მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადიკალური დაჯგუფება დამარცხებულია, თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, მოჰყვება მკაცრი რეაგირება" - კალაძე
"რადიკალური დაჯგუფება დამარცხებულია, თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, მოჰყვება მკაცრი რეაგირება" - კალაძე

თუ კი ვინ­მე გა­ბე­დავს კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ამას მოჰ­ყვე­ბა ძა­ლი­ან მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა, რა თქმა უნდა, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში , - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ ბრი­ფინგზე ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან მო­სა­ლოდ­ნელ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვა­ზე უპა­სუ­ხა.

კა­ლა­ძის თქმით, იმის­თვის, რომ გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ა­წყოს, ოპო­ზი­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა უნდა ჰქონ­დეს.

"ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, ოპო­ზი­ცი­ას არა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს იმის, რომ ქვე­ყა­ნა­ში მო­ა­წყოს გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და რე­ვო­ლუ­ცია. რო­დე­საც შენ აწყობ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას, უნდა გქონ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა. დღეს ოპო­ზი­ცია, ეს რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა არის და­მარ­ცხე­ბუ­ლი. თუ კი ვინ­მე გა­ბე­დავს კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ამას მოჰ­ყვე­ბა ძა­ლი­ან მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა, რა თქმა უნდა, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რო­გორც კა­ლა­ძემ გან­მარ­ტა, ოპო­ზი­ცი­ა­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს და არ იცის, რო­გორ იმოქ­მე­დებს სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ.

“არ ვიცი, ოპო­ზი­ცია რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, თუმ­ცა მის გან­ცხა­დე­ბას არა­ნა­ი­რი არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში, მთე­ლი კამ­პა­ნი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე 2012 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ არ­ჩევ­ნებ­ში. ასე­თი მშვი­დი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო და კამ­პა­ნია მე არ მახ­სოვს 2012 წლის შემ­დეგ. ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექტს ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა მისი კამ­პა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ცეს­კო-ს მო­ნა­ცე­მე­ბის აღი­ა­რე­ბა-არა­ღი­ა­რე­ბას, სხვა­თა შო­რის დღეს, როცა გა­მოვ­დი­ო­დი, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­დან ერთ-ერ­თმა და­მის­ვა კი­თხვა, მმარ­თვე­ლი გუნ­დი რას გა­ა­კე­თებ­და, როცა გა­მო­ცხად­დე­ბო­და ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ. რა თქმა უნდა, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ასე­ვე მეც, პირ­და­პირ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ ჩვენ ყვე­ლა შე­დეგს, რა შე­დე­გიც არ უნდა იყოს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ცეს­კო-ს მიერ, ამას მი­ვი­ღებთ და შე­სა­ბა­მი­სად, ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და ჩვენ­თვის, მაგ­რამ რას გა­და­წყვეტს ოპო­ზი­ცია, დიდი წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს ოპო­ზი­ცი­ა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, გა­მი­ჭირ­დე­ბა ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, თუ რო­გორ იმოქ­მე­დე­ბენ ისი­ნი”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ავტორი:

"რადიკალური დაჯგუფება დამარცხებულია, თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, მოჰყვება მკაცრი რეაგირება" - კალაძე

"რადიკალური დაჯგუფება დამარცხებულია, თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, მოჰყვება მკაცრი რეაგირება" - კალაძე

თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში , - ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ გადატრიალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა.

კალაძის თქმით, იმისთვის, რომ გადატრიალება მოაწყოს, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

"ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს იმის, რომ ქვეყანაში მოაწყოს გადატრიალება და რევოლუცია. როდესაც შენ აწყობ გადატრიალებას, უნდა გქონდეს საზოგადოებისა და ხალხის მხარდაჭერა. დღეს ოპოზიცია, ეს რადიკალური დაჯგუფება არის დამარცხებული. თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში”, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ განმარტა, ოპოზიციაზე დიდი წარმოდგენა არ აქვს და არ იცის, როგორ იმოქმედებს საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ.

“არ ვიცი, ოპოზიცია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მის განცხადებას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, მთელი კამპანიის განმავლობაში. მე 2012 წლიდან მონაწილეობას ვიღებ არჩევნებში. ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო და კამპანია მე არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩაეტარებინა მისი კამპანია. რაც შეეხება ცესკო-ს მონაცემების აღიარება-არაღიარებას, სხვათა შორის დღეს, როცა გამოვდიოდი, თქვენი ჟურნალისტებიდან ერთ-ერთმა დამისვა კითხვა, მმართველი გუნდი რას გააკეთებდა, როცა გამოცხადდებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. რა თქმა უნდა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე მეც, პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ყველა შედეგს, რა შედეგიც არ უნდა იყოს გამოცხადებული ცესკო-ს მიერ, ამას მივიღებთ და შესაბამისად, ეს მოცემულობა იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ რას გადაწყვეტს ოპოზიცია, დიდი წარმოდგენა არ მაქვს ოპოზიციაზე, შესაბამისად, გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, თუ როგორ იმოქმედებენ ისინი”, - განაცხადა კალაძემ.