კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია ეუთო/ოდირის შეფასება - რა განცხადებები გაკეთდა პრესკონფერენციაზე
ცნობილია ეუთო/ოდირის შეფასება - რა განცხადებები გაკეთდა პრესკონფერენციაზე

"კენ­ჭისყ­რის დღე პრო­ცე­დუ­რუ­ლად კარ­გად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. ასე­ვე, იყო და­ძა­ბუ­ლი გა­რე­მო და ხში­რად ირ­ღვე­ო­და ხმის ფა­რუ­ლო­ბა, იყო პრო­ცე­დუ­რუ­ლი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბე­ბი და დარ­ღვე­ვე­ბი. იყო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი იმა­ზე, რომ და­ში­ნე­ბამ და ზე­წო­ლამ ამომ­რჩევ­ლებ­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, ამან კი პრო­ცეს­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და", - ამის შე­სა­ხებ ეუ­თოს სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა პას­კალ ალი­ზარ­დმა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ არ­ჩე­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ეფექ­ტუ­რად გა­უმკლავ­დე­ბა ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნის წი­ნა­შე დგას და რაც უკავ­შირ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას.

"კენ­ჭისყ­რის დღე პრო­ცე­დუ­რუ­ლად კარ­გად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. ასე­ვე, იყო და­ძა­ბუ­ლი გა­რე­მო და ხში­რად ირ­ღვე­ო­და ხმის ფა­რუ­ლო­ბა, იყო პრო­ცე­დუ­რუ­ლი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბე­ბი და დარ­ღვე­ვე­ბი. იყო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი იმა­ზე, რომ და­ში­ნე­ბამ და ზე­წო­ლამ ამომ­რჩევ­ლებ­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, ამან კი პრო­ცეს­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და. ეს არის ზო­გა­დი სუ­რა­თი. ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ პრო­ცესს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, გუ­შინ­დე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის დროს იმარ­თე­ბა. ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი გზა და ასე­ვე, მისი მო­მა­ვა­ლი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი, ნამ­დვი­ლად ხდე­ბა გან­ხილ­ვე­ბის სა­გა­ნი პრე­ტენ­დენ­ტე­ბის მხრი­დან. ხაზ­გას­მუ­ლია ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მიერ, თუ რამ­დე­ნად სა­ჭი­როა რე­ფორ­მე­ბი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მხრივ დის­ბა­ლან­სი და ასე­ვე გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­მომ­ტა­ნი ატ­მოს­ფე­რო კამ­პა­ნი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო ამ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში.

კენ­ჭისყ­რის დღეს ამომ­რჩევ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დიდი იყო, ასე­ვე პარ­ტი­ის დამ­კვირ­ვებ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი. ეს არის იმის ნი­შა­ნი, რომ ეს სის­ტე­მა იზ­რდე­ბა და ვი­თარ­დე­ბა. დე­მოკ­რა­ტია ნამ­დვი­ლად არის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და, რომ შე­ვა­ქო მა­მა­კა­ცე­ბი, მაგ­რამ უმე­ტეს­წი­ლად ქა­ლე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

მე­დი­ა­გა­რე­მო ზუს­ტად ასა­ხავ­და პო­ლა­რი­ზე­ბას. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­პა­გან­დის მიზ­ნით, რა­საც თან ახ­ლდა პარ­ტი­ის პროგ­რა­მე­ბის მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ანა­ლი­ზის ნაკ­ლე­ბო­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბი და პარ­ტი­ე­ბი უარს ამ­ბობ­დნენ დე­ბა­ტებ­ში, ეს ზრდი­და და­ძა­ბუ­ლო­ბას და ეს ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენ­და ამომ­რჩევ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, რომ უფრო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღოთ. კენ­ჭისყ­რის დღე ზო­გა­დად კარ­გად იყო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რუ­ლად, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად, მაგ­რამ ასე­ვე მას თან ახ­ლდა და­ძა­ბუ­ლი გა­რე­მო და და­ში­ნე­ბის ბევ­რი შემ­თხვე­ვა. გუ­შინ პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლის­ხმე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა იმის­თვის, რომ ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა.

მინ­და გულ­წრფე­ლი იმე­დი გა­მოვ­ხა­ტო, რომ გუ­შინ არ­ჩე­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ეფექ­ტუ­რად გა­უმკლავ­დე­ბა ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნის წი­ნა­შე დგას და იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უფრო ახ­ლოს მი­იყ­ვა­ნენ იმ მიზ­ნებ­თან, რაც უკავ­შირ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის ამ მი­სი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. გულ­თბი­ლი მად­ლო­ბა ქარ­თველ ხალ­ხს“,- გა­ნა­ცხა­და პას­კალ ალი­ზარ­დმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ცნობილია ეუთო/ოდირის შეფასება - რა განცხადებები გაკეთდა პრესკონფერენციაზე

ცნობილია ეუთო/ოდირის შეფასება - რა განცხადებები გაკეთდა პრესკონფერენციაზე

"კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი პროცესზე უარყოფითად იმოქმედა", - ამის შესახებ ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • მან იმედი გამოთქვა, რომ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას.

"კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. ეს არის ზოგადი სურათი. ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები აქტიურად აკვირდებოდნენ პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინდელი დღის განმავლობაში. წელს საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გადამწყვეტი მნიშვნელობის დროს იმართება. ქვეყნის ევროპული გზა და ასევე, მისი მომავალი გაწევრიანების პროცესი, ნამდვილად ხდება განხილვების საგანი პრეტენდენტების მხრიდან. ხაზგასმულია ბევრი ადამიანის მიერ, თუ რამდენად საჭიროა რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება. ფინანსური რესურსების მხრივ დისბალანსი და ასევე განხეთქილების შემომტანი ატმოსფერო კამპანიის განხორციელებისას, საკანონმდებლო ბოლოდროინდელი ცვლილებები უმნიშვნელოვანესი იყო ამ საარჩევნო პროცესში.

კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების მონაწილეობა დიდი იყო, ასევე პარტიის დამკვირვებლებიც აქტიურად იყვნენ წარმოდგენილები, მრავალფეროვნება იყო გამოხატული. ეს არის იმის ნიშანი, რომ ეს სისტემა იზრდება და ვითარდება. დემოკრატია ნამდვილად არის განვითარების პროცესში. განსაკუთრებით მინდა, რომ შევაქო მამაკაცები, მაგრამ უმეტესწილად ქალები ამ ქვეყანაში, რომლებიც არჩევნების ადმინისტრაციაში მონაწილეობდნენ.

მედიაგარემო ზუსტად ასახავდა პოლარიზებას. მედიასაშუალებების ინსტრუმენტებად გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით, რასაც თან ახლდა პარტიის პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობა. პოლიტიკური აქტორები და პარტიები უარს ამბობდნენ დებატებში, ეს ზრდიდა დაძაბულობას და ეს ზეგავლენას ახდენდა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე, რომ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღოთ. კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული პროცედურულად, მოწესრიგებულად, მაგრამ ასევე მას თან ახლდა დაძაბული გარემო და დაშინების ბევრი შემთხვევა. გუშინ პირველად მოხდა, რომ ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენეს საარჩევნო უბნების უმეტესობაში და საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა განახორციელა იმისთვის, რომ ამომრჩევლებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი მაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში. გულთბილი მადლობა ქართველ ხალხს“,- განაცხადა პასკალ ალიზარდმა.