სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სიმართლის თქმა მოუწევს - ყველაფრისთვის მზად ვარ“ - რას აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე
“სიმართლის თქმა მოუწევს - ყველაფრისთვის მზად ვარ“ - რას აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

“მას პა­სუ­ხი არ აქვს და ვერც ექ­ნე­ბა, რად­გან სი­მარ­თლის თქმა მო­უ­წევს, პა­სუ­ხი ამი­ტომ არ გას­ცა“, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან მის ინ­ტერ­ვი­უ­ზე გა­კე­თე­ბულ მოკ­ლე შე­ფა­სე­ბას.

რო­გორც ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, “ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს პა­სუ­ხი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის უნდა ჰქონ­დეს და ამ პა­სუ­ხის გა­ცე­მა ძა­ლი­ან მალე მო­უ­წევს“.

“სი­მარ­თლე არის ის, რომ ამ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა ცვლი­ლე­ბა და ეს ცვლი­ლე­ბა დღეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

  • კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა მო­ლო­დი­ნი, რომ და­ა­კა­ვე­ბენ, ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ყვე­ლაფ­რის­თვის მზა­დაა.

“არა­ფერს ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ“,- აღ­ნიშ­ნა ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

“დღეს, ყვე­ლა ქარ­თველ­მა, ყვე­ლა პატ­რი­ოტ­მა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს უნდა მის­ცეს ხმა. ჩვე­ნი ად­გი­ლი ევ­რო­პა­შია და დღეს ამას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ნამ­დვი­ლად და­ამ­ტკი­ცებს“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც მან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ვრცლად ისა­უბ­რა, ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით გა­მო­ეხ­მა­უ­რა. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ჩი­აშ­ვილს “პა­სუ­ხი არ სჭირ­დე­ბა!“.

“თუ მისი ინ­ტერ­ვიუ ნა­ხეთ, იქ უკვე ყვე­ლა­ფე­რი იკი­თხე­ბა!”,- აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“სიმართლის თქმა მოუწევს - ყველაფრისთვის მზად ვარ“ - რას აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

“სიმართლის თქმა მოუწევს - ყველაფრისთვის მზად ვარ“ - რას აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

“მას პასუხი არ აქვს და ვერც ექნება, რადგან სიმართლის თქმა მოუწევს, პასუხი ამიტომ არ გასცა“, - ასე გამოეხმაურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მის ინტერვიუზე გაკეთებულ მოკლე შეფასებას.

როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “ბიძინა ივანიშვილს პასუხი ქართველი ხალხისთვის უნდა ჰქონდეს და ამ პასუხის გაცემა ძალიან მალე მოუწევს“.

“სიმართლე არის ის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ცვლილება და ეს ცვლილება დღეს აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

  • კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დააკავებენ, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზადაა.

“არაფერს ველოდები, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ“,- აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

“დღეს, ყველა ქართველმა, ყველა პატრიოტმა ჩვენი შვილებისთვის საქართველოს ევროპულ არჩევანს უნდა მისცეს ხმა. ჩვენი ადგილი ევროპაშია და დღეს ამას ქართველი ხალხი ნამდვილად დაამტკიცებს“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელ ინტერვიუს, სადაც მან ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცლად ისაუბრა, ივანიშვილი დღეს მოკლე კომენტარით გამოეხმაურა. “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილს “პასუხი არ სჭირდება!“.

“თუ მისი ინტერვიუ ნახეთ, იქ უკვე ყველაფერი იკითხება!”,- აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ასევე: