პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პლასტიკური ქირურგი მოდელზე სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა, დაზიანებების დასამალად კი პროცედურებს ანესთეზიის გარეშე უტარებდა - უმძიმესი ფაქტი აშშ-ში
პლასტიკური ქირურგი მოდელზე სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა, დაზიანებების დასამალად კი პროცედურებს ანესთეზიის გარეშე უტარებდა - უმძიმესი ფაქტი აშშ-ში

ცნო­ბილ­მა ამე­რი­კელ­მა პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა 25 წლის მო­დე­ლი, მაია უი­ლოუ სი­ა­სი "სექს -მო­ნად აქ­ცია" და მას­ზე სექ­სუ­ა­ლურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მსხვერ­პლის ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის და­სა­მა­ლად, მას ანეს­თე­ზი­ის გა­რე­შე ოპე­რა­ცი­ას უკე­თებ­და.

სი­ა­სი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მაჰ­მუდ­მა მა­ლუ­ლად წა­იყ­ვა­ნა იგი თა­ვის Alinea Medical Spa-ში, სა­დაც გა­უ­კე­თა შე­მავ­სებ­ლე­ბი ჯერ კი­დევ შე­შუ­პე­ბუ­ლი თვა­ლის გარ­შე­მო - მტან­ჯვე­ლი პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც ანეს­თე­ზი­ის გა­რე­შე ჩა­ა­ტა­რა.

„ინექ­ცი­ი­დან გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს და­ე­მა­ტა ემო­ცი­უ­რი ტან­ჯვა. მა­ი­ამ იცო­და, რომ მო­ძა­ლა­დე მისი მორ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო. იგი თა­ვის სა­მე­დი­ცი­ნო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას შემ­დგო­მი კონ­ტრო­ლის­თვის იყე­ნებ­და" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მო­დე­ლი მა­ნ­ჰე­ტე­ნის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩელ­ში ამ­ტკი­ცებს, რომ მაჰ­მუ­დი არის მო­ძა­ლა­დე ნარ­კო­მა­ნი, რო­მე­ლიც მზრუნ­ვე­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის ფა­სა­დის უკან იმა­ლე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ექი­მი ფი­ზი­კუ­რად სხვა ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დობ­და. 2014 წელს მაჰ­მუ­დის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი მის­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლე­მაც შე­ი­ტა­ნა.

„მე­გო­ნა მოვ­კვდე­ბო­დი“, - გა­ნუ­ცხა­და სი­ას­მა The Post-ს.

მაჰ­მუდ­მა მას ბო­დი­შიც მო­უ­ხა­და, მაგ­რამ, ბი­ნა­ში დარ­ჩე­ნა მა­ინც აი­ძუ­ლა, რათა არა­ვის და­ე­ნა­ხა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ქა­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას ტე­ლე­ფო­ნი­თაც აკ­ვირ­დე­ბო­და და მის ყო­ველ ნა­ბიჯს აკონ­ტრო­ლებ­და.

სარ­ჩე­ლის თა­ნახ­მად, მაჰ­მუ­დი იყე­ნებ­და თა­ვი­სი, რო­გორც ექი­მის სტა­ტუ­სი ქა­ლის­თვის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბის და­სა­ნიშ­ნად, გარ­და ამი­სა, აი­ძუ­ლებ­და მი­ე­ღო კე­ტა­მი­ნი, რათა „უფრო მორ­ჩი­ლი ყო­ფი­ლი­ყო“.

სი­ას­მა თქვა, რომ მო­ძა­ლა­დის­გან გაქ­ცე­ვა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა. მაჰ­მუდ­მა 2019 წელს შე­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბის ფაქ­ტზე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ბრალ­დე­ბე­ბი.

იგი სი­ა­სის ბრალ­დე­ბებ­საც უარ­ყოფს და ად­ვო­კა­ტე­ბის გა­რე­შე ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -72
1

ქალბატონებო!

პლასტიკური და მისი მაგვარი ოპერაციების შედეგად საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ მეტი სილამაზის ნაცვლად სახე ან სხეული დაიმანხიჯოთ!

ნუ ჩაიგდებთ საკუთარ თავს საფრთხეში!

ამიტომ საჭიროა მხოლოდ ცნობილ კლინიკებში და ძალზე გამოცდილ სპეციალისტებს მიმართოდ, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სერტიფიკატები!

გისურვებთ წარმატებებს!

პ.ს. სტატიაში მოყვანილი ამბავი სამწუხაროდ მეტ-ნაკლებად ყველგან ხდება...

თამაზი
14

რავი, ქართველები ბლენები ვააართო, მარტო აქა ჩაგრამენ და კლამენ უმწეო ქალებსაო და ეგე, დემოკრატიის მედროშე ამერიკაში თურმე უარესებსა შვრებიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

პლასტიკური ქირურგი მოდელზე სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა, დაზიანებების დასამალად კი პროცედურებს ანესთეზიის გარეშე უტარებდა - უმძიმესი ფაქტი აშშ-ში

პლასტიკური ქირურგი მოდელზე სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა, დაზიანებების დასამალად კი პროცედურებს ანესთეზიის გარეშე უტარებდა - უმძიმესი ფაქტი აშშ-ში

ცნობილმა ამერიკელმა პლასტიკურმა ქირურგმა 25 წლის მოდელი, მაია უილოუ სიასი "სექს -მონად აქცია" და მასზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა.

  • გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მსხვერპლის ფიზიკური დაზიანებების დასამალად, მას ანესთეზიის გარეშე ოპერაციას უკეთებდა.

სიასი ამტკიცებდა, რომ მაჰმუდმა მალულად წაიყვანა იგი თავის Alinea Medical Spa-ში, სადაც გაუკეთა შემავსებლები ჯერ კიდევ შეშუპებული თვალის გარშემო - მტანჯველი პროცედურა, რომელიც ანესთეზიის გარეშე ჩაატარა.

„ინექციიდან გამოწვეულ ტკივილს დაემატა ემოციური ტანჯვა. მაიამ იცოდა, რომ მოძალადე მისი მორჩენის ერთადერთი საშუალება იყო. იგი თავის სამედიცინო უფლებამოსილებას შემდგომი კონტროლისთვის იყენებდა" - ნათქვამია განცხადებაში.

მოდელი მანჰეტენის უზენაესი სასამართლოს სარჩელში ამტკიცებს, რომ მაჰმუდი არის მოძალადე ნარკომანი, რომელიც მზრუნველი პლასტიკური ქირურგის ფასადის უკან იმალება. მისივე თქმით, ექიმი ფიზიკურად სხვა ქალებზე ძალადობდა. 2014 წელს მაჰმუდის წინააღმდეგ სარჩელი მისმა ყოფილმა მეუღლემაც შეიტანა.

„მეგონა მოვკვდებოდი“, - განუცხადა სიასმა The Post-ს.

მაჰმუდმა მას ბოდიშიც მოუხადა, მაგრამ, ბინაში დარჩენა მაინც აიძულა, რათა არავის დაენახა დაზიანებები. ქალის ადგილმდებარეობას ტელეფონითაც აკვირდებოდა და მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა.

სარჩელის თანახმად, მაჰმუდი იყენებდა თავისი, როგორც ექიმის სტატუსი ქალისთვის ანტიდეპრესანტების დასანიშნად, გარდა ამისა, აიძულებდა მიეღო კეტამინი, რათა „უფრო მორჩილი ყოფილიყო“.

სიასმა თქვა, რომ მოძალადისგან გაქცევა კალიფორნიაში სამუშაოდ წასვლის შემდეგ მოახერხა. მაჰმუდმა 2019 წელს შეიტანა სარჩელი ცილისწამების ფაქტზე ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ და კატეგორიულად უარყო ბრალდებები.

იგი სიასის ბრალდებებსაც უარყოფს და ადვოკატების გარეშე ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს.

წყარო