მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გულსატკენია, რომ მიახლოების ნაცვლად, ქვეყანა ევროკავშირს შორდება - გადით და მიეცით ხმა თქვენი შვილების მომავლისთვის“ - პაველ ჰერჩინსკი
“გულსატკენია, რომ მიახლოების ნაცვლად, ქვეყანა ევროკავშირს შორდება - გადით და მიეცით ხმა თქვენი შვილების მომავლისთვის“ - პაველ ჰერჩინსკი

“ჩემ­თვის, რო­გორ ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის­თვის, ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნია და სამ­წუ­ხა­როა იმის ხილ­ვა, რომ სხვა ქვეყ­ნე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის კუ­თხით წინ მი­ი­წე­ვენ და სა­ქარ­თვე­ლო, მი­ახ­ლო­ე­ბის ნაც­ვლად, ევ­რო­კავ­შირს შორ­დე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის კარი ქარ­თვე­ლებ­მა უნდა გა­ა­ღონ და ამას მათ ნაც­ვლად ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებს.

“რო­გორც იცით, სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმ­ზეა, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებ­მა გარ­კვე­ვით გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გი. ჩემ­თვის, რო­გორ ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის­თვის ეს ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნია და სამ­წუ­ხა­როა იმის ხილ­ვა, რომ სხვა ქვეყ­ნე­ბი წინ მი­ი­წე­ვენ ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის კუ­თხით და სა­ქარ­თვე­ლო, მი­ახ­ლო­ე­ბის ნაც­ვლად, ევ­რო­კავ­შირს შორ­დე­ბა. ნა­ხეთ, რა მოხ­და მოლ­დო­ვა­ში. ხალ­ხმა ხმა მის­ცა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე ჩა­ტა­რე­ბულ რე­ფე­რენ­დუმ­ში, მაგ­რამ ყვე­ლა ხმა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. აქ­ტი­უ­რო­ბა იყო ძა­ლი­ან და­ბა­ლი, ასე რომ, გა­დით და მი­ე­ცით ხმა, მი­ე­ცით ხმა თქვე­ნი მო­მავ­ლის­თვის და თქვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის­თვის.

ევ­რო­კავ­ში­რი არის წარ­მა­ტე­ბის უზარ­მა­ზა­რი ის­ტო­რია, ეს არის მშვი­დო­ბის პრო­ექ­ტი, ეს არის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რან­ტია, ეს არის ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტია, არა რამ­დე­ნი­მე მდიდ­რის ცხოვ­რე­ბის. ეს არ არის რამ­დე­ნი­მე მდიდ­რის მდიდ­რუ­ლი ლი­მუ­ზი­ნი, ეს არის ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლას­თვის. მაგ­რამ ეს თქვენს ხელ­შია. ევ­რო­კავ­შირ­მა ხმა­მაღ­ლა და გარ­კვე­ვით გა­ნა­ცხა­და, რომ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კარი გაგ­ვე­ღო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, გე­ლო­დე­ბით, მაგ­რამ ეს კარი თქვენ უნდა გა­ი­ა­როთ, ამას თქვენს ნაც­ვლად ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებს. ეს არის თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

  • მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო და სა­სა­მარ­თლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან სუს­ტი და არა­ე­ფექ­ტუ­რია.

“სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის მძლავ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან მიბ­მუ­ლი 9 ნა­ბი­ჯი­დან ერთ-ერ­თია, სა­ქარ­თვე­ლო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო და სა­სა­მარ­თლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან სუს­ტი და არა­ე­ფექ­ტუ­რია“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, “სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი­სა“ და “CRRC-სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ დღეს გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე.

“უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მოგ­ვა­რე­ბა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რათა სა­ქარ­თვე­ლომ გა­აგ­რძე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა. მი­უ­ხე­და­ვად წარ­სულ­ში ამ კუ­თხით უკვე გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი­სა, ან­გა­რი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს აქ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო და სა­სა­მარ­თლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან სუს­ტი და არა­ე­ფექ­ტუ­რია“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“გულსატკენია, რომ მიახლოების ნაცვლად, ქვეყანა ევროკავშირს შორდება - გადით და მიეცით ხმა თქვენი შვილების მომავლისთვის“ - პაველ ჰერჩინსკი

“გულსატკენია, რომ მიახლოების ნაცვლად, ქვეყანა ევროკავშირს შორდება - გადით და მიეცით ხმა თქვენი შვილების მომავლისთვის“ - პაველ ჰერჩინსკი

“ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის, ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით წინ მიიწევენ და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კარი ქართველებმა უნდა გააღონ და ამას მათ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს.

“როგორც იცით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირის ლიდერებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგი. ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის ეს ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში, მაგრამ ყველა ხმა მნიშვნელოვანია. აქტიურობა იყო ძალიან დაბალი, ასე რომ, გადით და მიეცით ხმა, მიეცით ხმა თქვენი მომავლისთვის და თქვენი შვილების მომავლისთვის.

ევროკავშირი არის წარმატების უზარმაზარი ისტორია, ეს არის მშვიდობის პროექტი, ეს არის განვითარების გარანტია, ეს არის ღირსეული ცხოვრების გარანტია, არა რამდენიმე მდიდრის ცხოვრების. ეს არ არის რამდენიმე მდიდრის მდიდრული ლიმუზინი, ეს არის ღირსეული ცხოვრება ყველასთვის. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ევროკავშირმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, კარი გაგვეღო საქართველოსთვის, გელოდებით, მაგრამ ეს კარი თქვენ უნდა გაიაროთ, ამას თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. ეს არის თქვენი არჩევანი“, - აღნიშნა ელჩმა.

  • მისი თქმით, საქართველოში უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო და სასამართლო ზედამხედველობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და არაეფექტურია.

“საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მძლავრი ზედამხედველობის მექანიზმი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან მიბმული 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია, საქართველოში უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო და სასამართლო ზედამხედველობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და არაეფექტურია“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, “სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და “CRRC-საქართველოს“ მიერ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე.

“უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის მოგვარება და გაუმჯობესება აუცილებელი იქნება, რათა საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა. მიუხედავად წარსულში ამ კუთხით უკვე გატარებული რეფორმებისა, ანგარიშები, რომლებიც დღეს აქ იქნება წარმოდგენილი, სამწუხაროდ, სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო და სასამართლო ზედამხედველობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და არაეფექტურია“, - აღნიშნა ელჩმა.