სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის?“ - პრეზიდენტი
“დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის?“ - პრეზიდენტი

პრე­ზი­დენ­ტი - დიპ­ლო­მა­ტი­ის დღეს ვერ მო­გი­ლო­ცავთ! - და­დუ­მე­ბუ­ლო ელ­ჩე­ბო, ზი­ხართ ბრი­უ­სელ­ში, ვა­შინგტონ­ში, კი­დევ რამ­დენ ევ­რო­პულ დე­და­ქა­ლაქ­ში და რის­თვის? - ის­ტო­რია არ და­გი­ვი­წყებთ!

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ დიპ­ლო­მა­ტებს დიპ­ლო­მა­ტი­ის დღეს ვერ მი­უ­ლო­ცავს. პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ არ აქვს ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის­თვის მი­ლოც­ვის სურ­ვი­ლი.

"დიპ­ლო­მა­ტი­ის დღეს ვერ მო­გი­ლო­ცავთ!

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 20 წლის წინ, სწო­რედ ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­არ­სდა ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სულ­ხან საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხელს და მოღ­ვა­წე­ო­ბას და ასეთ იუ­ბი­ლეს უნდა აღ­ვნიშ­ნავ­დეთ სი­ა­მა­ყით! მი­თუ­მე­ტეს, რომ სულ­ხან საბა ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რაა. ევ­რო­პუ­ლი გზის, რო­მელ­საც მი­ვაღ­წევთ მხო­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­ით. მაგ­რამ არა, ვერა, არც მო­ლოც­ვის სურ­ვი­ლი, არც სი­ა­მა­ყის გან­ცდა! დღეს მისი ხსე­ნე­ბა სულ ცოტა უხერ­ხუ­ლია, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ ნა­ნატრ ევ­რო­პულ გზას ფეხ­ქვეშ თე­ლავს, როცა რუ­სე­თის­კენ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს დიპ­ლო­მა­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დუ­მი­ლით ხვდე­ბა და არ აპ­რო­ტეს­ტებს.

ამ დროს, თქვენ, სა­ქარ­თვე­ლოს და­დუ­მე­ბუ­ლო ელ­ჩე­ბო, ზი­ხართ ბრი­უ­სელ­ში, ვა­შინგტონ­ში და კი­დევ რამ­დენ ევ­რო­პულ დე­და­ქა­ლაქ­ში და რის­თვის??? გა­დად­გო­მას თუ ვერ ბე­დავთ, ხმის ამო­ღე­ბა­საც ვერა, ან გან­სხვა­ვე­ბულ აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბას, აბა რაღა დაგ­რჩე­ნი­ათ? ნუთუ ესო­დენ გე­ში­ნი­ათ?!

რა სულ­ხან საბა, რა ღირ­სე­ბა, რა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი?… მშვი­დო­ბა სწო­რედ, მა­ში­ნაა საფრ­თხე­ში, როცა ქვე­ყა­ნას არ გი­ვარ­გა დიპ­ლო­მა­ტია! თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მა­ში­ნაა საფრ­თხე­ში, როცა ვინც ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, იმას სა­კუ­თა­რი ლან­დის ეში­ნია! და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კი საფრ­თხე­შია, როცა ისი­ნი, ვინც გა­რეთ უნდა გან­გა­შის სიგ­ნა­ლებს აწ­ვდიდ­ნენ ჩვენ პარტნი­ო­რებს რუ­სე­თის ჰიბ­რი­დულ ქმე­დე­ბებს ვი­თომც და ვერ იმ­ჩნე­ვენ! გაქ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი, გამ­ქრალ­ნი, სა­ელ­ჩო­ებ­ში, ვით სო­რო­ებ­ში და­მა­ლულ­ნი, არა­ვის მათი ხმა არ გა­უ­გია, არ­ჩევ­ნებ­ში ემიგ­რან­ტე­ბის ხმის მი­ცე­მის კონ­სტი­ტუ­ცი­ის და­ცუ­ლი უფ­ლე­ბაც ვერ და­იც­ვეს და იმა­ლე­ბი­ან… ოღონდ ვინ­მეს არ გა­ახ­სენ­დეს მათი არ­სე­ბო­ბა! ის­ტო­რია არ და­გი­ვი­წყებთ და სულ­ხან სა­ბას კი მო­ეშ­ვით ! მისი ხსე­ნე­ბა ვერ გიშ­ვე­ლით და მის სა­ხელს ჩრდილს უყე­ნებთ!", - წერს პრე­ზი­დენ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის?“ - პრეზიდენტი

“დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის?“ - პრეზიდენტი

პრეზიდენტი - დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! - დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის? - ისტორია არ დაგივიწყებთ!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატებს დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს. პრეზიდენტი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე განმარტავს, თუ რატომ არ აქვს ქართველი დიპლომატებისთვის მილოცვის სურვილი.

"დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!

მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ, სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მითუმეტეს, რომ სულხან საბა ჩვენი ევროპული მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ევროპული გზის, რომელსაც მივაღწევთ მხოლოდ დიპლომატიით. მაგრამ არა, ვერა, არც მოლოცვის სურვილი, არც სიამაყის განცდა! დღეს მისი ხსენება სულ ცოტა უხერხულია, როცა ხელისუფლება იმ ნანატრ ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს, როცა რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს.

ამ დროს, თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში და კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის??? გადადგომას თუ ვერ ბედავთ, ხმის ამოღებასაც ვერა, ან განსხვავებულ აზრის დაფიქსირებას, აბა რაღა დაგრჩენიათ? ნუთუ ესოდენ გეშინიათ?!

რა სულხან საბა, რა ღირსება, რა პროფესიონალიზმი?… მშვიდობა სწორედ, მაშინაა საფრთხეში, როცა ქვეყანას არ გივარგა დიპლომატია! თავისუფლება, მაშინაა საფრთხეში, როცა ვინც ემსახურება სახელმწიფოს, იმას საკუთარი ლანდის ეშინია! დამოუკიდებლობა კი საფრთხეშია, როცა ისინი, ვინც გარეთ უნდა განგაშის სიგნალებს აწვდიდნენ ჩვენ პარტნიორებს რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს ვითომც და ვერ იმჩნევენ! გაქვავებულები, გამქრალნი, საელჩოებში, ვით სოროებში დამალულნი, არავის მათი ხმა არ გაუგია, არჩევნებში ემიგრანტების ხმის მიცემის კონსტიტუციის დაცული უფლებაც ვერ დაიცვეს და იმალებიან… ოღონდ ვინმეს არ გაახსენდეს მათი არსებობა! ისტორია არ დაგივიწყებთ და სულხან საბას კი მოეშვით ! მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ!", - წერს პრეზიდენტი.