მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუდუ დადიანის ულამაზესი და, რომელსაც საზღვარგარეთ კარგად იცნობენ - რას საქმიანობს მაკა დადიანი: "მომავალი მეუღლე იმ დროს გაიცნო, როცა დუდუ თვეების გარდაცვლილი იყო"
დუდუ დადიანის ულამაზესი და, რომელსაც საზღვარგარეთ კარგად იცნობენ - რას საქმიანობს მაკა დადიანი: "მომავალი მეუღლე იმ დროს გაიცნო, როცა დუდუ თვეების გარდაცვლილი იყო"

მას მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თველ პრინცს ეძახ­დნენ. მათ, ვი­საც 90-იან წლებ­ში უცხოვ­რი­ათ, ყვე­ლამ იცო­და ვინ იყო ცნო­ბი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი დუდუ და­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც 13 ნომ­რით თა­მა­შობ­და.

არის­ტოკ­რა­ტუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის სპორ­ტსმე­ნი ხში­რად ეხ­ვე­ო­და ხი­ფა­თი­ან და ავან­ტი­უ­რულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. ერთხელ, ლაშ­ქრო­ბი­სას ნა­დი­რო­ბი­სას, მან და მის­მა მე­გო­ბარ­მა შემ­თხვე­ვით გა­დაკ­ვე­თეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე დღე მე­სა­ზღვრე­ებ­მა ტყვედ ამ­ყო­ფეს, სა­ნამ ნა­თე­სა­ვებ­მა ყვე­ლა­ფე­რი არ გა­არ­კვი­ეს და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა არ შეძ­ლეს.

  • დუდუ 2002 წელს თბი­ლის­ში, სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში მოკ­ლეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, კონ­ფლიქ­ტი მასა და უც­ნობ პირს შო­რის მომ­ხდარ შე­ლა­პა­რა­კე­ბას მოჰ­ყვა, თუმ­ცა, მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ორ­ჯერ გა­ნახ­ლდა, ახა­ლი არა­ფე­რი გა­ურ­კვე­ვი­ათ და არც დამ­ნა­შა­ვე დას­ჯი­ლა, რაც უამ­რავ კი­თხვას ბა­დებს.

დუ­დუს ძმის, ლე­ვან და­დი­ა­ნის თქმით, მათ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მოჰ­კი­თხეს და გა­მო­ძი­ე­ბა­ში მხარ­და­ჭე­რა სთხო­ვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმე­დე­ბის, საქ­მის შე­სა­ხებ მათ­თვის და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია აღარ მი­უ­წო­დე­ბი­ათ.

"მე და მა­მა­ჩე­მი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დაგ­ვი­ბა­რეს - საქ­მე გაგ­ვახ­სნე­ვი­ნე­თო. წყალ­წა­ღე­ბუ­ლებს დახ­მა­რე­ბას გვთხოვ­დნენ. მა­შინ უბ­რა­ლოდ გა­მოგ­ვკი­თხეს... გაგ­ვი­ხარ­და, საქ­მე და­იძ­რაო. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა კახა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გვი­თხრა, იმე­დი გვაქვს, გვერ­დში დაგ­ვიდ­გე­ბი­თო. ამის შემ­დეგ გა­გი­გი­ათ რამე? მე სა­გა­ზე­თო ჭო­რე­ბის გარ­და, არა­ფე­რი მსმე­ნია. იმ მო­მენ­ტში ჩემ­ზე ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლა (ზე­წო­ლა შემ­დეგ და­ი­წყო).

და­კი­თხვის დროს აბ­სურ­დულ რა­ღა­ცებს მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, იმ სუ­ლე­ლურ ვერ­სი­ებს ვერც გა­ვი­მე­ო­რებ. მათ მიერ შე­თხზუ­ლი სცე­ნა­რი ასე­თი იყო: თით­ქოს ვატო ყი­ფი­ან­მა მოკ­ლა კახი ასა­თი­ა­ნი, რად­გან კა­ხიმ თა­ვის დრო­ზე შვი­ლის, მაკა ასა­თი­ა­ნის გამო იძია შური და მო­აკ­ვლე­ვი­ნა დუდუ... ეს იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია, ლა­პა­რა­კი არც მინ­და. სა­ნამ და­მი­ჭერ­დნენ, მა­ნამ­დე პრე­სით გავ­რცელ­და ეს სუ­ლე­ლუ­რი ვერ­სია...“ - იხ­სე­ნებ­და წლე­ბის შემ­დეგ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ინ­ტერ­ვი­უ­ში ძმა, ლე­ვან და­დი­ა­ნი.

"დუ­დუს და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში და­ვი­თი უწე­რია, მაგ­რამ ჩემი შერ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლი შერ­ჩა... მი­მაჩ­ნია, რომ დუ­დუმ და მის­მა თა­ო­ბამ კა­ლათ­ბურ­თის ერ­თგვა­რი ეპო­ქა შექ­მნეს. მი­სა­ბა­ძი კაცი გახ­და დუ­დუც და მისი თა­ო­ბის ბი­ჭე­ბიც. არ­სე­ბობს შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნის ფე­ნო­მე­ნი და დუდუ იყო ასე­თი. ცოტა გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია იმის თქმა, რომ მე­ქალ­თა­ნე იყო. თუმ­ცა ქა­ლე­ბის ფა­ვო­რი­ტი მარ­თლაც გახ­ლდათ.

მატ­ჩის დროს დარ­ბაზ­ში ცალ­კე ის­ხდნენ მისი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბი და როცა დუდუ ბურთს მი­ი­ღებ­და, შე­ძა­ხი­ლე­ბით ამ­ხნე­ვებ­დნენ. სა­მა­გა­ლი­თო კაცი და ნაღ­დი ქარ­თვე­ლი იყო. ძნე­ლია ძმა­ზე ლა­პა­რა­კი, უბე­დუ­რე­ბაა, რომ აღარ მყავს. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ (დუდუ წლის და 4 თვის იყო, დედა რომ და­ა­ვად­და...), დუ­დუს მე და ჩვე­ნი უფ­რო­სი და - მაკა ვზრდი­დით. წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი მო­ი­შა­ლა და სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, მა­მას მე­ო­რე ცოლ­მა, ნამ­დვი­ლი დე­დო­ბა გა­უ­წია, სა­ოც­რად ეს­მო­დათ ერ­თმა­ნე­თის...“ - ამ­ბობს ლე­ვან და­დი­ა­ნი.

ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი გეგა კო­ბა­ხი­ძის დედა იყო, რო­მე­ლიც თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის საქ­მე­ზე, წლე­ბის წინ დახ­ვრი­ტეს.

"მე და დუ­დუს მა­მამ ერ­თმა­ნე­თი როცა გა­ვი­ცა­ნით, დუდუ 5 წლის იყო, მაგ­რამ მას ჩვენ­თან ერ­თად არ უცხოვ­რია, და-ძმა ჰყავ­და და ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ თა­ვი­ანთ სახ­ლში, ბე­ბია ზრდი­დათ. სა­ო­ცა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და ერ­თმა­ნეთ­თან, მეც მივ­დი­ო­დი მათ­თან და ისი­ნიც ყო­ველ­თვის მო­დი­ოდ­ნენ ჩვენ­თან.

მერე, როცა დუდუ წა­მო­ი­ზარ­და, ის ბინა გა­ყი­დეს და დუდუ და ლე­ვა­ნი ჩვენ­თან გად­მო­ვიდ­ნენ. და გა­თხო­ვი­ლი იყო, ლე­ვან­მა მალე შე­ირ­თო ცოლი და ცალ­კე გა­და­ვი­და. დავ­რჩით მე და დუდუ. მას მერე სულ ჩემ­თან იყო, სა­ნამ ბი­ნას იყიდ­და. ბინა ამ ამ­ბამ­დე 2 წლით ადრე შე­ი­ძი­ნა. სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, ჩვენ შო­რის არ იგ­რძნო­ბო­და, რომ მე მისი დე­დი­ნაც­ვა­ლი ვი­ყა­ვი და ის – ჩემი გერი.

