მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოიკოტის იდეას არ ვემხრობი... ოპოზიცია არ აღმოჩნდა მზად გაყალბების მექანიზმი ამოეცნო და შესწინააღმდეგებოდა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?
"ბოიკოტის იდეას არ ვემხრობი... ოპოზიცია არ აღმოჩნდა მზად გაყალბების მექანიზმი ამოეცნო და შესწინააღმდეგებოდა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ის წერს, არ ემ­ხრო­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ბო­ი­კო­ტის იდე­ას, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას არ გეგ­მა­ვენ. ფან­ჯი­კი­ძე ამის მი­ზეზ­საც ხსნის:

"რად­გან უკვე უამ­რა­ვი იმ­სჯე­ლეთ, იცი­ნეთ, იჩხუ­ბეთ, იბ­რა­ზეთ, და დას­კვნის სა­ხით ტო­ტა­ლურ მარ­ცხად აღიქ­ვით ყვე­ლა­ფე­რი, გავ­ბე­დავ და გა­გამ­ხნე­ვებთ რომ მი­უ­ხე­და­ვად გა­ყალ­ბე­ბი­სა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბო­და სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი, რაც ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას სრუ­ლად გა­ა­ჯან­სა­ღებ­და, მა­ინც არა­ნა­ი­რად არ არის ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი ის შე­დე­გი, რაც და­ი­დო, მი­თუ­მე­ტეს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამომ­რჩევ­ლის დიდ ნა­წილს ოპო­ზი­ცი­ა­ში, რბი­ლად რომ ვთქვათ, ფა­ვო­რი­ტე­ბი არ ჰყავს. ხალ­ხი, გან­სა­კუთ­რე­ბით ემიგ­რან­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც კი­ლო­მეტ­რე­ბი და­ფა­რეს, რომ ხმა მო­ე­ცათ, მად­ლო­ბის ღირ­სია.

კარ­გია, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა არ შედ­გა, რაც იმ დღეს­ვე ჩრდი­ლო-კო­რე­ას დაგ­ვამ­სგავ­სებ­და. შე­რე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი უკვე არის პროგ­რე­სი.კი­დევ უფრო კარ­გი ისაა, რომ ოპო­ზი­ცია არც ისე მცი­რე, მთე­ლი 40%-ით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი პარ­ლა­მენ­ტში.ამა­ზე უფრო კარ­გი ისაა, რომ ძლივს, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში მე­სა­მე ძალა მო­ღო­ნი­ერ­და და ნა­ცე­ბი აღარ არი­ან მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, რაც ნამ­დვი­ლად კარ­გი სი­ახ­ლეა.

ბო­ი­კო­ტის იდე­ას არ ვემ­ხრო­ბი, რად­გან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის პოს­ტი წა­ვი­კი­თხე, პარ­ლა­მენ­ტის ამუ­შა­ვე­ბას ბო­ი­კო­ტი ვერ აფერ­ხებს, 76 ადა­მი­ა­ნი ჰყოფ­ნით და ამ­დე­ნი მთავ­რო­ბას ჰყავ­სო. რად­გან ოპო­ზი­ცია არ აღ­მოჩ­ნდა მზად გა­ყალ­ბე­ბის მე­ქა­ნიზ­მი ამო­ეც­ნო და შეს­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, ვფიქ­რობ, პარ­ლა­მენ­ტი სა­უ­კე­თე­სო ტრი­ბუ­ნაა პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თა­ვის წარ­მო­სა­ჩე­ნად, არა­სა­სურ­ვე­ლი კა­ნო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად და მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად (მე­გობ­რე­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, არ უნდა აღი­ა­რონ არ­ჩევ­ნე­ბი და ქუ­ჩი­დან უნდა იბ­რძო­ლო­ნო.

თუ ამის რე­სურ­სი აქვთ, არ და­იქ­საქ­სე­ბი­ან, სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვაც შე­უძ­ლი­ათ და არ გა­მო­ი­ფი­ტე­ბი­ან, თა­ვად იცი­ან, ოპო­ზი­ცი­ას ვგუ­ლის­ხმობ, ხალ­ხს არა­ფე­რი და­უკ­ლია). მდი­ნა­რე იწყე­ბა ნა­კა­დუ­ლი­დან და თრო­ბა ჭი­ქუ­ნა­და­ნო, ძვე­ლი რა­ჭუ­ლი ან­და­ზა ამ­ბობს და ეს ან­და­ზა ყვე­ლა მშრო­მელ­მა უნდა იცო­დეს.

პ.ს. პრე­ზი­დენ­ტმა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ხვალ 7-ზე აქ­ცი­აა, ასე რომ მსჯე­ლო­ბა, რო­მე­ლი გზა ჯობს, აღარ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი" - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბოიკოტის იდეას არ ვემხრობი... ოპოზიცია არ აღმოჩნდა მზად გაყალბების მექანიზმი ამოეცნო და შესწინააღმდეგებოდა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

"ბოიკოტის იდეას არ ვემხრობი... ოპოზიცია არ აღმოჩნდა მზად გაყალბების მექანიზმი ამოეცნო და შესწინააღმდეგებოდა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე არჩევნების შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ის წერს, არ ემხრობა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის იდეას, რომლებიც პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ. ფანჯიკიძე ამის მიზეზსაც ხსნის:

"რადგან უკვე უამრავი იმსჯელეთ, იცინეთ, იჩხუბეთ, იბრაზეთ, და დასკვნის სახით ტოტალურ მარცხად აღიქვით ყველაფერი, გავბედავ და გაგამხნევებთ რომ მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციური მთავრობა იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას სრულად გააჯანსაღებდა, მაინც არანაირად არ არის ხელწამოსაკრავი ის შედეგი, რაც დაიდო, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს ოპოზიციაში, რბილად რომ ვთქვათ, ფავორიტები არ ჰყავს. ხალხი, განსაკუთრებით ემიგრანტები, რომლებმაც კილომეტრები დაფარეს, რომ ხმა მოეცათ, მადლობის ღირსია.

კარგია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შედგა, რაც იმ დღესვე ჩრდილო-კორეას დაგვამსგავსებდა. შერეული პარლამენტი უკვე არის პროგრესი.კიდევ უფრო კარგი ისაა, რომ ოპოზიცია არც ისე მცირე, მთელი 40%-ით არის წარმოდგენილი პარლამენტში.ამაზე უფრო კარგი ისაა, რომ ძლივს, ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ მთლიანობაში მესამე ძალა მოღონიერდა და ნაცები აღარ არიან მთავარი ოპოზიციური პარტია, რაც ნამდვილად კარგი სიახლეა.

ბოიკოტის იდეას არ ვემხრობი, რადგან პროფესიონალის პოსტი წავიკითხე, პარლამენტის ამუშავებას ბოიკოტი ვერ აფერხებს, 76 ადამიანი ჰყოფნით და ამდენი მთავრობას ჰყავსო. რადგან ოპოზიცია არ აღმოჩნდა მზად გაყალბების მექანიზმი ამოეცნო და შესწინააღმდეგებოდა, ვფიქრობ, პარლამენტი საუკეთესო ტრიბუნაა პოლიტიკურ საქმიანობაში თავის წარმოსაჩენად, არასასურველი კანონების წინააღმდეგ საბრძოლველად და მომდევნო არჩევნებისთვის მოსამზადებლად (მეგობრების ნაწილი ფიქრობს, არ უნდა აღიარონ არჩევნები და ქუჩიდან უნდა იბრძოლონო.

თუ ამის რესურსი აქვთ, არ დაიქსაქსებიან, საერთო ენის გამონახვაც შეუძლიათ და არ გამოიფიტებიან, თავად იციან, ოპოზიციას ვგულისხმობ, ხალხს არაფერი დაუკლია). მდინარე იწყება ნაკადულიდან და თრობა ჭიქუნადანო, ძველი რაჭული ანდაზა ამბობს და ეს ანდაზა ყველა მშრომელმა უნდა იცოდეს.

პ.ს. პრეზიდენტმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, ხვალ 7-ზე აქციაა, ასე რომ მსჯელობა, რომელი გზა ჯობს, აღარ არის აქტუალური" - წერს ფანჯიკიძე.

წაიკითხეთ ასევე: