სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“პრეზიდენტი ან “მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს“ - იაგო ხვიჩია ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც პრემიერობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს
“პრეზიდენტი ან “მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს“ - იაგო ხვიჩია ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც პრემიერობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს

“პრე­ზი­დენ­ტი ან “მი­ა­კა­ჩა­ვეს“ და უკან და­ა­ხე­ვი­ნეს, ან ფული გა­და­უ­ხა­დეს - “ლე­ლოს“ არ უჭირს, რომ დის­კომ­ფორ­ტი ფუ­ლით აღ­მო­ე­ფხვრა“, - ამის შე­სა­ხებ “გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შეც­ვლილ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ წა­რად­გი­ნოს.

იაგო ხვი­ჩია არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პრე­ზი­დენტს ფული “ლე­ლომ“ გა­და­უ­ხა­და, რად­გან ბო­ლოს ის სწო­რედ ამ პარ­ტი­ას შეხ­ვდა.

“ან “მი­ა­კა­ჩა­ვეს“ და უკან და­ა­ხე­ვი­ნეს, ან ფული გა­და­უ­ხა­დეს. “ლე­ლოს“ არ უჭირს, რომ დის­კომ­ფორ­ტი ფუ­ლით აღ­მო­ე­ფხვრათ. პრე­ზი­დენ­ტი აპი­რებ­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ [პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტის] და­სა­ხე­ლე­ბას და მი­ჭირს იმის და­ჯე­რე­ბა, რომ უფა­სოდ გა­და­ე­ფიქ­რე­ბი­ნა. ოპო­ზი­ცი­ა­ში ყვე­ლა ოც­ნე­ბობს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბა­ზე და პრე­ზი­დენტს ვი­ღა­ცა მეც­ნი­ე­რი, ფი­ზი­კო­სი, ან ბი­ო­ლო­გი რომ და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, ხომ დარ­ჩე­ბო­და ამ­დე­ნი ხალ­ხი გა­ღი­მე­ბუ­ლი. ეს არა­ვის უნ­დო­და. მე არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ისე და­არ­წმუ­ნეს, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან “ლე­ლოს“ ბევ­რი ფული აქვს, მე მგო­ნია, რომ ესეც შე­იძ­ლე­ბო­და ჩარ­თუ­ლი­ყო საქ­მე­ში.

პრე­ზი­დენ­ტი ბო­ლოს “ლე­ლოს“ შეხ­ვდა და გა­და­ი­ფიქ­რა. “ლე­ლოს“ როცა შეხ­ვდე­ბი და რა­მეს გა­და­ი­ფიქ­რებ, იქ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე ფულ­ზე არ ვი­ფიქ­რო და “ლე­ლოს“ სი­ტყვის და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა­ზე წა­ვი­დეს მხო­ლოდ ჩემი მო­საზ­რე­ბა?!,“ - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

  • ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ წა­რად­გენს, რად­გან “ან­გა­რიშს უწევს ოთხ პარ­ტი­ას“, რო­მელ­თაც “ქარ­თულ ქარ­ტი­ას“ მო­წე­რეს ხელი.

პრე­ზი­დენ­ტი ფიქ­რობს, რომ ნე­იტ­რა­ლუ­რი პრე­მი­ე­რი, რო­მე­ლიც არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, იმ გა­გე­ბით, რომ არ არის “პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი“, გა­უ­ად­ვი­ლებს პარ­ტი­ებს შე­ჯერ­დნენ.

ავტორი:

“პრეზიდენტი ან “მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს“ - იაგო ხვიჩია ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც პრემიერობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს

“პრეზიდენტი ან “მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს“ - იაგო ხვიჩია ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც პრემიერობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს

“პრეზიდენტი ან “მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს - “ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა“, - ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ გადაწყვეტილებას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნების შემდეგ წარადგინოს.

იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს ფული “ლელომ“ გადაუხადა, რადგან ბოლოს ის სწორედ ამ პარტიას შეხვდა.

“ან “მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს. “ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრათ. პრეზიდენტი აპირებდა წინასაარჩევნოდ [პრემიერ-მინისტრის კანდიდატის] დასახელებას და მიჭირს იმის დაჯერება, რომ უფასოდ გადაეფიქრებინა. ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერ-მინისტრობაზე და პრეზიდენტს ვიღაცა მეცნიერი, ფიზიკოსი, ან ბიოლოგი რომ დაესახელებინა, ხომ დარჩებოდა ამდენი ხალხი გაღიმებული. ეს არავის უნდოდა. მე არ ვიცი, შეიძლება ისე დაარწმუნეს, მაგრამ ვინაიდან “ლელოს“ ბევრი ფული აქვს, მე მგონია, რომ ესეც შეიძლებოდა ჩართულიყო საქმეში.

პრეზიდენტი ბოლოს “ლელოს“ შეხვდა და გადაიფიქრა. “ლელოს“ როცა შეხვდები და რამეს გადაიფიქრებ, იქ როგორ შეიძლება მე ფულზე არ ვიფიქრო და “ლელოს“ სიტყვის დამაჯერებლობაზე წავიდეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება?!,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

  • ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს, რადგან “ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას“, რომელთაც “ქართულ ქარტიას“ მოწერეს ხელი.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის “პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული“, გაუადვილებს პარტიებს შეჯერდნენ.