პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

7

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 10:32-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 20:32-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტალახაძე ამბობდა, ხომ არ ავწიოო ზემოთ" - მდინარაძის კომენტარი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ
"ტალახაძე ამბობდა, ხომ არ ავწიოო ზემოთ" - მდინარაძის კომენტარი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და­ამ­ტკი­ცა ერთი მთა­ვა­რი რამ, რომ ქარ­თვე­ლებს ვერც მო­ა­ტყუ­ე­ბენ და ვერც და­ა­ჩო­ქე­ბენ ვე­რას­დროს - ტრა­დი­ცი­ად უნდა ვაქ­ცი­ოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­და ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა, ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ გა­ი­მარ­ჯვებს, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ „გორ­ბის“ ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში მო­წყო­ბილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ კო­მი­სი­ის წევ­რებს მო­უ­წო­და ბო­ლომ­დე მი­ა­დევ­ნონ თვა­ლი სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის შე­დე­გე­ბი კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

"გი­ლო­ცავთ, მე­გობ­რე­ბო, კი­დევ ერთხელ, თქვენ აქ ვინც ხართ. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და­ამ­ტკი­ცა ერთი მთა­ვა­რი რამ, რომ ქარ­თვე­ლებს ვერც მო­ა­ტყუ­ე­ბენ და ვერც და­ა­ჩო­ქე­ბენ ვე­რას­დროს. ამი­ტომ ჩვენს ამაყ სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს! ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა, მინ­და და­ვი­წყო ამომ­რჩევ­ლით, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქით, ვინც დღეს გა­მო­ვი­და მარ­თლა ქუდ­ზე კაცი და დადო ეს შე­დე­გი. ერთ ამ­ბავს გა­გიმ­ხელთ, წე­ღან ვით­ვლი­დით, რო­გორც კი გა­მო­ცხად­და შე­დე­გე­ბი, კალ­კუ­ლა­ტო­რი ამო­ვი­ღეთ, 100 მან­და­ტი გვექ­ნე­ბა თუ არაო. ჯერ დე­ტა­ლებ­ზეა ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჩვე­ნი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებს, ჩვენს აქ­ტივს მო­ვუ­წო­დებ, რომ კარ­გად დავ­თვა­ლოთ, ბო­ლომ­დე იქ ვი­ყოთ, მო­ნა­ცე­მე­ბი კი არ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, შე­იძ­ლე­ბა მეტი იყოს და ამაღ­ლდეს ეს მო­ნა­ცე­მე­ბი.

ტა­ლა­ხა­ძე ამ­ბობ­და, ხომ არ ავ­წი­ოო ზე­მოთ და შე­იძ­ლე­ბა აი­წი­ოს მო­ნა­ცე­მებ­მა. ყვე­ლას უღ­რმე­სი მად­ლო­ბა და მად­ლო­ბა ჩვენს პარ­ტი­ულ ოჯახს, და­წყე­ბუ­ლი ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა­დან. გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა იმის­თვის, რა­საც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თი­თო­ე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცი ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით აკე­თებს. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გა­უ­მარ­ჯოს! დღეს და­ი­წე­რა ის­ტო­რი­ის კი­დევ ერთი ფურ­ცე­ლი, სა­დაც ქარ­თვე­ლებ­მა ვთქვით, რომ ტრა­დი­ცი­ად უნდა ვაქ­ცი­ოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­და ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ გა­ი­მარ­ჯვებს. ამი­ტომ ჩვენს ქვე­ყა­ნას, ეროვ­ნულ იდენ­ტო­ბას, ყვე­ლა­ფერს ქარ­თულს გა­უ­მარ­ჯოს.“- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დაიწყო თუ არა ინტერპოლმა წითელი ცირკულარით გიორგი ბაჩიაშვილის ძებნა და რა ხდება მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე
ავტორი:

"ტალახაძე ამბობდა, ხომ არ ავწიოო ზემოთ" - მდინარაძის კომენტარი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ

"ტალახაძე ამბობდა, ხომ არ ავწიოო ზემოთ" - მდინარაძის კომენტარი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ

ქართველმა ხალხმა დაამტკიცა ერთი მთავარი რამ, რომ ქართველებს ვერც მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს - ტრადიციად უნდა ვაქციოთ, რომ საქართველოში გარდა ეროვნული ხელისუფლებისა, ვერასდროს ვერავინ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში მოწყობილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ კომისიის წევრებს მოუწოდა ბოლომდე მიადევნონ თვალი საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე პროცესს და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

"გილოცავთ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ, თქვენ აქ ვინც ხართ. ქართველმა ხალხმა დაამტკიცა ერთი მთავარი რამ, რომ ქართველებს ვერც მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს. ამიტომ ჩვენს ამაყ საქართველოს გაუმარჯოს! ყველას დიდი მადლობა, მინდა დავიწყო ამომრჩევლით, საქართველოს თითოეული მოქალაქით, ვინც დღეს გამოვიდა მართლა ქუდზე კაცი და დადო ეს შედეგი. ერთ ამბავს გაგიმხელთ, წეღან ვითვლიდით, როგორც კი გამოცხადდა შედეგები, კალკულატორი ამოვიღეთ, 100 მანდატი გვექნება თუ არაო. ჯერ დეტალებზეა ბევრი რამ დამოკიდებული, ჩვენი საარჩევნო კომისიის წევრებს, ჩვენს აქტივს მოვუწოდებ, რომ კარგად დავთვალოთ, ბოლომდე იქ ვიყოთ, მონაცემები კი არ შევინარჩუნოთ, შეიძლება მეტი იყოს და ამაღლდეს ეს მონაცემები.

ტალახაძე ამბობდა, ხომ არ ავწიოო ზემოთ და შეიძლება აიწიოს მონაცემებმა. ყველას უღრმესი მადლობა და მადლობა ჩვენს პარტიულ ოჯახს, დაწყებული ბატონი ბიძინადან. გულწრფელი მადლობა იმისთვის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ თითოეული ჯარისკაცი ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით აკეთებს. „ქართულ ოცნებას“ გაუმარჯოს! დღეს დაიწერა ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი, სადაც ქართველებმა ვთქვით, რომ ტრადიციად უნდა ვაქციოთ, რომ საქართველოში გარდა ეროვნული ხელისუფლებისა ვერასდროს ვერავინ გაიმარჯვებს. ამიტომ ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ იდენტობას, ყველაფერს ქართულს გაუმარჯოს.“- განაცხადა მდინარაძემ.

წაიკითხეთ ასევე: