მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეისბუქი" ხარვეზებით მუშაობს, ეს განსაკუთრებით აპლიკაციას შეეხება
"ფეისბუქი" ხარვეზებით მუშაობს, ეს განსაკუთრებით აპლიკაციას შეეხება

ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია, Facebook-ის მუ­შა­ო­ბა­ში ხარ­ვე­ზე­ბია. რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, პლატ­ფორ­მა­ზე ჭირს გვერ­დე­ბის გახ­სნა. ფბგ­ვერ­დე­ბი ძი­რი­თა­დად მო­ბი­ლუ­რის ვერ­სი­ა­ში არ იხ­სნე­ბა, თუმ­ცა კომ­პი­უ­ტე­რი­დან მუ­შა­ობს.

ვებ-საიტ downdetector.com-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, "ფე­ის­ბუ­ქის" ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში ხარ­ვე­ზე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გვერ­დე­ბის მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ნამ­დეც ჩი­ო­და. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 13 სა­ა­თის წინ და­წე­რა, რომ რიგ გვერ­დებ­ზე მისი მიერ და­წე­რილ კო­მენ­ტა­რებს ვე­რა­ვინ ნა­ხუ­ლობ­და.

"როცა ნე­ბის­მი­ერ გვერ­დზე კო­მენ­ტარს ვტო­ვებ, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი მას ვერ ხე­და­ვენ, ჩემს კო­მენ­ტარს მარ­ტო მე ვხე­დავ. ჩემს დას შე­ვა­მოწ­მე­ბი­ნე და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­მენ­ტა­რე­ბი გან­ვა­თავ­სე, ის ვერც ერთ მათ­განს ვერ კი­თხუ­ლობს", - აღ­ნიშ­ნა მომ­ხმა­რე­ბელ­მა Reddit-ზე.

downdetector.com-ზე პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­თაა მო­ცე­მუ­ლი, რა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი აღი­ნიშ­ნა "ფე­ის­ბუ­ქის" მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხარ­ვე­ზე­ბის 72% აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე მო­დის, სა­ი­ტის დეს­კტოპ ვერ­სია პრობ­ლე­მუ­რად მომ­ხმა­რე­ბელ­თა 16%-მა და­ა­სა­ხე­ლა, ხოლო მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად სერ­ვე­რუ­ლი კავ­ში­რი 12%-მა მო­ნიშ­ნა.

"ფე­ის­ბუქს" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია.

ავტორი:

"ფეისბუქი" ხარვეზებით მუშაობს, ეს განსაკუთრებით აპლიკაციას შეეხება

"ფეისბუქი" ხარვეზებით მუშაობს, ეს განსაკუთრებით აპლიკაციას შეეხება

ბოლო რამდენიმე საათია, Facebook-ის მუშაობაში ხარვეზებია. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები იტყობინებიან, პლატფორმაზე ჭირს გვერდების გახსნა. ფბგვერდები ძირითადად მობილურის ვერსიაში არ იხსნება, თუმცა კომპიუტერიდან მუშაობს.

ვებ-საიტ downdetector.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ფეისბუქის" ფუნქციონირებაში ხარვეზები დაახლოებით 4 საათის წინ დაიწყო, თუმცა ზოგიერთი მომხმარებელი გვერდების მუშაობასთან დაკავშირებით მანამდეც ჩიოდა. მაგალითად, ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაახლოებით 13 საათის წინ დაწერა, რომ რიგ გვერდებზე მისი მიერ დაწერილ კომენტარებს ვერავინ ნახულობდა.

"როცა ნებისმიერ გვერდზე კომენტარს ვტოვებ, სხვა ადამიანები მას ვერ ხედავენ, ჩემს კომენტარს მარტო მე ვხედავ. ჩემს დას შევამოწმებინე და მიუხედავად იმისა, რომ კომენტარები განვათავსე, ის ვერც ერთ მათგანს ვერ კითხულობს", - აღნიშნა მომხმარებელმა Reddit-ზე.

downdetector.com-ზე პროცენტული მაჩვენებლებითაა მოცემული, რა სახის პრობლემები აღინიშნა "ფეისბუქის" მუშაობასთან დაკავშირებით. ხარვეზების 72% აპლიკაციაზე მოდის, საიტის დესკტოპ ვერსია პრობლემურად მომხმარებელთა 16%-მა დაასახელა, ხოლო მთავარ გამოწვევად სერვერული კავშირი 12%-მა მონიშნა.

"ფეისბუქს" ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.