მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა ცესკო-ს და მის ხელმძღვანელს მოვუწოდო: მეგობრებო, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა "ოცნების" - გახარია
"მინდა ცესკო-ს და მის ხელმძღვანელს მოვუწოდო: მეგობრებო, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა "ოცნების" - გახარია

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი უსუ­სუ­რო­ბა და უმაქ­ნი­სო­ბა, რად­გან ვერ შეძ­ლო სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი და­ე­ორ­გა­ნი­ზე­ბი­ნა და ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ნორ­მა­ლურ, მშვიდ გა­რე­მო­ში - ცეს­კო-ს ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი პარ­ტი­ამ თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლა,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

გა­ხა­რი­ას თქმით, შსს-ს კე­თილ­სინ­დი­სი­ერ და პრო­ფე­სი­ო­ნალ პო­ლი­ცი­ე­ლებს არ მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ღირ­სე­უ­ლად შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ თა­ვი­სი ფუნ­ქცია და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი­ყო.

"მა­შინ, რო­დე­საც გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, მისი ბე­დის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დგე­ბი­ან და მოქ­მე­დე­ბას იწყე­ბენ. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია ამომ­რჩევ­ლე­ბის ის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც დღეს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე მი­ვიდ­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ამას­თან ერ­თად, ჩვენ­მა დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი უსუ­სუ­რო­ბა და უმაქ­ნი­სო­ბა იმის­თვის, რომ ვერ შეძ­ლო სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი და­ე­ორ­გა­ნი­ზე­ბი­ნა და ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ნორ­მა­ლურ, მშვიდ გა­რე­მო­ში. ისე, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შეს­ძლე­ბო­დათ ხმის მი­ცე­მა არა ცემა-ტყე­პის, გი­ნე­ბის, ყვი­რი­ლის, წი­ვი­ლის და ამ ქა­ო­სის პი­რო­ბებ­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ში, რომ პარ­ტი­ამ, კონ­კრე­ტუ­ლად, ადა­მი­ა­ნებ­მა არ მის­ცეს შსს-ს კე­თილ­სინ­დი­სი­ერ, პრო­ფე­სი­ო­ნალ პო­ლი­ცი­ე­ლებს ღირ­სე­უ­ლად შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ თა­ვი­სი ფუნ­ქცია და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი­ყო. ეს სულ მალე გახ­დე­ბა ნა­თე­ლი იმი­ტომ, რომ პო­ლი­ცი­ის ის უმოქ­მე­დო­ბა, რო­მე­ლიც დღეს ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, ვერ და არ შე­იძ­ლე­ბა რი­გი­თი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი პო­ლი­ცი­ე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყოს.

ამას­თან, მინ­და ამ არ­ჩევ­ნე­ბის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი გი­თხრათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ცეს­კო-მ თა­ვი­სი­ვე სა­იტ­ზე გა­მო­დო თა­ვი­სი ყო­ველ­დღი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გეგ­მა. მათ და­ახ­ლო­ე­ბით, ყო­ველ ორ სა­ათ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უნდა მი­ე­წო­დე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ზე. ცეს­კო-მ ნება იბო­ძა და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ახლა, მე­ო­რედ გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გო­რია არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. მა­შინ, რო­დე­საც "ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­ულ პორ­ტალ­ზე გა­მო­დე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცეს­კო-ს ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი, პარ­ტი­ამ თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლა.

მინ­და ცეს­კო-ს და მის ხელ­მძღვა­ნელს მო­ვუ­წო­დო - მე­გობ­რე­ბო, თქვენ სა­ხელ­მწი­ფოს სამ­სა­ხურ­ში ხართ და არა კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის, ამ შემ­თხვე­ვა­ში "ოც­ნე­ბის“. არ და­გა­ვი­წყდეთ ეს. იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ით არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ავტორი:

"მინდა ცესკო-ს და მის ხელმძღვანელს მოვუწოდო: მეგობრებო, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა "ოცნების" - გახარია

"მინდა ცესკო-ს და მის ხელმძღვანელს მოვუწოდო: მეგობრებო, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა "ოცნების" - გახარია

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უსუსურობა და უმაქნისობა, რადგან ვერ შეძლო საარჩევნო პროცესი დაეორგანიზებინა და ჩაეტარებინა ნორმალურ, მშვიდ გარემოში - ცესკო-ს ფუნქციონალი პარტიამ თავისი მოქმედებით ჩაანაცვლა,- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას თქმით, შსს-ს კეთილსინდისიერ და პროფესიონალ პოლიციელებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ღირსეულად შეესრულებინათ თავისი ფუნქცია და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილიყო.

"მაშინ, როდესაც გადამწყვეტი მომენტია ქვეყნის განვითარებისთვის, მისი ბედისთვის, საქართველოს მოქალაქეები დგებიან და მოქმედებას იწყებენ. ამის დამადასტურებელია ამომრჩევლების ის ძალიან მაღალი რაოდენობა, რომლებიც დღეს საარჩევნო უბნებზე მივიდნენ. სამწუხაროდ, ამასთან ერთად, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უსუსურობა და უმაქნისობა იმისთვის, რომ ვერ შეძლო საარჩევნო პროცესი დაეორგანიზებინა და ჩაეტარებინა ნორმალურ, მშვიდ გარემოში. ისე, რომ არჩევნები ჩაეტარებინათ და საქართველოს მოქალაქეებს შესძლებოდათ ხმის მიცემა არა ცემა-ტყეპის, გინების, ყვირილის, წივილის და ამ ქაოსის პირობებში.

სამწუხაროდ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პარტიამ, კონკრეტულად, ადამიანებმა არ მისცეს შსს-ს კეთილსინდისიერ, პროფესიონალ პოლიციელებს ღირსეულად შეესრულებინათ თავისი ფუნქცია და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილიყო. ეს სულ მალე გახდება ნათელი იმიტომ, რომ პოლიციის ის უმოქმედობა, რომელიც დღეს ჩვენ დავინახეთ, ვერ და არ შეიძლება რიგითი კეთილსინდისიერი პოლიციელიდან გამომდინარე იყოს.

ამასთან, მინდა ამ არჩევნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გითხრათ. მოგეხსენებათ, რომ ცესკო-მ თავისივე საიტზე გამოდო თავისი ყოველდღიური განცხადებების გეგმა. მათ დაახლოებით, ყოველ ორ საათში საზოგადოებისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია საარჩევნო პროცესებზე. ცესკო-მ ნება იბოძა და დღის განმავლობაში, ახლა, მეორედ გააცნო საზოგადოებას, როგორია არჩევნების მიმდინარეობა. მაშინ, როდესაც "ოცნების“ პარტიულ პორტალზე გამოდებულია ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ცესკო-ს ფუნქციონალი, პარტიამ თავისი მოქმედებით ჩაანაცვლა.

მინდა ცესკო-ს და მის ხელმძღვანელს მოვუწოდო - მეგობრებო, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა კონკრეტული პარტიის, ამ შემთხვევაში "ოცნების“. არ დაგავიწყდეთ ეს. იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის თავისუფალ გარემოში გამოხატვის უფლება კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.