სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება

23

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 07:01-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 03:08-ზე ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინი რამდენიმე წელი ცოტა ჩაკეტილი იყო... რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან ნათესაობას, თაკო ჩემი შვილის ნათლიაა" - რას პასუხობს ხათუნა ჟორდანია კრიტიკოსებს
"ნინი რამდენიმე წელი ცოტა ჩაკეტილი იყო... რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან ნათესაობას, თაკო ჩემი შვილის ნათლიაა" - რას პასუხობს ხათუნა ჟორდანია კრიტიკოსებს

ინ­ტერ­ვი­უ­ზე ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას მისი ბოლო სტა­ტუ­სის გამო და­ვუ­რე­კეთ. ხა­თუ­ნა წერ­და ფე­ნო­მენ­ზე, რო­მე­ლიც მის ოჯახს ეხე­ბო­და - რო­გორ უწე­რენ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ პრო­ფი­ლებ­ზე ეკ­ლე­სი­ას­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ. ხა­თუ­ნას ეს სტა­ტუ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მისი შვი­ლის, ნინი ქარ­სე­ლა­ძის, პი­რად ცხოვ­რე­ბას და­უ­კავ­ში­რა, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ "ინ­სტაგ­რამ­ზე" და­წე­რა, რომ ქმარს და­შორ­და

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია:

- ზო­გა­დად დავ­წე­რე, ჩემს ოჯახ­ზე ისე­თი ბუ­ლინ­გი მო­დის უბ­რა­ლო ფო­ტოს გა­მოც კი. დღეს დი­ლი­დან მოც­ლი­ლი ვი­ყა­ვი და შევ­დი­ო­დი ყვე­ლა უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რის ავ­ტო­რებ­თან და ვნა­ხუ­ლობ­დი, რომ პრო­ფი­ლი სავ­სე აქვთ ეკ­ლე­სი­ას­თან, შვი­ლებ­თან, შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით. ცოტა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი, ასეთ ადა­მი­ა­ნებს რა­ტომ აქვთ ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ლექ­სი­კა. რაც ვი­ფიქ­რე, ის დავ­წე­რე, ახა­ლი არა­ფე­რი.

- პო­ლი­ტი­კურ­მა სი­ტუ­ა­ცი­ა­მაც ხომ არ და­ამ­ძი­მა გა­რე­მო? ნი­ნის გა­მო­ჩე­ნას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

- არ ვიცი, თავს შე­ვი­კა­ვებ იმა­ზე სა­უბ­რის­გან, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კას­თან ასო­ცირ­დე­ბო­დეს. ზუ­რას რომ ცო­ლად გავ­ყე­ვი, მა­ში­ნაც უამ­რა­ვი იყო ასე­თი კო­მენ­ტა­რი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ არის ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი და უფრო მე­ტია და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი, ამის­თვის მად­ლო­ბა ღმერ­თს და ამ ადა­მი­ა­ნებს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და ნი­ნის გუ­ლახ­დი­ლო­ბა, ფაქ­ტია, რომ ის ბოლო წლებ­ში მე­დი­ას­თან ნაკ­ლე­ბად კონ­ტაქ­ტობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ეს პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­და...

- ეს ნი­ნის უნდა ჰკი­თხოთ. ცოტა ჩა­კე­ტი­ლად იყო რამ­დე­ნი­მე წელი და ვფიქ­რობ, ეს მისი შეგ­რძნე­ბე­ბი იყო, რაც ინ­სტაგ­რამ­ზე და­წე­რა.

- ერთ-ერთი კო­მენ­ტარ­ში უწერ­დნენ, მას შემ­დეგ და­გა­ფა­სეთ, რო­დე­საც ვნა­ხეთ, დე­დას რო­გორ უვ­ლი­დიო...

- ნამ­დვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ყვე­ლა შვილს უყ­ვარს დედა, მაგ­რამ ნინი მგო­ნია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ნინი, მე დღეს ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი. ამას ყველ­გან ვამ­ბობ და ყო­ველ­თვის ვი­ტყვი. არ და­მე­ზა­რე­ბა იმის გა­მე­ო­რე­ბა რომ, ნინი ჩემ­თვის მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზია.

- ზუ­რას რომ აკ­რი­ტი­კე­ბენ რო­გორ რე­ა­გი­რებთ? მახ­სოვს, ადრე ნინი თქვენ­ზე ამ­ბობ­და, ავუკ­რძა­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შე­მო­ხედ­ვაო...

- კო­მენ­ტა­რებ­ზე არ ვნერ­ვი­უ­ლობ, კარ­გად ვიცი, იმ­სა­ხუ­რე­ბენ თუ არა ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ კო­მენ­ტა­რებს. ყვე­ლას პა­სუხს რომ არ ვაძ­ლევ, იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს. გავ­ბრაზ­დე­ბო­დი, ვი­დარ­დებ­დი, ეს კო­მენ­ტა­რე­ბი რომ სი­მარ­თლეს­თან ახ­ლოს იყო, მაგ­რამ რო­დე­საც ვიცი, რომ ისი­ნი ამას არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ, დი­დად არ მე­ნაღ­ვლე­ბა.

წლე­ბი გა­დის და პე­რი­ო­დუ­ლად მო­მაწ­ვე­ბა ხოლ­მე და გაკ­ვირ­ვე­ბას ვერ ვმა­ლავ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავთ, შე­მო­ვარ­დნენ და ასე­თი სი­ტყვე­ბით გა­ლან­ძღონ ჩემი შვი­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

- ადრე ზუ­რა­მაც ისა­უბ­რა ამ თე­მა­ზე, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რად გაკ­რი­ტი­კე­ბენ, გახ­სე­ნე­ბენ ხოლ­მე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს­თან ნა­თე­სა­ო­ბას და მე­გობ­რო­ბას. დღეს რა ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ თაკო სა­ლა­ყა­ი­ას­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ჩანს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში...

- გი­დას­ტუ­რებთ, რომ თაკო ჩემი შვი­ლის ნათ­ლი­აა. მა­შინ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი არ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლობ­და და ზურა და თაკო ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ჯერ კი­დევ ბორ­ჯო­მი­დან. ვინ­მეს თუ უნდა, რომ რა­ღაც ჩემს გა­საკ­რი­ტი­კებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს, ყვე­ლა დამ­შვიდ­დეს, არა­სო­დეს მი­ნა­ნია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ახლა არ მაქვს არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ შო­რი­დან ისევ ისე მიყ­ვარს რო­გორც წლე­ბის წინ მიყ­ვარ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
4

ვის აინტერესებს ვისი ე.წ.ნათლიაა ცოდვებით და შხამით გაჯერებული ვინმე დედაკაცი , გვარად სალაყაია? 

არავისტი
8

საყვარელი დედა-შვილი!

ნინი ცოტა ხანში იქნება უბედნიერესი, იმსახურებს და იმიტომ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

"ნინი რამდენიმე წელი ცოტა ჩაკეტილი იყო... რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან ნათესაობას, თაკო ჩემი შვილის ნათლიაა" - რას პასუხობს ხათუნა ჟორდანია კრიტიკოსებს

"ნინი რამდენიმე წელი ცოტა ჩაკეტილი იყო... რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან ნათესაობას, თაკო ჩემი შვილის ნათლიაა" - რას პასუხობს ხათუნა ჟორდანია კრიტიკოსებს

ინტერვიუზე ხათუნა ჟორდანიას მისი ბოლო სტატუსის გამო დავურეკეთ. ხათუნა წერდა ფენომენზე, რომელიც მის ოჯახს ეხებოდა - როგორ უწერენ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ადამიანები, რომლებიც საკუთარ პროფილებზე ეკლესიასთან და ოჯახის წევრებთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. ხათუნას ეს სტატუსი საზოგადოების ნაწილმა მისი შვილის, ნინი ქარსელაძის, პირად ცხოვრებას დაუკავშირა, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ ქმარს დაშორდა

ხათუნა ჟორდანია:

- ზოგადად დავწერე, ჩემს ოჯახზე ისეთი ბულინგი მოდის უბრალო ფოტოს გამოც კი. დღეს დილიდან მოცლილი ვიყავი და შევდიოდი ყველა უარყოფითი კომენტარის ავტორებთან და ვნახულობდი, რომ პროფილი სავსე აქვთ ეკლესიასთან, შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად გადაღებული ფოტოებით. ცოტა გაკვირვებული დავრჩი, ასეთ ადამიანებს რატომ აქვთ ასეთი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ლექსიკა. რაც ვიფიქრე, ის დავწერე, ახალი არაფერი.

- პოლიტიკურმა სიტუაციამაც ხომ არ დაამძიმა გარემო? ნინის გამოჩენას სოციალურ ქსელში ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

- არ ვიცი, თავს შევიკავებ იმაზე საუბრისგან, რომ ეს შეიძლება პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს. ზურას რომ ცოლად გავყევი, მაშინაც უამრავი იყო ასეთი კომენტარი. საბედნიეროდ, ბევრი ადამიანი არ არის ასეთი აგრესიული და უფრო მეტია დადებითი ადამიანების კომენტარები, ამისთვის მადლობა ღმერთს და ამ ადამიანებს.

- სოციალურ ქსელში ყველას გაუკვირდა ნინის გულახდილობა, ფაქტია, რომ ის ბოლო წლებში მედიასთან ნაკლებად კონტაქტობდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს პირად ცხოვრებას ეხებოდა...

- ეს ნინის უნდა ჰკითხოთ. ცოტა ჩაკეტილად იყო რამდენიმე წელი და ვფიქრობ, ეს მისი შეგრძნებები იყო, რაც ინსტაგრამზე დაწერა.

- ერთ-ერთი კომენტარში უწერდნენ, მას შემდეგ დაგაფასეთ, როდესაც ვნახეთ, დედას როგორ უვლიდიო...

- ნამდვილად დასაფასებელია. ყველა შვილს უყვარს დედა, მაგრამ ნინი მგონია, რომ განსაკუთრებული შემთხვევაა დღევანდელ საქართველოში. რომ არ ყოფილიყო ნინი, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ამას ყველგან ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი. არ დამეზარება იმის გამეორება რომ, ნინი ჩემთვის მფარველი ანგელოზია.

- ზურას რომ აკრიტიკებენ როგორ რეაგირებთ? მახსოვს, ადრე ნინი თქვენზე ამბობდა, ავუკრძალე სოციალურ ქსელებში შემოხედვაო...

- კომენტარებზე არ ვნერვიულობ, კარგად ვიცი, იმსახურებენ თუ არა ჩემი ოჯახის წევრები ამ კომენტარებს. ყველას პასუხს რომ არ ვაძლევ, იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი დამოკიდებულება არ მაქვს. გავბრაზდებოდი, ვიდარდებდი, ეს კომენტარები რომ სიმართლესთან ახლოს იყო, მაგრამ როდესაც ვიცი, რომ ისინი ამას არ იმსახურებენ, დიდად არ მენაღვლება.

წლები გადის და პერიოდულად მომაწვება ხოლმე და გაკვირვებას ვერ ვმალავ. როგორ შეიძლება ქალები, რომლებსაც შვილები და შვილიშვილები ჰყავთ, შემოვარდნენ და ასეთი სიტყვებით გალანძღონ ჩემი შვილები და ოჯახის წევრები.

- ადრე ზურამაც ისაუბრა ამ თემაზე, როდესაც პოლიტიკურად გაკრიტიკებენ, გახსენებენ ხოლმე ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან ნათესაობას და მეგობრობას. დღეს რა ურთიერთობა გაქვთ თაკო სალაყაიასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანს ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში...

- გიდასტურებთ, რომ თაკო ჩემი შვილის ნათლიაა. მაშინ ვანო მერაბიშვილი არ ვანო მერაბიშვილობდა და ზურა და თაკო ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ჯერ კიდევ ბორჯომიდან. ვინმეს თუ უნდა, რომ რაღაც ჩემს გასაკრიტიკებლად გამოიყენოს, ყველა დამშვიდდეს, არასოდეს მინანია ეს გადაწყვეტილება. ახლა არ მაქვს არანაირი ურთიერთობა, მაგრამ შორიდან ისევ ისე მიყვარს როგორც წლების წინ მიყვარდა.

წაიკითხეთ ასევე: