მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რამდენიმე საათი დარჩა სანატრელ ცვლილებამდე - ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“ - ოპოზიციონერი ლიდერები მიმართვას ავრცელებენ
“რამდენიმე საათი დარჩა სანატრელ ცვლილებამდე - ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“ - ოპოზიციონერი ლიდერები მიმართვას ავრცელებენ

“არა­ვის ეში­ნია ძა­ლა­დო­ბის! - შე­საძ­ლოა, ერთი უბა­ნი გა­ა­უქ­მონ, მაგ­რამ ვერ გა­ა­უქ­მე­ბენ გა­მარ­ჯვე­ბას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ, სა­დაც ასე­ვე, აქ­ტი­უ­რობს ემიგ­რა­ცია“, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლა­დო­ბას მი­მარ­თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ეში­ნია ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვის.

“ახლა ვართ კლი­ნი­კას­თან, სა­დაც “ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, აზატ კა­რი­მო­ვი იმ­ყო­ფე­ბა, რო­მელ­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თავს და­ესხნენ. ძა­ლა­დო­ბას მი­მარ­თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ეში­ნია ძა­ლა­უფ­ლე­ბის წა­გე­ბის, ჩვენ ვნა­ხეთ, ასე­ვე უბა­ნი, რო­მე­ლიც სა­ერ­თო­დაც გა­ა­უქ­მეს ყუთ­ში ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ჩაყ­რის გამო, მაგ­რამ არა­ვის ეში­ნია ძა­ლა­დო­ბის! - შე­საძ­ლოა, ერთი უბა­ნი გა­ა­უქ­მონ, მაგ­რამ ვერ გა­ა­უქ­მე­ბენ გა­მარ­ჯვე­ბას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ, სა­დაც ასე­ვე, აქ­ტი­უ­რობს ემიგ­რა­ცია. დღეს იმარ­ჯვებს სა­ქარ­თვე­ლო, იმარ­ჯვებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი და ასე რომ, ყვე­ლა­ნი არ­ჩევ­ნებ­ზე! თი­თო­ე­უ­ლი ხმა გა­დამ­წყვე­ტია, ყვე­ლა­ნი გავ­ხდეთ იმ დიდი ეროვ­ნუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე, რო­მელ­საც სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აღ­ვნიშ­ნავთ“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

  • “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, “წარ­მო­უდ­გენ­ლად დი­დია [ადა­მი­ა­ნე­ბის] მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ეს იქ­ნე­ბა სა­ა­მა­ყო დღე ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში“.

ხოშ­ტა­რი­ას თქმით, კო­ა­ლი­ცია მო­სახ­ლე­ო­ბას გა­რან­ტი­ას აძ­ლევს, რომ მათი ხმა “და­ცუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის და­სა­წყი­სის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი“.

“რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დარ­ჩა იმ სა­ნატ­რელ ცვლი­ლე­ბამ­დე, რომ­ლის­თვი­საც ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ა­კე­თა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, ახალ­გაზ­რდებ­მა. თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და კონ­კრე­ტუ­ლად დღეს, მარ­თლაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი, გუ­ლან­თე­ბუ­ლე­ბი ვუ­ყუ­რებთ ემიგ­რან­ტებს, მათ რი­გებს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან, ადა­მი­ა­ნე­ბის გან­წყო­ბებს, რომ არ დათ­მონ ქვე­ყა­ნა და მო­ი­პო­ვონ ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლას, წარ­მო­უდ­გენ­ლად დი­დია [ადა­მი­ა­ნე­ბის] მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ძა­ლი­ან ცოტა გვა­შო­რებს გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ში. ეს იქ­ნე­ბა სა­ა­მა­ყო დღე ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. ვნა­ხეთ წვი­მა და სხვა­დას­ხვა ბა­რი­ე­რი, მაგ­რამ არა­ფერ­მა გა­ა­ჩე­რა ეს ხალ­ხი. პი­რი­ქით, ჰიმ­ნე­ბით, დიდი შე­მარ­თე­ბით მი­დი­ან სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ში. ასე გა­ვაგ­რძე­ლოთ ეს დარ­ჩე­ნი­ლი სა­ა­თე­ბი. ჩვენ, “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, რომ თქვე­ნი მი­ცე­მუ­ლი ხმა და­ცუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის და­სა­წყი­სის­თვის მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

ავტორი:

“რამდენიმე საათი დარჩა სანატრელ ცვლილებამდე - ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“ - ოპოზიციონერი ლიდერები მიმართვას ავრცელებენ

“რამდენიმე საათი დარჩა სანატრელ ცვლილებამდე - ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“ - ოპოზიციონერი ლიდერები მიმართვას ავრცელებენ

“არავის ეშინია ძალადობის! - შესაძლოა, ერთი უბანი გააუქმონ, მაგრამ ვერ გააუქმებენ გამარჯვებას მთელი საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ასევე, აქტიურობს ემიგრაცია“, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობას მიმართავს ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ძალაუფლების დაკარგვის.

“ახლა ვართ კლინიკასთან, სადაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, აზატ კარიმოვი იმყოფება, რომელსაც “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს დაესხნენ. ძალადობას მიმართავს ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ძალაუფლების წაგების, ჩვენ ვნახეთ, ასევე უბანი, რომელიც საერთოდაც გააუქმეს ყუთში ბიულეტენების ჩაყრის გამო, მაგრამ არავის ეშინია ძალადობის! - შესაძლოა, ერთი უბანი გააუქმონ, მაგრამ ვერ გააუქმებენ გამარჯვებას მთელი საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ასევე, აქტიურობს ემიგრაცია. დღეს იმარჯვებს საქართველო, იმარჯვებს საქართველოს ევროპული არჩევანი და ასე რომ, ყველანი არჩევნებზე! თითოეული ხმა გადამწყვეტია, ყველანი გავხდეთ იმ დიდი ეროვნული გამარჯვების თანამონაწილე, რომელსაც სულ რამდენიმე საათში აღვნიშნავთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

  • “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, “წარმოუდგენლად დიდია [ადამიანების] მონაწილეობა - ეს იქნება საამაყო დღე ქვეყნის ისტორიაში“.

ხოშტარიას თქმით, კოალიცია მოსახლეობას გარანტიას აძლევს, რომ მათი ხმა “დაცული და ევროპული ინტეგრაციის დასაწყისისკენ იქნება მიმართული“.

“რამდენიმე საათი დარჩა იმ სანატრელ ცვლილებამდე, რომლისთვისაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენმა მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა. თვეების განმავლობაში და კონკრეტულად დღეს, მართლაც გაკვირვებულები, გულანთებულები ვუყურებთ ემიგრანტებს, მათ რიგებს საარჩევნო უბნებთან, ადამიანების განწყობებს, რომ არ დათმონ ქვეყანა და მოიპოვონ ევროპული მომავალი. მინდა მივმართო ყველას, წარმოუდგენლად დიდია [ადამიანების] მონაწილეობა. ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე. უბრალოდ, ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ გამარჯვებაში. ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ვნახეთ წვიმა და სხვადასხვა ბარიერი, მაგრამ არაფერმა გააჩერა ეს ხალხი. პირიქით, ჰიმნებით, დიდი შემართებით მიდიან საარჩევნო უბნებში. ასე გავაგრძელოთ ეს დარჩენილი საათები. ჩვენ, “კოალიცია ცვლილებისთვის“, სრული პასუხისმგებლობით გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მიცემული ხმა დაცული და ევროპული ინტეგრაციის დასაწყისისთვის მიმართული იქნება“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.