სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები“
გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები“

თი­ბი­სი კონ­ცეპ­ტის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე, 15 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ბი­ე­ნა­ლეს ფარ­გლებ­ში მას­პინ­ძლობს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გა­მო­ფე­ნას An Atlas of Commoning: კო­ლექ­ტი­უ­რი წარ­მო­ე­ბის ად­გი­ლე­ბი, ARCH+-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია და სხვა პლატ­ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა ბიზ­ნეს მო­დე­ლე­ბი ეფუძ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, სი­ტყვებს, რო­გო­რე­ბი­ცაა „სა­ზო­გა­დო­ე­ბა", „გა­ზი­ა­რე­ბა" ან „ჩვენ", გარ­დაქ­მნი­ან ცა­რი­ელ ცნე­ბე­ბად, რომ­ლე­ბიც თა­ვის თავ­ში აღარ მო­ი­აზ­რე­ბენ სო­ლი­და­რო­ბას ან პროგ­რე­სულ სო­ცი­ა­ლურ დღის წეს­რიგს, არა­მედ ქმნი­ან პლატ­ფორ­მებ­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლიზ­მის წარ­მო­შო­ბის სა­ფუძ­ველს. ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ამ­გვარ მო­დელს თან ახ­ლავს გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია იდენ­ტო­ბი­სა და მი­კუთ­ვნე­ბუ­ლო­ბის, გა­მო­რი­ცხვი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნე­ბე­ბით. ამის ფონ­ზე, გა­მო­ფე­ნა და პუბ­ლი­კა­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით Atlas of Commoning მიზ­ნად ისა­ხავს და­იბ­რუ­ნოს და ხე­ლახ­ლა გან­მარ­ტოს "ჩვენ"-ის, რო­გორც ცნე­ბის ღია და გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი სივ­რცე.

პრო­ექ­ტის მთა­ვარ ფო­კუსს წარ­მო­ად­გენს ურ­ბა­ნუ­ლი სა­ჯა­რო ქო­ნე­ბა - აქ სა­ერ­თო ქო­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი უნდა იყოს, რო­გორც პრაქ­ტი­კე­ბის ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია (მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი) რე­სურ­სე­ბი­სა და სივ­რცე­ე­ბის კო­ლექ­ტი­ურ წარ­მო­ე­ბა­სა და მარ­თვა­ზე და არა მხო­ლოდ რე­სურ­სებ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, წინა პლან­ზე ექ­ცე­ვა "სა­ერ­თო­ო­ბა”, რო­გორც ზმნა. სა­ერ­თო­ო­ბა არის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის მარ­თვას ინ­დი­ვიდს, თემ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის. ეს არის სივ­რცი­თი ორ­გა­ნი­ზე­ბის პრო­ცე­სი წარ­მო­ე­ბა­სა და კვლავ­წარ­მო­ე­ბას, სა­კუთ­რე­ბა­სა და რე­სურ­სებ­ზე წვდო­მას შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

ეს არის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სო­ლი­და­რო­ბის ქსე­ლებს და ხე­ლახ­ლა გან­მარ­ტავს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და კო­ლექ­ტი­ურ უფ­ლე­ბებს. პრო­ექ­ტი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებს და ეძებს კო­ლექ­ტი­უ­რი, თუმ­ცა ამას­თა­ნა­ვე პლუ­რა­ლის­ტუ­რი მარ­თვის ახალ ფორ­მებს.

კუ­რა­ტორ­თა გუნ­დი: ან-ლინ ნგო, მირ­კო გატი, კრის­ტი­ან ჰი­ლე­რი, მაქს კალ­დე­ნჰო­ფი, ქრის­ტინ რუბი (ARCH+); ელკე აუს დემ მური (ifa); სტე­ფან გრუ­ბე­რი (CMU).

კვლე­ვის პარტნი­ო­რე­ბი: არ­ქი­ტექ­ტუ­რის სკო­ლა, კარ­ნე­გი მე­ლო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (CMU) პიტსბურ­გი, ქა­ლა­ქე­ბის გარ­დაქ­მნის ინ­სტი­ტუ­ტი (RCI), პრო­ფე­სო­რი სტე­ფან გრუ­ბე­რი და ბერ­ლი­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, არ­ქი­ტექ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი, პროფ. რა­ი­ნერ ჰელი.

თბი­ლი­სის გა­მოშ­ვე­ბის კუ­რა­ტო­რე­ბი: სტე­ფან გრუ­ბე­რი (CMU), თი­ნა­თინ გურ­გე­ნი­ძე (TAB), მა­რი­ამ შერ­გე­ლაშ­ვი­ლი.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ვებგ­ვერდს.

გა­მო­ფე­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას შეძ­ლებთ ორ­შა­ბა­თი­დან შა­ბა­თის ჩათ­ლის 10:00-დან 20:00 სა­ა­თამ­დე, დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია!

მი­სა­მარ­თი: თი­ბი­სი კონ­ცეპ­ტის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის 7.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები“

გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები“

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით.

სოციალური მედია და სხვა პლატფორმები, რომელთა ბიზნეს მოდელები ეფუძნება სოციალური ურთიერთობების კომერციალიზაციას, სიტყვებს, როგორებიცაა „საზოგადოება", „გაზიარება" ან „ჩვენ", გარდაქმნიან ცარიელ ცნებებად, რომლებიც თავის თავში აღარ მოიაზრებენ სოლიდარობას ან პროგრესულ სოციალურ დღის წესრიგს, არამედ ქმნიან პლატფორმებზე აღმოცენებული კაპიტალიზმის წარმოშობის საფუძველს. ეკონომიკური განვითარების ამგვარ მოდელს თან ახლავს გლობალური პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც წახალისებულია იდენტობისა და მიკუთვნებულობის, გამორიცხვისა და დისკრიმინაციის ტრადიციული საზოგადოებრივი ცნებებით. ამის ფონზე, გამოფენა და პუბლიკაცია სახელწოდებით Atlas of Commoning მიზნად ისახავს დაიბრუნოს და ხელახლა განმარტოს "ჩვენ"-ის, როგორც ცნების ღია და განმათავისუფლებელი სივრცე.

პროექტის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს ურბანული საჯარო ქონება - აქ საერთო ქონება აღქმული უნდა იყოს, როგორც პრაქტიკების ნაკრები, რომელიც მიმართულია (მატერიალური და არამატერიალური) რესურსებისა და სივრცეების კოლექტიურ წარმოებასა და მართვაზე და არა მხოლოდ რესურსებზე, შესაბამისად, წინა პლანზე ექცევა "საერთოობა”, როგორც ზმნა. საერთოობა არის პროცესი, რომელიც მოიცავს განსხვავებებისა და კონფლიქტების მართვას ინდივიდს, თემსა და საზოგადოებას შორის. ეს არის სივრცითი ორგანიზების პროცესი წარმოებასა და კვლავწარმოებას, საკუთრებასა და რესურსებზე წვდომას შორის არსებულ ურთიერთობებში.

ეს არის პროცესი, რომელიც აერთიანებს სოლიდარობის ქსელებს და ხელახლა განმარტავს ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებებს. პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურებს და ეძებს კოლექტიური, თუმცა ამასთანავე პლურალისტური მართვის ახალ ფორმებს.

კურატორთა გუნდი: ან-ლინ ნგო, მირკო გატი, კრისტიან ჰილერი, მაქს კალდენჰოფი, ქრისტინ რუბი (ARCH+); ელკე აუს დემ მური (ifa); სტეფან გრუბერი (CMU).

კვლევის პარტნიორები: არქიტექტურის სკოლა, კარნეგი მელონის უნივერსიტეტი (CMU) პიტსბურგი, ქალაქების გარდაქმნის ინსტიტუტი (RCI), პროფესორი სტეფან გრუბერი და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ინსტიტუტი, პროფ. რაინერ ჰელი.

თბილისის გამოშვების კურატორები: სტეფან გრუბერი (CMU), თინათინ გურგენიძე (TAB), მარიამ შერგელაშვილი.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

გამოფენის დათვალიერებას შეძლებთ ორშაბათიდან შაბათის ჩათლის 10:00-დან 20:00 საათამდე, დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

R