საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?!“ - კახა კალაძე
“განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?!“ - კახა კალაძე

“გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი და გა­ფარ­ჩა­კე­ბუ­ლე­ბი არი­ან! რა საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი უნდა შექ­მნას გვა­რა­მი­ამ ან ხა­ზა­რა­ძემ?!“ - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ის ფაქ­ტი შე­ა­ფა­სა, რომ თბი­ლის­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად დღეს აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ას უნდა ამომ­რჩევ­ლე­ბი არ და­კარ­გონ და სი­სუ­ლე­ლე­ებს მიედ-მო­ე­დე­ბი­ან.

“არა­ერ­თი კვლე­ვა ვი­ხი­ლეთ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში. 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს სიც­რუ­ის კამ­პა­ნია გა­მო­კი­თხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რე­ა­ლო­ბას არი­ან აც­დე­ნი­ლე­ბი. ხალ­ხთან ვერ მი­დი­ოდ­ნენ, რა კამ­პა­ნი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი, ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი გა­ა­ყალ­ბეს. ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს და­აბ­რა­ლეს სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და. Gen Z-ს ლან­ძღავ­დნენ, თურ­მე Gen Z-მ წა­ა­გე­ბი­ნა არ­ჩევ­ნე­ბი, რომ არ მი­ვიდ­ნენ. სა­კუ­თარ თავს არ ეკი­თხე­ბი­ან, რა და­აკ­ლეს. უნ­დათ ამომ­რჩევ­ლე­ბი არ და­კარ­გონ და სი­სუ­ლე­ლე­ებს მიედ-მო­ე­დე­ბი­ან. სა­მოქ­მე­დო გეგ­მა უნდა გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნათ, სოც­მე­დი­ა­ში ისევ თა­ვი­სი­ა­ნებ­მა გა­და­უ­ა­რეს და მო­ი­ფიქ­რეს კარ­ვე­ბი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

  • გა­მო­დი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხე­ე­ბით და სი­სუ­ლე­ლეს და­აბ­რეხ­ვე­ბენ, ამომ­რჩე­ვე­ლი რომ რა­ღა­ცა­ში და­არ­წმუ­ნონ. უნ­დათ საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი შექ­მნან, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი, გა­ფარ­ჩა­კე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რა საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი უნდა შექ­მნას გვა­რა­მი­ამ ან ხა­ზა­რა­ძემ?! შე­ხე­დეთ, რა საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი უნდა შექ­მნან?! მი­ლი­ონ 120 ათას­მა მხა­რი და­უჭ­რია ქვეყ­ნის ღირ­სე­ულ მო­მა­ვალს, მშვი­დო­ბას, ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, რა ხა­ზა­რა­ძემ უნდა შეც­ვა­ლოს ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა“,- აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ოპო­ზი­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, დღეს, 19:00 სა­ათ­ზე, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. აქ­ცია, რო­მელ­ზეც 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­ა­ნონ­სეს.

რო­გორც “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ 31 ოქ­ტომ­ბერს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ლი­დე­რებ­თან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სწო­რედ დღე­ვან­დელ აქ­ცი­ა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?!“ - კახა კალაძე

“განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?!“ - კახა კალაძე

“განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?!“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ თბილისში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დღეს აქცია გაიმართება.

მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ამომრჩევლები არ დაკარგონ და სისულელეებს მიედ-მოედებიან.

“არაერთი კვლევა ვიხილეთ კამპანიის ფარგლებში. 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს სიცრუის კამპანია გამოკითხვებთან დაკავშირებით. რეალობას არიან აცდენილები. ხალხთან ვერ მიდიოდნენ, რა კამპანიაზეა საუბარი, ეგზიტპოლები გააყალბეს. ყველას და ყველაფერს დააბრალეს საკუთარი თავის გარდა. Gen Z-ს ლანძღავდნენ, თურმე Gen Z-მ წააგებინა არჩევნები, რომ არ მივიდნენ. საკუთარ თავს არ ეკითხებიან, რა დააკლეს. უნდათ ამომრჩევლები არ დაკარგონ და სისულელეებს მიედ-მოედებიან. სამოქმედო გეგმა უნდა გამოექვეყნებინათ, სოცმედიაში ისევ თავისიანებმა გადაუარეს და მოიფიქრეს კარვები. წარმოუდგენელია.

  • გამოდიან სერიოზული სახეებით და სისულელეს დააბრეხვებენ, ამომრჩეველი რომ რაღაცაში დაარწმუნონ. უნდათ საპროტესტო მუხტი შექმნან, განადგურებულები, გაფარჩაკებულები არიან, რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?! შეხედეთ, რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნან?! მილიონ 120 ათასმა მხარი დაუჭრია ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს, რა ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ორგანიზებით, დღეს, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. აქცია, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ, ოპოზიციის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ დააანონსეს.

როგორც “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ 31 ოქტომბერს ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.