ამა­შიც არ მო­მე­ცა ბედი, რომ ეს მა­ინც შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. დუ­დუმ თა­ვი­სი სიკ­ვდი­ლით წერ­ტი­ლი და­უს­ვა მთელ ჩემს უბე­დუ­რე­ბას. თბი­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, კე­თი­ლი, გუ­ლა­ლა­ლი ბიჭი იყო. დღე არ გა­ვი­დო­და,არ მო­ვე­კი­თხე. მისი ყვე­ლა სა­უ­ბა­რი ამ სი­ტყვე­ბით მთავ­რდე­ბო­და – ნა­თელ, ძა­ლი­ან მაგ­რად მიყ­ვარ­ხა­რო.

იმ დღი­თაც და­მი­რე­კა, ახლა სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ და მერე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეო. ვუ­თხა­რი, გა­მო­დი, ის მო­გიმ­ზა­დე, შენ რომ გიყ­ვარს-მეთ­ქი. ერთ სა­ათ­ში ასე­თი ამ­ბა­ვი მოხ­და" - იხ­სე­ნებ­და ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

დუდუ და­დი­ა­ნის "უც­ნო­ბი" ცნო­ბი­ლი და, მაკა და­დი­ა­ნი

მაკა და­დი­ა­ნი, რო­მელ­მაც უფ­როს ძმას­თან ერ­თად დუდუ გა­ზარ­და წლე­ბია რაც შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მის შე­სა­ხებ ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა სა­ზღვრებს გა­რეთ მა­კას კარ­გად იც­ნო­ბენ, ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხატ­ვა­რია.

მა­კას ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობთ...

პრინ­ცე­სა მაია (მაკა) და­დი­ა­ნი ეკუთ­ვნის სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ას. მისი დიდი პაპა, ალექ­სან­დრე და დიდი ბე­ბია ნინო ორი­ვე და­დი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ის არის ოდი­შის მთავ­რის ოტი­ას და­დი­ა­ნის პირ­და­პი­რი მემ­კვიდ­რე მერ­ვე თა­ო­ბის. ის ასე­ვე მეფე მა­ნუ­ჩა­რის (1792) და დიდი ნი­კოს (1834, სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე, სამ­ხედ­რო სარ­და­ლი, მინ­გრე­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ელჩი და ის­ტო­რი­კო­სი) პირ­და­პი­რი მემ­კვიდ­რეა მე­ექ­ვსე თა­ო­ბის.

მა­კას მშობ­ლებ­მა, მისი მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტეს, პი­ა­ნის­ტი გამ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა მუ­სი­კას­თან ერ­თად ბავ­შვო­ბი­დან­ვე იზი­დავ­და მხატ­ვრო­ბა. ის ქმნი­და ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ ას­ლებს, რო­გო­რი­ცაა ლე­ო­ნარ­დო, მი­ქე­ლან­ჯე­ლო, რა­ფა­ე­ლი, რუ­ბენ­სი და სხვა. მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­კამ თბი­ლი­სის მუ­სი­კა­ლუ­რი აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რის გან­ხრით.

  • ხატ­ვის სიყ­ვა­რუ­ლის გამო, 23 წლის ასაკ­ში, მუ­სი­კო­სის კა­რი­ე­რა მი­ა­ტო­ვა და ხე­ლოვ­ნე­ბის სწავ­ლა და­ი­წყო, სა­დაც 1983 წელს მისი პირ­ვე­ლი სოლო გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა. მაკა და­დი­ა­ნის ხუთი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ფე­ნი­ლია ფა და­ცუ­ლია მოს­კო­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის ფონდში.

