მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედვედევის განცხადება კი დაემთხვა, მაგრამ არ მგონია, ამის გამო დაიწყო პროკურატურამ გამოძიება" - შეუძლია თუ არა პროკურატურას პრეზიდენტის იძულებით გამოკითხვა: რას ამბობენ იურისტი და პოლიტოლოგი?
"მედვედევის განცხადება კი დაემთხვა, მაგრამ არ მგონია, ამის გამო დაიწყო პროკურატურამ გამოძიება" - შეუძლია თუ არა პროკურატურას პრეზიდენტის იძულებით გამოკითხვა: რას ამბობენ იურისტი და პოლიტოლოგი?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცეს­კოს 2024 წლის 30 ოქ­ტომ­ბრის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სსკ-ს 164³-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით. უწყე­ბის ცნო­ბით, ცეს­კო-ს გან­ცხა­დე­ბი­სა და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში მა­ს­მე­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უნდა ფლობ­დეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­საძ­ლო გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით დღეს, 31 ოქ­ტომ­ბერ­საა და­ბა­რე­ბუ­ლი.

"კე­თი­ლი ინე­ბოს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, თუ რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვს, წა­რად­გი­ნოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­ში. ნუ სა­უბ­რო­ბენ ზე­პი­რად ისეთ რა­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ბუ­ნე­ბა­ში არ მომ­ხდა­რა. ეს არის მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, მარ­თა­ლია, სუ­ლით და გუ­ლით არის "ენ­ჯე­ოშ­ნი­კი“ თუ "ენ­ჯე­ოშ­ნი­ცა“, მაგ­რამ თა­ნამ­დე­ბო­ბით არის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. მას აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მას არ აქვს უფ­ლე­ბა, ისა­უბ­როს ზე­პი­რად. თუ რა­ი­მე­ზე აქვს ფაქ­ტი, ეს ფაქ­ტი უნდა წა­რად­გი­ნოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, შე­სა­ბა­მის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ორ­გა­ნო­ში, თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ აქვს არა­ვი­თა­რი ფაქ­ტი, ის ვერ გა­ბე­დავს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლას და ვერ მის­ცემს ვე­რა­ვი­თარ ინ­ფორ­მა­ცი­ას უწყე­ბას იმ ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლებ­საც ზე­პი­რად აჟ­ღე­რებს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა წლის ბო­ლოს ეწუ­რე­ბა. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მის წი­ნა­აღ­მდეგ მო­რი­გი იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სი უკვე და­ა­ა­ნონ­სეს.

პრე­ზი­დენ­ტი პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბად აფა­სებს პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბას, მე­ტიც, ის მკა­ფი­ოდ ამ­ბობს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მედ­ვე­დე­ვის მი­თი­თე­ბას ას­რუ­ლებს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლას არ აპი­რებს და უწყე­ბას მო­უ­წო­დებს, რომ თავი და­ა­ნე­ბოს მის წი­ნა­აღ­მდეგ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას. "მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ზე არის სა­ჯა­რო და გა­მო­ი­ძი­ონ“, - ამ­ბობს პრე­ზი­დენ­ტი. მან­ვე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი, თუმ­ცა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ და­ნა­შა­უ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­ვა­ლე­ო­ბაა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მთა­ვარ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას ურ­ჩია გა­და­ხე­დოს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს, ხალ­ხის ხელ­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად, "ზე­და­პირ­ზეა ყვე­ლა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა“. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ არ ეში­ნია და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა შე­ე­შინ­დეს, რად­გან ამ არ­ჩევ­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი მაია მწა­რი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ პრე­ზი­დენტს აქვს უფ­ლე­ბა, რომ გა­მო­კი­თხვა­ზე არ მი­ვი­დეს და იქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბაც და პრე­ზი­დენ­ტის და­ბა­რე­ბაც უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია, ვიდ­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი.

მაია მწა­რი­აშ­ვი­ლი:

"პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბაა, მი­ვი­დეს თუ არა გა­მო­კი­თხვა­ზე. სა­ერ­თოდ, გა­მო­ძი­ე­ბის დროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბა, ჩვე­ნი კა­ნო­ნით წესი არ არის. მარ­თა­ლია, ისე აჭ­რეს საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი, რომ აჯაფ­სან­და­ლი გა­მო­ვი­და, მაგ­რამ მა­ინც სა­სა­მარ­თლო გა­მო­ძი­ე­ბა გვაქვს, ამი­ტომ მოწ­მე პირ­ვე­ლად არა გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე, არა­მედ პირ­და­პირ სა­სა­მარ­თლო­ში უნდა მი­იყ­ვა­ნო, სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის ეტაპ­ზე. რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ორ­გა­ნო ითხოვს მოწ­მის და­კი­თხვას, მოწ­მის უფ­ლე­ბაა, და­თან­ხმდეს თუ არა. რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბის ორ­გა­ნო ამ უფ­ლე­ბას არ გა­ნუ­მარ­ტავს ხოლ­მე ადა­მი­ანს, ვი­საც იბა­რებს, ამი­ტომ ჰგო­ნი­ათ, რომ ვალ­დე­ბუ­ლია და უნდა მი­ვი­დეს. ამ დროს, ეს მისი უფ­ლე­ბაა, მას შე­უძ­ლია უთხრას, კარ­გად იყა­ვი, არ მო­ვალ (და არც ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ გა­მო­სა­კითხ პირ­თან). ამის მერე კა­ნონ­ში არის სა­ფუძ­ვლე­ბი - გა­მო­ძი­ე­ბას თუ მა­ინც სჭირ­დე­ბა მოწ­მის და­ბა­რე­ბა, რო­დის უნდა მი­მარ­თოს, სა­სა­მარ­თლოს თუ აქვს ის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ სა­სა­მარ­თლომ ნება დარ­თოს და გა­მო­ი­კი­თხოს სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე. მაგ­რამ ეს და­კი­თხვაც ისევ გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნე­ბის­თვი­საა. ეს სა­ფუძ­ვლე­ბი, რო­გორც წესი, ჩა­კე­ტი­ლია და მას არც პრო­კუ­რა­ტუ­რა კი­თხუ­ლობს ხოლ­მე, არც სა­სა­მარ­თლო. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მაგ. რო­გო­რიც ჩვენ გვაქვს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს და უნდა ამ­ტკი­ცოს, რომ პრე­ზი­დენ­ტი და­სა­კი­თხია. და­კი­თხვას მა­შინ ითხოვს, თუ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, რა­საც კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან ელო­დე­ბა, გა­უ­მარ­თლებ­ლად დიდ და­ნა­ხარ­ჯებს მო­ი­თხოვს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მათ სხვა წყა­რო­ე­ბი­დან მი­ი­ღებს.

მე გე­უბ­ნე­ბით იმას, რაც კა­ნონ­ში გვაქვს - პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა ამ­ტკი­ცოს სა­სა­მარ­თლო­ში, რომ ყვე­ლა სხვა წყა­რო­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცია პრე­ზი­დენტს აქვს, რათა ეს საქ­მე და­ი­წყოს და უცებ და­ამ­თავ­როს. ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი სხვა წყა­რო­ე­ბი­დან რომ მო­ი­პო­ვო, ეს დიდ დროს მო­ი­თხოვს. ეს არის ყვე­ლა­ზე იოლი და მოკ­ლე გზა, რაც აბ­სურ­დია, თა­ვის­თა­ვად. პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა­ზე შო­რე­უ­ლი რგო­ლია და სა­ერ­თო­დაც არ არის ვალ­დე­ბუ­ლი ასე მო­იქ­ცეს. ზო­გა­დად, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის წარ­დგე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არა­ვის აქვს, მათი მო­პო­ვე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის პრე­რო­გა­ტი­ვაა, მან უნდა აგ­რო­ვოს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და იქი­დან რა­ღა­ცას ექ­ნე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა­ღა­ცას - არა..."

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბას, პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ამ­ბობს, რომ პრე­ზი­დენ­ტის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბა პი­ა­რის ნა­წი­ლია ისე­ვე, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა:

"არა მარ­ტო ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცია, პარტნი­ო­რე­ბიც ლა­პა­რა­კო­ბენ იმა­ზე, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე იყო დარ­ღვე­ვე­ბი და ეს უნდა იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. ცეს­კომ დას­წრე­ბა­ზე ითა­მა­შა და თა­ვად მოს­თხო­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა. მთა­ვა­რი ისაა, ეს გა­მო­ძი­ე­ბა ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­დეს, მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­ა­ში (არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ა­ში, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში). პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა - არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და და არ ვა­ღი­ა­რე­ბო, მან­ვე თქვა, უნდა და­ვი­წყოთ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბაო. ამის შემ­დეგ მას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა მოს­თხო­ვეს. პრე­ზი­დენ­ტის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბა პი­ა­რუ­ლი ნა­ბი­ჯია, რომ თქვან, აი, პრე­ზი­დენ­ტი და­ვი­ბა­რეთ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. ამას მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბა კი და­ემ­თხვა, მაგ­რამ არა მგო­ნია, ამის გამო და­ი­წყო პრო­კუ­რა­ტუ­რამ ეს საქ­მე... ეს უფრო ირი­ბი პა­სუ­ხი მგო­ნია ბა­ი­დე­ნის გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ამ­ბობს, გა­მო­ი­ძი­ეთ, ნა­ხეთ დარ­ღვე­ვე­ბი ხომ არ არის, თუ არის აღ­კვე­თე­თო და ა.შ. დღეს რის­თვი­საც ისი­ნი იბ­რძვი­ან არის ის, რომ და­სავ­ლეთ­მა არა­ლე­გი­ტი­მუ­რად არ ცნოს არ­ჩევ­ნე­ბი...

ოპო­ზი­ცია იწყებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის, ცალ­კე­უ­ლი ფაქ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში მოყ­ვა­ნას და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნას. ზუ­რა­ბიშ­ვილს სა­ი­დან ექ­ნე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბის არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა­ზე ის ალ­ბათ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით სა­უბ­რობს, რა ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ვი­და ოპო­ზი­ცი­ურ არ­ხებ­ზე, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და სხვა. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სას­წრა­ფოდ ძი­ე­ბა იმი­ტომ და­ი­წყეს, რომ იცი­ან, თუ ოპო­ზი­ცი­ამ და­ი­წყო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი.

თუ გა­ყალ­ბე­ბა მარ­თლა იმ მას­შტა­ბით მოხ­და, რა­საც ლა­პა­რა­კო­ბენ, ოპო­ზი­ცი­ამ უნდა შე­აგ­რო­ვოს ფაქ­ტე­ბი, მო­ახ­დი­ნოს სის­ტე­მა­ტი­ზა­ცია და და­დოს სე­რი­ო­ზუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­გორ და სად გა­ყალბ­და არ­ჩევ­ნე­ბი. მარ­თლა სა­ი­ამ უკვე თა­ვი­სი წილი ფაქ­ტე­ბი დადო, მაგ­რამ მხო­ლოდ მისი ნა­წი­ლი არ კმა­რა, ყვე­ლა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნდა იმუ­შა­ოს ამა­ზე, ვინც არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას აწარ­მო­ებ­და, ყვე­ლას მხრი­დან უნდა მოხ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა და ერ­თი­ა­ნი დას­კვნის გა­კე­თე­ბა. დღეს სე­რი­ო­ზუ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ იმა­ზე, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ფა­რუ­ლო­ბის პრინ­ცი­პი დარ­ღვე­უ­ლია, რაც გა­და­მოწ­მე­ბა­დია. ყვე­ლა­ფერს თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, ნე­ბის­მი­ე­რი ყუთი შე­იძ­ლე­ბა გახ­სნა, ამო­ი­ღო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი და და­ხე­დო, ჩანს თუ არა მე­ო­რე მხრი­დან გა­ფე­რა­დე­ბუ­ლი რგო­ლი...

რაც შე­ე­ხე­ბა იმ­პიჩ­მენ­ტის თე­მას, "ოც­ნე­ბამ“ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტი კი გა­ნა­ახ­ლა, მაგ­რამ რო­გორ უნდა გა­მო­უ­ცხა­დონ, ამას სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა სჭირ­დე­ბა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო კი იტყვის, პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცია და­არ­ღვი­აო, რაც მერე პარ­ლა­მენ­ტმა უნდა და­ა­დას­ტუ­როს, პარ­ლა­მენ­ტში კი მათ არ აქვთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა...

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"მედვედევის განცხადება კი დაემთხვა, მაგრამ არ მგონია, ამის გამო დაიწყო პროკურატურამ გამოძიება" - შეუძლია თუ არა პროკურატურას პრეზიდენტის იძულებით გამოკითხვა: რას ამბობენ იურისტი და პოლიტოლოგი?

"მედვედევის განცხადება კი დაემთხვა, მაგრამ არ მგონია, ამის გამო დაიწყო პროკურატურამ გამოძიება" - შეუძლია თუ არა პროკურატურას პრეზიდენტის იძულებით გამოკითხვა: რას ამბობენ იურისტი და პოლიტოლოგი?

საქართველოს პროკურატურამ ცესკოს 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. უწყების ცნობით, ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვის მიზნით დღეს, 31 ოქტომბერსაა დაბარებული.

"კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის უწყებებში. ნუ საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. სალომე ზურაბიშვილი, მართალია, სულით და გულით არის "ენჯეოშნიკი“ თუ "ენჯეოშნიცა“, მაგრამ თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა. მას არ აქვს უფლება, ისაუბროს ზეპირად. თუ რაიმეზე აქვს ფაქტი, ეს ფაქტი უნდა წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვს არავითარი ფაქტი, ის ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და ვერ მისცემს ვერავითარ ინფორმაციას უწყებას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ზეპირად აჟღერებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება წლის ბოლოს ეწურება. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საჭიროებაზე ლაპარაკობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, რომლებმაც მის წინააღმდეგ მორიგი იმპიჩმენტის პროცესი უკვე დააანონსეს.

პრეზიდენტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს პროკურატურის მხრიდან დაკითხვაზე დაბარებას, მეტიც, ის მკაფიოდ ამბობს, რომ "ქართული ოცნება“ მედვედევის მითითებას ასრულებს. ზურაბიშვილი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და უწყებას მოუწოდებს, რომ თავი დაანებოს მის წინააღმდეგ ანგარიშსწორებას. "მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებაზე არის საჯარო და გამოიძიონ“, - ამბობს პრეზიდენტი. მანვე გაასაჯაროვა ვიდეომტკიცებულებების ნაწილი, თუმცა ასევე განაცხადა, რომ დანაშაულის მტკიცებულებების მოპოვება პროკურატურის მოვალეობაა.

სალომე ზურაბიშვილმა მთავარ საგამოძიებო უწყებას ურჩია გადახედოს სოციალურ ქსელებს, ხალხის ხელში არსებულ მტკიცებულებებს, რადგან ფაქტობრივად, "ზედაპირზეა ყველანაირი დარღვევა“. მანვე აღნიშნა, რომ არ ეშინია და არც საზოგადოებას უნდა შეეშინდეს, რადგან ამ არჩევნების რეალური შედეგები აუცილებლად დადგება და ყველაფერი კარგად იქნება.

თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ გამოკითხვაზე არ მივიდეს და იქვე აღნიშნავს, რომ ეს გამოძიებაც და პრეზიდენტის დაბარებაც უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე სამართლებრივი.

მაია მწარიაშვილი:

"პრეზიდენტის უფლებაა, მივიდეს თუ არა გამოკითხვაზე. საერთოდ, გამოძიების დროს საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე დაბარება, ჩვენი კანონით წესი არ არის. მართალია, ისე აჭრეს საპროცესო კოდექსი, რომ აჯაფსანდალი გამოვიდა, მაგრამ მაინც სასამართლო გამოძიება გვაქვს, ამიტომ მოწმე პირველად არა გამოძიების ეტაპზე, არამედ პირდაპირ სასამართლოში უნდა მიიყვანო, სასამართლო განხილვის ეტაპზე. როდესაც გამოძიების ეტაპზე გამოძიების ორგანო ითხოვს მოწმის დაკითხვას, მოწმის უფლებაა, დათანხმდეს თუ არა. როდესაც გამოძიების ორგანო ამ უფლებას არ განუმარტავს ხოლმე ადამიანს, ვისაც იბარებს, ამიტომ ჰგონიათ, რომ ვალდებულია და უნდა მივიდეს. ამ დროს, ეს მისი უფლებაა, მას შეუძლია უთხრას, კარგად იყავი, არ მოვალ (და არც ადგილზე მივიდნენ გამოსაკითხ პირთან). ამის მერე კანონში არის საფუძვლები - გამოძიებას თუ მაინც სჭირდება მოწმის დაბარება, როდის უნდა მიმართოს, სასამართლოს თუ აქვს ის საფუძველი, რომ სასამართლომ ნება დართოს და გამოიკითხოს სასამართლოს წინაშე. მაგრამ ეს დაკითხვაც ისევ გამოძიების მიზნებისთვისაა. ეს საფუძვლები, როგორც წესი, ჩაკეტილია და მას არც პროკურატურა კითხულობს ხოლმე, არც სასამართლო. ასეთ შემთხვევაში, მაგ. როგორიც ჩვენ გვაქვს, პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს და უნდა ამტკიცოს, რომ პრეზიდენტი დასაკითხია. დაკითხვას მაშინ ითხოვს, თუ იმ ინფორმაციის მიღება, რასაც კონკრეტული ადამიანისგან ელოდება, გაუმართლებლად დიდ დანახარჯებს მოითხოვს იმ შემთხვევაში, თუ მათ სხვა წყაროებიდან მიიღებს.

მე გეუბნებით იმას, რაც კანონში გვაქვს - პროკურატურამ უნდა ამტკიცოს სასამართლოში, რომ ყველა სხვა წყაროზე მეტი ინფორმაცია პრეზიდენტს აქვს, რათა ეს საქმე დაიწყოს და უცებ დაამთავროს. ეს ინფორმაციები სხვა წყაროებიდან რომ მოიპოვო, ეს დიდ დროს მოითხოვს. ეს არის ყველაზე იოლი და მოკლე გზა, რაც აბსურდია, თავისთავად. პრეზიდენტი ყველაზე შორეული რგოლია და საერთოდაც არ არის ვალდებული ასე მოიქცეს. ზოგადად, მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება არავის აქვს, მათი მოპოვება პროკურატურის პრეროგატივაა, მან უნდა აგროვოს ინფორმაციები და იქიდან რაღაცას ექნება მტკიცებულებითი მნიშვნელობა, რაღაცას - არა..."

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება პიარის ნაწილია ისევე, როგორც პროკურატურის მიერ არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოძიების დაწყება:

"არა მარტო ჩვენი პოლიტიკური ოპოზიცია, პარტნიორებიც ლაპარაკობენ იმაზე, რომ არჩევნებზე იყო დარღვევები და ეს უნდა იქნას გამოძიებული. ცესკომ დასწრებაზე ითამაშა და თავად მოსთხოვა პროკურატურას გამოძიების დაწყება. მთავარი ისაა, ეს გამოძიება ნდობით სარგებლობდეს, მათ შორის ოპოზიციაში (არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპოზიციაში, არამედ მთლიანად საზოგადოებაში). პრეზიდენტმა გააკეთა პოლიტიკური განცხადება - არჩევნები გაყალბდა და არ ვაღიარებო, მანვე თქვა, უნდა დავიწყოთ დოკუმენტაციის შეგროვებაო. ამის შემდეგ მას მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვეს. პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება პიარული ნაბიჯია, რომ თქვან, აი, პრეზიდენტი დავიბარეთ პროკურატურაში. ამას მედვედევის განცხადება კი დაემთხვა, მაგრამ არა მგონია, ამის გამო დაიწყო პროკურატურამ ეს საქმე... ეს უფრო ირიბი პასუხი მგონია ბაიდენის გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც ამბობს, გამოიძიეთ, ნახეთ დარღვევები ხომ არ არის, თუ არის აღკვეთეთო და ა.შ. დღეს რისთვისაც ისინი იბრძვიან არის ის, რომ დასავლეთმა არალეგიტიმურად არ ცნოს არჩევნები...

ოპოზიცია იწყებს მტკიცებულებების, ცალკეული ფაქტების ერთობლიობაში მოყვანას და მტკიცებულებების წარმოდგენას. ზურაბიშვილს საიდან ექნება მტკიცებულებები, არჩევნების არალეგიტიმურობაზე ის ალბათ დამატებითი ინფორმაციიდან გამომდინარე და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს, რა ინფორმაციაც გავიდა ოპოზიციურ არხებზე, სოციალურ ქსელებში და სხვა. დოკუმენტაციის სასწრაფოდ ძიება იმიტომ დაიწყეს, რომ იციან, თუ ოპოზიციამ დაიწყო დოკუმენტაციის შეგროვება, ეს შეიძლება იყოს საკმაოდ სოლიდური.

თუ გაყალბება მართლა იმ მასშტაბით მოხდა, რასაც ლაპარაკობენ, ოპოზიციამ უნდა შეაგროვოს ფაქტები, მოახდინოს სისტემატიზაცია და დადოს სერიოზული დოკუმენტი, როგორ და სად გაყალბდა არჩევნები. მართლა საიამ უკვე თავისი წილი ფაქტები დადო, მაგრამ მხოლოდ მისი ნაწილი არ კმარა, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა იმუშაოს ამაზე, ვინც არჩევნებზე დაკვირვებას აწარმოებდა, ყველას მხრიდან უნდა მოხდეს ინფორმაციის შეგროვება და ერთიანი დასკვნის გაკეთება. დღეს სერიოზულად ლაპარაკობენ იმაზე, რომ არჩევნების ფარულობის პრინციპი დარღვეულია, რაც გადამოწმებადია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნებისმიერი ყუთი შეიძლება გახსნა, ამოიღო ბიულეტენები და დახედო, ჩანს თუ არა მეორე მხრიდან გაფერადებული რგოლი...

რაც შეეხება იმპიჩმენტის თემას, "ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი განაახლა, მაგრამ როგორ უნდა გამოუცხადონ, ამას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. საკონსტიტუციო სასამართლო კი იტყვის, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვიაო, რაც მერე პარლამენტმა უნდა დაადასტუროს, პარლამენტში კი მათ არ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა...

იხილეთ ასევე: