სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცემა, ძალადობა, მედიისთვის აპარატურის დაზიანება... - სად რა დარღვევები დააფიქსირა ომბუდსმენის აპარატმა?
ცემა, ძალადობა, მედიისთვის აპარატურის დაზიანება... - სად რა დარღვევები დააფიქსირა ომბუდსმენის აპარატმა?

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე და შე­ნო­ბე­ბის მიმ­დე­ბა­რედ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბის, და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის წი­ნა­პი­რო­ბებს ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­ად­გენ­და პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, თუმ­ცა, უმე­ტე­სად ინ­ცი­დენ­ტე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო უბ­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვეს სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­მარ­თავს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დერ­სა და მათ მხარ­და­ჭე­რებს, თავი შე­ი­კა­ვონ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბი­სა­გან და ინი­ცი­რე­ბის­გან და ხელი შე­უ­წყონ პრო­ცე­სე­ბის მშვი­დო­ბი­ან და ჯან­საღ გა­რე­მო­ში წარ­მარ­თვას.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში დი­ლი­დან აკ­ვირ­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და სურს გა­მო­ეხ­მა­უ­როს ამ დრო­ი­სათ­ვის (17:30სთ) ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი ინ­ცი­დენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვებს, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და მათ შო­რის, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მარ­თაც.

  • კერ­ძოდ, ძა­ლა­დობ­რი­ვი ინ­ცი­დენ­ტე­ბი:
  • ხმა­უ­რი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი იყო თბი­ლის­ში, გლ­დან­ში, მე-60 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე;
  • ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა იყო ისან­ში, 51-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე;
  • და­ძა­ბუ­ლო­ბა იყო თბი­ლის­ში, ისან­ში 30-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან;
  • ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ თბი­ლის­ში, ისან­ში, მე-9 სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან ერთ-ერთი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს;
  • სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი გორ­ში, 84-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე;
  • გორ­ში, მე-14 სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან ად­გი­ლი ჰქონ­და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას;
  • ზუგ­დიდ­ში, მე-9 უბან­ზე ად­გი­ლი ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას;
  • ასე­ვე, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ფი­ზი­კუ­რად და­შავ­და თბი­ლის­ში, გლ­დან­ში, მე-60 სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან მომ­ხდა­რი ერთ-ერთი ინ­ცი­დენ­ტის დროს დამ­კვირ­ვე­ბე­ლი;
  • ახ­მე­ტის მატ­ნის #11 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე დამ­კვირ­ვებ­ლებს, სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და წა­არ­თვეს ტე­ლე­ფო­ნი;
  • სა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით მათ თა­ნამ­შრო­მელს/დამ­კვირ­ვე­ბელს გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძეს მარ­ნე­უ­ლის #4 უბან­ზე კო­მი­სი­ის წევ­რი და უბ­ნის გა­რეთ უც­ნო­ბი პირი თავს და­ეს­ხა და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.
  • მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი სა­ვა­რა­უ­დო კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი:
  • ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ ქუ­თა­ის­ში, მე-2 სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან CNEWS - ის ჟურ­ნა­ლისტს;
  • თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ხო­და­შენ­ში, მე-16 სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორ­მა მი­ი­ღო ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ასე­ვე და­ზი­ან­და აპა­რა­ტუ­რა;
  • ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რის” აპა­რა­ტუ­რის წარ­თმე­ვა სცა­დეს კა­ხეთ­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე და შე­ნო­ბე­ბის მიმ­დე­ბა­რედ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბის, და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის წი­ნა­პი­რო­ბებს ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­ად­გენ­და პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, თუმ­ცა, უმე­ტე­სად ინ­ცი­დენ­ტე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო უბ­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვეს სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბით.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ მსგავ­სი ძა­ლა­დო­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი­სათ­ვის საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეშ­ლა წარ­მო­ად­გენს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლამ და­იც­ვას კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი მო­თხოვ­ნა კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ან კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ამომ­რჩევ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რად შე­ფერ­ხე­ბის აკ­რძალ­ვი­სა და კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ადა­მი­ან­თა შეკ­რე­ბის/ამომ­რჩე­ველ­თა აღ­რი­ცხვის თა­ო­ბა­ზე; გარ­და ამი­სა, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს ყვე­ლას და­იც­ვას რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის­მი­ე­რი და­ნა­წე­სი, ასე­ვე, არ შე­უ­წყოს ხელი და არ წა­ა­ხა­ლი­სოს თუნ­დაც შე­სა­ბა­მი­სი მან­ძი­ლის დაც­ვით ძა­ლა­დო­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბა.

ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რომ მე­დი­ის როლი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბით სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის, თუმ­ცა მე­დი­ის მხრი­დან ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხელი არ შე­ე­შა­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის მუ­შა­ო­ბას.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს შე­ის­წავ­ლონ და შე­ა­ფა­სონ ყვე­ლა შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი/კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინ­ცი­დენ­ტი და მო­ახ­დი­ნოს მათ­ზე მყი­სი­ე­რი, ეფექ­ტუ­რი და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია დრო­უ­ლად წარ­მო­უდ­გი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ცემა, ძალადობა, მედიისთვის აპარატურის დაზიანება... - სად რა დარღვევები დააფიქსირა ომბუდსმენის აპარატმა?

ცემა, ძალადობა, მედიისთვის აპარატურის დაზიანება... - სად რა დარღვევები დააფიქსირა ომბუდსმენის აპარატმა?

საარჩევნო უბნებზე და შენობების მიმდებარედ მომხდარი ინციდენტების, დაძაბულობისა და დაპირისპირებების წინაპირობებს ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენდა პროცედურული დარღვევები, თუმცა, უმეტესად ინციდენტები განპირობებული იყო უბნების სიახლოვეს სხვადასხვა ჯგუფების მობილიზებით, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიმართავს ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერსა და მათ მხარდაჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობის წახალისებისაგან და ინიცირებისგან და ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიან და ჯანსაღ გარემოში წარმართვას.

„საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში დილიდან აკვირდება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და სურს გამოეხმაუროს ამ დროისათვის (17:30სთ) ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების შემთხვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა მათ შორის, დამკვირვებლების და მედიის წარმომადგენლების მიმართაც.

  • კერძოდ, ძალადობრივი ინციდენტები:
  • ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი იყო თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე;
  • ხმაური და დაპირისპირება იყო ისანში, 51-ე საარჩევნო უბანზე;
  • დაძაბულობა იყო თბილისში, ისანში 30-ე საარჩევნო უბანთან;
  • ფიზიკურად გაუსწორდნენ თბილისში, ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს;
  • სიტყვიერი დაპირისპირებასა და ფიზიკური ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი გორში, 84-ე საარჩევნო უბანზე;
  • გორში, მე-14 საარჩევნო უბანთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას;
  • ზუგდიდში, მე-9 უბანზე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფიზიკურ დაპირისპირებას;
  • ასევე, გავრცელებული ცნობით, ფიზიკურად დაშავდა თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანთან მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის დროს დამკვირვებელი;
  • ახმეტის მატნის #11 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წაართვეს ტელეფონი;
  • საიას განცხადებით მათ თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
  • მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები:
  • ფიზიკურად გაუსწორდნენ ქუთაისში, მე-2 საარჩევნო უბანთან CNEWS - ის ჟურნალისტს;
  • თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები, ასევე დაზიანდა აპარატურა;
  • ტელეკომპანია “მთავარის” აპარატურის წართმევა სცადეს კახეთში.

გავრცელებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საარჩევნო უბნებზე და შენობების მიმდებარედ მომხდარი ინციდენტების, დაძაბულობისა და დაპირისპირებების წინაპირობებს ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენდა პროცედურული დარღვევები, თუმცა, უმეტესად ინციდენტები განპირობებული იყო უბნების სიახლოვეს სხვადასხვა ჯგუფების მობილიზებით.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ძალადობა და ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისათვის საქმიანობის ხელშეშლა წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას.

ასევე მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვისა და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების/ამომრჩეველთა აღრიცხვის თაობაზე; გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას დაიცვას როგორც აღნიშნული კანონისმიერი დანაწესი, ასევე, არ შეუწყოს ხელი და არ წაახალისოს თუნდაც შესაბამისი მანძილის დაცვით ძალადობისა და დაპირისპირებების ინიცირება.

ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მედიის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის, თუმცა მედიის მხრიდან ასევე მნიშვნელოვანია ხელი არ შეეშალოს საარჩევნო კომისიების მუშაობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს შეისწავლონ და შეაფასონ ყველა შესაძლო დანაშაულებრივი/კანონსაწინააღმდეგო ინციდენტი და მოახდინოს მათზე მყისიერი, ეფექტური და კანონის შესაბამისი რეაგირება. გატარებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია დროულად წარმოუდგინოს საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: