სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ადამიანი ნარკოტიკებს არიგებს... მოვუწოდებ პოლიციას, რომ ეს ადამიანი გაიყვანონ" - ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში
"ეს ადამიანი ნარკოტიკებს არიგებს... მოვუწოდებ პოლიციას, რომ ეს ადამიანი გაიყვანონ" - ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში

ზუგ­დიდ­ში, თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მე-9 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა იყო. რო­გორც "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ამომ­რჩევ­ლის მიერ კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­თვის ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რას მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც უბ­ნი­დან "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ა­ძე­ვეს.

"მე-9 უბ­ნი­დან „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის” დამ­კვირ­ვე­ბე­ლი გა­ა­ძე­ვეს, რის შემ­დე­გაც ამ უბან­ზე მო­ვე­დი. შიგ­ნით საკ­მა­ოდ ბევ­რი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი იყო, მო­ვი­და სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის წევ­რი, ხოლო სა­დაც კა­ბი­ნა არის, მანდ მუ­შა­ობ­და ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი, არ ვიცი, რო­მე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო. ამომ­რჩე­ვე­ლი შე­ვი­და კა­ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც ხა­ზავ­და კონ­კრე­ტულ პარ­ტი­ას. ამ დამ­კვირ­ვე­ბელს სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის წევ­რმა უთხრა, აქეთ გა­მო­წიე, რად­გა­ნაც ხე­დავ, თუ ვის მის­ცა ხმა ამომ­რჩე­ველ­მაო. ამას მოჰ­ყვა სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. გა­მო­ვი­და ეს სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის წევ­რი, რო­მელ­საც ცემა ყვე­ლამ ერ­თად და­უ­წყო. გა­რეთ მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა, 20- მდე ადა­მი­ა­ნი ურტყამ­და“, - გა­ნა­ცხა­და „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ ზუგ­დი­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

უბან­ზე მი­ვი­და „ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რი“ ანა წით­ლი­ძე, რის შემ­დე­გაც ასე­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო ანა წით­ლი­ძე­სა და "ტრე­ნინ­გე­ბი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის“ წარ­მო­მად­გე­ნელს, გი­ორ­გი წუ­ლა­ი­ას შო­რის.

  • წით­ლი­ძე ამ­ტკი­ცებ­და, რომ გი­ორ­გი წუ­ლა­ია სი­ნამ­დვი­ლე­ში არის გი­ორ­გი ჯი­ქია, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­ვა­ლე­ბებს და ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბი­თაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი უბან­ში. წით­ლი­ძის თქმით, სწო­რედ წუ­ლა­ი­ამ და­არ­ტყა ხელი „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ დამ­კვირ­ვე­ბელს, რა­საც მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა.

"ეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ „ზონ­დე­რი“, რო­მე­ლიც წინა არ­ჩევ­ნებ­ზეც აკე­თებ­და ზუს­ტად იგი­ვეს. „შავი და­ვა­ლე­ბე­ბის“ შემ­სრუ­ლებ­ლად ჰყავთ ეს ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ეს ადა­მი­ა­ნი არის ის, ვინც ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბებს არი­გებს და ვინც პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მო­ვუ­წო­დებ პო­ლი­ცი­ას, რომ ეს ადა­მი­ა­ნი გა­იყ­ვა­ნონ“, - მი­მარ­თა წით­ლი­ძემ გი­ორ­გი წუ­ლა­ი­ას.

თა­ვად გი­ორ­გი წუ­ლა­ი­ას თქმით, წით­ლი­ძის მხრი­დან უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს აქვს ად­გი­ლი.

"უზ­რდე­ლი ხარ. შენ ვის უთი­თებ, სად წა­ვი­დეს. ცი­ლის­წა­მე­ბით და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი, უღირ­სი ადა­მი­ა­ნი ხარ. შენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში არ უნდა ის­ხდნენ“, - უპა­სუ­ხა წით­ლი­ძეს წუ­ლა­ი­ამ.

ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­აც იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, ამ დრო­ის­თვის მე-9 უბან­ზე სიმ­შვი­დეა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ეს ადამიანი ნარკოტიკებს არიგებს... მოვუწოდებ პოლიციას, რომ ეს ადამიანი გაიყვანონ" - ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში

"ეს ადამიანი ნარკოტიკებს არიგებს... მოვუწოდებ პოლიციას, რომ ეს ადამიანი გაიყვანონ" - ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო. როგორც "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ამომრჩევლის მიერ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის ხმის მიცემის პროცედურას მოჰყვა, რის შემდეგაც უბნიდან "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი გააძევეს.

"მე-9 უბნიდან „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი გააძევეს, რის შემდეგაც ამ უბანზე მოვედი. შიგნით საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი იყო, მოვიდა საოლქო კომისიის წევრი, ხოლო სადაც კაბინა არის, მანდ მუშაობდა ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრი, არ ვიცი, რომელი ორგანიზაცია იყო. ამომრჩეველი შევიდა კაბინაში, რომელიც ხაზავდა კონკრეტულ პარტიას. ამ დამკვირვებელს საოლქო კომისიის წევრმა უთხრა, აქეთ გამოწიე, რადგანაც ხედავ, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმაო. ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. გამოვიდა ეს საოლქო კომისიის წევრი, რომელსაც ცემა ყველამ ერთად დაუწყო. გარეთ მოხდა დაპირისპირება, 20- მდე ადამიანი ურტყამდა“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ ზუგდიდის წარმომადგენელმა.

უბანზე მივიდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი“ ანა წითლიძე, რის შემდეგაც ასევე დაპირისპირება დაიწყო ანა წითლიძესა და "ტრენინგებისა და გაერთიანების ინსტიტუტის“ წარმომადგენელს, გიორგი წულაიას შორის.

  • წითლიძე ამტკიცებდა, რომ გიორგი წულაია სინამდვილეში არის გიორგი ჯიქია, რომელიც ასრულებს „ქართული ოცნების“ დავალებებს და ყალბი პირადობის მოწმობითაა რეგისტრირებული უბანში. წითლიძის თქმით, სწორედ წულაიამ დაარტყა ხელი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

"ეს არის „ქართული ოცნების“ „ზონდერი“, რომელიც წინა არჩევნებზეც აკეთებდა ზუსტად იგივეს. „შავი დავალებების“ შემსრულებლად ჰყავთ ეს ადამიანი, მათ შორის ეს ადამიანი არის ის, ვინც ნარკოტიკულ ნივთიერებებს არიგებს და ვინც პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში იღებდა მონაწილეობას. მოვუწოდებ პოლიციას, რომ ეს ადამიანი გაიყვანონ“, - მიმართა წითლიძემ გიორგი წულაიას.

თავად გიორგი წულაიას თქმით, წითლიძის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებს აქვს ადგილი.

"უზრდელი ხარ. შენ ვის უთითებ, სად წავიდეს. ცილისწამებით და არაადეკვატური ქმედებით გამოირჩევი, უღირსი ადამიანი ხარ. შენნაირი ადამიანების საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა ისხდნენ“, - უპასუხა წითლიძეს წულაიამ.

ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული, ამ დროისთვის მე-9 უბანზე სიმშვიდეა.