პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც არასამთავრობოებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა. დაახლოებით 30 უბანი იყო" - რას ამბობს მოსამართლე, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი დააკმაყოფილა
"რაც არასამთავრობოებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა. დაახლოებით 30 უბანი იყო" - რას ამბობს მოსამართლე, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი დააკმაყოფილა

თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წალ­კი­სა და თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 უბ­ნის სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გე­ბი გა­უქ­მდა.

  • შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ვლა­დი­მერ ხუ­ჭუ­ამ მი­ი­ღო.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, დღეს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში კენ­ჭისყ­რის იმი­ტა­ცი­ი­სას სა­სა­მარ­თლომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ხმის მი­ცე­მის დროს ამომ­რჩევ­ლის ნე­ბის ფა­რუ­ლო­ბა ირ­ღვე­ო­და.

"რაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა მო­ი­თხო­ვეს, ყვე­ლა­ფე­რი გა­უქ­მდა. და­ახ­ლო­ე­ბით 30 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი იყო. სა­სა­მარ­თლომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ფა­რუ­ლო­ბა ირ­ღვე­ო­და", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მო­სა­მარ­თლემ.

  • გარ­და ამი­სა, ხუ­ჭუ­ამ ვრცლად ისა­უბ­რა სა­სა­მარ­თლოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც:

"სა­სა­მარ­თლოს ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნია, რომ ხმის და­ცუ­ლო­ბა და ხმის ფა­რუ­ლო­ბა ამომ­რჩე­ველს არ ჰქონ­და", - აღ­ნიშ­ნა მან.

“ამომ­რჩე­ველ­მა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად უნდა იცო­დეს, ყო­ველ­გვა­რი საფრ­თხის შე­ფა­სე­ბე­ბის და ყო­ველ­გვა­რი სხვა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის გა­რე­შე, რომ მისი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი, ფა­რუ­ლი და მას თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვა მო­უ­წევს ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე. დღეს ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ სა­კი­თხი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფა­რუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სა­სა­მარ­თლოს ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნია, რომ სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ამ სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნით, ხმის დამ­თვლე­ლი აპა­რა­ტით, ამ ჩარ­ჩო კონ­ვერ­ტით ხმის და­ცუ­ლო­ბა და ხმის ფა­რუ­ლო­ბა ამომ­რჩე­ველს არ ჰქონ­და.

აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, ყვე­ლა მხა­რის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, მით უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, რომ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მთე­ლი რიგი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მთე­ლი რიგი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი არ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან იმ მი­ზანს, რომ მოხ­დეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა. მხა­რემ, სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მე­ლიც დღეს არ ეს­წრე­ბა სა­სა­მარ­თლო სხდო­მას, წარ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მან თავი შე­ი­კა­ვა გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნი­სა­გან, საპ­რო­ცე­სო კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით. ასე­ვე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ არ არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ჯა­რო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მას არ ეს­წრე­ბა არც ერთი მე­სა­მე პირი, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იყო სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ებ­ში. რო­გორც მხა­რემ აღ­ნიშ­ნა, თურ­მე, უფრო მეტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი აქვთ გან­სა­ხილ­ვე­ლი ამ სა­უბ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებს, რაც სა­სა­მარ­თლოს­თვის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

ასე­ვე, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს, აქაც შე­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი არ იყო გულ­წრფე­ლი და ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებ­დნენ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის არას­წო­რად წარ­მარ­თვის­თვის, როცა სხვა მა­სა­ლე­ბი სხვა­ნა­ირ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას იძ­ლე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლოს აქვს სა­კუ­თა­რი რწმე­ნა და წარ­მოდ­გე­ნა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და მინ­და ვუ­სურ­ვო ყვე­ლას, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ამ ქვე­ყა­ნა­ში მო­ხერ­ხდეს, რომ ყვე­ლა ჩვენ­გან­მა მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ მოხ­დეს სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­სა და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის იმგვა­რად წარ­მარ­თვა, რომ ყო­ველ­გვა­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია და ყო­ველ­გვა­რი უკა­ნო­ნო ჩა­რე­ვა იყოს გა­მო­რი­ცხუ­ლი. არა ვინ­მეს კე­თილ ნე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არა­მედ გა­მო­რი­ცხუ­ლი.

აქვე, მინ­და, ერთი გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თო, რომ არ წარ­მოდ­გე­ნი­ლა სა­სა­მარ­თლო­ში სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. სა­სა­მარ­თლომ თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ი­თხო­ვა ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მე ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ და იმი­ტომ. არც ერთ მხა­რეს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ან რა­ი­მე პო­ზი­ცია არ წარ­მო­უდ­გე­ნია.

ასე­ვე, პრო­ცეს­ზე რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად თვალ­ში სა­ცე­მად გა­მო­იკ­ვე­თა, ის გა­რე­მო­ე­ბაა, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში და ზო­გა­დად, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო მეტ დახ­ვე­წას მო­ი­თხოვს. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იყოს აღ­მო­ფხვრი­ლი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ხე­ბა საქ­მე­ში არ­სე­ბულ წე­რი­ლო­ბით მი­მო­წე­რას, რო­დე­საც ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია პირ­და­პირ წე­რი­ლო­ბით პი­რო­ბას დებს, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში სხვაგ­ვა­რი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი იქ­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე ეხე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს - ეს არის ჩვე­ნი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა, ეს არის ჩვე­ნი მო­მავ­ლის გა­და­წყვე­ტა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სა­მარ­თლო თვლის, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობ­და, რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, რაც მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ იძ­ლე­ო­და ანო­ნი­მუ­რო­ბის გა­მო­რი­ცხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და ასე­ვე არ­სე­ბობ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, ვი­ნა­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ცალ­სა­ხად აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს გა­რან­ტი­ას, რომ მისი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი და მისი არ­ჩევ­ნე­ბის ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის ფა­რუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. არა­ვის აქვს ამის ხელ­ყო­ფის უფ­ლე­ბა, არც აქვს და არც უნდა ჰქონ­დეს. ამი­ტომ, ყვე­ლამ უნდა ვი­მუ­შა­ოთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით”, - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლე ვლა­დი­მერ ხუ­ჭუ­ამ.

  • აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­მაც (საია)..

საია გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახალ პრე­ცე­დენტს ქმნის ამომ­რჩევ­ლის ხმის ფა­რუ­ლო­ბის უფ­ლე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით."სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ი­ას სარ­ჩე­ლი, რაც ახალ პრე­ცე­დენტს ქმნის ამომ­რჩევ­ლის ხმის ფა­რუ­ლო­ბის უფ­ლე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­სა­მარ­თლოს მიერ შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვით შე­მოწ­მდა წალ­კი­სა და თეთ­რი­წყა­როს ოლ­ქში რამ­დე­ნი­მე უბ­ნის ბი­უ­ლე­ტე­ნი, სა­დაც და­დას­ტურ­და, რომ ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის უკა­ნა მხა­რეს მარ­კე­რის კვა­ლი ხილ­ვა­დია, რაც არ­ღვევს ხმის ფა­რუ­ლო­ბის უფ­ლე­ბას. მო­სა­მარ­თლემ, რო­მე­ლიც თა­ვად ჩა­ა­ტა­რა შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სი, და­ა­ფიქ­სი­რა ხმის მთვლელ აპა­რატ­ში ბი­უ­ლე­ტე­ნის მო­თავ­სე­ბი­სას ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის აშ­კა­რა ფაქ­ტი.

საია მი­ე­სალ­მე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ხაზს უს­ვამს მის მნიშ­ვნე­ლო­ბას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"რაც არასამთავრობოებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა. დაახლოებით 30 უბანი იყო" - რას ამბობს მოსამართლე, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი დააკმაყოფილა

"რაც არასამთავრობოებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა. დაახლოებით 30 უბანი იყო" - რას ამბობს მოსამართლე, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი დააკმაყოფილა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა.

  • შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს სხდომათა დარბაზში კენჭისყრის იმიტაციისას სასამართლომ დაადასტურა, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა.

"რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა. დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი იყო. სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მოსამართლემ.

  • გარდა ამისა, ხუჭუამ ვრცლად ისაუბრა სასამართლოს დასრულების შემდეგაც:

"სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა", - აღნიშნა მან.

“ამომრჩეველმა გარანტირებულად უნდა იცოდეს, ყოველგვარი საფრთხის შეფასებების და ყოველგვარი სხვა მანიპულაციების გარეშე, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, ფარული და მას თავისუფალი ნების გამოხატვა მოუწევს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფარულობასთან დაკავშირებით და სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სასამართლოს დარბაზში ჩატარებული მტკიცებულებებით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ხმის დამთვლელი აპარატით, ამ ჩარჩო კონვერტით ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა.

აქვე მინდა აღვნიშნო, ყველა მხარის საყურადღებოდ, მით უფრო პოლიტიკური სუბიექტების საყურადღებოდ, რომ სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მთელი რიგი პოლიტიკური სუბიექტები არ ემსახურებიან იმ მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება. მხარემ, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც დღეს არ ესწრება სასამართლო სხდომას, წარმოაჩინა, რომ მან თავი შეიკავა გარკვეული მტკიცებულებების წარმოდგენისაგან, საპროცესო კანონით დადგენილი წესით. ასევე გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სასამართლოს შესაბამისი პატივისცემა საჯარო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრება არც ერთი მესამე პირი, რომელიც ჩართული იყო საოლქო კომისიებში. როგორც მხარემ აღნიშნა, თურმე, უფრო მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი ამ საუბნო კომისიის წევრებს, რაც სასამართლოსთვის ყოვლად მიუღებელია.

ასევე, მინდა აღვნიშნო, პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, აქაც შენიშნა სასამართლომ, რომ ძალიან ბევრი არ იყო გულწრფელი და ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებდნენ საარჩევნო პროცესის არასწორად წარმართვისთვის, როცა სხვა მასალები სხვანაირ ინტერპრეტაციას იძლევა. შესაბამისად, ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლოს აქვს საკუთარი რწმენა და წარმოდგენა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და მინდა ვუსურვო ყველას, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოხერხდეს, რომ ყველა ჩვენგანმა მოვახერხოთ, რომ მოხდეს საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და ყოველგვარი უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული. არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ გამორიცხული.

აქვე, მინდა, ერთი განმარტება გავაკეთო, რომ არ წარმოდგენილა სასამართლოში სათანადო მტკიცებულებები. სასამართლომ თავისი ინიციატივით გამოითხოვა ყველა მტკიცებულება, მე ჩავთვალე საჭიროდ და იმიტომ. არც ერთ მხარეს ამასთან დაკავშირებით რაიმე შუამდგომლობა ან რაიმე პოზიცია არ წარმოუდგენია.

ასევე, პროცესზე რაც ყველაზე მეტად თვალში საცემად გამოიკვეთა, ის გარემოებაა, რომ საარჩევნო პროცესში და ზოგადად, კანონმდებლობაშიც შეიძლება არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც უფრო მეტ დახვეწას მოითხოვს. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი იყოს აღმოფხვრილი. ეს განსაკუთრებით შეხება საქმეში არსებულ წერილობით მიმოწერას, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია პირდაპირ წერილობით პირობას დებს, რომ საარჩევნო პროცესში სხვაგვარი საარჩევნო ბიულეტენები იქნება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს - ეს არის ჩვენი საარჩევნო უფლება, ეს არის ჩვენი მომავლის გადაწყვეტა და, აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არსებობდა, როგორც ფაქტობრივი საფუძველი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმები არ იძლეოდა ანონიმურობის გამორიცხვის შესაძლებლობას, და ასევე არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საარჩევნო კანონმდებლობა ცალსახად აძლევს საქართველოს მოქალაქეს გარანტიას, რომ მისი საარჩევნო უფლება იქნება დაცული და მისი არჩევნების ნების გამოხატვის ფარულობა იქნება გარანტირებული. არავის აქვს ამის ხელყოფის უფლება, არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ.

  • აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც (საია)..

საია განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით."სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.