მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონელს დღეში მხოლოდ 30 წუთი სძინავს და ამბობს, რომ ეს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარება - რას ამბობენ მედიკოსები უცნაურ მეთოდზე?
იაპონელს დღეში მხოლოდ 30 წუთი სძინავს და ამბობს, რომ ეს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარება - რას ამბობენ მედიკოსები უცნაურ მეთოდზე?

40 წლის და­ი­სუ­კე ჰორი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ ია­პო­ნი­ის ჰი­ო­გოს პრე­ფექ­ტუ­რა­ში ცხოვ­რობს, აცხა­დებს, რომ უკვე 12 წე­ლი­წა­დია, დღე­ში მხო­ლოდ 30 წუ­თით სძი­ნავს და ეს მე­თო­დი მას სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის გა­ორ­მა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ჰო­რის მტკი­ცე­ბით, ამ მიდ­გო­მით მან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა, ამას­თან, არა­სო­დეს გრძნობს თავს დაღ­ლი­ლად.

  • ჰორი არის მე­წარ­მე, რო­მელ­საც უყ­ვარს მუ­სი­კა, ფერ­წე­რა და მე­ქა­ნი­კუ­რი დი­ზა­ი­ნი. მან ძი­ლის შემ­ცი­რე­ბა 12 წლის წინ და­ი­წყო, რათა ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ე­ზარ­და აქ­ტი­უ­რი სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და სა­ბო­ლო­ოდ იმ შე­დე­გამ­დე მი­ვი­და, რომ ძილი დღე­ში 30-დან 45 წუ­თამ­დე შე­ამ­ცი­რა.

“თუ სპორ­ტით და­კავ­დე­ბით ან კვე­ბამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე მი­ი­ღებთ ყა­ვას, შე­გიძ­ლი­ათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ძი­ლი­ა­ნო­ბა“, - აცხა­დებს ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მის ავ­ტო­რი.

2016 წელს ჰო­რიმ და­ა­არ­სა “ია­პო­ნი­ის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ძი­ლის ტრე­ნინ­გის ასო­ცი­ა­ცია“, სა­დაც მსურ­ვე­ლებს ძი­ლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს.

“უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­საც სა­მუ­შა­ო­ებ­ზე მეტი გო­ნებ­რი­ვი კონ­ცენ­ტრა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბათ, ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ მოკ­ლე, მაგ­რამ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ძილს - ვიდ­რე ხან­გრძლივ და უხა­რის­ხოს. მა­გა­ლი­თად, ექი­მებს და მე­ხან­ძრე­ებს შე­და­რე­ბით მოკ­ლე დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი აქვთ, მაგ­რამ ინარ­ჩუ­ნე­ბენ მა­ღალ ეფექ­ტუ­რო­ბას, ”- თქვა მან.

ჰო­რის სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალს ია­პო­ნუ­რი Yomiuri TV ადევ­ნებ­და. რე­ა­ლი­თი შო­უ­ში სა­ხელ­წო­დე­ბით Will You Go With Me? პირ­ველ დღეს ჰო­რის სულ რა­ღაც 26 წუთი ეძი­ნა და ენერ­გი­ით სავ­სე იყო. სა­უზ­მის შემ­დეგ, ის სამ­სა­ხურ­ში გა­ე­მარ­თა, შემ­დეგ კი სპორტდარ­ბაზ­ში.

ჰო­რის ონ­ლა­ინ რე­ზი­უ­მე­ში ნათ­ქვა­მია, რომ მან 2100-ზე მეტ სტუ­დენტს ას­წავ­ლა ულტრა­მოკ­ლე ძი­ლის მე­თო­დი.

ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია Yomiuri-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მან ძილი რვა სა­ა­თი­დან 90 წუ­თამ­დე შე­ამ­ცი­რა ძილი და უკვე ოთხი წე­ლი­წა­დია ამ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობს. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი საგ­რძნობ­ლად გა­მო­უს­წორ­და.

  • თუმ­ცა, მე­დი­ცი­ნის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ულტრა ხან­მოკ­ლე ძილი ყვე­ლას­თვის შე­სა­ფე­რი­სი არ არის და თან ახ­ლავს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი.

“მო­ზარ­დებს რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია დღე­ში შვი­დი­დან ცხრა სა­ა­თამ­დე ძილი. ძილი სხე­უ­ლი­სა და ტვი­ნის აღ­დგე­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დია. ძი­ლის ქრო­ნი­კულ­მა ნაკ­ლე­ბო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, იმუ­ნი­ტე­ტის შე­სუს­ტე­ბა, გან­წყო­ბის დარ­ღვე­ვა და გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გაზ­რდი­ლი რის­კი“, - გა­ნა­ცხა­და მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ნევ­რო­ლოგ­მა გუო ფეიმ.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

იაპონელს დღეში მხოლოდ 30 წუთი სძინავს და ამბობს, რომ ეს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარება - რას ამბობენ მედიკოსები უცნაურ მეთოდზე?

იაპონელს დღეში მხოლოდ 30 წუთი სძინავს და ამბობს, რომ ეს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარება - რას ამბობენ მედიკოსები უცნაურ მეთოდზე?

40 წლის დაისუკე ჰორი, რომელიც დასავლეთ იაპონიის ჰიოგოს პრეფექტურაში ცხოვრობს, აცხადებს, რომ უკვე 12 წელიწადია, დღეში მხოლოდ 30 წუთით სძინავს და ეს მეთოდი მას სიცოცხლის ხანგრძლივობის გაორმაგებაში ეხმარება.

ჰორის მტკიცებით, ამ მიდგომით მან შესრულებული სამუშაოების ეფექტურობა გაიუმჯობესა, ამასთან, არასოდეს გრძნობს თავს დაღლილად.

  • ჰორი არის მეწარმე, რომელსაც უყვარს მუსიკა, ფერწერა და მექანიკური დიზაინი. მან ძილის შემცირება 12 წლის წინ დაიწყო, რათა ყოველდღიურად გაეზარდა აქტიური საათების რაოდენობა და საბოლოოდ იმ შედეგამდე მივიდა, რომ ძილი დღეში 30-დან 45 წუთამდე შეამცირა.

“თუ სპორტით დაკავდებით ან კვებამდე ერთი საათით ადრე მიიღებთ ყავას, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ძილიანობა“, - აცხადებს ინოვაციური მიდგომის ავტორი.

2016 წელს ჰორიმ დააარსა “იაპონიის მოკლევადიანი ძილის ტრენინგის ასოციაცია“, სადაც მსურველებს ძილისა და ჯანმრთელობის შესახებ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

“უფრო და უფრო მეტი ადამიანი, რომლებსაც სამუშაოებზე მეტი გონებრივი კონცენტრაცია ესაჭიროებათ, ამჯობინებენ მოკლე, მაგრამ მაღალი ხარისხის ძილს - ვიდრე ხანგრძლივ და უხარისხოს. მაგალითად, ექიმებს და მეხანძრეებს შედარებით მოკლე დასვენების პერიოდი აქვთ, მაგრამ ინარჩუნებენ მაღალ ეფექტურობას, ”- თქვა მან.

ჰორის სამი დღის განმავლობაში თვალს იაპონური Yomiuri TV ადევნებდა. რეალითი შოუში სახელწოდებით Will You Go With Me? პირველ დღეს ჰორის სულ რაღაც 26 წუთი ეძინა და ენერგიით სავსე იყო. საუზმის შემდეგ, ის სამსახურში გაემართა, შემდეგ კი სპორტდარბაზში.

ჰორის ონლაინ რეზიუმეში ნათქვამია, რომ მან 2100-ზე მეტ სტუდენტს ასწავლა ულტრამოკლე ძილის მეთოდი.

ერთ-ერთმა მათგანმა ტელეკომპანია Yomiuri-ს განუცხადა, რომ მან ძილი რვა საათიდან 90 წუთამდე შეამცირა ძილი და უკვე ოთხი წელიწადია ამ რეჟიმში ცხოვრობს. ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საგრძნობლად გამოუსწორდა.

  • თუმცა, მედიცინის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ულტრა ხანმოკლე ძილი ყველასთვის შესაფერისი არ არის და თან ახლავს გვერდითი მოვლენები.

“მოზარდებს რეკომენდებულია დღეში შვიდიდან ცხრა საათამდე ძილი. ძილი სხეულისა და ტვინის აღდგენისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. ძილის ქრონიკულმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება, იმუნიტეტის შესუსტება, განწყობის დარღვევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკი“, - განაცხადა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ნევროლოგმა გუო ფეიმ.

წყარო

იხილეთ ასევე: