მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ბრიფინგი ცესკო-ში - "იყო მცირედი ხარვეზები ზოგიერთ უბანზე, თუმცა პროცესი ახლა მშვიდო გარემოში მიმდინარეობს"
პირველი ბრიფინგი ცესკო-ში - "იყო მცირედი ხარვეზები ზოგიერთ უბანზე, თუმცა პროცესი ახლა მშვიდო გარემოში მიმდინარეობს"

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი გა­იხ­სნა. კენ­ჭისყრა და­წყე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის პრესს­პი­კერ­მა ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მზად არის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით, გამჭვირ­ვა­ლედ და მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე გა­უ­წი­ოს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა პირ­ველ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან მო­დერ­ნი­ზე­ბულ არ­ჩევ­ნებს.

„დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის, სამ­ტრე­დი­ი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის საკ­რე­ბუ­ლოს შუ­ა­ლე­დუ­რი და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არ­ჩევ­ნე­ბი იმარ­თე­ბა. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი გა­იხ­სნა. კენ­ჭისყრა და­წყე­ბუ­ლია.

სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მზად არის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით, გამჭვირ­ვა­ლედ და მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე გა­უ­წი­ოს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა პირ­ველ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან მო­დერ­ნი­ზე­ბულ არ­ჩევ­ნებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამომ­რჩე­ველ­თა თით­ქმის 90% სერ­ვი­სებს ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ი­ღებს, ხოლო ამომ­რჩე­ველ­თა 10%-ის ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ გა­ციფ­რულ­დე­ბა.

დღეს ამომ­რჩევ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 150 წევ­რს პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე აირ­ჩე­ვენ. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევრთა მან­და­ტე­ბი გა­ნა­წილ­დე­ბა იმ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე ამომ­რჩე­ველ­თა ნამ­დვი­ლი ხმე­ბის 5 პრო­ცენტს მა­ინც მი­ი­ღე­ბენ. პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში 18 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია მო­ნა­წი­ლე­ობს.

სამ­ტრე­დი­ი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 3 სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ წარ­დგე­ნი­ლი 5 კან­დი­და­ტი, ხოლო აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არ­ჩევ­ნე­ბის­თვის უს­კოს მიერ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 11 სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი.

ამომ­რჩევ­ლებს სა­ერ­თო ჯამ­ში 3 111 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნი­ლია 3 044 უბა­ნი, მათ შო­რის 13 გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შექ­მნი­ლი უბა­ნი, სა­ი­და­ნაც 12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, 1 კი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრშია გახ­სნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ შექ­მნილ უბ­ნებს - 42 ქვეყ­ნის 53 ქა­ლაქ­ში შექ­მნი­ლია 67 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი. ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 263 უბან­ზე ტარ­დე­ბა, და­ნარ­ჩენ უბ­ნებ­ზე, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ, კენ­ჭისყრა ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით იმარ­თე­ბა.

სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს და­აკ­ვირ­დე­ბა 76 სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 1 700-ზე მეტი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, 111 ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 23 000-ზე მეტი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, ასე­ვე პრო­ცესს გა­ა­შუ­ქებს 199 მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 2 800-ზე მეტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

კენ­ჭისყრა დი­ლის 08:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ კენ­ჭისყრა შე­სა­ბა­მი­სი ქვეყ­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 08:00 სა­ა­თი­დან 20:00 სა­ა­თამ­დე იმარ­თე­ბა. ამომ­რჩე­ველ­მა თან უნდა იქო­ნი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რებს, შე­გახ­სე­ნებთ რომ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, სა­დაც კენ­ჭისყრა ვე­რი­ფი­კა­ცი­ი­სა და ხმის მთვლე­ლი აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ტარ­დე­ბა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი - ამ შემ­თხვე­ვა­ში ამომ­რჩე­ველ­მა ნაც­ვლად პარ­ტი­ის ნომ­რის შე­მო­ხაზ­ვი­სა, უნდა გა­ა­ფე­რა­დოს/მო­ნიშ­ნოს მხო­ლოდ ერთი პარ­ტი­ის წინ არ­სე­ბუ­ლი წრე/წრის შიდა სივ­რცე. ხმის მთვლე­ლი აპა­რა­ტი ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში ით­ვლის ხმებს და კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თა­ნა­ვე ბეჭ­დავს კენ­ჭისყ­რის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ამო­ნა­წერს, რო­მე­ლიც პლან­შე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­იგ­ზავ­ნე­ბა ცეს­კო­ში. და­ნარ­ჩენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, კენ­ჭისყრა ამ დრომ­დე არ­სე­ბუ­ლი წე­სით ტარ­დე­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ უბ­ნებ­ზე სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი დას­კა­ნერ­დე­ბა და გა­ციფ­რულ­დე­ბა, შე­სა­ბა­მის უსაფრ­თხო პლატ­ფორ­მა­ზე აიტ­ვირ­თე­ბა და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის დრო და კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბი­დან 1-დან 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნობთ პირ­ვე­ლად წი­ნას­წარ მო­ნა­ცე­მებს. მო­ნა­ცე­მე­ბი ამავდრო­უ­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის ვებგ­ვერ­დზე results.cec.gov.ge.

აქვე კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ, რომ ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტე­ბი არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის ქსელ­თან და შე­სა­ბა­მი­სად კი­ბერ­ჩა­რე­ვის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს. რა თქმა უნდა, ხმის მი­ცე­მა ფა­რუ­ლია. კა­ბი­ნა­ში ფოტო და ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა კი აკ­რძა­ლუ­ლია.

26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 3 508 294-ს შე­ად­გენს. ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ი­ღებს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 3 113 747 ამომ­რჩე­ვე­ლი. წელს პირ­ვე­ლად ეძ­ლე­ვა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 135 922 ახალ­გაზ­რდას. გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის სი­ა­ში 64 238 ამომ­რჩე­ვე­ლია. სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში შექ­მნი­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლურ სი­ებ­ში ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 95 910-ია.

არ­ჩევ­ნე­ბი სა­ერ­თო საქ­მეა და მო­ვუ­წო­დებთ ამომ­რჩევ­ლებს, იაქ­ტი­უ­რონ და მო­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე. ასე­ვე მივ­მარ­თავთ ჩარ­თულ მხა­რე­ებს - პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, ად­გი­ლობ­რივ არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, მე­დი­ას - და­აკ­ვირ­დნენ არ­ჩევ­ნებს და ხელი შე­უ­წყონ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მშვიდ და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში წარ­მარ­თვას.

ამას­თან, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მო­უ­წო­დებს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და­იც­ვან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, არ ჩა­ე­რი­ონ კო­მი­სი­ე­ბის ფუნ­ქცი­ებ­სა და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ამით ხელი შე­უ­წყონ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მშვიდ და პრო­ფე­სი­ულ გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბას. საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვის ან ხე­ლის შეშ­ლის შემ­თხვე­ვა­ში სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია იმოქ­მე­დებს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში და გა­მო­ი­ყე­ნებს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ მე­ქა­ნიზ­მებს“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, იყო მცი­რე­დი ხარ­ვე­ზე­ბი ზო­გი­ერთ უბან­ზე, თუმ­ცა პრო­ცე­სი ახლა მშვი­დო გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხარ­ვე­ზებ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჰქონ­და რე­ა­გი­რე­ბა.

„იყო მცი­რე­დი ხარ­ვე­ზე­ბი ზო­გი­ერთ უბან­ზე, თუმ­ცა ჩვენ გვქონ­და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბა ყვე­ლა იმ ტექ­ნი­კურ ხარ­ვეზ­ზე, რო­მე­ლიც დი­ლით სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში იყო. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ცე­სი ახლა მშვი­დო გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა უბა­ნი ამ დრო­ის­თვის იღებს ამომ­რჩევ­ლებს და მიმ­დი­ნა­რე­ობს კენ­ჭისყრა“,- გა­ნა­ცხა­და ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა.

ავტორი:

პირველი ბრიფინგი ცესკო-ში - "იყო მცირედი ხარვეზები ზოგიერთ უბანზე, თუმცა პროცესი ახლა მშვიდო გარემოში მიმდინარეობს"

პირველი ბრიფინგი ცესკო-ში - "იყო მცირედი ხარვეზები ზოგიერთ უბანზე, თუმცა პროცესი ახლა მშვიდო გარემოში მიმდინარეობს"

საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს.

„დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება.

დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.

სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი.

ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ტარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება.

საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

რაც შეეხება კენჭისყრის პროცედურებს, შეგახსენებთ რომ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ტარდება, განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენი - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა, უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. დანარჩენ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და კენჭისყრის დასრულებიდან 1-დან 2 საათის განმავლობაში საზოგადოებას გავაცნობთ პირველად წინასწარ მონაცემებს. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება კი აკრძალულია.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია.

არჩევნები საერთო საქმეა და მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს - პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას - დააკვირდნენ არჩევნებს და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გამოიყენებს კანონით დადგენილ მექანიზმებს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, იყო მცირედი ხარვეზები ზოგიერთ უბანზე, თუმცა პროცესი ახლა მშვიდო გარემოში მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, ადმინისტრაციას ხარვეზებზე დაუყოვნებლივ ჰქონდა რეაგირება.

„იყო მცირედი ხარვეზები ზოგიერთ უბანზე, თუმცა ჩვენ გვქონდა დაუყოვნებლივ რეაგირება ყველა იმ ტექნიკურ ხარვეზზე, რომელიც დილით საუბნო საარჩევნო კომისიებში იყო. შესაბამისად, პროცესი ახლა მშვიდო გარემოში მიმდინარეობს. ყველა უბანი ამ დროისთვის იღებს ამომრჩევლებს და მიმდინარეობს კენჭისყრა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.