საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყალდიდობის შედეგად ქართველის რესტორანი მთლიანად დაიტბორა... თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში მგონია, მიცვალებულებს ქუჩაში ვუყურებთ" - ესპანეთში მყოფი ქართველი
"წყალდიდობის შედეგად ქართველის რესტორანი მთლიანად დაიტბორა... თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში მგონია, მიცვალებულებს ქუჩაში ვუყურებთ" - ესპანეთში მყოფი ქართველი

თა­მარ ზი­რა­ქა­ძე კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც ოცი წე­ლია რაც ქა­ლაქ ვა­ლენ­სი­ა­ში ცხოვ­რობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად და მისი ახ­ლობ­ლე­ბი უსაფრ­თხოდ არი­ან და ეს­პა­ნეთ­ში მომ­ხდარ სტი­ქი­ას გა­და­ურჩნენ, ამ­ბობს, რომ სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია დატ­ბო­რი­ლი სოფ­ლე­ბის გამო, სა­დაც კო­მუ­ნი­კა­ცია შე­წყვე­ტი­ლია

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ეს­პა­ნეთ­ში, მო­სულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა, რო­მელ­საც რიგ ად­გი­ლებ­ში სე­ტყვა მოჰ­ყვა, წყალ­დი­დო­ბა გა­მო­იწ­ვია. სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. დან­გრე­უ­ლია სახ­ლე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ასო­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს­პა­ნეთ­ში, წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 62-მდე გა­ი­ზარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ეს­პა­ნე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

- ქა­ლაქ ვა­ლენ­სი­ა­ში ვცხოვ­რობ, სტი­ქი­ის დროს, ის პე­რი­ო­დი იყო, რომ სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ სახ­ლში და ძი­რი­თა­დად სა­კუ­თარ მან­ქა­ნებ­ში ან სა­მო­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მდი­ნა­რის ადი­დე­ბამ მოძ­რა­ო­ბა შე­ა­ფერ­ხა, რის გა­მოც, ფე­ხით მო­უ­წი­ათ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა.

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე ქარ­თვე­ლე­ბი არ არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი, უსაფრ­თხოდ არი­ან, მაგ­რამ მათ ნა­წილს ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან, რად­გან ეს მოხ­და ვა­ლენ­სი­ი­დან 15-20 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში და იმ სოფ­ლებ­ში, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, არ არის დენი და ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან ახ­ლობ­ლებს.

- რამ­დე­ნად უსაფრ­თხოდ გრძნობ­დით სტი­ქი­ის დროს თავს?

- მუ­შა­ობ­და პო­ლი­ცია, სას­წრა­ფო, სა­ხან­ძრო­ე­ბი. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ­ტმფრე­ნით გა­მო­იყ­ვა­ნეს სახ­ლი­დან. სამ­წუ­ხა­როდ მსხვერ­პლიც არის. ვა­ლენ­სია იმ­დე­ნად მზი­ა­ნი ქა­ლა­ქია, ფაქ­ტობ­რი­ვად წვი­მა არ მო­დის ხოლ­მე. ასე­თი ძლი­ე­რი ნა­ლე­ქი ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია და­ფიქ­სირ­და. ოცი წე­ლია აქ ვცხოვ­რობ და ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც წვი­მას მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი აქამ­დეც ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მსგავ­სი რამ არ მახ­სოვს.

- თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, რა გან­ცდე­ბი გქონ­დათ ამ დროს?

- უფრო შიში მქონ­და, რომ ვინ­მე ჩემს ახ­ლო­ბელ­ზე და ქარ­თველ­ზე არ გა­მე­გო რამე. თუმ­ცა ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ვინი პა­რელ­ში, ქარ­თველს კა­ხას აქვს რეს­ტო­რა­ნი გახ­სნი­ლი. კახა კარ­გად არის, მაგ­რამ მისი რეს­ტო­რა­ნი მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გა. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ტკი­ვი­ლი გვა­წუ­ხებს, ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­აა, ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან. თავი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ფილმში მე­გო­ნა, რაც კი­ნო­ში მი­ნა­ხავს, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი უმო­წყა­ლოდ არი­ან ქუ­ჩა­ში, ზუს­ტად იგი­ვე ხდე­ბა, მსგავ­სი კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

- რე­ა­ლუ­რად თქვენ რამ გა­და­გარ­ჩი­ნათ, რამ­დე­ნად იყო იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ამ დროს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ყო­ფი­ლი­ყა­ვით?

