მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს საბოტაჟია - თუ კადრები ნამდვილია, უმკაცრესად დაისჯება" - მდინარაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტზე
"ეს საბოტაჟია - თუ კადრები ნამდვილია, უმკაცრესად დაისჯება" - მდინარაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტზე

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ კა­მე­რე­ბის წინ დად­გეს ადა­მი­ა­ნი და ასე ყრი­დეს უბან­ზე ბი­უ­ლე­ტე­ნებს, ეს არის პირ­და­პი­რი გა­გე­ბით სა­ბო­ტა­ჟი - თუ ეს კად­რე­ბი ნამ­დვი­ლია, უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ მარ­ნე­ულ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ვინც კად­რებ­ში ჩანს არის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ და ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს ქვეყ­ნის არე­ვის გეგ­მა­ში.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, მომ­ხდა­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" სცე­ნა­რია.

"თუ ეს კად­რე­ბი მარ­თა­ლია, რაც მარ­ნე­უ­ლი­დან ვრცელ­დე­ბა, პი­რო­ბას ვიძ­ლე­ვი, რო­მე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც არ უნდა იყოს, ჩვე­ნი იქ­ნე­ბა თუ სხვი­სი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა. მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ კა­მე­რე­ბის წინ დად­გეს ადა­მი­ა­ნი ნა­ხე­ვარ, თუ ერთ მეტრში კა­მე­რა უღებ­დეს და ასე ყრი­დეს უბან­ზე ბი­უ­ლე­ტე­ნებს. კად­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს „ქარ­თლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი და ჩვე­ნი ღრმა რწმე­ნით, ის იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქვეყ­ნის არე­ვის გეგ­მა­ში, რომ ეს კად­რე­ბი გავ­რცელ­დეს და შემ­დეგ ლე­გი­ტი­მა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი იყოს. ვე­რა­ვინ ვერ შექ­მნის [ლე­გი­ტი­მა­ცი­ას პრობ­ლე­მას] ასე­თი დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბით, რო­მელ­შიც, სამ­წუ­ხა­როდ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა პირ­და­პირ მავ­ნებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს და მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბის და უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. შე­სა­ბა­მი­სად, პი­რო­ბას ვაძ­ლევთ, და­ის­ჯე­ბა უმ­კაც­რე­სად ყვე­ლა იმი­ტომ, რომ ეს არის სა­ბო­ტა­ჟი პირ­და­პი­რი გა­გე­ბით.

მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­დეს ასეთ სპექ­ტაკ­ლებ­ში, სი­ბინ­ძუ­რე­ში, მდა­ბიო „ფე­ი­კე­ბის“ დად­გმა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუ მსგავს და­ნა­შა­ულ­ში მი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ,მათი დამ­ცვე­ლი არ იქ­ნე­ბა არა­ვინ, მით უმე­ტეს არც ჩვენ. ისი­ნი კა­ნო­ნის სრუ­ლის სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბი­ან,“ - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი მარ­ნე­უ­ლის 69-ე უბ­ნი­დან, სა­დაც ჩანს, მა­მა­კა­ცი რო­გორ ყრის ბი­უ­ლე­ტე­ნებს სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს საბოტაჟია - თუ კადრები ნამდვილია, უმკაცრესად დაისჯება" - მდინარაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტზე

"ეს საბოტაჟია - თუ კადრები ნამდვილია, უმკაცრესად დაისჯება" - მდინარაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტზე

წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი და ასე ყრიდეს უბანზე ბიულეტენებს, ეს არის პირდაპირი გაგებით საბოტაჟი - თუ ეს კადრები ნამდვილია, უმკაცრესად დაისჯება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც კადრებში ჩანს არის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ის მონაწილეობას იღებს ქვეყნის არევის გეგმაში.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, მომხდარი "ნაცმოძრაობის" სცენარია.

"თუ ეს კადრები მართალია, რაც მარნეულიდან ვრცელდება, პირობას ვიძლევი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ჩვენი იქნება თუ სხვისი, მნიშვნელობა არ აქვს, უმკაცრესად დაისჯება. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი ნახევარ, თუ ერთ მეტრში კამერა უღებდეს და ასე ყრიდეს უბანზე ბიულეტენებს. კადრებში მონაწილეობას იღებს „ქართლი ოცნების“ დეპუტატი და ჩვენი ღრმა რწმენით, ის იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში, რომ ეს კადრები გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს. ვერავინ ვერ შექმნის [ლეგიტიმაციას პრობლემას] ასეთი დადგმული სპექტაკლებით, რომელშიც, სამწუხაროდ, მონაწილეობას იღებს ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა პირდაპირ მავნებლობა საქართველოს სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციური წყობის და უსაფრთხოების წინააღმდეგ. შესაბამისად, პირობას ვაძლევთ, დაისჯება უმკაცრესად ყველა იმიტომ, რომ ეს არის საბოტაჟი პირდაპირი გაგებით.

მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც შეიძლება განზრახული ჰქონდეს ასეთ სპექტაკლებში, სიბინძურეში, მდაბიო „ფეიკების“ დადგმაში მონაწილეობა, თუ მსგავს დანაშაულში მიღებენ მონაწილეობას ,მათი დამცველი არ იქნება არავინ, მით უმეტეს არც ჩვენ. ისინი კანონის სრულის სიმკაცრით დაისჯებიან,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მარნეულის 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, მამაკაცი როგორ ყრის ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში.

წაიკითხეთ ასევე: