პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თენგო ვინ არის იცით? ბევრს აინტერესებს და ვიტყვი, ეს არის თენგიზ თევზაძე.... ის არის მათი მთავარი მცოდნე საარჩევნო ამბების" - მდინარაძე
"თენგო ვინ არის იცით? ბევრს აინტერესებს და ვიტყვი, ეს არის თენგიზ თევზაძე.... ის არის მათი მთავარი მცოდნე საარჩევნო ამბების" - მდინარაძე

ოპო­ზი­ცი­ის გეგ­მაა, რომ გეგ­მა არ აქვთ, უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი გეგ­მაა - რო­დე­საც თქვეს, ჩვენ ახლა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გაბ­რა­ზე­ბა უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო­თო, თა­ვი­სი ამომ­რჩე­ვე­ლი გა­აბ­რა­ზეს, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოპო­ზი­ცი­ის მიერ გეგ­მის გა­მო­ცხა­დე­ბის ორ­შა­ბა­თის­თვის გა­და­დე­ბას.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცია უკვე "აჭ­რი­ლია" და სწო­რა­დაც ვე­ღარ მე­ტყვე­ლებს.

„მათი გეგ­მაა, რომ გეგ­მა არ აქვთ. ეს არის უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი გეგ­მა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გა­და­ჭე­დი­ლი იყო მათი მომ­ხრე­ე­ბის გაბ­რა­ზე­ბით. რო­დე­საც მათ თქვეს, ჩვენ ახლა უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გაბ­რა­ზე­ბა, გა­აბ­რა­ზეს თა­ვი­სი ამომ­რჩე­ვე­ლი. „გაბ­რა­ზე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“ რა­ღაც ახა­ლი ტერ­მი­ნია - გა­ვაბ­რა­ზოთ თქვან; გაბ­რა­ზე­ბულ იქ­ნას ნაც­ვლად თქვან, გაბ­რაზ­და. რას ლა­პა­რა­კო­ბენ, უკვე აჭ­რი­ლე­ბი არი­ან, ვე­ღარც მე­ტყვე­ლე­ბენ სწო­რად. ჩახ­ლარ­თეს რა­ღაც სი­ტყვა­თა წყო­ბა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, გა­აბ­რა­ზეს თა­ვი­სი ამომ­რჩე­ვე­ლი. მარ­თლა მეს­მის, გულ­წრფე­ლად მეს­მის მათი. რო­დე­საც ამომ­რჩე­ველს ეუბ­ნე­ბი, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ 25% აქვს და შემ­დეგ 54%-ის იღებს, უბე­დურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბი და რა­ღაც უნდა ქნა. რა უნდა ქნა, ვერ ხვდე­ბი, ვერც „ტოპ ტვი­ნე­ბი“ გიტ­ვი­ნა­ვენ, ვერც თენ­გო იძა­ხის ვე­რა­ფერს და ხარ ამ სა­ო­ცარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც არ­სად გაქვს გა­საქ­ცე­ვი, არ­გუ­მენ­ტებს ვგუ­ლის­ხმობ და არა სხვა გაქ­ცე­ვას, რამე რომ არ დაგ­ვაბ­რა­ლონ. შემ­დეგ იგო­ნებ გეგ­მას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გეგ­მა ორ­შა­ბათს იქ­ნე­ბა. ამი­ტომ მოდი, ძა­ლი­ა­ნაც ნუ დავზრა­ხავთ ამ ხალ­ხს. ჯერ ერთი ტყუ­ი­ლი თქვეს, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ 25% აქვს და მე­ო­რე ტყუ­ილს ახლა სა­უბ­რო­ბენ გა­და­სა­ფა­რად“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა ასე­ვე ნიკა გვა­რა­მი­ას მო­წო­დე­ბას, კარ­ვე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

"რა კარ­ვე­ბი, არაფ­რის რე­სურ­სი არ აქვთ. სხვა­თა შო­რის თენ­გო ვინ არის იცით? კა­ლან­და­რიშ­ვილ­თან ერ­თად პრე­ზი­დენტს ჰყავ­და ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტებს შო­რის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თენ­გიზ თევ­ზა­ძეა ეს ადა­მი­ა­ნი. ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს, წერ­დნენ კო­მენ­ტა­რებს, გაგ­ვა­გე­ბი­ნეთ ვინ არი­სო. ეს ადა­მი­ა­ნი არის მათი მთა­ვა­რი მცოდ­ნე სა­არ­ჩევ­ნო ამ­ბე­ბის" - თქვა მდი­ნა­რა­ძე.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თენგო ვინ არის იცით? ბევრს აინტერესებს და ვიტყვი, ეს არის თენგიზ თევზაძე.... ის არის მათი მთავარი მცოდნე საარჩევნო ამბების" - მდინარაძე

"თენგო ვინ არის იცით? ბევრს აინტერესებს და ვიტყვი, ეს არის თენგიზ თევზაძე.... ის არის მათი მთავარი მცოდნე საარჩევნო ამბების" - მდინარაძე

ოპოზიციის გეგმაა, რომ გეგმა არ აქვთ, უსერიოზულესი გეგმაა - როდესაც თქვეს, ჩვენ ახლა ქართველი ხალხის გაბრაზება უნდა განვახორციელოთო, თავისი ამომრჩეველი გააბრაზეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ გეგმის გამოცხადების ორშაბათისთვის გადადებას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია უკვე "აჭრილია" და სწორადაც ვეღარ მეტყველებს.

„მათი გეგმაა, რომ გეგმა არ აქვთ. ეს არის უსერიოზულესი გეგმა. სოციალური ქსელი გადაჭედილი იყო მათი მომხრეების გაბრაზებით. როდესაც მათ თქვეს, ჩვენ ახლა უნდა განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება, გააბრაზეს თავისი ამომრჩეველი. „გაბრაზების განხორციელება“ რაღაც ახალი ტერმინია - გავაბრაზოთ თქვან; გაბრაზებულ იქნას ნაცვლად თქვან, გაბრაზდა. რას ლაპარაკობენ, უკვე აჭრილები არიან, ვეღარც მეტყველებენ სწორად. ჩახლართეს რაღაც სიტყვათა წყობა, მაგრამ რეალურად, გააბრაზეს თავისი ამომრჩეველი. მართლა მესმის, გულწრფელად მესმის მათი. როდესაც ამომრჩეველს ეუბნები, „ქართულ ოცნებას“ 25% აქვს და შემდეგ 54%-ის იღებს, უბედურ მდგომარეობაში ვარდები და რაღაც უნდა ქნა. რა უნდა ქნა, ვერ ხვდები, ვერც „ტოპ ტვინები“ გიტვინავენ, ვერც თენგო იძახის ვერაფერს და ხარ ამ საოცარ მდგომარეობაში, როდესაც არსად გაქვს გასაქცევი, არგუმენტებს ვგულისხმობ და არა სხვა გაქცევას, რამე რომ არ დაგვაბრალონ. შემდეგ იგონებ გეგმას, რომლის მიხედვითაც, გეგმა ორშაბათს იქნება. ამიტომ მოდი, ძალიანაც ნუ დავზრახავთ ამ ხალხს. ჯერ ერთი ტყუილი თქვეს, რომ „ქართულ ოცნებას“ 25% აქვს და მეორე ტყუილს ახლა საუბრობენ გადასაფარად“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ის გამოეხმაურა ასევე ნიკა გვარამიას მოწოდებას, კარვების მობილიზებასთან დაკავშირებით:

"რა კარვები, არაფრის რესურსი არ აქვთ. სხვათა შორის თენგო ვინ არის იცით? კალანდარიშვილთან ერთად პრეზიდენტს ჰყავდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის წარმოდგენილი, თენგიზ თევზაძეა ეს ადამიანი. ბევრს აინტერესებს, წერდნენ კომენტარებს, გაგვაგებინეთ ვინ არისო. ეს ადამიანი არის მათი მთავარი მცოდნე საარჩევნო ამბების" - თქვა მდინარაძე.