საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახარიასთვის ეპითეტი "გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა - იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა..." - ირაკლი კობახიძე
"გახარიასთვის ეპითეტი "გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა - იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა..." - ირაკლი კობახიძე

"გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თვის ეპი­თე­ტი "გა­რე­წა­რიც“ კი ძა­ლი­ან რბი­ლი შე­ფა­სე­ბაა - ის გარე და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლებს ჩა­დი­ო­და", - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი, გი­ორ­გი გა­ხა­რია ერ­თმა­ნეთს შეგ­ნე­ბუ­ლად უპი­რის­პი­რებ­და სა­ხელ­მწი­ფოს და ადა­მი­ა­ნებს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და ახალ­გაზ­რდებს.

"პრინ­ციპ­ში, ხე­ლის გულ­ზე დევს მისი ძი­რი­თა­დი და­ნა­შა­უ­ლე­ბი. კი­დევ ერთხელ შე­მიძ­ლია ჩა­მოვ­თვა­ლო რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი და­ნა­შა­უ­ლი, რაც მან ჩა­ი­დი­ნა. ეს იყო მეს­ტი­ის სპე­ცო­პე­რა­ცია, სა­დაც მის მიერ და­გეგ­მი­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გამო, რე­ა­ლუ­რად, შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი და­ტო­ვა სპეც­რაზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჩვე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. მე­ო­რე იყო პან­კი­სი, სა­დაც მოხ­და ზუს­ტად იგი­ვე. მე­სა­მე იყო ბა­სი­ა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცია. გახ­სოვთ, რო­გორ წა­რი­მარ­თა ეს მოვ­ლე­ნე­ბი. გა­ხა­რია შეგ­ნე­ბუ­ლად უპი­რის­პი­რებ­და ერ­თმა­ნეთს სა­ხელ­მწი­ფოს და ადა­მი­ა­ნებს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და ახალ­გაზ­რდებს. ამას აკე­თებ­და ის სპე­ცი­ა­ლუ­რად, შეგ­ნე­ბუ­ლად, გარე და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. რაც მან 20 ივ­ნისს გა­ა­კე­თა, რო­დე­საც წყლის ჭავ­ლი და გაზი არ გა­მო­ი­ყე­ნა და მი­იყ­ვა­ნა საქ­მე იქამ­დე, სა­დამ­დეც მი­იყ­ვა­ნა, არის მისი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი. მისი და­ნა­შა­უ­ლი იყო ასე­ვე ჩორ­ჩა­ნა. თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ში, ის ცდი­ლობ­და გარე და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი, და­ე­პი­რის­პი­რე­ბი­ნა ერ­თმა­ნე­თის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი, ზო­გა­დად, სა­ხელ­მწი­ფო და ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს არის უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც გა­ხა­რია ჩა­დი­ო­და სწო­რედ და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. აქე­დან გა­მო­მი­დი­ნა­რე მის­თვის ეპი­თე­ტი "გა­რე­წა­რიც“ კი არის ძა­ლი­ან რბი­ლი შე­ფა­სე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

  • გარ­და ამი­სა, პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "გავ­რი­ლო­ვის ღა­მის“ შემ­დეგ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი გა­და­წყდა, თუმ­ცა ამას "რა­ღაც ამ­ბებ­მა“ ხელი შე­უ­შა­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად "და­წი­ნა­ურ­და“.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნას ორ­მა­გად სა­სარ­გებ­ლო იყო ქვეყ­ნის­თვის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“.

"გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ჩვენ არ გვქონ­და გა­ხა­რი­ას გა­და­ყე­ნე­ბის რე­სურ­სი. მე მახ­სოვს იყო რა­ღაც მო­მენ­ტი, როცა გა­და­წყდა მისი გა­და­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა აქ გარ­კვე­უ­ლი, ასე ვთქვათ, ამ­ბე­ბი მოხ­და, რა­მაც ხელი შე­უ­შა­ლა მის გა­და­ყე­ნე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან. ამის შემ­დეგ ის და­წი­ნა­ურ­და კი­დეც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად, რაც ორ­მა­გად სა­სარ­გებ­ლო იყო პრინ­ციპ­ში ჩვე­ნი გუნ­დის­თვის და ქვეყ­ნის­თვის. პირ­ველ ის სარ­გე­ბე­ლი იყო, რომ ის მო­შორ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­დაც მას ყვე­ლა­ზე მეტი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა შე­ეძ­ლო უშუ­ა­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ. მე­ო­რე სარ­გე­ბე­ლი რა იყო, ამა­ზე დღეს არ გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ ეს იყო ორ­მხრი­ვად სა­სარ­გებ­ლო. რე­ა­ლუ­რად, არ და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და ისე, რო­გორც ამას მო­ი­თხოვ­და ლო­გი­კა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი. მას შემ­დეგ რაც გა­ხა­რი­ამ უარი თქვა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა­ზე, კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე, მან და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა. ეს იყო ლო­გი­კუ­რი და­სას­რუ­ლი იმ პრო­ცე­სე­ბი­სა, რაც იმ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას "გა­რე­წა­რი“ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მაც უწო­და. რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ნა­რა­ტივს ერთი-ერ­თზე იმე­ო­რე­ბენ და უა­რეს­საც, რის გა­მოც "მკაცრ სას­ჯელს იმ­სა­ხუ­რე­ბენ".

