მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვედეთი, საფრანგეთი, ლატვია, ჩეხეთი და პოლონეთი - რას აცხადებენ ოფიციალური პირები საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით: შეშფოთება, რეკომენდაციები და მხარდაჭერა ხალხს
შვედეთი, საფრანგეთი, ლატვია, ჩეხეთი და პოლონეთი - რას აცხადებენ ოფიციალური პირები საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით: შეშფოთება, რეკომენდაციები და მხარდაჭერა ხალხს

26 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­სა და შე­დე­გებს, რო­მე­ლიც ჯერ სა­ბო­ლო­ოდ არ გა­ფორ­მე­ბუ­ლა, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

მათი თქმით, ეუთო/ოდი­რის დას­კვნამ ცხად­ყო, რომ პრო­ცე­სის დროს უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამას­თან, და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია და გა­სას­წო­რე­ბე­ლია ნი­უ­ან­სე­ბი, რო­გო­რი­ცაა - სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ზი­ცი­ა­და ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის შემ­ზღუდ­ვე­ლი კა­ნო­ნე­ბი.

  • შვე­დე­თი

შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, “სე­რი­ო­ზუ­ლად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ დარ­ღვე­ვე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ეუთო/ოდირ­მა და სხვა დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს“.

რო­გორც ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მა­რია სტე­ნე­გარ­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ის “ნდო­ბის აღ­სად­გე­ნად“, სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს მო­უ­წო­დებს, სან­დოდ მო­ე­კი­დონ წუ­ხი­ლებს ინ­კლუ­ზი­ურ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში.

“მზად ვართ ვი­მუ­შა­ოთ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე ყვე­ლა ძა­ლას­თან პარ­ლა­მენ­ტში, ვინც ნამ­დვი­ლად ერ­თგუ­ლია ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის შემ­ზღუდ­ვე­ლი კა­ნო­ნე­ბი ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის მის­წრა­ფე­ბებს და ზრდის პო­ლა­რი­ზა­ცი­ას. ისი­ნი უნდა გა­იწ­ვი­ოს”, - წერს მა­რია სტე­ნე­გარ­დი.

  • საფ­რან­გე­თი

“ეუთო/ოდი­რის დას­კვნე­ბი ადას­ტუ­რებს საფ­რან­გე­თის შეშ­ფო­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე - მო­ვე­ლით, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს გა­მო­ი­ძი­ე­ბენ“, - ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ჟან-ნოელ ბარო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა სურს, პა­ტი­ვი უნდა სცეს ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებ­სა და პო­ლი­ტი­კურ პლუ­რა­ლიზმს.

“ეუთო/ოდი­რის დას­კვნე­ბი ადას­ტუ­რებს საფ­რან­გე­თის შეშ­ფო­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, სა­დაც ცოტა ხნის წინ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და. მო­ვე­ლით, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს გა­მო­ი­ძი­ე­ბენ. ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებ­სა და პო­ლი­ტი­კურ პლუ­რა­ლიზმს პა­ტი­ვი უნდა სცენ თუ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის­კენ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა სურს”, - წერს საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ჟან-ნოელ ბარო.

  • ლატ­ვია

ლატ­ვი­ის პრე­ზი­დენ­ტი ედ­გარს რინ­კე­ვიჩ­სი “ტვი­ტე­რის” პი­რად გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და წერს, რომ “ქარ­თველ ხალ­ხს ევ­რო­პუ­ლი ოც­ნე­ბა აქვს, არა­ვის აქვს და­ში­ნე­ბი­სა და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ამ ოც­ნე­ბის მო­პარ­ვის უფ­ლე­ბა“.

“სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა ქარ­თველ ხალ­ხი­სა და პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ”, - წერს რინ­კე­ვიჩ­სი.

  • ჩე­ხე­თი

“ჩე­ხე­თი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის გამო, ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა მხა­რეს, თავი შე­ი­კა­ვონ ძა­ლა­დო­ბის­გან“, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ჩე­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს.

