სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეკითხებოდი, რა დაგიშავე?" - ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი ოჯახის დანგრევაში P.Diddy-ს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ლოპესი მასთან ღალატობდა
"ვეკითხებოდი, რა დაგიშავე?" - ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი ოჯახის დანგრევაში P.Diddy-ს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ლოპესი მასთან ღალატობდა

ბოლო დროს დი­დია ინ­ტე­რე­სი და­კა­ვე­ბუ­ლი რე­პე­რის, P.Diddy-ს საქ­მის გარ­შე­მო. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გარ­და იმ ბრალ­დე­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს იმ ვარ­სკვლა­ვე­ბის აზრი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს რე­პერ­თან მე­გობ­რობ­დნენ. მათ შო­რი­საა, ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს მის ყო­ფილ პარტნი­ორ­ზე, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯოს.

  • ლო­პე­სის დე­დას არა­სო­დეს მოს­წონ­და ქა­ლიშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა შონ კომბსთან (P.Diddy), რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამის­თვის მი­ზე­ზიც ჰქონ­და. ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ 1999 წელს ლო­პესს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა. ერთ სა­ღა­მოს, რო­დე­საც წყვი­ლი ნიუ-იორ­კის ერთ-ერთ კლუბ­ში იყო, სრო­ლა და­ი­წყო. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გა­იქ­ცნენ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ამ ისი­ნი და­ა­კა­ვა. ლო­პე­სის დე­დამ შვილს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უთხრა: "მე გი­თხა­რი, რომ არ და­გეშ­ვა ეს ურ­თი­ერ­თო­ბა!"

მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ ლო­პესს ია­რა­ღი ჰქონ­და კლუბ­ში შე­ტა­ნი­ლი, თუმ­ცა შონ­მა მისი დაც­ვა სცა­და. სა­ბო­ლო­ოდ, ორი­ვე და­უს­ჯე­ლი დარ­ჩა. მი­უ­ხე­და­ვად ამ ინ­ცი­დენ­ტი­სა, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ ორ წელს გაგ­რძელ­და. ქალ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ა­რა, რომ და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ღა­ლა­ტი იყო, რი­თაც ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლა.

  • დღეს, რო­დე­საც Diddy სე­რი­ო­ზულ და­ნა­შა­უ­ლებ­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, ჯე­ნი­ფე­რი დუმს. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მას აქვს ინ­ფორ­მა­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის. თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ის ში­შობ­დეს, რომ ზედ­მე­ტი სა­უ­ბა­რი მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს შე­უქ­მნის.

ამ დროს კი, ლო­პე­სის პირ­ვე­ლი ქმა­რი ოჰა­ნი ნოა, მე­დი­ას­თან ყო­ფილ ცოლ­ზე სა­უბ­რობს. იგი ამ­ტკი­ცებს, რომ სწო­რედ შონ კომბსმა ითა­მა­შა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი მის გან­ქორ­წი­ნე­ბა­ში. "დი­დის თაღ­ლი­თო­ბა დიდ­წი­ლად ჩვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და,“ - აცხა­დებს ნოა. ისი­ნი 1997-1998 წლებ­ში, მხო­ლოდ ერთი წელი იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი.

ნოა იხ­სე­ნებს, რომ ლო­პე­სი სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც მას "მი­ლი­ო­ნე­ბი გა­და­უ­ხა­დეს" და ამ დროს შო­ნიც გა­მოჩ­ნდა. "მას გა­და­უ­ხა­დეს უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი, დი­დიც იქვე იყო და მის ალ­ბომ­ზე მუ­შა­ობ­და. სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო ღა­ლა­ტი ჩემ­მა ცოლ­მა,“ - ამ­ბობს ნოა.

"მე ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ვი­ყა­ვი და რეს­ტო­რანს ვხსნი­დი, ის კი მა­ი­ამ­სა და ნიუ-იორკს შო­რის ალ­ბომ­ზე მუ­შა­ობ­და. ამ დროს და­ი­წყო ჯე­ნი­ფერ­მა ჩემი ღა­ლა­ტი,“ - აღი­ა­რებს ნოა.

თუმ­ცა მისი პი­რა­დი ტრა­გე­დია აქ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ახლა ნოა აცხა­დებს, რომ ლო­პეს­მა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ა­ნად­გუ­რა მისი კა­რი­ე­რა: "ვე­კი­თხე­ბი ჯე­ნი­ფერს, რა და­გი­შა­ვე, რომ მი­ჩივ­ლე, და­მა­და­ნა­შა­უ­ლე და ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ის­ტო­რი­ე­ბი მო­ი­გო­ნე? რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას უთხა­რი, რომ გა­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნე და ტე­ლე­ვი­ზი­ებს სთხო­ვე სამ­სა­ხუ­რი არ მო­ე­ცათ ჩემ­თვის. თქვი სი­მარ­თლე და ყვე­ლა­ფერს მო­ე­ფი­ნოს ნა­თე­ლი", - ამ­ბობს კაცი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1997 წელს ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა კუ­ბელ ოფი­ცი­ანტზე, ოჰა­ნი ნო­ა­ზე იქორ­წი­ნა. ქორ­წი­ნე­ბამ მხო­ლოდ ერთ წელს გას­ტა­ნა, თუმ­ცა 2006 წელს ყო­ფილ­მა მე­უღ­ლე­ებ­მა სა­სა­მარ­თლო დავა და­ი­წყეს, რად­გან ოჰა­ნი ნოა ლო­პეს­თან პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა პუბ­ლი­კა­ცი­ებ­სა და მა­სა­ლებს ავ­რცე­ლებ­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიას-ს
0

როდესაც ნებისმიერი პიროვნების ყოფა-ცხოვრების "აფიშირება" ხდება, საზოგადოება ამ პიროვნებას აღიქვამს მისი მორალიდან და ღირსებიდან გამიმდინარე.....

ლია
1

ქალი რომ 4 ქმარს გამოიცვლის და კიდევ სხვებთან დაზურზუტებს...

და ეს არის ეტალონი ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ვეკითხებოდი, რა დაგიშავე?" - ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი ოჯახის დანგრევაში P.Diddy-ს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ლოპესი მასთან ღალატობდა

"ვეკითხებოდი, რა დაგიშავე?" - ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი ოჯახის დანგრევაში P.Diddy-ს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ლოპესი მასთან ღალატობდა

ბოლო დროს დიდია ინტერესი დაკავებული რეპერის, P.Diddy-ს საქმის გარშემო. შეგახსენებთ, რომ გარდა იმ ბრალდებებისა, რომელიც წაყენებული აქვს, საზოგადოებას აინტერესებს იმ ვარსკვლავების აზრი, რომლებიც სხვადასხვა დროს რეპერთან მეგობრობდნენ. მათ შორისაა, ჯენიფერ ლოპესი, რომელიც ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს მის ყოფილ პარტნიორზე, რომელსაც შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

  • ლოპესის დედას არასოდეს მოსწონდა ქალიშვილის ურთიერთობა შონ კომბსთან (P.Diddy), როგორც აღმოჩნდა, ამისთვის მიზეზიც ჰქონდა. ამ ურთიერთობამ 1999 წელს ლოპესს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ერთ საღამოს, როდესაც წყვილი ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში იყო, სროლა დაიწყო. შეყვარებულები გაიქცნენ, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ ისინი დააკავა. ლოპესის დედამ შვილს პოლიციის განყოფილებაში უთხრა: "მე გითხარი, რომ არ დაგეშვა ეს ურთიერთობა!"

მედიაში წერდნენ, რომ ლოპესს იარაღი ჰქონდა კლუბში შეტანილი, თუმცა შონმა მისი დაცვა სცადა. საბოლოოდ, ორივე დაუსჯელი დარჩა. მიუხედავად ამ ინციდენტისა, მათი ურთიერთობა კიდევ ორ წელს გაგრძელდა. ქალმა მოგვიანებით აღიარა, რომ დაშორების მიზეზი ღალატი იყო, რითაც ძალიან დაიღალა.

  • დღეს, როდესაც Diddy სერიოზულ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი, ჯენიფერი დუმს. თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ მას აქვს ინფორმაცია სამართალდამცავებისთვის. თუმცა შესაძლოა, ის შიშობდეს, რომ ზედმეტი საუბარი მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.

ამ დროს კი, ლოპესის პირველი ქმარი ოჰანი ნოა, მედიასთან ყოფილ ცოლზე საუბრობს. იგი ამტკიცებს, რომ სწორედ შონ კომბსმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი მის განქორწინებაში. "დიდის თაღლითობა დიდწილად ჩვენი დაშორების მიზეზი გახდა,“ - აცხადებს ნოა. ისინი 1997-1998 წლებში, მხოლოდ ერთი წელი იყვნენ დაქორწინებულები.

ნოა იხსენებს, რომ ლოპესი სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მას "მილიონები გადაუხადეს" და ამ დროს შონიც გამოჩნდა. "მას გადაუხადეს უზარმაზარი თანხები, დიდიც იქვე იყო და მის ალბომზე მუშაობდა. სწორედ მაშინ დაიწყო ღალატი ჩემმა ცოლმა,“ - ამბობს ნოა.

"მე ლოს-ანჯელესში ვიყავი და რესტორანს ვხსნიდი, ის კი მაიამსა და ნიუ-იორკს შორის ალბომზე მუშაობდა. ამ დროს დაიწყო ჯენიფერმა ჩემი ღალატი,“ - აღიარებს ნოა.

თუმცა მისი პირადი ტრაგედია აქ არ დასრულებულა. ახლა ნოა აცხადებს, რომ ლოპესმა მიზანმიმართულად გაანადგურა მისი კარიერა: "ვეკითხები ჯენიფერს, რა დაგიშავე, რომ მიჩივლე, დამადანაშაულე და ჩემს წინააღმდეგ ისტორიები მოიგონე? რამდენიმე კომპანიას უთხარი, რომ გავეთავისუფლებინე და ტელევიზიებს სთხოვე სამსახური არ მოეცათ ჩემთვის. თქვი სიმართლე და ყველაფერს მოეფინოს ნათელი", - ამბობს კაცი.

შეგახსენებთ, რომ 1997 წელს ჯენიფერ ლოპესმა კუბელ ოფიციანტზე, ოჰანი ნოაზე იქორწინა. ქორწინებამ მხოლოდ ერთ წელს გასტანა, თუმცა 2006 წელს ყოფილმა მეუღლეებმა სასამართლო დავა დაიწყეს, რადგან ოჰანი ნოა ლოპესთან პირადი ცხოვრების შესახებ სხვადასხვა პუბლიკაციებსა და მასალებს ავრცელებდა.