მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი თავადი, რომელმაც ცოლის ღალატის შემდეგ შვილების მასწავლებელი მოკლა - "დიდი სიყვარული მისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა"
ქართველი თავადი, რომელმაც ცოლის ღალატის შემდეგ შვილების მასწავლებელი მოკლა - "დიდი სიყვარული მისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა"

ის­ტო­რია ხში­რად გვიყ­ვე­ბა შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლუ­რი და ოჯა­ხუ­რი სტა­ტუ­სი ყო­ველ­თვის არ გან­სა­ზღვრავს ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებს. ერთ-ერთი ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია თა­ვად გრი­გოლ გრუ­ზინ­სკი­ზე მოგ­ვი­თხრობს, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც მო­რა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ღა­ლა­ტის სა­ხეა. მე­უღ­ლის, ოლ­გას ღა­ლა­ტის გამო, თა­ვადს ცხოვ­რე­ბა და­ენგრა. შემ­თხვე­ვა გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში მოხ­და.

  • ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის დი­ნას­ტი­ის მემ­კვიდ­რე1833 წელს ცნო­ბილ და შეძ­ლე­ბულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა, ელიზ­ბარ (ილია) ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ქარ­თვე­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რი და ცნო­ბი­ლი დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. ოჯა­ხი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და და ცა­მეტ შვილს ზრდიდ­ნენ, ყვე­ლა მათ­გა­ნი თა­ვა­დის ტი­ტულს ატა­რებ­და.

მემ­კვიდ­რე­ო­ბის წყა­ლო­ბით გრი­გო­ლი ლა­მა­ზად ცხოვ­რობ­და. თუმ­ცა, მისი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც შეხ­ვდა ქალს, რო­მე­ლიც მის­თვის ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

სა­ბე­დის­წე­რო შეხ­ვედ­რა

მოს­კოვ­ში, მო­დურ კა­ფე­ტე­რი­ა­ში 32 წლის გრი­გო­ლის ყუ­რა­დღე­ბა მიმ­ზიდ­ველ­მა ოლგა ფრო­ლო­ვა მი­იქ­ცია, რო­მე­ლიც იქ მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და. 21 წლის ოლგა ვერ და­იკ­ვეხ­ნი­და დიდ­გვა­როვ­ნე­ბით, მაგ­რამ მისი ხა­ლი­სი­ა­ნო­ბა და კეკ­ლუ­ცო­ბა თა­ვა­დის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩე­ნი­ლა. თა­ვა­დი მო­ნუს­ხუ­ლი იყო ქა­ლის სი­ლა­მა­ზით. გა­და­წყვი­ტა ოლ­გას თა­ვის­თან წა­ეყ­ვა­ნა და ქორ­წი­ნე­ბა­ზეც ფიქ­რობ­და, თუმ­ცა სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი აღ­მოჩ­ნდა გრი­გო­ლის დედა.

1866 წელს ოლ­გა­სა და გრი­გოლს პირ­ვე­ლი ვაჟი, ალექ­სან­დრე, შე­ე­ძი­ნათ. თა­ვა­დი ამა­ყობ­და, რომ მისი პირ­ვე­ლი შვი­ლი ბიჭი და­ი­ბა­და. ამ დრო­ის­თვის ოლგა უკვე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და თა­ვად­ზე, რო­მე­ლიც მას­ზე სი­გი­ჟემ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე გრი­გოლ­მა იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრე II-ს წე­რი­ლით მი­მარ­თა, სა­დაც სთხო­ვა ნება მი­ე­ცა, ვაჟი შვი­ლად აეყ­ვა­ნა და თა­ვი­სი გვა­რი მი­ე­ცა. იმ­პე­რა­ტორ­მა წყვი­ლი და­ლო­ცა, რის შემ­დე­გაც, მი­უ­ხე­და­ვად ოჯა­ხის პრო­ტეს­ტი­სა თა­ვად­მა ქალ­ზე იქორ­წი­ნა. 1867 წელს ქორ­წი­ლი შედ­გა, რის შემ­დე­გაც მათ მე­ო­რე ვაჟი შე­ე­ძი­ნათ.

შმი­დტის გა­მო­ჩე­ნა მათ ცხოვ­რე­ბა­ში

თა­ვა­დი შვი­ლე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო და მათ აღ­ზრდას დიდ დროს უთ­მობ­და. როცა უფ­რო­სი შვი­ლე­ბი წა­მო­ი­ზარ­დნენ, არის­ტოკ­რა­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, სახ­ლში მას­წავ­ლე­ბე­ლი უქი­რა­ვა. ერიხ შმი­დტი, წარ­მო­შო­ბით გერ­მა­ნე­ლი, თა­ვა­დი ოლ­ღას­თვის ვნე­ბის ობი­ექ­ტად იქცა. ოლღა, ამ დროს 36 წლის იყო. ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი აკ­ლდა და ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­უყ­ვარ­და.

შე­მოდ­გო­მა­ზე თა­ვად­მა თა­ვი­სი უფ­რო­სი ვაჟი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში სას­წავ­ლებ­ლად გაგ­ზავ­ნა და თა­ვა­დაც გაჰ­ყვა. იქ ექ­ვსი თვე გა­ა­ტა­რა, რად­გან ციებ-ცხე­ლე­ბას ებ­რძო­და. რო­დე­საც გა­ზა­ფხულ­ზე ქა­ლაქ­ში ოლღა შვი­ლებ­თან და გუ­ვერ­ნი­ორ­თან ერ­თად ჩა­ვი­და, თა­ვა­დის ჯან­მრთე­ლო­ბა ჯა­დოს­ნუ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და.

ერთ სა­ღა­მოს, გრი­გოლ­მა მე­უღ­ლე შმი­დტის მკლა­ვებ­ში და­ი­ნა­ხა. ღა­ლა­ტის­გან მი­ღე­ბუ­ლი შოკი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ გო­ნე­ბა და­კარ­გა და ცივ ია­ტაკ­ზე უგო­ნოდ და­ე­ცა, სა­დაც დი­ლამ­დე დარ­ჩა. რად­გან მე­უღ­ლემ და მას­წავ­ლე­ბელ­მა სირ­ცხვი­ლის გამო მისი დახ­მა­რე­ბა ვერ გა­ბე­დეს. შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გან­ვი­თარ­და. თა­ვა­დი, რო­მე­ლიც ღა­ლა­ტის პა­ტი­ე­ბას ვერ ახერ­ხებ­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მე­უღ­ლეს კი საყ­ვა­რელ­ზე უა­რის თქმა და ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბა სთხო­ვა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ოლ­გამ გრი­გო­ლი მი­ა­ტო­ვა. თა­ვა­დი შვიდ შვილ­თან ერ­თად მარ­ტო დარ­ჩა.

მი­ტო­ვე­ბუ­ლი თა­ვა­დის ის­ტო­რია

ოლგა საყ­ვარ­ლის გვერ­დით ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებ­და. არ აინ­ტე­რე­სებ­და რას ფიქ­რობ­დნენ მას­ზე მსა­ხუ­რე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის. ერთ-ერთი სტუმ­რო­ბი­სას ოლ­გამ თან წა­იყ­ვა­ნა ორი შვი­ლი - თა­მა­რი და ლიზა, რომ­ლე­ბიც 8 და 9 წლის იყ­ვნენ. თა­ვადს ყო­ფი­ლი ცოლი არ შე­უ­ჩე­რე­ბია.

ამის შემ­დეგ ოლ­გამ გრი­გო­ლის­გან შვი­ლე­ბის გა­მო­საკ­ვე­ბად თვი­უ­რი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა მო­ი­თხო­ვა, მაგ­რამ თა­ვად­მა პირ­ვე­ლად მტკი­ცედ უარი უთხრა. გუ­ბერ­ნი­ა­ში მათი ურ­თი­ერ­თო­ბის დრა­მა ფარ­თოდ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე იძა­ბე­ბო­და.

1882 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში თა­ვად­მა შე­ი­ტყო, რომ მის­მა ცოლ­მა ოლ­გამ შმი­დტი მი­ა­ტო­ვა და ორი პა­ტა­რა გო­გო­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თან და­ტო­ვა. ამ ამ­ბავ­მა თა­ვა­დი შეძ­რა და მა­შინ­ვე გაგ­ზავ­ნა ეტლი ბავ­შვე­ბის სახ­ლში და­საბ­რუ­ნებ­ლად. შმი­დტ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად გო­გო­ნე­ბის გაშ­ვე­ბა არ მო­ი­სურ­ვა, თუმ­ცა ბო­ლოს მა­ინც და­თან­ხმდა, მაგ­რამ მათ ნივ­თე­ბის წა­ღე­ბა აუკ­რძა­ლა. ამ მო­მენ­ტი­დან და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი.

მე­ო­რე დღეს, რო­დე­საც თა­ვა­დი გო­გო­ნებ­თან ერ­თად ეკ­ლე­სი­ა­ში აპი­რებ­და წას­ვლას, მათ შე­სა­ფე­რი­სი სა­მო­სი არ აღ­მო­აჩ­ნდათ. გრი­გო­ლი შმი­დტ­თან წა­ვი­და, რომ ბავ­შვის­თვის ტან­საც­მე­ლი წა­მო­ე­ღო, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბე­ლი ია­რა­ღით დახ­ვდა. გრი­გოლ­მა თა­ვა­დაც ეს­რო­ლა, რო­დე­საც შმი­დტი შე­ნო­ბა­ში და­ი­ნა­ხა, თუმ­ცა ჭრი­ლო­ბა მძი­მე არ აღ­მოჩ­ნდა და შმი­დტი გა­იქ­ცა. თა­ვად­მა ისევ ეს­რო­ლა მას­წავ­ლე­ბელს და შმი­დტი სა­ბო­ლო­ოდ მძი­მედ და­იჭ­რა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა, რად­გან საქ­მე არის­ტოკ­რატს ეხე­ბო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ცი­დენ­ტი გა­ნი­ხი­ლეს რო­გორც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. თუმ­ცა გრი­გო­ლის ად­ვო­კატ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ საქ­მის მსვლე­ლო­ბა შე­ეც­ვა­ლა.

პრო­ცე­სი, რო­მელ­საც უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავ­და, სა­ბო­ლო­ოდ თა­ვა­დის სა­სარ­გებ­ლოდ დას­რულ­და. ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ა­მარ­თლეს.

სა­სა­მარ­თლოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თა­ვა­დი გრი­გო­ლი ცოლს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და და შვი­ლე­ბის მოვ­ლა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. იგი აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა და მთე­ლი თა­ვი­სი ძა­ლე­ბი შვი­ლე­ბის აღ­ზრდას მი­უ­ძღვნა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nina
3

ეგეც თქვენი რუსი ქალები ))))))

კაკო
8

მაინ რას ნიშნავს ქართული სისხლი,აი ნაღდი ბაგრატიონი,დარჩა შვილების ერთგული

ავტორი:

ქართველი თავადი, რომელმაც ცოლის ღალატის შემდეგ შვილების მასწავლებელი მოკლა - "დიდი სიყვარული მისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა"

ქართველი თავადი, რომელმაც ცოლის ღალატის შემდეგ შვილების მასწავლებელი მოკლა - "დიდი სიყვარული მისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა"

ისტორია ხშირად გვიყვება შემთხვევებზე, როდესაც სოციალური და ოჯახური სტატუსი ყოველთვის არ განსაზღვრავს ადამიანების ბედსა და ურთიერთობებს. ერთ-ერთი ასეთი ტრაგიკული ისტორია თავად გრიგოლ გრუზინსკიზე მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაც მორალური და სოციალური ღალატის სახეა. მეუღლის, ოლგას ღალატის გამო, თავადს ცხოვრება დაენგრა. შემთხვევა გასულ საუკუნეში მოხდა.

  • ბაგრატიონების დინასტიის მემკვიდრე1833 წელს ცნობილ და შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მამა, ელიზბარ (ილია) ბაგრატიონი, ქართველი სამეფო ოჯახის წევრი და ცნობილი დინასტიის წარმომადგენელი იყო. ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა და ცამეტ შვილს ზრდიდნენ, ყველა მათგანი თავადის ტიტულს ატარებდა.

მემკვიდრეობის წყალობით გრიგოლი ლამაზად ცხოვრობდა. თუმცა, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც შეხვდა ქალს, რომელიც მისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა.

საბედისწერო შეხვედრა

მოსკოვში, მოდურ კაფეტერიაში 32 წლის გრიგოლის ყურადღება მიმზიდველმა ოლგა ფროლოვა მიიქცია, რომელიც იქ მიმტანად მუშაობდა. 21 წლის ოლგა ვერ დაიკვეხნიდა დიდგვაროვნებით, მაგრამ მისი ხალისიანობა და კეკლუცობა თავადისთვის შეუმჩნეველი დარჩენილა. თავადი მონუსხული იყო ქალის სილამაზით. გადაწყვიტა ოლგას თავისთან წაეყვანა და ქორწინებაზეც ფიქრობდა, თუმცა სასტიკი წინააღმდეგი აღმოჩნდა გრიგოლის დედა.

1866 წელს ოლგასა და გრიგოლს პირველი ვაჟი, ალექსანდრე, შეეძინათ. თავადი ამაყობდა, რომ მისი პირველი შვილი ბიჭი დაიბადა. ამ დროისთვის ოლგა უკვე დიდ გავლენას ახდენდა თავადზე, რომელიც მასზე სიგიჟემდე შეყვარებული იყო. ბავშვის დაბადებიდან მალევე გრიგოლმა იმპერატორ ალექსანდრე II-ს წერილით მიმართა, სადაც სთხოვა ნება მიეცა, ვაჟი შვილად აეყვანა და თავისი გვარი მიეცა. იმპერატორმა წყვილი დალოცა, რის შემდეგაც, მიუხედავად ოჯახის პროტესტისა თავადმა ქალზე იქორწინა. 1867 წელს ქორწილი შედგა, რის შემდეგაც მათ მეორე ვაჟი შეეძინათ.

შმიდტის გამოჩენა მათ ცხოვრებაში

თავადი შვილების მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო და მათ აღზრდას დიდ დროს უთმობდა. როცა უფროსი შვილები წამოიზარდნენ, არისტოკრატული ტრადიციების მიხედვით, სახლში მასწავლებელი უქირავა. ერიხ შმიდტი, წარმოშობით გერმანელი, თავადი ოლღასთვის ვნების ობიექტად იქცა. ოლღა, ამ დროს 36 წლის იყო. ოჯახურ ცხოვრებაში მძაფრი შეგრძნებები აკლდა და ახალგაზრდა მასწავლებელი შეუყვარდა.

შემოდგომაზე თავადმა თავისი უფროსი ვაჟი სანქტ-პეტერბურგში სასწავლებლად გაგზავნა და თავადაც გაჰყვა. იქ ექვსი თვე გაატარა, რადგან ციებ-ცხელებას ებრძოდა. როდესაც გაზაფხულზე ქალაქში ოლღა შვილებთან და გუვერნიორთან ერთად ჩავიდა, თავადის ჯანმრთელობა ჯადოსნურად გაუმჯობესდა.

ერთ საღამოს, გრიგოლმა მეუღლე შმიდტის მკლავებში დაინახა. ღალატისგან მიღებული შოკი იმდენად ძლიერი იყო, რომ გონება დაკარგა და ცივ იატაკზე უგონოდ დაეცა, სადაც დილამდე დარჩა. რადგან მეუღლემ და მასწავლებელმა სირცხვილის გამო მისი დახმარება ვერ გაბედეს. შემდეგ მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. თავადი, რომელიც ღალატის პატიებას ვერ ახერხებდა, მასწავლებელი გაათავისუფლა. მეუღლეს კი საყვარელზე უარის თქმა და ოჯახში დაბრუნება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. ოლგამ გრიგოლი მიატოვა. თავადი შვიდ შვილთან ერთად მარტო დარჩა.

მიტოვებული თავადის ისტორია

ოლგა საყვარლის გვერდით ცხოვრებას აგრძელებდა. არ აინტერესებდა რას ფიქრობდნენ მასზე მსახურები და საზოგადოება. მათი ურთიერთობა შეურაცხმყოფელი იყო გარშემომყოფებისთვის. ერთ-ერთი სტუმრობისას ოლგამ თან წაიყვანა ორი შვილი - თამარი და ლიზა, რომლებიც 8 და 9 წლის იყვნენ. თავადს ყოფილი ცოლი არ შეუჩერებია.

ამის შემდეგ ოლგამ გრიგოლისგან შვილების გამოსაკვებად თვიური ფინანსური დახმარება მოითხოვა, მაგრამ თავადმა პირველად მტკიცედ უარი უთხრა. გუბერნიაში მათი ურთიერთობის დრამა ფართოდ განიხილებოდა და მდგომარეობა დღითიდღე იძაბებოდა.

1882 წლის ოქტომბერში თავადმა შეიტყო, რომ მისმა ცოლმა ოლგამ შმიდტი მიატოვა და ორი პატარა გოგონა მასწავლებელთან დატოვა. ამ ამბავმა თავადი შეძრა და მაშინვე გაგზავნა ეტლი ბავშვების სახლში დასაბრუნებლად. შმიდტმა თავდაპირველად გოგონების გაშვება არ მოისურვა, თუმცა ბოლოს მაინც დათანხმდა, მაგრამ მათ ნივთების წაღება აუკრძალა. ამ მომენტიდან დაიწყო კონფლიქტი.

მეორე დღეს, როდესაც თავადი გოგონებთან ერთად ეკლესიაში აპირებდა წასვლას, მათ შესაფერისი სამოსი არ აღმოაჩნდათ. გრიგოლი შმიდტთან წავიდა, რომ ბავშვისთვის ტანსაცმელი წამოეღო, მაგრამ მასწავლებელი იარაღით დახვდა. გრიგოლმა თავადაც ესროლა, როდესაც შმიდტი შენობაში დაინახა, თუმცა ჭრილობა მძიმე არ აღმოჩნდა და შმიდტი გაიქცა. თავადმა ისევ ესროლა მასწავლებელს და შმიდტი საბოლოოდ მძიმედ დაიჭრა.

სასამართლო პროცესი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, რადგან საქმე არისტოკრატს ეხებოდა. თავდაპირველად ინციდენტი განიხილეს როგორც განზრახ მკვლელობა. თუმცა გრიგოლის ადვოკატმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქმის მსვლელობა შეეცვალა.

პროცესი, რომელსაც უამრავი მაყურებელი ჰყავდა, საბოლოოდ თავადის სასარგებლოდ დასრულდა. ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.

სასამართლოს დასრულების შემდეგ თავადი გრიგოლი ცოლს ოფიციალურად დაშორდა და შვილების მოვლა საკუთარ თავზე აიღო. იგი აღარ დაქორწინებულა და მთელი თავისი ძალები შვილების აღზრდას მიუძღვნა.