი და ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სირ­თუ­ლის გამო და ჯერ კი­დევ სა­წყის ეტაპ­ზეა.

მრეწ­ვე­ლო­ბა სუს­ტად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, გარ­და ბოქ­სი­ტის, ხე-ტყი­სა და ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და წარ­მო­ე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ძი­რი­თა­დად და­საქ­მე­ბუ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის სექ­ტორ­ში ან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში.

  • სუ­რი­ნა­მი ოდეს­ღაც ჰო­ლან­დი­ის კო­ლო­ნია იყო ცნო­ბი­ლი ჰო­ლან­დი­უ­რი გვი­ა­ნას პლან­ტა­ცი­ე­ბით, მაგ­რამ 1975 წლი­დან ქვე­ყა­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სუ­რი­ნამს ჰყავს ყვე­ლა­ზე ეთ­ნი­კუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, ქვე­ყა­ნას აქვს ძლი­ე­რი კულ­ტუ­რუ­ლი და ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბი ჰო­ლან­დი­ას­თან. გარ­და ამი­სა, სუ­რი­ნა­მის დიდი ნა­წი­ლი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და ნი­დერ­ლან­დებ­ში მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა.

ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ენა ასე­ვე ჰო­ლან­დი­უ­რია, მაგ­რამ ბევ­რი სა­უბ­რობს სუ­რი­ნამ­ზე, რო­მე­ლიც არის კრე­ო­ლე­ბის და ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის მშობ­ლი­უ­რი ენა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ენას მხო­ლოდ 340 სი­ტყვა აქვს.

სუ­რი­ნა­მი არის ერთ-ერთი იმ რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი­დან მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად თა­ნა­არ­სე­ბო­ბენ, სა­დაც ებ­რა­უ­ლი სი­ნა­გო­გა შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სდეს მე­ჩე­თის, ინ­დუ­ის­ტუ­რი ტაძ­რი­სა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის გვერ­დით.

სუ­რი­ნამს აქვს 50 აე­რო­პორ­ტი, მაგ­რამ მხო­ლოდ ათას კი­ლო­მეტრზე და­გე­ბუ­ლი გზე­ბი და ერ­თა­დერ­თი რკი­ნიგ­ზა, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია მი­ტო­ვე­ბუ­ლია.

სუ­რი­ნა­მის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ცხოვ­რობს ქვეყ­ნის სა­ნა­პი­რო­ზე. მათი თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი კი უდი­დეს და­სახ­ლე­ბა­ში - დე­და­ქა­ლაქ პა­რა­მა­რი­ბო­ში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მდი­ნა­რე­ზე, ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნეს­თან შე­სარ­თა­ვი­დან სულ რა­ღაც ოცი კი­ლო­მეტრში.

ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბის სიღ­რმე­ში, ინ­დი­ე­ლე­ბის მცი­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი და აფ­რი­კე­ლი მო­ნე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი, მა­რუ­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც ჯუნ­გლებ­ში გა­იქ­ცნენ მე-17 და მე-18 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში. ისი­ნი მი­მო­ფან­ტუ­ლი არი­ან მთა­ვა­რი მდი­ნა­რე­ე­ბის ნა­პი­რებ­თან.

ტყე­ე­ბის სიმ­რავ­ლის გამო ქვე­ყა­ნა­ში ას­ფალ­ტის გზე­ბი ცო­ტაა, მათი სა­ერ­თო სიგ­რძე მხო­ლოდ ათა­სი კი­ლო­მეტ­რია. ერ­თა­დერ­თი სარ­კი­ნიგ­ზო ხაზი, რომ­ლის სიგ­რძე სულ რა­ღაც ას კი­ლო­მეტრს აღე­მა­ტე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში მა­შინ აშენ­და, რო­დე­საც ის ჰო­ლან­დი­ის კო­ლო­ნია იყო. ახლა სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ და­ჟან­გუ­ლი მა­ტა­რებ­ლე­ბი და ვა­გო­ნე­ბი.

სუ­რი­ნა­მის დიდი ეთ­ნი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ხელს უწყობს მის მდი­დარ კულ­ტუ­რას და ქვე­ყა­ნა მას­პინ­ძლობს უამ­რავ სა­ე­რო და რე­ლი­გი­ურ დღე­სას­წა­ულს, ცე­რე­მო­ნი­ა­სა და ფეს­ტი­ვალს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ ერთი კი­ნო­თე­ატ­რია, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს დე­და­ქა­ლაქ­ში.

მო­ბი­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი სუ­რი­ნამ­ში საკ­მა­ოდ ძვი­რია მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის და აქვს მცი­რე და­ფარ­ვის არე­ა­ლი, ამი­ტომ ად­გი­ლობ­რი­ვი პე­ი­ჯე­რებს იყე­ნე­ბენ. ამის გამო, ქა­ლა­ქებ­ში არის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­ტე­ლე­ფო­ნო ჯი­ხუ­რე­ბი და ისი­ნი ყვე­ლა ყვით­ლად არის შე­ღე­ბი­ლი.

ავტორი:

ქვეყანა, სადაც 200 დღე წვიმს, ადგილობრივების სასაუბრო ენაში კი მხოლოდ 340 სიტყვაა - ამერიკული ჯუნგლებში ჩაკარგული ღარიბი ერი, ნავთობისა და ოქროს დიდი მარაგით

ქვეყანა, სადაც 200 დღე წვიმს, ადგილობრივების სასაუბრო ენაში კი მხოლოდ 340 სიტყვაა - ამერიკული ჯუნგლებში ჩაკარგული ღარიბი ერი, ნავთობისა და ოქროს დიდი მარაგით

მსოფლიოში ბევრი საოცარი ქვეყანაა, რომელთა შესახებაც ყველამ არ იცის. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა, რომელიც იშვიათად ხვდება ტურისტულ მარშრუტებში ან სატელევიზიო გადაცემებში, არის სამხრეთ ამერიკის ქვეყანა სურინამი.

  • სურინამი ამერიკის ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფოა. თუმცა, ვინც ამ საოცარ ქვეყანას ერთხელ მაინც ეწვია, ბევრ საინტერესო ამბავს ჰყვება მასზე. სურინამში უამრავი ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ, რომელთა რელიგიური მრწამსი და ეროვნულ ტრადიციები განსხვავებულია, მაგრამ ისინი მშვიდობიანად თანაარსებობენ.

სურინამი არის ყველაზე პატარა, ტყიანი და წვიმიანი ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, სადაც სეზონები არ იცვლება და ჯუნგლებში ცხოველების უცნაური სახეობები ცხოვრობენ.

ამერიკის ყველაზე პატარა ქვეყნის 97% ჯუნგლების, ხშირი ტყეებისა და მანგროს ტყეებისგან შედგება. სინამდვილეში, ეს არის ყველაზე ტყიანი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც აქა-იქ გხვდება გასუფთავებული ტერიტორიები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთა რიცხვი მხოლოდ ნახევარ მილიონ ადამიანს შეადგენს.

აქ არის პატარა ქალაქები, განსაცვიფრებელი მრავალფეროვანი მცენარეებით, ხეებითა და ველური ბუნებით, სადაც ჯუნგლები ყველა მხრიდან იჭრება. აქ ნებისმიერი მიტოვებული შენობა ან მიწის ნაკვეთი მყისიერად ივსება მცოცავი ლიანებით და ერთ წელიწადში ადგილზე გაუვალი ჯუნგლები წარმოიქმნება.

სურინამის ბუნება უნიკალურია; ამაზონის ტროპიკული ტყის სიღრმეში, 21-ე საუკუნეში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ცოცხალი არსების დაახლოებით 25 სახეობა, მათ შორის მეწამული სურინამის ბაყაყი მანათობელი ლაქებით, რამდენიმე სახეობის ქვეწარმავალი, თევზი და მწერები.

მზე თითქმის მუდმივად ანათებს, თუმცა ხშირია წვიმიანი სეზონიც, რომელიც შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს. ზოგადად ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით ორასი დღე წვიმს, განსაკუთრებით ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. თუმცა, ტემპერატურის 22-დან 32°C-მდე მერყეობს.

სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა, ნავთობისა და ოქროს უმდიდრესი მარაგით

სურინამი არის სუსტად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა ცხოვრების საკმაოდ დაბალი დონით. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ნავთობისა და ოქროს უზარმაზარი საბადოები, რომლითაც შეუძლია გამდიდრდეს, მაგრამ მაინინგი სურინამისთვის გამოწვევად რჩება.

ეს გამოწვეულია პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით და სუსტი სახელმწიფო კონტროლით ოქროს მოპოვების ტერიტორიებზე, რომლებიც ტრადიციულად ძირძველი მოსახლეობის ან მარუნების კუთვნილ ტერიტორიებზე მდებარეობს. ოფშორული ნავთობის საბადოების აღმოჩენამაც კი ვერ გამოიწვია ფართომასშტაბიანი წარმოება სხვადასხვა ტექნიკური და ბიუროკრატიული სირთულის გამო და ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

მრეწველობა სუსტად არის განვითარებული, გარდა ბოქსიტის, ხე-ტყისა და ზღვის პროდუქტების მოპოვებისა და წარმოების, ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დასაქმებულია მომსახურების სექტორში ან სოფლის მეურნეობაში.

  • სურინამი ოდესღაც ჰოლანდიის კოლონია იყო ცნობილი ჰოლანდიური გვიანას პლანტაციებით, მაგრამ 1975 წლიდან ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ სურინამს ჰყავს ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობა, ქვეყანას აქვს ძლიერი კულტურული და ოჯახური კავშირები ჰოლანდიასთან. გარდა ამისა, სურინამის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა ნიდერლანდებში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ქვეყნის ოფიციალური ენა ასევე ჰოლანდიურია, მაგრამ ბევრი საუბრობს სურინამზე, რომელიც არის კრეოლების და ქვეყნის ახალგაზრდა მოსახლეობის დიდი ნაწილის მშობლიური ენა. საინტერესოა, რომ ამ ენას მხოლოდ 340 სიტყვა აქვს.

სურინამი არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადგილიდან მსოფლიოში, სადაც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები მშვიდობიანად თანაარსებობენ, სადაც ებრაული სინაგოგა შეიძლება განთავსდეს მეჩეთის, ინდუისტური ტაძრისა და ქრისტიანული ეკლესიის გვერდით.

სურინამს აქვს 50 აეროპორტი, მაგრამ მხოლოდ ათას კილომეტრზე დაგებული გზები და ერთადერთი რკინიგზა, რომელიც დიდი ხანია მიტოვებულია.

სურინამის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს ქვეყნის სანაპიროზე. მათი თითქმის ნახევარი კი უდიდეს დასახლებაში - დედაქალაქ პარამარიბოში, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარეზე, ატლანტის ოკეანესთან შესართავიდან სულ რაღაც ოცი კილომეტრში.

ტროპიკული ტყეების სიღრმეში, ინდიელების მცირე საზოგადოებები და აფრიკელი მონების შთამომავლები, მარუნები ცხოვრობენ, რომლებიც ჯუნგლებში გაიქცნენ მე-17 და მე-18 საუკუნეებში. ისინი მიმოფანტული არიან მთავარი მდინარეების ნაპირებთან.

ტყეების სიმრავლის გამო ქვეყანაში ასფალტის გზები ცოტაა, მათი საერთო სიგრძე მხოლოდ ათასი კილომეტრია. ერთადერთი სარკინიგზო ხაზი, რომლის სიგრძე სულ რაღაც ას კილომეტრს აღემატება, ქვეყანაში მაშინ აშენდა, როდესაც ის ჰოლანდიის კოლონია იყო. ახლა სხვადასხვა ადგილებში შეგიძლიათ ნახოთ დაჟანგული მატარებლები და ვაგონები.

სურინამის დიდი ეთნიკური მრავალფეროვნება ხელს უწყობს მის მდიდარ კულტურას და ქვეყანა მასპინძლობს უამრავ საერო და რელიგიურ დღესასწაულს, ცერემონიასა და ფესტივალს მთელი წლის განმავლობაში. მაგრამ ამავდროულად, ქვეყანაში მხოლოდ ერთი კინოთეატრია, რომელიც მდებარეობს დედაქალაქში.

მობილური კომუნიკაციები სურინამში საკმაოდ ძვირია მოსახლეობის უმრავლესობისთვის და აქვს მცირე დაფარვის არეალი, ამიტომ ადგილობრივი პეიჯერებს იყენებენ. ამის გამო, ქალაქებში არის დიდი რაოდენობით სატელეფონო ჯიხურები და ისინი ყველა ყვითლად არის შეღებილი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"