ავტორი:

როდიდან და სად შეიზღუდება ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილება?

როდიდან და სად შეიზღუდება ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილება?

მაღალმთიან რეგიონებში მოსულმა თოვლმა, ზამთრის საბურავების საკითხი უკვე აქტუალური გახადა. იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელს ამოქმედებული რეგულაცია მხოლოდ 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში მოქმედებს, ავტომობილებისთვის შესაბამისი საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონა, ჯერ კიდევ სავალდებულო არ არის.

  • შედეგად, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, ავტომობილების გადაადგილება უკვე გართულდა და რამდენიმე რეგიონში ავტომობილებიც დაზიანდა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლიდან, 1-ლი დეკემბრიდან, 1-ელ მართამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით არის დასაშვები. თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე. ამასთან, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

დადგენილების მიხედვით, ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ნახეთ ვიდეო: დიდთოვლობის გამო, გზაზე დაწესებულ შეზღუდვას სამართალდამცავსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოჰყვა