მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს მშვიდობას" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
"ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს მშვიდობას" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია პო­ლი­ტი­კურ მხა­რედ ვერ წარ­მოჩ­ნდე­ბა, თუმ­ცა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად იქ­ნე­ბა მხარ­დამ­ჭე­რი ისე­თი არ­ჩე­ვა­ნი­სა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­უ­ტანს ხან­გრძლივ მშვი­დო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბას, რომ­ლე­ბიც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

სა­პატ­რი­არ­ქო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს თხოვ­ნით მი­მარ­თავს, „თა­ვი­ანთ გა­მო­ნათ­ქვა­მებ­სა და მო­წო­დე­ბებ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ერ­თო­ბი­სა და სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ენი­ჭე­ბათ“.

„დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გზას გა­დის. ერთი მხრივ, ეროვ­ნუ­ლი და სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და, მე­ო­რე მხრივ, ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან უმ­თავ­რეს მი­ზანს წარ­მო­ად­გენს.

არა­ერ­თხელ გაგ­ვი­ცხა­დე­ბია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, რო­გორც ჩვე­ნი ერი­სა და ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი და მო­ა­მა­გე, პო­ლი­ტი­კურ მხა­რედ ვერ წარ­მოჩ­ნდე­ბა, თუმ­ცა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად იქ­ნე­ბა მხარ­დამ­ჭე­რი ისე­თი არ­ჩე­ვა­ნი­სა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­უ­ტანს ხან­გრძლივ მშვი­დო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბას, რომ­ლე­ბიც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, ვთხოვთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, თა­ვი­ანთ გა­მო­ნათ­ქვა­მებ­სა და მო­წო­დე­ბებ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ერ­თო­ბი­სა და სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ენი­ჭე­ბათ.

აღ­ვავ­ლეთ ლოც­ვებს, რათა უფალ­მა მო­მად­ლოს ჩვენს ერს წყა­ლო­ბა და მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვი­სა­მებრ, მშვი­დო­ბის საკ­ვრე­ლით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სუ­ლის ერ­თო­ბა“,- ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს მშვიდობას" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

"ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს მშვიდობას" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქო სასულიერო პირებს თხოვნით მიმართავს, „თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ“.

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს.

შესაბამისად, არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.

აღვავლეთ ლოცვებს, რათა უფალმა მომადლოს ჩვენს ერს წყალობა და მოციქულის სიტყვისამებრ, მშვიდობის საკვრელით შევინარჩუნოთ სულის ერთობა“,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.