მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა? - ასტრონომები აცხადებენ, რომ მის აღმოჩენასთან ახლოს არიან
არის თუ არა  მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა? - ასტრონომები აცხადებენ, რომ მის აღმოჩენასთან ახლოს არიან

მზის სის­ტე­მა­ში ადრე ცხრა პლა­ნე­ტა იყო. ას­ტრო­ნო­მი მაიკ ბრა­უ­ნი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც “ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც პლუ­ტო­ნი მოკ­ლა“, აცხა­დებს, რომ მას შემ­დეგ, რაც მის­მა ცნო­ბილ­მა აღ­მო­ჩე­ნამ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პლა­ნე­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შეც­ვა­ლა, ბავ­შვე­ბის­გან სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე წე­რი­ლებს და უცენ­ზუ­რო ზა­რებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­და.

2005 წელს, პლა­ნე­ტა­რუ­ლი ას­ტრო­ნო­მი­ის პრო­ფე­სორ­მა ბრა­უნ­მა, ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის უზარ­მა­ზარ რგოლ­ში ნეპ­ტუ­ნის ორ­ბი­ტის მიღ­მა, “ერი­სი კო­ი­პე­რის სარ­ტყელ­ში“ (მე­ცხრე პლა­ნე­ტის ყო­ფი­ლი სა­მე­ზობ­ლო) კი­დევ ერთი პა­ტა­რა სამ­ყა­რო აღ­მო­ა­ჩი­ნა.

პლუ­ტო­ნი

ას­ტრო­ნო­მებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ “ერი­სი კო­ი­პე­რის სარ­ტყე­ლი“, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია მზის სის­ტე­მის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან, არის მზი­დან 50-ჯერ უფრო შორს, ვიდ­რე დე­და­მი­წა. პლუ­ტო­ნი კი, რო­მე­ლიც ახლა კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია რო­გორც ჯუჯა პლა­ნე­ტა, არ დო­მი­ნი­რებს სა­კუ­თარ ორ­ბი­ტა­ზე და ამი­ტო­მაც, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კავ­ში­რის თა­ნახ­მად, მას არ შე­უძ­ლია ისე­თი­ვე პო­ზი­ცია ჰქონ­დეს, რო­გორც და­ნარ­ჩენ რვა პლა­ნე­ტას.

მაგ­რამ ახლა, ას­ტრო­ნო­მე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "კო­ი­პე­რის სარ­ტყელს შე­უძ­ლია კი­დევ ერთი პლა­ნე­ტა და­უბ­რუ­ნოს სის­ტე­მას.

  • რო­გორ აიხ­სნე­ბა თე­ო­რია?

იმის გამო, რომ “კო­ი­პე­რის სარ­ტყელ­ში“ არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი მზის­გან ძა­ლი­ან შორს არი­ან, მათი და­ნახ­ვა ძნე­ლია. ათ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ას­ტრო­ნო­მე­ბი ამ არე­ალს ფა­რუ­ლი პლა­ნე­ტის მო­სა­ძებ­ნად აკ­ვირ­დე­ბი­ან. თუმ­ცა, ახ­ლომ­დე­ბა­რე ობი­ექ­ტე­ბის ქცე­ვის შეს­წავ­ლის შე­დე­გად უკვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ფა­რუ­ლი პლა­ნე­ტა არ­სე­ბობს და მას ხში­რად პლა­ნე­ტა X-ს ან მე­ცხრე პლა­ნე­ტა ეწო­დე­ბა.

“თუ სხვა პლა­ნე­ტას ვი­პო­ვით, ეს მარ­თლაც დიდი საქ­მეა. აღ­მო­ჩე­ნას შე­უძ­ლია მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლოს ჩვე­ნი გა­გე­ბა მზის სის­ტე­მი­სა და სხვა პლა­ნე­ტა­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის შე­სა­ხებ. არ­სე­ბობს უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ სამ­ყა­როს შე­სა­ხებ უზარ­მა­ზა­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღოთ", - გა­ნა­ცხა­და იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­ტრო­ნო­მი­ის ასის­ტენ­ტმა პრო­ფე­სორ­მა მა­ლე­ნა რა­ის­მა.

  • თუმ­ცა, უდი­დეს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას თან ახ­ლავს გარ­კვე­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაც - ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვარს ეს ვერ­სია სარ­წმუ­ნოდ არ მი­აჩ­ნი­ათ.

სი­მარ­თლე ძა­ლი­ან მალე იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი - 2025 წლის ბო­ლოს ას­ტრო­ნო­მე­ბი ელი­ან ახა­ლი ტე­ლეს­კო­პის გა­მოშ­ვე­ბას, რო­მელ­საც აქამ­დე შე­უც­ნო­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბა.

მეც­ნი­ე­რებ­მა პლა­ნე­ტის ძი­ე­ბა სულ ახ­ლა­ხან და­ი­წყეს, მაგ­რამ მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა 175 წელ­ზე მეტი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მხატ­ვრის მიერ შექ­მნი­ლი კონ­ცეფ­ცია - რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს პლა­ნე­ტა X

“მას შემ­დეგ, რაც ნეპ­ტუ­ნი იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი 1846 წელს, სულ მცი­რე 30 ას­ტრო­ნომ­მა გა­მოთ­ქვა წი­ნა­და­დე­ბა რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს სხვა­დას­ხვა ტი­პის ტრანს-ნეპ­ტუ­ნუ­რი პლა­ნე­ტე­ბი. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ვი­სა­უბ­რებ­დი ამა­ზე, მაგ­რამ მჯე­რა, რომ წინა შემ­თხვე­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ მარ­თლე­ბი ვართ“, - აცხა­დებს პლა­ნე­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის პრო­ფე­სო­რი კონ­სტან­ტი­ნე ბა­ტი­გი­ნი.

ნე­ბის­მი­ე­რი სხე­უ­ლი, რო­მე­ლიც მზის გარ­შე­მო ბრუ­ნავს ნეპ­ტუ­ნის ორ­ბი­ტის მიღ­მა, ას­ტრო­ნო­მე­ბის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლია, რო­გორც "ტრანს-ნეპ­ტუ­ნი".

ბა­ტი­გი­ნი და ბრა­უ­ნი 2014 წლი­დან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ ფა­რუ­ლი პლა­ნე­ტის აღ­მო­ჩე­ნა­ზე. დუ­ე­ტი წლე­ბია ამ­ტკი­ცებს, რომ უხი­ლა­ვი პლა­ნე­ტა - დე­და­მი­წა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე დი­დია.

“ვი­ზუ­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა ის, რომ ნეპ­ტუ­ნის მიღ­მა ყვე­ლა­ზე შო­რე­ულ ობი­ექტ(ებ)ს აქვს ორ­ბი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს შე­საძ­ლოა ფა­რუ­ლი პლა­ნე­ტის არ­სე­ბო­ბას ადას­ტუ­რებ­დეს“, - თქვა ბრა­უნ­მა.

კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია The Astrophysical Journal Letters-ში. ვა­რა­უ­დის თან­ხმად, ფა­რუ­ლი პლა­ნე­ტა და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ-შვიდ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ჩვენს პლა­ნე­ტას და მისი ორ­ბი­ტა­ლუ­რი პე­რი­ო­დი 10000- დან 20000 წლამ­დეა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

არის თუ არა მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა? - ასტრონომები აცხადებენ, რომ მის აღმოჩენასთან ახლოს არიან

არის თუ არა  მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა? - ასტრონომები აცხადებენ, რომ მის აღმოჩენასთან ახლოს არიან

მზის სისტემაში ადრე ცხრა პლანეტა იყო. ასტრონომი მაიკ ბრაუნი, ასევე ცნობილი როგორც “ადამიანი, რომელმაც პლუტონი მოკლა“, აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მისმა ცნობილმა აღმოჩენამ სისტემაში არსებული პლანეტების რაოდენობა შეცვალა, ბავშვებისგან სიძულვილით სავსე წერილებს და უცენზურო ზარებს წლების განმავლობაში იღებდა.

2005 წელს, პლანეტარული ასტრონომიის პროფესორმა ბრაუნმა, ყინულოვანი ობიექტების უზარმაზარ რგოლში ნეპტუნის ორბიტის მიღმა, “ერისი კოიპერის სარტყელში“ (მეცხრე პლანეტის ყოფილი სამეზობლო) კიდევ ერთი პატარა სამყარო აღმოაჩინა.

პლუტონი

ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ “ერისი კოიპერის სარტყელი“, რომელიც შექმნილია მზის სისტემის ნარჩენებისგან, არის მზიდან 50-ჯერ უფრო შორს, ვიდრე დედამიწა. პლუტონი კი, რომელიც ახლა კლასიფიცირებულია როგორც ჯუჯა პლანეტა, არ დომინირებს საკუთარ ორბიტაზე და ამიტომაც, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის თანახმად, მას არ შეუძლია ისეთივე პოზიცია ჰქონდეს, როგორც დანარჩენ რვა პლანეტას.

მაგრამ ახლა, ასტრონომები მიიჩნევენ, რომ "კოიპერის სარტყელს შეუძლია კიდევ ერთი პლანეტა დაუბრუნოს სისტემას.

  • როგორ აიხსნება თეორია?

იმის გამო, რომ “კოიპერის სარტყელში“ არსებული ობიექტები მზისგან ძალიან შორს არიან, მათი დანახვა ძნელია. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ასტრონომები ამ არეალს ფარული პლანეტის მოსაძებნად აკვირდებიან. თუმცა, ახლომდებარე ობიექტების ქცევის შესწავლის შედეგად უკვე დარწმუნებულები არიან, რომ ფარული პლანეტა არსებობს და მას ხშირად პლანეტა X-ს ან მეცხრე პლანეტა ეწოდება.

“თუ სხვა პლანეტას ვიპოვით, ეს მართლაც დიდი საქმეა. აღმოჩენას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ჩვენი გაგება მზის სისტემისა და სხვა პლანეტარული სისტემების შესახებ. არსებობს უდიდესი პოტენციალი, რომ სამყაროს შესახებ უზარმაზარი ინფორმაცია მივიღოთ", - განაცხადა იელის უნივერსიტეტის ასტრონომიის ასისტენტმა პროფესორმა მალენა რაისმა.

  • თუმცა, უდიდეს აღფრთოვანებას თან ახლავს გარკვეული დაპირისპირებაც - ზოგიერთი მკვლევარს ეს ვერსია სარწმუნოდ არ მიაჩნიათ.

სიმართლე ძალიან მალე იქნება ცნობილი - 2025 წლის ბოლოს ასტრონომები ელიან ახალი ტელესკოპის გამოშვებას, რომელსაც აქამდე შეუცნობელი დეტალების დათვალიერება შეეძლება.

მეცნიერებმა პლანეტის ძიება სულ ახლახან დაიწყეს, მაგრამ მისი არსებობის შესახებ მსჯელობა 175 წელზე მეტი ხანია მიმდინარეობს.

მხატვრის მიერ შექმნილი კონცეფცია - როგორი შეიძლება იყოს პლანეტა X

“მას შემდეგ, რაც ნეპტუნი იქნა აღმოჩენილი 1846 წელს, სულ მცირე 30 ასტრონომმა გამოთქვა წინადადება რომ შესაძლებელია არსებობდეს სხვადასხვა ტიპის ტრანს-ნეპტუნური პლანეტები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვისაუბრებდი ამაზე, მაგრამ მჯერა, რომ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ჩვენ მართლები ვართ“, - აცხადებს პლანეტარული მეცნიერების პროფესორი კონსტანტინე ბატიგინი.

ნებისმიერი სხეული, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს ნეპტუნის ორბიტის მიღმა, ასტრონომების მიერ განსაზღვრულია, როგორც "ტრანს-ნეპტუნი".

ბატიგინი და ბრაუნი 2014 წლიდან აქტიურად მუშაობენ ფარული პლანეტის აღმოჩენაზე. დუეტი წლებია ამტკიცებს, რომ უხილავი პლანეტა - დედამიწაზე რამდენჯერმე დიდია.

“ვიზუალურად ყველაზე გასაოცარი მტკიცებულებაა ის, რომ ნეპტუნის მიღმა ყველაზე შორეულ ობიექტ(ებ)ს აქვს ორბიტები, რომლებიც მიმართულია ერთი მიმართულებით. ეს შესაძლოა ფარული პლანეტის არსებობას ადასტურებდეს“, - თქვა ბრაუნმა.

კვლევა გამოქვეყნებულია The Astrophysical Journal Letters-ში. ვარაუდის თანხმად, ფარული პლანეტა დაახლოებით ხუთ-შვიდჯერ აღემატება ჩვენს პლანეტას და მისი ორბიტალური პერიოდი 10000- დან 20000 წლამდეა.

წყარო

იხილეთ ასევე: