საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიმშილი, ალკოჰოლი, სტრესი და კუჭის ეროზია - რა იწვევს დაავადებას და როგორია მისი დიაგნოსტირების თანამედროვე გზები?
შიმშილი, ალკოჰოლი, სტრესი და კუჭის ეროზია - რა იწვევს დაავადებას და როგორია მისი დიაგნოსტირების თანამედროვე გზები?

იცო­დით, რომ შიმ­ში­ლი კუჭს არა­ნაკ­ლე­ბად აზი­ა­ნებს, ვიდ­რე არას­წო­რი კვე­ბა? კუ­ჭის ერო­ზი­ის გა­მომ­წვე­ვი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ რე­გუ­ლა­რუ­ლი შიმ­ში­ლია.

ერო­ზია კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ზე­და­პი­რუ­ლი დე­ფექ­ტია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ენ­დოს­კო­პის­ტი, ზო­გა­დი ქი­რურ­გი გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ კუ­ჭის ერო­ზი­ის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მზარ­დია, რაც ცხოვ­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ჟი­მი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. კუ­ჭის ერო­ზი­ი­სა და მისი კვლე­ვის შე­სა­ხებ გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა ტი­პის და­ა­ვა­დე­ბაა კუ­ჭის ერო­ზია და რა იწ­ვევს მას?

ერო­ზია არის კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ზე­და­პი­რუ­ლი დე­ფექ­ტი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი.

ცხოვ­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმა­ტებს. მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი პირ­და­პირ კავ­შირ­შია ცხოვ­რე­ბის სტილ­თან. მა­გა­ლი­თად, დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მი ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ მას მთე­ლი დღე შიმ­ში­ლი და სა­ღა­მოს ერთხელ კვე­ბა უწევს. ეს კი კუ­ჭის­თვის ძა­ლი­ან ცუ­დია. ის მუდ­მი­ვად გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ძა­ლი­ან აგ­რე­სი­ულ მა­რილმჟა­ვას, ე.წ. კუ­ჭის წვენს, რომ­ლის მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აც საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა. თუმ­ცა რო­დე­საც კუჭი ცა­რი­ე­ლია, კუ­ჭის წვე­ნი საკ­ვე­ბის ნაც­ვლად თა­ვად კუ­ჭის გარსზე მოქ­მე­დებს და აზი­ა­ნებს მას. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კუჭი ხან­გრძლი­ვად ცა­რი­ე­ლი არ იყოს და საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას ჰქონ­დეს რე­გუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი. მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია, არ და­ირ­ღვეს ბა­ლან­სი კუ­ჭის დამ­ცავ ფაქ­ტო­რებ­სა და მას­ზე აგ­რე­სი­უ­ლად მოქ­მედ ფაქ­ტო­რებს შო­რის.

რო­გო­რია კუ­ჭის ერო­ზი­ის სიმპტო­მე­ბი?

არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც კუ­ჭის ერო­ზია უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, რო­გორც წესი, და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს: გულძ­მარ­ვა, ბოყი­ნი, შე­ბე­რი­ლო­ბა, ყრუ ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლი მუც­ლის ზედა არე­ში. და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი კუ­ჭის ერო­ზი­ას­თან ერ­თად სხვა და­ა­ვა­დე­ბებ­საც შე­იძ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს, ამი­ტომ მათი გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლის­ტთან კონ­სულ­ტა­ცია და გა­მოკ­ვლე­ვა.

რო­გორ ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

კუ­ჭის ერო­ზი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ხდე­ბა გას­ტროს­კო­პი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც ენ­დოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვის სა­ხე­ო­ბაა. ამ დროს სპე­ცი­ა­ლის­ტი საყ­ლა­პავ მილს, კუ­ჭ­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლავს შიგ­ნი­დან ათ­ვა­ლი­ე­რებს. ლორ­წო­ვან გარსზე ხდე­ბა ერო­ზი­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს მრგვა­ლი ან ხა­ზო­ვა­ნი.

მოგ­ვი­ყე­ვით გას­ტროს­კო­პი­ის შე­სა­ხებ… უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტი ამ კვლე­ვის სირ­თუ­ლე­ზე სა­უბ­რობს. რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნად რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა?

თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიმ­ღებ­ლო­ბა აქვს. ზოგი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან მშვი­დად იტა­რებს კვლე­ვას ანეს­თე­ზი­ის გა­რე­შე, ზო­გის­თვის კი საკ­მა­ოდ რთუ­ლია და ამ­ბობს, რომ ანეს­თე­ზი­ის გა­რე­შე მას აღარ ჩა­ი­ტა­რებს.

რე­ა­ლუ­რად გას­ტროს­კო­პი­ას არ ახ­ლავს ტკი­ვი­ლი. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს ხდე­ბა ნაწ­ლა­ვე­ბი­სა და კუ­ჭის გა­ბერ­ვა, რომ ნა­ო­ჭი გას­წორ­დეს და ერო­ზია გა­მოჩ­ნდეს. გა­ბერ­ვა კი დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს. სწო­რედ ეს არის კვლე­ვის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დის­კომ­ფორ­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, გას­ტროს­კო­პი­ას ხში­რად ანეს­თე­ზი­ით იკე­თე­ბენ.

აქვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტი, რომ­ლი­თაც „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სია“ აღ­ჭურ­ვი­ლი, კი­დევ უფრო ამარ­ტი­ვებს კვლე­ვას, რად­გან ის მაქ­სი­მა­ლუ­რად მოქ­ნი­ლი და დრე­კა­დია. მას­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მის სა­შუ­ა­ლე­ბით კი ექიმს უკე­თე­სი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის და შე­სა­ბა­მი­სად, უფრო ზუს­ტი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

კვლე­ვის სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­ტა­რე­ბის­თვის ანეს­თე­ზია ხე­ლის­შემ­შლელ ფაქ­ტორს ხომ არ წარ­მო­ად­გენს?

პი­რი­ქით, ანეს­თე­ზი­ით ჩა­ტა­რე­ბის დროს, რო­დე­საც პა­ცი­ენტს სძი­ნავს, ექი­მი უფრო მშვი­დად ათ­ვა­ლი­ე­რებს ორ­გა­ნო­ებს. ამ დროს პა­ცი­ენ­ტი არ აჩ­ქა­რებს და არ სთხოვს, პრო­ცე­დუ­რის დრო­უ­ლად დას­რუ­ლე­ბას. არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით გას­ტროს­კო­პია ანეს­თე­ზი­ის გა­რე­შე აღარც კეთ­დე­ბა. თუმ­ცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს.

რამ­დე­ნი ხანი გრძელ­დე­ბა კვლე­ვა?

გას­ტროს­კო­პი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. პრო­ცე­დუ­რა მი­ნი­მუმ 6-7 წუთი გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა ის 20 წუ­თამ­დეც შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს. ზუს­ტი დრო და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნი უბა­ნი აქვს და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლისტს.

რო­გორ ხდე­ბა გას­ტროს­კო­პი­ის­თვის მომ­ზა­დე­ბა?

პა­ცი­ენ­ტმა კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბამ­დე მი­ნი­მუმ 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნდა მი­ი­ღოს საკ­ვე­ბი და სი­თხე. მი­ღე­ბულ­მა საკ­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, ერთი მხრივ, მე­ქა­ნი­კუ­რი ას­ფიქ­სია და მე­ო­რე მხრივ, ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა სრულ­ყო­ფი­ლად ვერ და­ათ­ვა­ლი­ე­როს ორ­გა­ნო­ე­ბი, რად­გან საკ­ვე­ბი ნა­წი­ლა­კე­ბი ერო­ზი­ას ფა­რავ­დნენ.

მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ჭი­როა თუ არა გას­ტროს­კო­პი­ის კვლავ ჩა­ტა­რე­ბა?

კვლე­ვის შემ­დეგ პა­ცი­ენტს ვუშ­ვებთ შე­სა­ბა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტთან, რო­მე­ლიც მას მკურ­ნა­ლო­ბას უნიშ­ნავს. რად­გან თი­თო­ე­ულ ორ­გა­ნიზმს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მართ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რე­აქ­ცია აქვს, სა­ჭი­როა, მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კვლავ ჩა­ტარ­დეს კვლე­ვა და დავ­რწმუნ­დეთ, რომ პა­ცი­ენ­ტი სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­და.

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახელი
7

ვითომ ექიმიი

...
1

ბავშვებშიც ტარდება? თუ მხოლოდ დიდებშია ეს დიაგნოზი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

შიმშილი, ალკოჰოლი, სტრესი და კუჭის ეროზია - რა იწვევს დაავადებას და როგორია მისი დიაგნოსტირების თანამედროვე გზები?

შიმშილი, ალკოჰოლი, სტრესი და კუჭის ეროზია - რა იწვევს დაავადებას და როგორია მისი დიაგნოსტირების თანამედროვე გზები?

იცოდით, რომ შიმშილი კუჭს არანაკლებად აზიანებს, ვიდრე არასწორი კვება? კუჭის ეროზიის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ რეგულარული შიმშილია.

ეროზია კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დეფექტია, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპისტი, ზოგადი ქირურგი გიორგი გოგინაშვილი განმარტავს, რომ კუჭის ეროზიის შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად მზარდია, რაც ცხოვრების თანამედროვე რეჟიმითაა განპირობებული. კუჭის ეროზიისა და მისი კვლევის შესახებ გიორგი გოგინაშვილი გვესაუბრება.

რა ტიპის დაავადებაა კუჭის ეროზია და რა იწვევს მას?

ეროზია არის კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დეფექტი, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.

ცხოვრების თანამედროვე რეჟიმიდან გამომდინარე დაავადების შემთხვევები მნიშვნელოვნად იმატებს. მისი გამომწვევი მიზეზები პირდაპირ კავშირშია ცხოვრების სტილთან. მაგალითად, დღეს ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრების რეჟიმი ისეა მოწყობილი, რომ მას მთელი დღე შიმშილი და საღამოს ერთხელ კვება უწევს. ეს კი კუჭისთვის ძალიან ცუდია. ის მუდმივად გამოიმუშავებს ძალიან აგრესიულ მარილმჟავას, ე.წ. კუჭის წვენს, რომლის მთავარი ფუნქციაც საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობაა. თუმცა როდესაც კუჭი ცარიელია, კუჭის წვენი საკვების ნაცვლად თავად კუჭის გარსზე მოქმედებს და აზიანებს მას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კუჭი ხანგრძლივად ცარიელი არ იყოს და საკვების მიღებას ჰქონდეს რეგულარული ხასიათი. მთავარი პრინციპია, არ დაირღვეს ბალანსი კუჭის დამცავ ფაქტორებსა და მასზე აგრესიულად მოქმედ ფაქტორებს შორის.

როგორია კუჭის ეროზიის სიმპტომები?

არის შემთხვევები, როდესაც კუჭის ეროზია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, როგორც წესი, დაავადებას ახასიათებს: გულძმარვა, ბოყინი, შებერილობა, ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის ზედა არეში. დასახელებული სიმპტომები კუჭის ეროზიასთან ერთად სხვა დაავადებებსაც შეიძლება ახასიათებდეს, ამიტომ მათი გაჩენისთანავე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია და გამოკვლევა.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

კუჭის ეროზიის დიაგნოსტირება ხდება გასტროსკოპიის საშუალებით, რომელიც ენდოსკოპიური კვლევის სახეობაა. ამ დროს სპეციალისტი საყლაპავ მილს, კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შიგნიდან ათვალიერებს. ლორწოვან გარსზე ხდება ეროზიების აღმოჩენა, რომელიც შეიძლება იყოს მრგვალი ან ხაზოვანი.

მოგვიყევით გასტროსკოპიის შესახებ… უამრავი პაციენტი ამ კვლევის სირთულეზე საუბრობს. რეალურად რამდენად რთული პროცედურაა?

თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური მიმღებლობა აქვს. ზოგი მათგანი ძალიან მშვიდად იტარებს კვლევას ანესთეზიის გარეშე, ზოგისთვის კი საკმაოდ რთულია და ამბობს, რომ ანესთეზიის გარეშე მას აღარ ჩაიტარებს.

რეალურად გასტროსკოპიას არ ახლავს ტკივილი. დათვალიერების დროს ხდება ნაწლავებისა და კუჭის გაბერვა, რომ ნაოჭი გასწორდეს და ეროზია გამოჩნდეს. გაბერვა კი დისკომფორტს იწვევს. სწორედ ეს არის კვლევის უარყოფითი მხარე.

აღნიშნული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გასტროსკოპიას ხშირად ანესთეზიით იკეთებენ.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე აპარატი, რომლითაც „ნიუ ჰოსპიტალსია“ აღჭურვილი, კიდევ უფრო ამარტივებს კვლევას, რადგან ის მაქსიმალურად მოქნილი და დრეკადია. მასში ინტეგრირებული სხვადასხვა რეჟიმის საშუალებით კი ექიმს უკეთესი ვიზუალიზაციის და შესაბამისად, უფრო ზუსტი დიაგნოსტირების შესაძლებლობას აძლევს.

კვლევის სრულყოფილად ჩატარებისთვის ანესთეზია ხელისშემშლელ ფაქტორს ხომ არ წარმოადგენს?

პირიქით, ანესთეზიით ჩატარების დროს, როდესაც პაციენტს სძინავს, ექიმი უფრო მშვიდად ათვალიერებს ორგანოებს. ამ დროს პაციენტი არ აჩქარებს და არ სთხოვს, პროცედურის დროულად დასრულებას. არაერთ ქვეყანაში, ოფიციალური გაიდლაინებით გასტროსკოპია ანესთეზიის გარეშე აღარც კეთდება. თუმცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ გვაძლევს.

რამდენი ხანი გრძელდება კვლევა?

გასტროსკოპიის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. პროცედურა მინიმუმ 6-7 წუთი გრძელდება. თუმცა ის 20 წუთამდეც შეიძლება გაგრძელდეს. ზუსტი დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი უბანი აქვს დასათვალიერებელი სპეციალისტს.

როგორ ხდება გასტროსკოპიისთვის მომზადება?

პაციენტმა კვლევის ჩატარებამდე მინიმუმ 8 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოს საკვები და სითხე. მიღებულმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს, ერთი მხრივ, მექანიკური ასფიქსია და მეორე მხრივ, ექიმმა შეიძლება სრულყოფილად ვერ დაათვალიეროს ორგანოები, რადგან საკვები ნაწილაკები ეროზიას ფარავდნენ.

მკურნალობის დასრულების შემდეგ, საჭიროა თუ არა გასტროსკოპიის კვლავ ჩატარება?

კვლევის შემდეგ პაციენტს ვუშვებთ შესაბამის სპეციალისტთან, რომელიც მას მკურნალობას უნიშნავს. რადგან თითოეულ ორგანიზმს მედიკამენტების მიმართ ინდივიდუალური რეაქცია აქვს, საჭიროა, მკურნალობის დასრულების შემდეგ კვლავ ჩატარდეს კვლევა და დავრწმუნდეთ, რომ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა.

R