სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ მეკითხებიან, რა არის გეგმა? - გეგმა ვართ ჩვენ" - რა განაცხადეს ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციაზე
"სულ მეკითხებიან, რა არის გეგმა? - გეგმა ვართ ჩვენ" - რა განაცხადეს ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციაზე

თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა მი­მარ­თეს.

ნიკა მე­ლია:

"ჩვენ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი აღარ ვართ, სა­ნამ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი არ და­ე­ცე­მა", - ამის შე­სა­ხებ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და. მე­ლი­ას თქმით, ყვე­ლა ქუ­ჩა­ში უნდა იდ­გეს იქამ­დე, სა­ნამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­ემ­ხო­ბა.

“კი­თხვე­ბის დას­მა ერ­თმა­ნე­თის­თვის, რო­დემ­დე უნდა ვი­ყოთ ქუ­ჩა­ში, დღის წეს­რი­გი­დან მოხ­სნი­ლია. იქამ­დე უნდა ვი­ყოთ, სა­ნამ ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­ემ­ხო­ბა და არ და­მარ­ცხდე­ბა. იქამ­დე უნდა ვი­ყოთ, სა­ნამ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში არ ჩა­ტარ­დე­ბა. არა იმი­ტომ, რომ აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი, კო­ა­ლი­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის­თვის მო­პა­რუ­ლი, ანუ თქვენ­თვის მო­პა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი თვალ­საზ­რი­სით აღ­დგეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, არა, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ამ ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სჭირ­დე­ბა.

არა ნაც­ვალ­სა­ხელ "მე“-ს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, ჩვენ ვართ ყვე­ლა­ნი ერ­თნი! დას­რულ­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ბრძო­ლა. ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი აღა­რას­დროს ჩა­ტარ­დე­ბა. არ­ცერ­თი თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ამ რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში არ­ჩევ­ნებ­ზე აღარ წავა! მა­შა­სა­და­მე, ჩვენ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი აღარ ვართ, სა­ნამ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი არ და­ე­ცე­მა. ამ პარ­ლა­მენ­ტში არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი არ შევა!” - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

თინა ბო­კუ­ჩა­ვა:

"გეგ­მა არის გა­მარ­ჯვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. გეგ­მა არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ შე­უ­პო­ვა­რი ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გეგ­მა კარ­გად გა­მოჩ­ნდა დღეს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ივა­ნიშ­ვი­ლი იმის­თვის იხ­დი­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ბო­დიშს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კი­დან ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გა­ექ­რო.

"26 ოქ­ტომ­ბერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არა მხო­ლოდ მოგვპა­რა არ­ჩევ­ნე­ბის უფ­ლე­ბა, ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, არა მხო­ლოდ ჩა­ა­ტა­რა რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია, არა­მედ და­ი­ჯე­რა, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამ ქურ­დო­ბას შე­ე­გუ­ე­ბა. ჩვე­ნი შვი­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­იზ­რდე­ბი­ან ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ამას მი­ვაღ­წი­ოთ! ეს გვა­ერ­თი­ა­ნებს დღეს და ამ სი­მარ­თლით, ამ შე­უ­პოვ­რო­ბით, ამ ბრძო­ლით აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ.

ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მი­უ­ხე­და­ვად ივა­ნიშ­ვი­ლის მცდე­ლო­ბი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ე­ყო და ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან და­ე­პი­რის­პი­რე­ბი­ნა, ჩვენ დღეს ვდგა­ვართ ერ­თად, მათ შო­რის, ერ­თად დგას ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია, რომ­ლებ­საც თქვენ ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეთ და რომ­ლე­ბიც აირ­ჩი­ეთ იმის­თვის, რომ მარ­თონ ეს ქვე­ყა­ნა და გა­იყ­ვა­ნონ ევ­რო­პულ სამ­შვი­დო­ბოს. ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, რომ ის გა­მარ­ჯვე­ბა და­ვიბ­რუ­ნოთ, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლი გვპა­რავს.

გეგ­მა არის გა­მარ­ჯვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. გეგ­მა არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ შე­უ­პო­ვა­რი ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის. დღეს ვნა­ხეთ, რა გეგ­მა აქვს ივა­ნიშ­ვილს, ეს კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან ცხა­დად გა­მოჩ­ნდა - მო­ღა­ლა­ტე პა­პუ­აშ­ვი­ლის მიერ ნაჩ­ვე­ნებ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კა­ზე, სა­დაც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი უკვე გამ­ქრა­ლია. ამის­თვის იხ­დიდ­ნენ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ბო­დიშს, ამას­თან შე­გუ­ე­ბას ცდი­ლობ­დნენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, მაგ­რამ არ დავ­თმობთ არც ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ებს, არც ჩვენს გა­მარ­ჯვე­ბას, არც ჩვენს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს და ამ ბრძო­ლა­ში ჩვენ არ და­ვიღ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე:

"გეგ­მა არის ერ­თად ყოფ­ნა, გეგ­მა არის სიმ­ტკი­ცე, გეგ­მა არის არ­და­ნე­ბე­ბა, გეგ­მა არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად, მედგრად სი­ა­რუ­ლი, რომ მი­ვაღ­წი­ოთ ახალ არ­ჩევ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე,

რო­გორც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც მო­ე­დე­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს.

"სულ მე­კი­თხე­ბი­ან რა არის გეგ­მა? - გეგ­მა ვართ ჩვენ, ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ, გა­ვი­მარ­ჯვეთ გა­ყალ­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად. გა­ვი­მარ­ჯვეთ თბი­ლის­ში და ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც ,მო­ე­დე­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. ჩვენ უნდა ვი­ა­როთ უბან-უბან, კარ­და­კარ, თავ­ლებ­ში ჩავ­ხე­დოთ ჩვენს მე­ზობ­ლებს, მე­გობ­რებს და ვუ­თხრათ, გა­მო­დი, შე­მო­მი­ერ­თდი იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა არის გან­საც­დე­ლის ზღვარ­ზეა.

გეგ­მა არის შემ­დე­გი: გეგ­მა არის ერ­თად ყოფ­ნა, გეგ­მა არის სიმ­ტკი­ცე, გეგ­მა არის არ­და­ნე­ბე­ბა, გეგ­მა არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად, მედგრად სი­ა­რუ­ლი, რომ მი­ვაღ­წი­ოთ ახალ არ­ჩევ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მე და ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ამ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ, მო­პა­რულ პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვალთ, არ არ­სე­ბობს ეს ვა­რი­ან­ტი. ესე­ნი ის­ხდე­ბი­ან მარ­ტო კეთ­რო­ვა­ნე­ბი­ვით აქ. ჩვენ ვმუ­შა­ობთ ჩვენს ევ­რო­პელ მე­გობ­რებ­თან, ეს ერთი კვი­რა არა­ვინ არ იჯდა გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი, ჩვენ ვაგ­რო­ვებ­დით ყვე­ლა იმ სამ­ხილს და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ნა­თარ­გმნია და გაგ­ზავ­ნი­ლია, ნა­წი­ლი ახლა ითარ­გმნე­ბა. უზარ­მა­ზა­რი მა­სა­ლა მო­დის, თავ­ლებს არ და­ვუ­ჯე­რეთ რე­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სულ მეკითხებიან, რა არის გეგმა? - გეგმა ვართ ჩვენ" - რა განაცხადეს ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციაზე

"სულ მეკითხებიან, რა არის გეგმა? - გეგმა ვართ ჩვენ" - რა განაცხადეს ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციაზე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს.

ნიკა მელია:

"ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა", - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, ყველა ქუჩაში უნდა იდგეს იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა.

“კითხვების დასმა ერთმანეთისთვის, როდემდე უნდა ვიყოთ ქუჩაში, დღის წესრიგიდან მოხსნილია. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა და არ დამარცხდება. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება. არა იმიტომ, რომ აქ წარმოდგენილი სხვადასხვა ოპოზიციური, კოალიციური ჯგუფებისთვის მოპარული, ანუ თქვენთვის მოპარული არჩევნების შედეგები თვალსაზრისით აღდგეს სამართლიანობა, არა, ახალი არჩევნები ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას სჭირდება.

არა ნაცვალსახელ "მე“-ს ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ვართ ყველანი ერთნი! დასრულდა წინასაარჩევნო ბრძოლა. ამ ქვეყანაში ჩვენი გამარჯვების გარეშე არჩევნები აღარასდროს ჩატარდება. არცერთი თავმოყვარე ადამიანი ამ რეჟიმის პირობებში არჩევნებზე აღარ წავა! მაშასადამე, ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა. ამ პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ შევა!” - განაცხადა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.

თინა ბოკუჩავა:

"გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები. გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვების დაბრუნებისთვის", - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის გეგმა კარგად გამოჩნდა დღეს. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი იმისთვის იხდიდა წინასაარჩევნოდ ბოდიშს, რომ საქართველოს რუკიდან ოკუპირებული ტერიტორიები გაექრო.

"26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ მოგვპარა არჩევნების უფლება, ევროპული მომავალი, არა მხოლოდ ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია, არამედ დაიჯერა, რომ ქართველი ხალხი ამ ქურდობას შეეგუება. ჩვენი შვილები აუცილებლად გაიზრდებიან ევროპულ საქართველოში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას მივაღწიოთ! ეს გვაერთიანებს დღეს და ამ სიმართლით, ამ შეუპოვრობით, ამ ბრძოლით აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ძალიან მეამაყება და ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა, საზოგადოება დაეყო და ადამიანები ერთმანეთთან დაეპირისპირებინა, ჩვენ დღეს ვდგავართ ერთად, მათ შორის, ერთად დგას ქართული ოპოზიცია, რომლებსაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ და რომლებიც აირჩიეთ იმისთვის, რომ მართონ ეს ქვეყანა და გაიყვანონ ევროპულ სამშვიდობოს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ის გამარჯვება დავიბრუნოთ, რომელსაც ივანიშვილი გვპარავს.

გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები. გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვების დაბრუნებისთვის. დღეს ვნახეთ, რა გეგმა აქვს ივანიშვილს, ეს კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად გამოჩნდა - მოღალატე პაპუაშვილის მიერ ნაჩვენებ საქართველოს რუკაზე, სადაც ოკუპირებული რეგიონები უკვე გამქრალია. ამისთვის იხდიდნენ წინასაარჩევნოდ ბოდიშს, ამასთან შეგუებას ცდილობდნენ ქართველი ხალხის, მაგრამ არ დავთმობთ არც ჩვენს ტერიტორიებს, არც ჩვენს გამარჯვებას, არც ჩვენს ევროპულ მომავალს და ამ ბრძოლაში ჩვენ არ დავიღლებით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მამუკა ხაზარაძე:

"გეგმა არის ერთად ყოფნა, გეგმა არის სიმტკიცე, გეგმა არის არდანებება, გეგმა არის ძალიან სერიოზულად, მედგრად სიარული, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძე,

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია თბილისში, რომელიც მოედება მთელ საქართველოს.

"სულ მეკითხებიან რა არის გეგმა? - გეგმა ვართ ჩვენ, ჩვენ გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ გაყალბების მიუხედავად. გავიმარჯვეთ თბილისში და ეს წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია თბილისში, რომელიც ,მოედება მთელ საქართველოს. ჩვენ უნდა ვიაროთ უბან-უბან, კარდაკარ, თავლებში ჩავხედოთ ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს და ვუთხრათ, გამოდი, შემომიერთდი იმიტომ, რომ ქვეყანა არის განსაცდელის ზღვარზეა.

გეგმა არის შემდეგი: გეგმა არის ერთად ყოფნა, გეგმა არის სიმტკიცე, გეგმა არის არდანებება, გეგმა არის ძალიან სერიოზულად, მედგრად სიარული, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში.

მე და ჩემი თანაგუნდელები ამ ფალსიფიცირებულ, მოპარულ პარლამენტში არ შევალთ, არ არსებობს ეს ვარიანტი. ესენი ისხდებიან მარტო კეთროვანებივით აქ. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ეს ერთი კვირა არავინ არ იჯდა გულხელდაკრეფილი, ჩვენ ვაგროვებდით ყველა იმ სამხილს და მტკიცებულებას, რომელიც ნათარგმნია და გაგზავნილია, ნაწილი ახლა ითარგმნება. უზარმაზარი მასალა მოდის, თავლებს არ დავუჯერეთ რეები ჩაატარეს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.