მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მიწოდებს ყველაფერს, რაც მახინჯ გონებაში მოსდის“ - ხმაურიანი დაპირისპირება ოპონენტებს შორის: კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს “ფაშისტი“ უწოდა
“მიწოდებს ყველაფერს, რაც მახინჯ გონებაში მოსდის“ - ხმაურიანი დაპირისპირება ოპონენტებს შორის: კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს “ფაშისტი“ უწოდა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა “დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი“ პარ­ტი­ი­დან, კა­მა­ლა ჰა­რის­მა დო­ნალდ ტრამპს “ფა­შის­ტი“ უწო­და.

“მი­მაჩ­ნია, რომ დო­ნალდ ტრამ­პი არის არას­ტა­ბი­ლუ­რი, სულ უფრო არას­ტა­ბი­ლუ­რი და თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ჰა­რის­მა მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რი­სას.

  • CNN-ის მო­დე­რა­ტო­რის კი­თხვა­ზე : “ფიქ­რობთ, რომ დო­ნალდ ტრამ­პი ფა­შის­ტია?“ - ჰა­რის­მა უპა­სუ­ხა: “დიახ, ასე ვფიქ­რობ“.

“ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ობ­დნენ მას­თან თეთრ სახ­ლში, ყვე­ლა “რეს­პუბ­ლი­კე­ლი“, სხვა­თა შო­რის, რომ­ლე­ბიც მსა­ხუ­რობ­დნენ მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, მისი ყო­ფი­ლი შტა­ბის უფ­რო­სი, მრჩე­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი და მისი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ყვე­ლა სა­შიშს და შე­უ­ფე­რე­ბელს უწო­დებს მას. მათ ცალ­სა­ხად გა­ნა­ცხა­დეს, რომ ის აბუ­ჩად იგ­დებს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ას. მათ თქვეს, რომ ის აღა­რა­სო­დეს უნდა იყოს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი“, - აღ­ნიშ­ნა ჰა­რის­მა.

მა­ნამ­დე, ჯონ კე­ლიმ, რო­მე­ლიც ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში თეთ­რი სახ­ლის აპა­რა­ტის უფ­რო­სი იყო, The Atlantic-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ტრამპმა შე­ა­ქო ადოლფ ჰიტ­ლე­რის გე­ნერ­ლე­ბი ერ­თგუ­ლე­ბის­თვის. ინ­ტერ­ვი­უს დო­ნალდ ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ “ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მცდა­რია და პრე­ზი­დენტ ტრამპს არა­სო­დეს უთ­ქვამს ეს“.

  • ოპო­ნენ­ტის გა­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა დო­ნალდ ტრამ­პიც.

“ამ­ხა­ნა­გი კა­მა­ლა ჰა­რი­სი ხე­დავს, რომ აგებს და ძა­ლი­ან აგებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ჯო ბა­ი­დენს არ­ჩევ­ნე­ბი მო­პა­რა, ასე რომ, ახლა ის სულ უფრო ამაღ­ლებს თა­ვის რი­ტო­რი­კას და მი­დის იქამ­დე, რომ მი­წო­დებს ადოლფ ჰიტ­ლერს და სხვა ყვე­ლა­ფერს, რაც მა­ხინჯ გო­ნე­ბა­ში მოს­დის, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა “რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან“.

მისი მტკი­ცე­ბით, კა­მა­ლა ჰა­რი­სი აფრ­თხეს უქ­მნის დე­მოკ­რა­ტი­ას და არ არის შე­სა­ფე­რი­სი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტის­თვის.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“მიწოდებს ყველაფერს, რაც მახინჯ გონებაში მოსდის“ - ხმაურიანი დაპირისპირება ოპონენტებს შორის: კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს “ფაშისტი“ უწოდა

“მიწოდებს ყველაფერს, რაც მახინჯ გონებაში მოსდის“ - ხმაურიანი დაპირისპირება ოპონენტებს შორის: კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს “ფაშისტი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა “დემოკრატიული“ პარტიიდან, კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს “ფაშისტი“ უწოდა.

“მიმაჩნია, რომ დონალდ ტრამპი არის არასტაბილური, სულ უფრო არასტაბილური და თანამდებობისთვის შეუფერებელი“, - აღნიშნა ჰარისმა მედიასთან შეხვედრისას.

  • CNN-ის მოდერატორის კითხვაზე : “ფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია?“ - ჰარისმა უპასუხა: “დიახ, ასე ვფიქრობ“.

“ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან თეთრ სახლში, ყველა “რესპუბლიკელი“, სხვათა შორის, რომლებიც მსახურობდნენ მის ადმინისტრაციაში, მისი ყოფილი შტაბის უფროსი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრები და მისი ვიცე-პრეზიდენტი, ყველა საშიშს და შეუფერებელს უწოდებს მას. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ ის აბუჩად იგდებს შეერთებული შტატების კონსტიტუციას. მათ თქვეს, რომ ის აღარასოდეს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, - აღნიშნა ჰარისმა.

მანამდე, ჯონ კელიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში თეთრი სახლის აპარატის უფროსი იყო, The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპმა შეაქო ადოლფ ჰიტლერის გენერლები ერთგულებისთვის. ინტერვიუს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ეს აბსოლუტურად მცდარია და პრეზიდენტ ტრამპს არასოდეს უთქვამს ეს“.

  • ოპონენტის გაცხადებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც.

“ამხანაგი კამალა ჰარისი ხედავს, რომ აგებს და ძალიან აგებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენს არჩევნები მოპარა, ასე რომ, ახლა ის სულ უფრო ამაღლებს თავის რიტორიკას და მიდის იქამდე, რომ მიწოდებს ადოლფ ჰიტლერს და სხვა ყველაფერს, რაც მახინჯ გონებაში მოსდის, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა “რესპუბლიკური პარტიიდან“.

მისი მტკიცებით, კამალა ჰარისი აფრთხეს უქმნის დემოკრატიას და არ არის შესაფერისი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის.

იხილეთ ასევე: