მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს“ - ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი
“26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს“ - ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი

“26 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ხალ­ხის ნება გა­ი­მარ­ჯვებს“, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნი და ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ჯო უილ­სო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე პუ­ტი­ნი ქვეყ­ნის ნა­წი­ლის უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცი­ას ახ­დენს, მოლ­დო­ვის მო­მავ­ლის მო­სა­პა­რად სის­ხლი­ან ფულ­სა და ბან­დი­ტებს გზავ­ნის, მა­მაც­მა მოლ­დო­ვე­ლებ­მა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და კე­თილ­დღე­ო­ბა აირ­ჩი­ეს. 26 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ხალ­ხის ნება გა­ი­მარ­ჯვებს“, - წერს ჯო უილ­სო­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, მოლ­დო­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხმე­ბის 100%-ის დათ­ვლის შემ­დეგ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მაია სან­დუმ ხმე­ბის 42,25% მი­ი­ღო, ხოლო ალექ­სან­დრე სტო­ი­ა­ნოგ­ლომ 25,98%. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 3 ნო­ემ­ბერს, მოლ­დო­ვის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან. ასე­ვე, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ რე­ფე­რენ­დუ­მის ოქ­მე­ბის 100%-ის და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მიზ­ნით კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას მხა­რი რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის 50,39%-მა და­უ­ჭი­რა.

ავტორი:

“26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს“ - ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი

“26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს“ - ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი

“26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს“, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

“მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დამნაშავე პუტინი ქვეყნის ნაწილის უკანონო ოკუპაციას ახდენს, მოლდოვის მომავლის მოსაპარად სისხლიან ფულსა და ბანდიტებს გზავნის, მამაცმა მოლდოველებმა სუვერენიტეტი და კეთილდღეობა აირჩიეს. 26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს“, - წერს ჯო უილსონი.

შეგახსენებთ, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42,25% მიიღო, ხოლო ალექსანდრე სტოიანოგლომ 25,98%. აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, 3 ნოემბერს, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 100%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,39%-მა დაუჭირა.