მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დარღვევები ყველგან ხდება... არჩევნების ზოგადი შინაარსი დემოკრატიული არჩევნების პრინციპს შეესაბამებოდა“ - ირაკლი კობახიძე
“დარღვევები ყველგან ხდება... არჩევნების ზოგადი შინაარსი დემოკრატიული არჩევნების პრინციპს შეესაბამებოდა“ - ირაკლი კობახიძე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე BBC-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის გა­ყალ­ბე­ბის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

“დარ­ღვე­ვე­ბი ყველ­გან ხდე­ბა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა აღ­მოვ­ფხვრათ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, ან მა­ნამ­დე მომ­ხდა­რი ეს დარ­ღვე­ვე­ბი, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის ზო­გა­დი ში­ნა­არ­სი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სა­მარ­თლებ­რივ პრინ­ცი­პებს და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პრინ­ციპს“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

კო­ბა­ხი­ძემ ოპო­ზი­ცია ტყუ­ილ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი 2016, 2020 და 2021 წლებ­შიც ამ­ბობ­დნენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და.

“რა თქმა უნდა, მათ ახლა სხვა გზა არ აქვთ, მათ უნდა უთხრან მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ ან ატყუ­ებ­დნენ, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნებ­ში ხმის დათ­ვლის ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მა პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს და რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. “მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის­თვის ად­გი­ლი ნუ­ლია“, - დას­ძი­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეუთო/ოდირ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და შე­დე­გე­ბი შე­ა­ფა­სა.

"კენ­ჭისყ­რის დღე პრო­ცე­დუ­რუ­ლად კარ­გად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. ასე­ვე, იყო და­ძა­ბუ­ლი გა­რე­მო და ხში­რად ირ­ღვე­ო­და ხმის ფა­რუ­ლო­ბა, იყო პრო­ცე­დუ­რუ­ლი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბე­ბი და დარ­ღვე­ვე­ბი. იყო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი იმა­ზე, რომ და­ში­ნე­ბამ და ზე­წო­ლამ ამომ­რჩევ­ლებ­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, ამან კი პრო­ცეს­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და", - ამის შე­სა­ხებ ეუ­თოს სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა პას­კალ ალი­ზარ­დმა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ არ­ჩე­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ეფექ­ტუ­რად გა­უმკლავ­დე­ბა ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნის წი­ნა­შე დგას და რაც უკავ­შირ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

“დარღვევები ყველგან ხდება... არჩევნების ზოგადი შინაარსი დემოკრატიული არჩევნების პრინციპს შეესაბამებოდა“ - ირაკლი კობახიძე

“დარღვევები ყველგან ხდება... არჩევნების ზოგადი შინაარსი დემოკრატიული არჩევნების პრინციპს შეესაბამებოდა“ - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე BBC-თან ინტერვიუში არჩევნებში ხმების გაყალბების შესახებ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

“დარღვევები ყველგან ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ არჩევნების დღეს, ან მანამდე მომხდარი ეს დარღვევები, მაგრამ არჩევნების ზოგადი შინაარსი შეესაბამებოდა სამართლებრივ პრინციპებს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპს“, - აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძემ ოპოზიცია ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი 2016, 2020 და 2021 წლებშიც ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

“რა თქმა უნდა, მათ ახლა სხვა გზა არ აქვთ, მათ უნდა უთხრან მხარდამჭერებს, რომ ან ატყუებდნენ, ან ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნებში ხმის დათვლის ელექტრონული სისტემა პირველად გამოიყენეს და რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახდა. “მანიპულაციისთვის ადგილი ნულია“, - დასძინა კობახიძემ.

  • შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა და შედეგები შეაფასა.

"კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი პროცესზე უარყოფითად იმოქმედა", - ამის შესახებ ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას.

იხილეთ ასევე: