მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მან გაუძლო ქმრის ღალატს და 45 კილომდე დაიკლო, თაყვანისმცემლებს კი მისი ცხოვრება ზღაპარი ჰგონიათ" - როგორ ცხოვრობს ახლა თურქი ვარსკვლავი ნესლიჰან ათაგული
"მან გაუძლო ქმრის ღალატს და 45 კილომდე დაიკლო, თაყვანისმცემლებს კი მისი ცხოვრება ზღაპარი ჰგონიათ" -  როგორ ცხოვრობს ახლა თურქი ვარსკვლავი ნესლიჰან ათაგული

ნეს­ლი­ჰან ათა­გულს თურ­ქეთ­ში "სე­რი­ა­ლე­ბის დე­დო­ფალს" უწო­დე­ბენ. თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი ცნო­ბი­ლი გახ­და არა მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით, არა­მედ რო­მან­ტი­კუ­ლი რო­ლე­ბის ნი­ჭი­ე­რი შეს­რუ­ლე­ბით. სე­რი­ალ­ში, სა­დაც ნეს­ლი­ჰა­ნი თა­მა­შობს, გო­გო­ნებს უწევთ ყვე­ლა­ნა­ი­რი უბე­დუ­რე­ბის გა­და­ლახ­ვა, თუმ­ცა ფი­ნალ­ში ჯილ­დოს სა­ხით - სიმ­პა­თი­უ­რი პრინ­ცი და პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა ელო­დე­ბა. თა­ვად მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში კი ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად არის. სი­ლა­მა­ზე ცხოვ­რე­ბა­ში სას­ჯე­ლად ექცა, რა­მაც ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა

გო­გო­ნა სტამ­ბო­ლი­დან

ნეს­ლი­ჰა­ნის მშობ­ლე­ბი სტამ­ბოლ­ში 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ. მსა­ხი­ო­ბის დედა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში და­ი­ბა­და, მამა და მისი ყვე­ლა წი­ნა­პა­რი ჩერ­ქე­ზე­ბი არი­ან. თა­ვად ნეს­ლი­ჰა­ნი თურ­ქეთ­ში და­ი­ბა­და. ემიგ­რან­ტე­ბის ოჯა­ხი საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და: მამა მძღო­ლად მუ­შა­ობ­და, დედა დი­ა­სახ­ლი­სი იყო და ვაჟს და ქა­ლიშ­ვილს ზრდი­დან. ნეს­ლი­ჰა­ნი რვა წლის იყო, რო­დე­საც მა­მას­თან ერ­თად ფილ­მს უყუ­რა, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მტკი­ცედ თქვა, რომ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და.

დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი

ნეს­ლი­ჰა­ნი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ კი­ნო­ზე ოც­ნე­ბა არ მი­უ­ტო­ვე­ბია. 13 წლის ასაკ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ი­პო­ვა კას­ტინ­გის სა­ა­გენ­ტოს მი­სა­მარ­თი და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე დე­დას­თან ერ­თად მი­ვი­და, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გი იყო შვი­ლის მსა­ხი­ო­ბო­ბის. უნ­დო­და, გო­გო­ნას ოჯა­ხი შე­ექ­მნა და ქმარ-შვილ­თან ერ­თად მშვი­დად ეცხოვ­რა.

ნეს­ლი­ჰა­ნი სა­ა­გენ­ტომ მი­ი­ღო და მალე დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი რეკ­ლა­მებ­ში გა­და­ი­ღეს. ამას მოჰ­ყვა პა­ტა­რა რო­ლე­ბი სე­რი­ა­ლებ­ში. 15 წლის ასაკ­ში კი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­და - რო­დე­საც სე­რი­ალ­ში "ფოთ­ლე­ბის და­ცე­მა" გა­და­ი­ღეს. მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ: მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია მათი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბა იყო. ის ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო და გარ­და ამი­სა, კარგ ფულს შო­უ­ლობ­და, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და, მა­გა­ლი­თად, ძმის­თვის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ფული გა­და­ე­ხა­და.

ეკ­რა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვილ სიყ­ვა­რუ­ლად იქცა

სე­რი­ა­ლის "სტამ­ბუ­ლის ორი სა­ხის" გა­და­ღე­ბის დროს გო­გო­ნა ქა­დირ დო­გუ­ლუს შეხ­ვდა. გრძნო­ბე­ბი ორ­მხრი­ვი აღ­მოჩ­ნდა. ახალ­გაზ­რდებს ბევ­რი რამ ჰქონ­დათ სა­ერ­თო: ქა­დი­რი ასე­ვე ღა­რიბ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, მო­ზარ­დო­ბი­სას მუ­შა­ობ­და წყლის დამ­ტა­რებ­ლად და მისი ოც­ნე­ბა ბარ­მე­ნო­ბა იყო. მაგ­რამ ერთ დღეს ახალ­გაზ­რდა სე­რი­ალ­ში "პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი" მი­იწ­ვი­ეს. ასე და­ი­წყო მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა. 2016 წელს შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა იქორ­წი­ნეს. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი უყუ­რებ­დნენ ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

მათ ისევ აქ­ტი­უ­რად იღებ­დნენ სე­რი­ა­ლებ­ში. გა­რე­დან მათი ცხოვ­რე­ბა უღ­რუბ­ლო და ბედ­ნი­ე­რი ჩან­და. სე­რი­ალ­მა "შავი სიყ­ვა­რუ­ლი" ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უზარ­მა­ზა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. მას­ზე ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ, მაგ­რამ ათა­გუ­ლი ქმრის ერ­თგუ­ლი რჩე­ბო­და.

ეჭვი ღა­ლატ­ზე

სე­რი­ალ­ში "შავი სიყ­ვა­რუ­ლი" მისი პარტნი­ო­რი ბუ­რაკ ოზჩი­ვი­ტი იყო, სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­ზეც მი­ლი­ო­ნო­ბით ქალი ოც­ნე­ბობ­და. მე­დია წერ­და, რომ თით­ქოს ისი­ნი კოც­ნის დროს გა­მო­ი­ჭი­რეს, ასე­ვე რეს­ტო­რან­ში ვახ­შმო­ბი­სას...

ქა­დი­რი გიჟ­დე­ბო­და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის­გან. ცდი­ლობ­და ნეს­ლი­ჰა­ნის­თვის ოზჩი­ვიტ­თან გა­და­ღე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა აეკ­რძა­ლა. ამ­ბობ­დნენ, რომ ნეს­ლი­ჰან­მა და ბუ­რაკ ოზჩი­ვიტ­მა ცალ-ცალ­კე ითა­მა­შეს რამ­დე­ნი­მე რო­მან­ტი­უ­ლი სცე­ნა, შემ­დეგ კი ეს კად­რე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნეს.

ყვე­ლა­ფე­რი 2021 წელს შე­იც­ვა­ლა. ქა­დი­რი "სიყ­ვა­რუ­ლის სა­ი­დუმ­ლო­ში" გა­და­ი­ღეს და მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ჭორი, რომ მსა­ხი­ობს თა­ვი­სი პარტნი­ო­რი სერა არი­თურ­ქი შე­უყ­ვარ­და. წყვილს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ხში­რად ამ­ჩნევ­დნენ და ისი­ნი ძა­ლი­ან ჰგავ­დნენ საყ­ვარ­ლებს.

ნეს­ლი­ჰა­ნი, თა­ვის მხრივ, სულ უფრო მე­ტად ჩნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მარ­ტო, ქმრის გა­რე­შე და სევ­დი­ა­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

რა­ღაც მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი იქამ­დე მი­ვი­და, რომ ქა­დირს მომ­ხდარ­ზე სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ არა­ვი­თა­რი რო­მა­ნი არ აქვს და ცოლი დღემ­დე ძა­ლი­ან უყ­ვარს. მა­შინ ყვე­ლამ არ და­ი­ჯე­რა ამ სი­ტყვე­ბის, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ქორ­წი­ნე­ბა გა­და­არ­ჩი­ნეს.

მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა

მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სე­რი­ა­ლის "ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლი" გა­და­ღე­ბე­ბის დროს ნეს­ლი­ჰა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გა­ირ­კვა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. და­ა­ვა­დე­ბა სა­ჭი­რო­ებ­და წო­ლით რე­ჟიმს და მკაცრ დი­ე­ტას. რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ნეს­ლი­ჰან­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის გამო სე­რი­ალს ტო­ვებ­და. თუმ­ცა, მა­ყუ­რებ­ლე­ბის ნა­წილ­მა მისი ვერ­სია არ და­ი­ჯე­რა. მათი აზ­რით, მსა­ხი­ობ­მა და­ა­ვა­დე­ბა გა­ა­ყალ­ბა, რათა თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა ჯა­რი­მე­ბი სა­მუ­შა­ოს შე­ფერ­ხე­ბის­თვის და არ სურ­და გა­და­ღე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, რად­გან სე­რი­ალს და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და.

ამის შემ­დეგ ათა­გუ­ლი მთე­ლი წელი აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს და­ა­ვი­წყდათ. სტრე­სი­სა და უჭ­მე­ლო­ბის ფონ­ზე ის სა­ბო­ლო­ოდ 45 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და.

ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა

სა­ბედ­ნი­ე­როდ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და მსა­ხი­ო­ბი თან­და­თან და­უბ­რუნ­და პრო­ფე­სი­ას. ნეს­ლი­ჰა­ნი და ქა­დი­რი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ. 2024 წლის ზა­ფხულ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 32 წლის ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლი დე­დო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Macaco svanidze
3

უფალმა ბედნიერი დედობა არგუნოს ჩვენს პრინცესას ძალიან მიყვარს ეს მსახიობი

კომბლე
7

ღმერთმა ქნას ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს თორემ ჩვენ უბედურ ყოფას კიდე ეგ უნდა? Იმედი აღარ მქონდა არა ეეეეე, უფალმა არ გაგვწირა არააა. 

ავტორი:

"მან გაუძლო ქმრის ღალატს და 45 კილომდე დაიკლო, თაყვანისმცემლებს კი მისი ცხოვრება ზღაპარი ჰგონიათ" - როგორ ცხოვრობს ახლა თურქი ვარსკვლავი ნესლიჰან ათაგული

"მან გაუძლო ქმრის ღალატს და 45 კილომდე დაიკლო, თაყვანისმცემლებს კი მისი ცხოვრება ზღაპარი ჰგონიათ" -  როგორ ცხოვრობს ახლა თურქი ვარსკვლავი ნესლიჰან ათაგული

ნესლიჰან ათაგულს თურქეთში "სერიალების დედოფალს" უწოდებენ. თურქი მსახიობი ცნობილი გახდა არა მხოლოდ გამორჩეული გარეგნობით, არამედ რომანტიკული როლების ნიჭიერი შესრულებით. სერიალში, სადაც ნესლიჰანი თამაშობს, გოგონებს უწევთ ყველანაირი უბედურების გადალახვა, თუმცა ფინალში ჯილდოს სახით - სიმპათიური პრინცი და პირადი ბედნიერება ელოდება. თავად მსახიობის ცხოვრებაში კი ყველაფერი სხვანაირად არის. სილამაზე ცხოვრებაში სასჯელად ექცა, რამაც ბევრი უბედურება მოუტანა

გოგონა სტამბოლიდან

ნესლიჰანის მშობლები სტამბოლში 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირიდან ჩამოვიდნენ. მსახიობის დედა ბელორუსიაში დაიბადა, მამა და მისი ყველა წინაპარი ჩერქეზები არიან. თავად ნესლიჰანი თურქეთში დაიბადა. ემიგრანტების ოჯახი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა: მამა მძღოლად მუშაობდა, დედა დიასახლისი იყო და ვაჟს და ქალიშვილს ზრდიდან. ნესლიჰანი რვა წლის იყო, როდესაც მამასთან ერთად ფილმს უყურა, დასრულების შემდეგ კი მტკიცედ თქვა, რომ მსახიობი გახდებოდა.

დამწყები მსახიობი

ნესლიჰანი გაიზარდა, მაგრამ კინოზე ოცნება არ მიუტოვებია. 13 წლის ასაკში დამოუკიდებლად მოიპოვა კასტინგის სააგენტოს მისამართი და ტელეფონის ნომერი. გასაუბრებაზე დედასთან ერთად მივიდა, რომელიც წინააღმდეგი იყო შვილის მსახიობობის. უნდოდა, გოგონას ოჯახი შეექმნა და ქმარ-შვილთან ერთად მშვიდად ეცხოვრა.

ნესლიჰანი სააგენტომ მიიღო და მალე დამწყები მსახიობი რეკლამებში გადაიღეს. ამას მოჰყვა პატარა როლები სერიალებში. 15 წლის ასაკში კი პირველი წარმატება მოვიდა - როდესაც სერიალში "ფოთლების დაცემა" გადაიღეს. მშობლები მიხვდნენ: მსახიობის პროფესია მათი ქალიშვილის მოწოდება იყო. ის ძალიან ბედნიერი იყო და გარდა ამისა, კარგ ფულს შოულობდა, რაც საშუალებას აძლევდა, მაგალითად, ძმისთვის მასწავლებლების ფული გადაეხადა.

ეკრანის სიყვარული ნამდვილ სიყვარულად იქცა

სერიალის "სტამბულის ორი სახის" გადაღების დროს გოგონა ქადირ დოგულუს შეხვდა. გრძნობები ორმხრივი აღმოჩნდა. ახალგაზრდებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო: ქადირი ასევე ღარიბ ოჯახში გაიზარდა, მოზარდობისას მუშაობდა წყლის დამტარებლად და მისი ოცნება ბარმენობა იყო. მაგრამ ერთ დღეს ახალგაზრდა სერიალში "პატარა საიდუმლოებები" მიიწვიეს. ასე დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. 2016 წელს შეყვარებულებმა იქორწინეს. გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში სუნთქვაშეკრული უყურებდნენ ქორწინების ცერემონიას სოციალურ ქსელებში.

მათ ისევ აქტიურად იღებდნენ სერიალებში. გარედან მათი ცხოვრება უღრუბლო და ბედნიერი ჩანდა. სერიალმა "შავი სიყვარული" ნესლიჰან ათაგულის მონაწილეობით უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. მასზე ბევრს ჭორაობდნენ, მაგრამ ათაგული ქმრის ერთგული რჩებოდა.

ეჭვი ღალატზე

სერიალში "შავი სიყვარული" მისი პარტნიორი ბურაკ ოზჩივიტი იყო, სიმპათიური მამაკაცი, რომელზეც მილიონობით ქალი ოცნებობდა. მედია წერდა, რომ თითქოს ისინი კოცნის დროს გამოიჭირეს, ასევე რესტორანში ვახშმობისას...

ქადირი გიჟდებოდა ეჭვიანობისგან. ცდილობდა ნესლიჰანისთვის ოზჩივიტთან გადაღებების გაგრძელება აეკრძალა. ამბობდნენ, რომ ნესლიჰანმა და ბურაკ ოზჩივიტმა ცალ-ცალკე ითამაშეს რამდენიმე რომანტიული სცენა, შემდეგ კი ეს კადრები გააერთიანეს.

ყველაფერი 2021 წელს შეიცვალა. ქადირი "სიყვარულის საიდუმლოში" გადაიღეს და მალევე გავრცელდა ჭორი, რომ მსახიობს თავისი პარტნიორი სერა არითურქი შეუყვარდა. წყვილს გადასაღებ მოედანზე ხშირად ამჩნევდნენ და ისინი ძალიან ჰგავდნენ საყვარლებს.

ნესლიჰანი, თავის მხრივ, სულ უფრო მეტად ჩნდებოდა საზოგადოებაში მარტო, ქმრის გარეშე და სევდიანად გამოიყურებოდა.

რაღაც მომენტში ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ქადირს მომხდარზე საჯარო კომენტარის გაკეთება მოუწია. მსახიობმა თქვა, რომ არავითარი რომანი არ აქვს და ცოლი დღემდე ძალიან უყვარს. მაშინ ყველამ არ დაიჯერა ამ სიტყვების, მაგრამ საბოლოოდ ქორწინება გადაარჩინეს.

მძიმე დაავადება

მალე ცნობილი გახდა, რომ სერიალის "ელჩის ქალიშვილი" გადაღებების დროს ნესლიჰანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება საჭიროებდა წოლით რეჟიმს და მკაცრ დიეტას. რამდენიმე კვირის შემდეგ ნესლიჰანმა გამოაცხადა, რომ ჯანმრთელობის გამო სერიალს ტოვებდა. თუმცა, მაყურებლების ნაწილმა მისი ვერსია არ დაიჯერა. მათი აზრით, მსახიობმა დაავადება გააყალბა, რათა თავიდან აეცილებინა ჯარიმები სამუშაოს შეფერხებისთვის და არ სურდა გადაღებების გაგრძელება, რადგან სერიალს დაბალი რეიტინგი ჰქონდა.

ამის შემდეგ ათაგული მთელი წელი აღარ გამოჩენილა. ის თაყვანისმცემლებს დაავიწყდათ. სტრესისა და უჭმელობის ფონზე ის საბოლოოდ 45 კილოგრამს იწონიდა.

ოჯახური ბედნიერება

საბედნიეროდ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მსახიობი თანდათან დაუბრუნდა პროფესიას. ნესლიჰანი და ქადირი ბევრს მოგზაურობენ. 2024 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ 32 წლის ნესლიჰან ათაგული დედობისთვის ემზადება.