მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოდან გააძევეს ირანის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, ლიბანისა და სხვა ქვეყნების 60 მოქალაქე - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
საქართველოდან გააძევეს ირანის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, ლიბანისა და სხვა ქვეყნების 60 მოქალაქე - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა "უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­სულ თვე­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 60 მო­ქა­ლა­ქე ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წილ­მა სა­ქარ­თვე­ლო ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ტო­ვა, ნა­წი­ლი კი მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად იძუ­ლე­ბის წე­სით იქნა ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბუ­ლი.

"უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბულ იქნა - თურ­ქე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, ირა­ნის, რუ­სე­თის, ინ­დო­ე­თის, თურ­ქმე­ნე­თის, ბან­გლა­დე­შის, ლი­ბა­ნის, ერა­ყის, ნი­გე­რი­ის, იორ­და­ნი­ის, ალ­ჟი­რის, ეგ­ვიპ­ტის და გა­ნას, ჯამ­ში 60 მო­ქა­ლა­ქე. გა­ძე­ვე­ბულ­თა შო­რის ასე­ვე არი­ან პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სა­ხის ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტსა და სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის და­ნა­ყო­ფებს შო­რის აქ­ტი­უ­რი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის შე­დე­გად, 2024 წლის ოქ­ტომ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქნა 384 უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის მი­მართ, რაც 26%- ით მე­ტია წინა წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით.

გაზ­რდი­ლია იმ პირ­თა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც, რომ­ლებ­მაც გა­ძე­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რის ფარ­გლებ­ში ქვე­ყა­ნა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ტო­ვეს, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა 323 პირ­მა, რაც 60,7 %-ით აღე­მა­ტე­ბა წინა წლის მო­ნა­ცე­მებს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბის კუ­თხით. იგეგ­მე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც და­მა­ტე­ბით გაზ­რდის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უზ­რუნ­ველ­ყოს კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე მყოფ პირ­თა ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რე­ბი" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
0

მადლობა

აბრიკოსა
3

რამდენ ათასს აჩუქა სააკაშვილმა ლარად მიწები და მოქალაქეობა???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

საქართველოდან გააძევეს ირანის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, ლიბანისა და სხვა ქვეყნების 60 მოქალაქე - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

საქართველოდან გააძევეს ირანის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, ლიბანისა და სხვა ქვეყნების 60 მოქალაქე - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 60 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა - თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ალჟირის, ეგვიპტის და განას, ჯამში 60 მოქალაქე. გაძევებულთა შორის ასევე არიან პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის დეპარტამენტსა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის აქტიური კოორდინაციის შედეგად, 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 384 უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რაც 26%- ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

გაზრდილია იმ პირთა მაჩვენებელიც, რომლებმაც გაძევების პროცედურის ფარგლებში ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვეს, კერძოდ, საქართველო დატოვა 323 პირმა, რაც 60,7 %-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაახლოების კუთხით. იგეგმება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დამატებით გაზრდის დეპარტამენტის შესაძლებლობებს უზრუნველყოს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა ქვეყნიდან გაძევების ეფექტიანი პროცედურები" - ნათქვამია ინფორმაციაში.