"არას­დროს შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია პო­ლი­ტი­კო­სის­თვის, მაგ­რამ ამ გა­რე­წარ­თან [გი­ორ­გი გა­ხა­რია], ამას­თან რომ დგა­ნან, ამის გვერ­დით, რა თქმა უნდა, მათ გა­სა­მარ­თლე­ბა მო­უ­წევთ,“ - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მა, 2021 წელს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვის­თვის მომ­ზა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან, იცოდ­ნენ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ იო­მებ­და და მმარ­თვე­ლი გუნ­დის ჩა­მოშ­ლა ჰქონ­დათ გან­ზრა­ხუ­ლი, რა­მაც შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გახარიასთვის ეპითეტი "გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა - იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა..." - ირაკლი კობახიძე

"გახარიასთვის ეპითეტი "გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა - იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა..." - ირაკლი კობახიძე

"გიორგი გახარიასთვის ეპითეტი "გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა - ის გარე დავალებების საფუძველზე, უმძიმეს დანაშაულებს ჩადიოდა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • მისივე თქმით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ერთმანეთს შეგნებულად უპირისპირებდა სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცველებს და ახალგაზრდებს.

"პრინციპში, ხელის გულზე დევს მისი ძირითადი დანაშაულები. კიდევ ერთხელ შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე მთავარი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა. ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია, სადაც მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის გამო, რეალურად, შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმის წარმომადგენლები, ჩვენი პოლიციელები. მეორე იყო პანკისი, სადაც მოხდა ზუსტად იგივე. მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია. გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს მოვლენები. გახარია შეგნებულად უპირისპირებდა ერთმანეთს სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცველებს და ახალგაზრდებს. ამას აკეთებდა ის სპეციალურად, შეგნებულად, გარე დავალებების საფუძველზე. რაც მან 20 ივნისს გააკეთა, როდესაც წყლის ჭავლი და გაზი არ გამოიყენა და მიიყვანა საქმე იქამდე, სადამდეც მიიყვანა, არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი უმძიმესი დანაშაული. მისი დანაშაული იყო ასევე ჩორჩანა. თითოეულ შემთხვევაში, ის ცდილობდა გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები, დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის სამართალდამცველები და ახალგაზრდები, ზოგადად, სახელმწიფო და ადამიანები. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც გახარია ჩადიოდა სწორედ დავალებების საფუძველზე. აქედან გამომიდინარე მისთვის ეპითეტი "გარეწარიც“ კი არის ძალიან რბილი შეფასება,“ - განაცხადა კობახიძემ.

  • გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ "გავრილოვის ღამის“ შემდეგ, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენების საკითხი გადაწყდა, თუმცა ამას "რაღაც ამბებმა“ ხელი შეუშალა, მოგვიანებით კი ის პრემიერ-მინისტრად "დაწინაურდა“.

როგორც კობახიძე ამბობს, გახარიას პრემიერად დანიშვნას ორმაგად სასარგებლო იყო ქვეყნისთვის და "ქართული ოცნებისთვის“.

"გარკვეულ ეტაპზე ჩვენ არ გვქონდა გახარიას გადაყენების რესურსი. მე მახსოვს იყო რაღაც მომენტი, როცა გადაწყდა მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული, ასე ვთქვათ, ამბები მოხდა, რამაც ხელი შეუშალა მის გადაყენებას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან. ამის შემდეგ ის დაწინაურდა კიდეც პრემიერ-მინისტრად, რაც ორმაგად სასარგებლო იყო პრინციპში ჩვენი გუნდისთვის და ქვეყნისთვის. პირველ ის სარგებელი იყო, რომ ის მოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც მას ყველაზე მეტი დანაშაულის ჩადენა შეეძლო უშუალოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ. მეორე სარგებელი რა იყო, ამაზე დღეს არ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ეს იყო ორმხრივად სასარგებლო. რეალურად, არ დაწინაურებულა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ამას მოითხოვდა ლოგიკა და სახელმწიფო ინტერესები. მას შემდეგ რაც გახარიამ უარი თქვა მელიას დაკავებაზე, კანონის აღსრულებაზე, მან დატოვა თანამდებობა. ეს იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესებისა, რაც იმ წლების განმავლობაში მოხდა,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას "გარეწარი“ "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც უწოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, "გახარია საქართველოსთვის“ წევრები "ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთზე იმეორებენ და უარესსაც, რის გამოც "მკაცრ სასჯელს იმსახურებენ".

"არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწართან [გიორგი გახარია], ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.მისივე თქმით, გიორგი გახარიას გადადგომა, 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა, ვინაიდან, იცოდნენ, რომ "ქართული ოცნება“ არ იომებდა და მმართველი გუნდის ჩამოშლა ჰქონდათ განზრახული, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.