უწყე­ბა აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პა­ტი­ვი უნდა სცეს დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

“სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პა­ტი­ვი უნდა სცეს დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და შეც­ვა­ლოს ის ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მი­მარ­თუ­ლე­ბას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • პო­ლო­ნე­თი

პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, რა­დოს­ლავ სი­კორსკი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ ევ­რო­პა ქარ­თველ ხალ­ხის გვერ­დით უნდა და­უდ­გეს.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და. ევ­რო­პა ახლა ქარ­თველ ხალ­ხს გვერ­დით უნდა და­უდ­გეს“, - წერს სი­კორსკი სო­ცი­ა­ლურ პლა­ტოფრ­მა X-ზე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე იყო "ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბა", შე­სა­ბა­მი­სად, პრე­ზი­დენ­ტი არ აღი­ა­რებს არ­ჩევ­ნებს. მისი აზ­რით, ამ არ­ჩევ­ნე­ბის აღი­ა­რე­ბა "არის რუ­სე­თის შე­მოს­ვლის აღი­ა­რე­ბა". ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ტექ­ნო­ლო­გია იქნა გა­მო­ყე­ნე­ბულ იმის­თვის, რათა "გა­ე­თეთ­რე­ბი­ნა გა­ყალ­ბე­ბა". პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, "ვი­ყა­ვით მოწ­მე და მსხვერ­პლი რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის, ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ერთ-ერთი ახა­ლი ფორ­მის, რო­მე­ლიც ხალ­ხზე გან­ხორ­ცი­ელ­და". პრე­ზი­დენ­ტი და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას 28 ოქ­ტომ­ბერს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მის­ვლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტი მი­მარ­თავს პარტნი­ო­რებს, და­უდ­გნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას გვერ­დით.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

შვედეთი, საფრანგეთი, ლატვია, ჩეხეთი და პოლონეთი - რას აცხადებენ ოფიციალური პირები საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით: შეშფოთება, რეკომენდაციები და მხარდაჭერა ხალხს

შვედეთი, საფრანგეთი, ლატვია, ჩეხეთი და პოლონეთი - რას აცხადებენ ოფიციალური პირები საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით: შეშფოთება, რეკომენდაციები და მხარდაჭერა ხალხს

26 ოქტომბერს, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და შედეგებს, რომელიც ჯერ საბოლოოდ არ გაფორმებულა, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ეხმაურებიან.

მათი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნამ ცხადყო, რომ პროცესის დროს უამრავი დარღვევა დაფიქსირდა. ამასთან, დასაზუსტებელია და გასასწორებელია ნიუანსები, როგორიცაა - სამოქალაქო საზოგადოების პოზიციადა ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონები.

  • შვედეთი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, “სერიოზულად შეშფოთებული ვართ დარღვევებით საქართველოს არჩევნებში, რომლებიც ეუთო/ოდირმა და სხვა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს“.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენეგარდი სოციალურ ქსელში წერს, ის “ნდობის აღსადგენად“, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, სანდოდ მოეკიდონ წუხილებს ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესში.

“მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ყველა ძალასთან პარლამენტში, ვინც ნამდვილად ერთგულია ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების. სამოქალაქო საზოგადოებისა და ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს და ზრდის პოლარიზაციას. ისინი უნდა გაიწვიოს”, - წერს მარია სტენეგარდი.

  • საფრანგეთი

“ეუთო/ოდირის დასკვნები ადასტურებს საფრანგეთის შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - მოველით, რომ ოფიციალური პირები დარღვევების შესახებ ცნობებს გამოიძიებენ“, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება სურს, პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს.

“ეუთო/ოდირის დასკვნები ადასტურებს საფრანგეთის შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მოველით, რომ ოფიციალური პირები დარღვევების შესახებ ცნობებს გამოიძიებენ. ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს პატივი უნდა სცენ თუ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნება სურს”, - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო.

  • ლატვია

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი “ტვიტერის” პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს, არავის აქვს დაშინებისა და მანიპულაციის მეშვეობით ამ ოცნების მოპარვის უფლება“.

“სრული სოლიდარობა ქართველ ხალხისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ”, - წერს რინკევიჩსი.

  • ჩეხეთი

“ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო, ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან“, - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს.

უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს.

“საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და შეცვალოს ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

  • პოლონეთი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპა ქართველ ხალხის გვერდით უნდა დაუდგეს.

“საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს“, - წერს სიკორსკი სოციალურ პლატოფრმა X-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო "ტოტალური გაყალბება", შესაბამისად, პრეზიდენტი არ აღიარებს არჩევნებს. მისი აზრით, ამ არჩევნების აღიარება "არის რუსეთის შემოსვლის აღიარება". ამასთან, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ტექნოლოგია იქნა გამოყენებულ იმისთვის, რათა "გაეთეთრებინა გაყალბება". პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, "ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც ხალხზე განხორციელდა". პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ, ამასთან, პრეზიდენტი მიმართავს პარტნიორებს, დაუდგნენ საქართველოს მოსახლეობას გვერდით.

იხილეთ ასევე: