პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით" - ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს არჩევნებს ეხმაურებიან
"რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით" - ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს არჩევნებს ეხმაურებიან

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბის ან­გა­რი­შე­ბი მრა­ვალ დარ­ღვე­ვებს აჩ­ვე­ნებს, რომ­ლებ­მაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მძი­მე კომ­პრო­მე­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი და აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის ლი­დე­რე­ბი, ჯიმ რიში (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) და ჯინ შა­ჰი­ნი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია) ავ­რცე­ლე­ბენ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლა­ზე ჩვე­ნი ბოლო დრო­ის წუ­ხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ იმე­დი გვქონ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან და­ვი­ნა­ხავ­დით ერ­თგუ­ლე­ბას ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვი­ლებს ასა­ხავ­და. რე­ა­ლო­ბა­ში, ამ შა­ბათ-კვი­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე სხვა რა­მის თვითმხილ­ვე­ლე­ბი გავ­ხდით.

ან­გა­რი­შე­ბი, რომ­ლებ­საც ეუთო/ოდი­რი, IRI, NDI, და ISFED-ი ავ­რცე­ლე­ბენ, აჩ­ვე­ნე­ბენ მრა­ვალ დარ­ღვე­ვებს, რომ­ლებ­მაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სტან­დარ­ტე­ბის მძი­მე კომ­პრო­მე­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს. ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ ათო­ბით ცნო­ბებ­ზე სა­არ­ჩევ­ნო დღეს ჩა­რე­ვის შე­სა­ხებ, მათ შო­რის ძა­ლა­დო­ბა­ზე, ამომ­რჩე­ველ­თა და­ში­ნე­ბა­ზე და ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ჩა­ტენ­ვა­ზე, რა­საც უფრო მე­ტად შე­ეძ­ლო და­ე­ზა­რა­ლე­ბი­ნა არ­ჩევ­ნე­ბის გუ­შინ­დე­ლი შე­დე­გე­ბი”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სე­ნა­ტო­რე­ბი ასე­ვე აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს მი­მარ­თა­ვენ სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბე­ბის­თვის.

“სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს მო­ვუ­წო­დებთ, ჩვენს ევ­რო­პელ მე­გობ­რებ­თან პარტნი­ო­რო­ბა­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ი­ძი­ონ თაღ­ლი­თო­ბი­სა და სა­გა­რეო ჩა­რე­ვის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი, რათა და­ად­გი­ნონ რამე ქმე­დე­ბებ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმოქ­მე­და თუ არა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე. პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა პი­რებ­მა პა­სუ­ხი უნდა აგონ.

ეს არას­ტა­ბი­ლუ­რი მო­მენ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ”, უნდა გა­ი­აზ­როს, რომ მის ქმე­დე­ბებს შე­საძ­ლოა და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი ჰქონ­დეთ მის ეკო­ნო­მი­კურ და უსაფრ­თხო­ე­ბის დღის წეს­რიგ­ზე. რუ­სეთ­მა, რა თქმა უნდა, ისარ­გებ­ლა გან­ხეთ­ქი­ლე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის და­თეს­ვით. ჩვენ ვა­ღი­ა­რებთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უფ­ლე­ბას, ამას თუ აირ­ჩე­ვენ, მშვი­დო­ბი­ა­ნად იპ­რო­ტეს­ტონ და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს მო­ვუ­წო­დებთ, პა­ტი­ვი სცენ ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­მოკ­რა­ტი­ულ უფ­ლე­ბას.

სა­ჭი­რო თუ იქ­ნე­ბა, და­მა­ტე­ბით ცვლი­ლე­ბებს შე­ვი­ტანთ ჩვენს ორ­პარ­ტი­ულ კა­ნონპ­რო­ექ­ტში, “ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აქ­ტში”, რათა უზ­რუნ­ველ­ვყოთ, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის თაღ­ლი­თო­ბის­თვის და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის­თვის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი პა­სუხს აგე­ბენ. აშშ-ის სე­ნა­ტი სრუ­ლი­ად ერ­თგუ­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში”,-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით" - ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს არჩევნებს ეხმაურებიან

"რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით" - ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს არჩევნებს ეხმაურებიან

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები მრავალ დარღვევებს აჩვენებს, რომლებმაც დემოკრატიული სტანდარტების მძიმე კომპრომეტირება მოახდინეს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებენ.

"საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე ჩვენი ბოლო დროის წუხილების მიუხედავად, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობისგან დავინახავდით ერთგულებას ჩაეტარებინათ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის სურვილებს ასახავდა. რეალობაში, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებზე სხვა რამის თვითმხილველები გავხდით.

ანგარიშები, რომლებსაც ეუთო/ოდირი, IRI, NDI, და ISFED-ი ავრცელებენ, აჩვენებენ მრავალ დარღვევებს, რომლებმაც დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების მძიმე კომპრომეტირება მოახდინეს. ასევე შეშფოთებულები ვართ ათობით ცნობებზე საარჩევნო დღეს ჩარევის შესახებ, მათ შორის ძალადობაზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე და ბიულეტენების ჩატენვაზე, რასაც უფრო მეტად შეეძლო დაეზარალებინა არჩევნების გუშინდელი შედეგები”, - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორები ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავენ საპასუხო ქმედებებისთვის.

“სახელმწიფო დეპარტამენტს მოვუწოდებთ, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობაში, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თაღლითობისა და საგარეო ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დაადგინონ რამე ქმედებებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა თუ არა არჩევნების შედეგებზე. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

ეს არასტაბილური მომენტია საქართველოსთვის. მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, უნდა გაიაზროს, რომ მის ქმედებებს შესაძლოა დაუყოვნებელი შედეგები ჰქონდეთ მის ეკონომიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგზე. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით. ჩვენ ვაღიარებთ ქართველი ხალხის უფლებას, ამას თუ აირჩევენ, მშვიდობიანად იპროტესტონ და საქართველოს შესაბამის ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებას.

საჭირო თუ იქნება, დამატებით ცვლილებებს შევიტანთ ჩვენს ორპარტიულ კანონპროექტში, “ქართველი ხალხის აქტში”, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესის თაღლითობისთვის და მანიპულაციისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. აშშ-ის სენატი სრულიად ერთგულია ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერაში”,-ნათქვამია განცხადებაში.