სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანი ისრაელზე მასშტაბური თავდასხმით იმუქრება: რას აცხადებს ნეთანიაჰუ?
ირანი ისრაელზე მასშტაბური თავდასხმით იმუქრება: რას აცხადებს ნეთანიაჰუ?

ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლის მიერ გა­სულ კვი­რას ირან­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა უპა­სუ­ხოდ არ დარ­ჩე­ბა.

"ირა­ნის რე­აქ­ცია სი­ო­ნის­ტურ აგ­რე­სი­ა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლია. ამას უპა­სუ­ხოდ არ დავ­ტო­ვებთ“, - გა­ნა­ცხა­და გე­ნე­რალ­მა ალი ფა­დავ­მა, ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გვარ­დი­ის კორ­პუ­სის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლემ.

უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის, აია­თო­ლა ხა­მე­ნე­ის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა ის­რა­ე­ლის ქმე­დე­ბებს სა­სო­წარ­კვე­თის ნი­შა­ნი უწო­და და "სას­ტიკ, გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ პა­სუხს“ დაჰ­პირ­და.

ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვა ადას­ტუ­რებს, რომ ირა­ნის პა­სუ­ხი ნამ­დვი­ლად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. რო­გორც Axios-ი ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, დარ­ტყმა შე­საძ­ლოა ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ამ მთე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ო­ნი სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის ზღვარ­ზე მი­იყ­ვა­ნა.

თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ თე­ი­რა­ნი არა­ფერს გა­ა­კე­თებს მა­ნამ, ვიდ­რე აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი არ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ვა­შინგტო­ნი მო­უ­წო­დებს თე­ი­რანს, თავი შე­ი­კა­ვოს ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის­გან, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვეს.

ირან­მა ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმით შე­საძ­ლოა უფრო დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს თა­ვის ეკო­ნო­მი­კა­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ბოლო დროს და­ფიქ­სირ­და: ირა­ნის მიერ 180 ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის გაშ­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ის­რა­ელ­მა გა­ა­ნად­გუ­რა ირა­ნუ­ლი ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი და და­ა­ზი­ა­ნა მთა­ვა­რი პორ­ტი.

"ისი­ნი [ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა] მზად არი­ან გა­რის­კონ, რათა არ გა­მოჩ­ნდნენ სუს­ტე­ბი და და­ამ­ტკი­ცონ მათი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის შიგ­ნით და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე სან­დო­ო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად“, - ამ­ბობს ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი სინა აზო­დი.

ის­რა­ელ­მა უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს კი­დევ უფრო მეტი დარ­ტყმა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ირა­ნის­თვის ბოლო შე­ტე­ვი­სას მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

"ჩვენ ირა­ნის წი­აღ­ში შე­ვე­დით. ირა­ნის რე­ჟი­მის მე­თა­ურ­თა ტრა­ბა­ხი და მუ­ქა­რა ვერ გა­და­ფა­რავს იმ ფაქტს, რომ ის­რა­ელს ახლა უფრო მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს ირან­ში მოქ­მე­დე­ბის­თვის, ვიდ­რე ოდეს­მე“, - თქვა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­სულ კვი­რას სამ­ხედ­რო­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თვი­სას.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ირანი ისრაელზე მასშტაბური თავდასხმით იმუქრება: რას აცხადებს ნეთანიაჰუ?

ირანი ისრაელზე მასშტაბური თავდასხმით იმუქრება: რას აცხადებს ნეთანიაჰუ?

ირანის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის მიერ გასულ კვირას ირანზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება.

"ირანის რეაქცია სიონისტურ აგრესიაზე გადაწყვეტილია. ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ“, - განაცხადა გენერალმა ალი ფადავმა, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურის მოადგილემ.

უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის ოფისის ხელმძღვანელმა ისრაელის ქმედებებს სასოწარკვეთის ნიშანი უწოდა და "სასტიკ, გამანადგურებელ პასუხს“ დაჰპირდა.

ისრაელის დაზვერვა ადასტურებს, რომ ირანის პასუხი ნამდვილად მოსალოდნელია. როგორც Axios-ი ისრაელის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, დარტყმა შესაძლოა ერაყის ტერიტორიიდან განხორციელდეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ესკალაციამ მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონი სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე მიიყვანა.

თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ თეირანი არაფერს გააკეთებს მანამ, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი. ვაშინგტონი მოუწოდებს თეირანს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებსაც შესაძლოა დამღუპველი შედეგები მოჰყვეს.

ირანმა ისრაელზე თავდასხმით შესაძლოა უფრო დიდი ზიანი მიაყენოს თავის ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას. მსგავსი შემთხვევა ბოლო დროს დაფიქსირდა: ირანის მიერ 180 ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ, ისრაელმა გაანადგურა ირანული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და დააზიანა მთავარი პორტი.

"ისინი [ირანის ხელისუფლება] მზად არიან გარისკონ, რათა არ გამოჩნდნენ სუსტები და დაამტკიცონ მათი ძალაუფლება. ეს აუცილებელია ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე სანდოობის შესანარჩუნებლად“, - ამბობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი სინა აზოდი.

ისრაელმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის განახორციელოს კიდევ უფრო მეტი დარტყმა საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით ირანისთვის ბოლო შეტევისას მიყენებული ზიანის გათვალისწინებით.

"ჩვენ ირანის წიაღში შევედით. ირანის რეჟიმის მეთაურთა ტრაბახი და მუქარა ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ ისრაელს ახლა უფრო მეტი თავისუფლება აქვს ირანში მოქმედებისთვის, ვიდრე ოდესმე“, - თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას სამხედროებისადმი მიმართვისას.

იხილეთ ასევე: