თეთრ სახლში გამართულ ჰელოუინზე, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სტუმრებს ცოლთან, პირველ ლედისთან, ჯილ ბაიდენთან ერთად უმასპინძლა. პირველი ლედი გიგანტური პანდის ფორმაში გამოეწყო და მთელი საღამოს განმავლობაში, სწორედ ასე მასპინძლობდა ბავშვებსა და მოზარდებს.
თეთრი სახლის ეზოში სხვადასხვა გასართობი პროგრამა იყო სტუმრებისთვის, ასევე მათ ტკბილეულითაც უმასპინძლეს.
კითხვის წახალისებისთვის, ჯილ ბაიდენმა ღონისძიებას სიმბოლური სახელი - "Hallo-Read" შეურჩია. აშშ-ის პირველი ლედი უკვე 40 წელია მასწავლებელია. ის მუდმივად გეგმავს წამახალისებელ ღონისძიებებს ბავშვებში, რომ მათში წიგნებისადმი სიყვარული კიდევ უფრო გააძლიეროს.
დღის განმავლობაში თეთრ სახლს 8000-მდე ადამიანი ეწვია.
აღსანიშნავია, რომ ეს წყვილისთვის თეთრ სახლში გატარებული ბოლო “ჰელოუინი“ იყო. ჯო ბაიდენმა უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ის თანამდებობას იანვარში ტოვებს.
იხილეთ ასევე:
გაიხარე გიორგი, რაც მე შენ კომენტარზე მაცინე
მაგას ცოლ-შვილის სახელი აღარ ახსოვს და ახალ გაღვიძებულზე სტუმრებთან მოლაპარაკე პანდის დანახვა უნდოდა კიდევ? გინდათ საბოლოოდ გაარეკინოთ ბერიკაცს,ის არ ეყო არჩევმებიდან რომ მოტეხეთ? (არა და რა ჰონორზე იყო,ვახ დრონი დრონი)