1988 წელს მა­კამ მუ­შა­ო­ბა მა­შინ­დელ პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში ასო­ცი­რე­ბულ პრო­ფეს­ო­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 1989 წელს მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის მხატ­ვარ­თა სახ­ლში, მაგ­რამ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს, 1991 წელს, მხატ­ვარ­თა სახ­ლი სრუ­ლად და­იწ­ვა და მისი ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ნად­გურ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხატ­ვა გა­ნაგ­რძო და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო რამ­დე­ნი­მე გა­მო­ფე­ნა­ში. მაკა 2004 წელს გა­და­ვი­და ცი­უ­რიხ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, სა­დაც დღემ­დე ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს.

2006 წლამ­დე მაკა ძი­რი­თა­დად ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით ხა­ტავ­და. მუდ­მი­ვად ეძებს გა­მო­ხატ­ვის ახალ გზებს და ქმნის სპე­ცი­ა­ლურ ტექ­ნი­კას, რათა მი­აღ­წი­ოს სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან ეფექ­ტებს და რე­ლი­ე­ფურ ფორ­მებს. მა­კას რო­გორც პორ­ტრე­ტის­ტი­სა და მხატ­ვრის ვირ­ტუ­ო­ზო­ბა ფარ­თოდ აღი­ა­რე­ბუ­ლია. მან შექ­მნა სხვა ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბებ­თან ერ­თად ეს­პა­ნე­თის მეფე ხუან კარ­ლოს I-ის პორ­ტრე­ტი, რო­მე­ლიც 2011 წლი­დან ინა­ხე­ბა მად­რიდ­ში, ლა სა­რუ­ე­ლას სა­სახ­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში.

მაკა და­დი­ა­ნი ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბით კერ­ძო და სა­ჯა­რო გა­მო­ფე­ნებ­ში. ის არის არა­ერ­თი მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის წევ­რი, რო­გო­რი­ცაა ქარ­თუ­ლი მხატ­ვარ­თა ასო­ცი­ა­ცია, გერ­მა­ნუ­ლი მხატ­ვარ­თა კავ­ში­რი „Syrlin“, შვე­ი­ცა­რი­უ­ლი მხატ­ვარ­თა კავ­ში­რი „Artischock“ და იტა­ლი­ის ტოს­კა­ნა­ში მდე­ბა­რე უგო გუ­ი­დის მუ­ზე­უ­მი.

ამ­ჟა­მად მა­კას ხე­ლოვ­ნე­ბას კუ­რი­რებს ჰა­ინც პლე­ი­ნე­რი, PAKS გა­ლე­რე­ის დი­რექ­ტო­რი და MAMAG თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის კუ­რა­ტო­რი.

მაკა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, მისი მე­უღ­ლე ასე­ვე მხატ­ვა­რი პიერ შვარ­ცენ­ბა­ხია. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იც­ნო. მა­შინ დუდუ რამ­დე­ნი­მე თვის გარ­დაც­ვლი­ლი იყო და მა­კას ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და. ორი წლის შემ­დეგ ისევ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და და­ო­ჯახ­დნენ. მა­კას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ქა­ლიშ­ვი­ლი ეკა­ტე­რი­ნა და­დი­ა­ნი ჰყავს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ დე­დას­თან ერ­თად წა­ვი­და შვე­ი­ცა­რი­ა­ში და იქ და­ო­ჯახ­და.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლედი
2

დადიანები საქართველოს სამეფო დინასტია კი არა, სამეგრელოს მთავრები იყვნენ! მეორეც, მერვე თაობის წინ, ბებია-ბაბუა ორივე დადიანები, როგორ იყვნენ? სტატიიდან ასე ჩანს! მესამე მხატვარი სოლო გამოფენას კი არა, პერსონალურ გამოფენას აწყობს! მეოთხე, 1988 წელს არც პუშკინის და არც სხვა ინსტიტუტში, არ არსებობდა ასოცირებული პროფესორის სტატუსი. ეს შემოვიდა 2005 წლის მერე! მანამდე იყო დოცენტი და პროფესორი, თუ დაცული ჰქონდა შესაბამისი დისერტაციები!

დადიანები სამეგრელოს...
4

დადიანები სამეგრელოს მეფეები იყვნენ და არა საქართველოსი.

ალინა ბაღიშვილი 

ავტორი:

დუდუ დადიანის ულამაზესი და, რომელსაც საზღვარგარეთ კარგად იცნობენ - რას საქმიანობს მაკა დადიანი: "მომავალი მეუღლე იმ დროს გაიცნო, როცა დუდუ თვეების გარდაცვლილი იყო"

დუდუ დადიანის ულამაზესი და, რომელსაც საზღვარგარეთ კარგად იცნობენ - რას საქმიანობს მაკა დადიანი: "მომავალი მეუღლე იმ დროს გაიცნო, როცა დუდუ თვეების გარდაცვლილი იყო"

მას მე-20 საუკუნის ქართველ პრინცს ეძახდნენ. მათ, ვისაც 90-იან წლებში უცხოვრიათ, ყველამ იცოდა ვინ იყო ცნობილი კალათბურთელი დუდუ დადიანი, რომელიც 13 ნომრით თამაშობდა.

არისტოკრატული გარეგნობის სპორტსმენი ხშირად ეხვეოდა ხიფათიან და ავანტიურულ სიტუაციებში. ერთხელ, ლაშქრობისას ნადირობისას, მან და მისმა მეგობარმა შემთხვევით გადაკვეთეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, რის გამოც რამდენიმე დღე მესაზღვრეებმა ტყვედ ამყოფეს, სანამ ნათესავებმა ყველაფერი არ გაარკვიეს და სახლში დაბრუნება არ შეძლეს.

  • დუდუ 2002 წელს თბილისში, სპორტის დეპარტამენტის შენობაში მოკლეს. ოფიციალური ვერსიით, კონფლიქტი მასა და უცნობ პირს შორის მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა, თუმცა, მკვლელის ვინაობა დღემდე დაუდგენელია.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ორჯერ განახლდა, ახალი არაფერი გაურკვევიათ და არც დამნაშავე დასჯილა, რაც უამრავ კითხვას ბადებს.

დუდუს ძმის, ლევან დადიანის თქმით, მათ პროკურატურაში გამოჰკითხეს და გამოძიებაში მხარდაჭერა სთხოვეს. მიუხედავად იმედების, საქმის შესახებ მათთვის დამატებითი ინფორმაცია აღარ მიუწოდებიათ.

"მე და მამაჩემი პროკურატურაში დაგვიბარეს - საქმე გაგვახსნევინეთო. წყალწაღებულებს დახმარებას გვთხოვდნენ. მაშინ უბრალოდ გამოგვკითხეს... გაგვიხარდა, საქმე დაიძრაო. გამომძიებელმა კახა მაჭავარიანმა გვითხრა, იმედი გვაქვს, გვერდში დაგვიდგებითო. ამის შემდეგ გაგიგიათ რამე? მე საგაზეთო ჭორების გარდა, არაფერი მსმენია. იმ მომენტში ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა (ზეწოლა შემდეგ დაიწყო).

დაკითხვის დროს აბსურდულ რაღაცებს მეკითხებოდნენ, იმ სულელურ ვერსიებს ვერც გავიმეორებ. მათ მიერ შეთხზული სცენარი ასეთი იყო: თითქოს ვატო ყიფიანმა მოკლა კახი ასათიანი, რადგან კახიმ თავის დროზე შვილის, მაკა ასათიანის გამო იძია შური და მოაკვლევინა დუდუ... ეს იმდენად აბსურდულია, ლაპარაკი არც მინდა. სანამ დამიჭერდნენ, მანამდე პრესით გავრცელდა ეს სულელური ვერსია...“ - იხსენებდა წლების შემდეგ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ძმა, ლევან დადიანი.

"დუდუს დაბადების მოწმობაში დავითი უწერია, მაგრამ ჩემი შერქმეული სახელი შერჩა... მიმაჩნია, რომ დუდუმ და მისმა თაობამ კალათბურთის ერთგვარი ეპოქა შექმნეს. მისაბაძი კაცი გახდა დუდუც და მისი თაობის ბიჭებიც. არსებობს შემდგარი ადამიანის ფენომენი და დუდუ იყო ასეთი. ცოტა გაზვიადებულია იმის თქმა, რომ მექალთანე იყო. თუმცა ქალების ფავორიტი მართლაც გახლდათ.

მატჩის დროს დარბაზში ცალკე ისხდნენ მისი თაყვანისმცემელი გოგონები და როცა დუდუ ბურთს მიიღებდა, შეძახილებით ამხნევებდნენ. სამაგალითო კაცი და ნაღდი ქართველი იყო. ძნელია ძმაზე ლაპარაკი, უბედურებაა, რომ აღარ მყავს. დედის გარდაცვალების შემდეგ (დუდუ წლის და 4 თვის იყო, დედა რომ დაავადდა...), დუდუს მე და ჩვენი უფროსი და - მაკა ვზრდიდით. წლების მატებასთან ერთად, ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვარი მოიშალა და საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ნათელა მაჭავარიანმა, მამას მეორე ცოლმა, ნამდვილი დედობა გაუწია, საოცრად ესმოდათ ერთმანეთის...“ - ამბობს ლევან დადიანი.

ნათელა მაჭავარიანი გეგა კობახიძის დედა იყო, რომელიც თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე, წლების წინ დახვრიტეს.

"მე და დუდუს მამამ ერთმანეთი როცა გავიცანით, დუდუ 5 წლის იყო, მაგრამ მას ჩვენთან ერთად არ უცხოვრია, და-ძმა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ თავიანთ სახლში, ბებია ზრდიდათ. საოცარი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, მეც მივდიოდი მათთან და ისინიც ყოველთვის მოდიოდნენ ჩვენთან.

მერე, როცა დუდუ წამოიზარდა, ის ბინა გაყიდეს და დუდუ და ლევანი ჩვენთან გადმოვიდნენ. და გათხოვილი იყო, ლევანმა მალე შეირთო ცოლი და ცალკე გადავიდა. დავრჩით მე და დუდუ. მას მერე სულ ჩემთან იყო, სანამ ბინას იყიდდა. ბინა ამ ამბამდე 2 წლით ადრე შეიძინა. სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენ შორის არ იგრძნობოდა, რომ მე მისი დედინაცვალი ვიყავი და ის – ჩემი გერი.

ამაშიც არ მომეცა ბედი, რომ ეს მაინც შემენარჩუნებინა. დუდუმ თავისი სიკვდილით წერტილი დაუსვა მთელ ჩემს უბედურებას. თბილი, ყურადღებიანი, კეთილი, გულალალი ბიჭი იყო. დღე არ გავიდოდა,არ მოვეკითხე. მისი ყველა საუბარი ამ სიტყვებით მთავრდებოდა – ნათელ, ძალიან მაგრად მიყვარხარო.

იმ დღითაც დამირეკა, ახლა სამსახურში მივდივარ და მერე შეიძლება გამოვიდეო. ვუთხარი, გამოდი, ის მოგიმზადე, შენ რომ გიყვარს-მეთქი. ერთ საათში ასეთი ამბავი მოხდა" - იხსენებდა ჟურნალ „სარკესთან“ ნათელა მაჭავარიანი.

დუდუ დადიანის "უცნობი" ცნობილი და, მაკა დადიანი

მაკა დადიანი, რომელმაც უფროს ძმასთან ერთად დუდუ გაზარდა წლებია რაც შვეიცარიაში ცხოვრობს. საქართველოში მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა საზღვრებს გარეთ მაკას კარგად იცნობენ, ის შესანიშნავი მხატვარია.

მაკას ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ...

პრინცესა მაია (მაკა) დადიანი ეკუთვნის საქართველოს სამეფო დინასტიას. მისი დიდი პაპა, ალექსანდრე და დიდი ბებია ნინო ორივე დადიანები იყვნენ. ის არის ოდიშის მთავრის ოტიას დადიანის პირდაპირი მემკვიდრე მერვე თაობის. ის ასევე მეფე მანუჩარის (1792) და დიდი ნიკოს (1834, სახელმწიფო მოღვაწე, სამხედრო სარდალი, მინგრელის გუბერნატორი, ელჩი და ისტორიკოსი) პირდაპირი მემკვიდრეა მეექვსე თაობის.

მაკას მშობლებმა, მისი მუსიკალური ნიჭის აღიარების შემდეგ, გადაწყვიტეს, პიანისტი გამხდარიყო, თუმცა მუსიკასთან ერთად ბავშვობიდანვე იზიდავდა მხატვრობა. ის ქმნიდა ცნობილი მხატვრების ნამუშევრების შესანიშნავ ასლებს, როგორიცაა ლეონარდო, მიქელანჯელო, რაფაელი, რუბენსი და სხვა. მუსიკალური სკოლის დასრულების შემდეგ მაკამ თბილისის მუსიკალური აკადემია დაამთავრა კონცერტმაისტერის განხრით.

  • ხატვის სიყვარულის გამო, 23 წლის ასაკში, მუსიკოსის კარიერა მიატოვა და ხელოვნების სწავლა დაიწყო, სადაც 1983 წელს მისი პირველი სოლო გამოფენა გაიმართა. მაკა დადიანის ხუთი ნამუშევარი გამოფენილია ფა დაცულია მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ფონდში.

1988 წელს მაკამ მუშაობა მაშინდელ პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტში ასოცირებულ პროფესორად დაიწყო მუშაობა. 1989 წელს მუშაობდა თბილისის მხატვართა სახლში, მაგრამ სამოქალაქო ომის დროს, 1991 წელს, მხატვართა სახლი სრულად დაიწვა და მისი ბევრი ნამუშევარი განადგურდა. მიუხედავად ამისა, ხატვა განაგრძო და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე გამოფენაში. მაკა 2004 წელს გადავიდა ციურიხში, შვეიცარიაში, სადაც დღემდე ცხოვრობს და მუშაობს.

2006 წლამდე მაკა ძირითადად ზეთის საღებავებით ხატავდა. მუდმივად ეძებს გამოხატვის ახალ გზებს და ქმნის სპეციალურ ტექნიკას, რათა მიაღწიოს სამგანზომილებიან ეფექტებს და რელიეფურ ფორმებს. მაკას როგორც პორტრეტისტისა და მხატვრის ვირტუოზობა ფართოდ აღიარებულია. მან შექმნა სხვა ცნობილ პიროვნებებთან ერთად ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის პორტრეტი, რომელიც 2011 წლიდან ინახება მადრიდში, ლა სარუელას სასახლის კოლექციაში.

მაკა დადიანი ხშირად მონაწილეობს საკუთარი ნამუშევრებით კერძო და საჯარო გამოფენებში. ის არის არაერთი მხატვართა კავშირის წევრი, როგორიცაა ქართული მხატვართა ასოციაცია, გერმანული მხატვართა კავშირი „Syrlin“, შვეიცარიული მხატვართა კავშირი „Artischock“ და იტალიის ტოსკანაში მდებარე უგო გუიდის მუზეუმი.

ამჟამად მაკას ხელოვნებას კურირებს ჰაინც პლეინერი, PAKS გალერეის დირექტორი და MAMAG თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კურატორი.

მაკა დაოჯახებულია, მისი მეუღლე ასევე მხატვარი პიერ შვარცენბახია. მომავალი მეუღლე საქართველოში გაიცნო. მაშინ დუდუ რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო და მაკას ცხოვრებაში რთული პერიოდი ჰქონდა. ორი წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და დაოჯახდნენ. მაკას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ეკატერინა დადიანი ჰყავს, რომელიც წლების წინ დედასთან ერთად წავიდა შვეიცარიაში და იქ დაოჯახდა.