- ქა­ლაქ­ში არ ყო­ფი­ლა ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს ხდე­ბო­და, ქა­ლა­ქი­დან 15-20 კი­ლო­მეტრში, იმ ად­გი­ლებ­ში სა­დაც ძი­რი­თა­დად პა­ტა­რა ღე­ლე­ე­ბია და მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტე­ბი ჩა­ე­დი­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ არ მუ­შა­ობ­და ტრან­სპორ­ტი, ქა­ლაქ­ში ვერ შე­მო­დი­ოდ­ნენ. იმის ალ­ბა­თო­ბა რომ იმ ზო­ნა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი არ არ­სე­ბობს, რად­გან ძი­რი­თა­დად ქა­ლაქ­ში ვმოძ­რა­ობ. შე­იძ­ლე­ბა შა­ბათ-კვი­რას უფრო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი იქ, რად­გან სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის ზო­ნე­ბი და­იტ­ბო­რა.

- ძი­რი­თა­დად ვინ იყ­ვნენ თა­მარ, ის ხალ­ხი, ვინც სტი­ქი­ას ემსხვერ­პლნენ?

- ად­გი­ლობ­რი­ვი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნე­ბის გა­რა­ჟი­დან გა­მოყ­ვა­ნას, რად­გან გა­რა­ჟე­ბი აქ კორ­პუ­სე­ბის დაბ­ლაა და იმ­დე­ნად მალე და­იტ­ბო­რა, ვერ მო­ა­ხერ­ხეს მათი გა­მოყ­ვა­ნა. ყვე­ლამ მი­ვი­ღეთ მო­ბი­ლუ­რებ­ზე გაფრ­თხი­ლე­ბის მე­სი­ჯე­ბი სა­ღა­მოს რვი­დან-ცხრამ­დე, ასე­ვე მთე­ლი დღე აფრ­თხი­ლებ­დნენ სა­მო­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტსაც, მაგ­რამ ის რომ გა­რეთ არ გავ­სუ­ლი­ყა­ვით, მხო­ლოდ გუ­შინ სა­ღა­მოს რვა­ზე გაჟ­ღერ­და. ასე­ვე დღეს და­ი­კე­ტა ცენ­ტრა­ლუ­რი გზე­ბი და სკო­ლე­ბი.

- ახლა საფრ­თხემ გა­და­ი­ა­რა?

- დიახ, მთელ დღეს კარ­გი ამინ­დი იყო, მი­დის და­სუფ­თა­ვე­ბა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­დაჰ­ყავთ. გზე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბით არის ჩა­ხერ­გი­ლი და მათ გაწ­მენ­დას ალ­ბათ დრო დას­ჭირ­დე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
5

მთავრობას მოთხოვეთ პასუხი, რატომ არ აგარიდათ სტიქია.

Murada
1

Ქართველო ლამაზო მანდილოსანო,ყოველივეს საუკეთესოს გისურვებ შენც, ყველა ქართველსაც და ესპანელსაც. Თავს გაუფრთხილდი, შენ ჭაღარა ბევრს მეტყველებს. Გული მიკვდება ყველა ქართველის გაჭირვებულ ცხოვრებაზე, სამშობლოდან მოწყვეტილი, უცხო ქვეყანაში რომ იბრძვის სიცოცხლისა და ადგილის დასამკვიდრებლად. Უფალი იყვეს მოწყალე და მფარველი თითოეული თქვენგანის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"წყალდიდობის შედეგად ქართველის რესტორანი მთლიანად დაიტბორა... თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში მგონია, მიცვალებულებს ქუჩაში ვუყურებთ" - ესპანეთში მყოფი ქართველი

"წყალდიდობის შედეგად ქართველის რესტორანი მთლიანად დაიტბორა... თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში მგონია, მიცვალებულებს ქუჩაში ვუყურებთ" - ესპანეთში მყოფი ქართველი

თამარ ზირაქაძე კიდევ ერთი ქართველია, რომელიც ოცი წელია რაც ქალაქ ვალენსიაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ თავად და მისი ახლობლები უსაფრთხოდ არიან და ესპანეთში მომხდარ სტიქიას გადაურჩნენ, ამბობს, რომ სიტუაცია ძალიან დაძაბულია დატბორილი სოფლების გამო, სადაც კომუნიკაცია შეწყვეტილია

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, მოსულმა უხვმა ნალექმა, რომელსაც რიგ ადგილებში სეტყვა მოჰყვა, წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა. დანგრეულია სახლები, დაზიანებულია ასობით ავტომობილი.

ბოლო ინფორმაციით, ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ესპანეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

- ქალაქ ვალენსიაში ვცხოვრობ, სტიქიის დროს, ის პერიოდი იყო, რომ სამსახურებიდან ბრუნდებოდნენ სახლში და ძირითადად საკუთარ მანქანებში ან სამოქალაქო ტრანსპორტში იმყოფებოდნენ. მდინარის ადიდებამ მოძრაობა შეაფერხა, რის გამოც, ფეხით მოუწიათ სახლში დაბრუნება.

ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართველები არ არიან დაშავებულები, უსაფრთხოდ არიან, მაგრამ მათ ნაწილს ვერ უკავშირდებიან, რადგან ეს მოხდა ვალენსიიდან 15-20 კილომეტრის რადიუსში და იმ სოფლებში, სადაც ქართველები არიან, არ არის დენი და ვერ უკავშირდებიან ახლობლებს.

- რამდენად უსაფრთხოდ გრძნობდით სტიქიის დროს თავს?

- მუშაობდა პოლიცია, სასწრაფო, სახანძროები. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები ვერტმფრენით გამოიყვანეს სახლიდან. სამწუხაროდ მსხვერპლიც არის. ვალენსია იმდენად მზიანი ქალაქია, ფაქტობრივად წვიმა არ მოდის ხოლმე. ასეთი ძლიერი ნალექი ბოლო რამდენიმე წელია დაფიქსირდა. ოცი წელია აქ ვცხოვრობ და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წვიმას მსხვერპლი მოჰყვა. მატერიალური ზარალი აქამდეც ყოფილა, მაგრამ მსგავსი რამ არ მახსოვს.

- თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით, რა განცდები გქონდათ ამ დროს?

- უფრო შიში მქონდა, რომ ვინმე ჩემს ახლობელზე და ქართველზე არ გამეგო რამე. თუმცა ერთ-ერთ სოფელში, ვინი პარელში, ქართველს კახას აქვს რესტორანი გახსნილი. კახა კარგად არის, მაგრამ მისი რესტორანი მთლიანად დაიტბორა, მატერიალური ზიანი მიადგა. თითოეული ადამიანის ტკივილი გვაწუხებს, ამხელა ტრაგედიაა, ადამიანები იღუპებიან. თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში მეგონა, რაც კინოში მინახავს, მიცვალებულები უმოწყალოდ არიან ქუჩაში, ზუსტად იგივე ხდება, მსგავსი კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელებში.

- რეალურად თქვენ რამ გადაგარჩინათ, რამდენად იყო იმის ალბათობა, რომ ამ დროს შემთხვევის ადგილზე ყოფილიყავით?

- ქალაქში არ ყოფილა ისეთი მდგომარეობა. ეს ხდებოდა, ქალაქიდან 15-20 კილომეტრში, იმ ადგილებში სადაც ძირითადად პატარა ღელეებია და მდინარის კალაპოტები ჩაედინება. უბრალოდ არ მუშაობდა ტრანსპორტი, ქალაქში ვერ შემოდიოდნენ. იმის ალბათობა რომ იმ ზონაში ვყოფილიყავი არ არსებობს, რადგან ძირითადად ქალაქში ვმოძრაობ. შეიძლება შაბათ-კვირას უფრო ვყოფილიყავი იქ, რადგან სავაჭრო ცენტრების ზონები დაიტბორა.

- ძირითადად ვინ იყვნენ თამარ, ის ხალხი, ვინც სტიქიას ემსხვერპლნენ?

- ადგილობრივი ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი მანქანების გარაჟიდან გამოყვანას, რადგან გარაჟები აქ კორპუსების დაბლაა და იმდენად მალე დაიტბორა, ვერ მოახერხეს მათი გამოყვანა. ყველამ მივიღეთ მობილურებზე გაფრთხილების მესიჯები საღამოს რვიდან-ცხრამდე, ასევე მთელი დღე აფრთხილებდნენ სამოქალაქო ტრანსპორტსაც, მაგრამ ის რომ გარეთ არ გავსულიყავით, მხოლოდ გუშინ საღამოს რვაზე გაჟღერდა. ასევე დღეს დაიკეტა ცენტრალური გზები და სკოლები.

- ახლა საფრთხემ გადაიარა?

- დიახ, მთელ დღეს კარგი ამინდი იყო, მიდის დასუფთავება, დაზარალებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. გზები დაზიანებული მანქანებით არის ჩახერგილი და მათ გაწმენდას ალბათ დრო დასჭირდება.

წაიკითხეთ ასევე: