მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანები, რომლებიც შინ ჯდომისთვის იყვნენ განწირულები, ამ სივრცეში წარმატებული გოგო-ბიჭები არიან" - "აზდაკის ბაღი" - დასი, რომლის ყველა სპექტაკლი დიდი სასწაულია
"ადამიანები, რომლებიც შინ ჯდომისთვის იყვნენ განწირულები, ამ სივრცეში წარმატებული გოგო-ბიჭები არიან" - "აზდაკის ბაღი" -  დასი, რომლის ყველა სპექტაკლი დიდი სასწაულია

"ეს ჩვე­ნი ოჯა­ხია, აქ ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. თე­ატ­რის შე­ნე­ბა რომ და­ვი­წყე, მეც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. მას მერე 9 წელი გა­ვი­და... ჩემი ცხოვ­რე­ბა ეს თე­ატ­რია, ის სი­ა­მოვ­ნე­ბა, რაც მსა­ხი­ო­ბო­ბით დიდ სცე­ნა­ზე უნდა მი­მე­ღო, აქ ერთ წამი არ დამ­კლე­ბია... როცა მინ­და, ვთა­მა­შობ კი­დეც და ამ პრო­ფე­სი­ულ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას ვიკ­მა­ყო­ფი­ლებ", - გვე­უბ­ნე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი თე­ატ­რის "აზ­და­კის ბა­ღის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, რე­ჟი­სო­რი ბაჩო გაბ­რუ­აშ­ვი­ლი.

მან შეძ­ლო ის, რაც დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას და მხარ­და­ჭე­რას იმ­სა­ხუ­რებს, ბა­ჩომ დიდი შრო­მით, წვა­ლე­ბით სა­ო­ცა­რი თე­ატ­რი შექ­მნა. ამის­თვის რა გზა გა­ი­ა­რა, რო­გო­რი შე­დე­გე­ბი აქვს და ვინ არი­ან მისი მსა­ხი­ო­ბე­ბი? - ამა­ზე ambebi.ge-ს თა­ვად ესა­უბ­რე­ბა.

- პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ვარ. მერე რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის მო­სინ­ჯვა და­ვი­წყე - თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დია ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე, რათა იმ დრო­ის­თვის თავი მერ­ჩი­ნა. 24 წლის ვი­ყა­ვი, ცო­ლიც ახა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი მყავ­და, მსა­ხი­ო­ბის ჰო­ნო­რა­რი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა იყო... სკო­ლე­ბი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბი ავიყ­ვა­ნე, ბავ­შვთა ფე­დე­რა­ცი­ა­ში გვქონ­და დარ­ბა­ზი. იმა­ვე შე­ნო­ბა­ში იყო დღის ცენ­ტრი, სა­დაც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რდე­ბი მი­დი­ოდ­ნენ, სხვა­დას­ხვა თე­რა­პი­ას გა­დი­ოდ­ნენ, სა­ღა­მოს კი შინ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მათ ვხე­დავ­დი, მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა­ზე მა­შინ არ მი­ფიქ­რია.

მერე ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა და­მი­რე­კა, რეკ­ლა­მა წა­ვი­კი­თხე და თქვენ­თან შვი­ლის მოყ­ვა­ნა მინ­დაო. მობ­რძან­დით-მეთ­ქი. მო­მიყ­ვა­ნა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე, ხუ­ჭუა ბიჭი, დღეს უკვე ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი გიგო ში­უ­კაშ­ვი­ლი. ვუ­თხა­რი, - კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ასეთ ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია, არ ვიცი, რო­გორ შევ­ძლებ, თუმ­ცა უარს არ გე­უბ­ნე­ბით-მეთ­ქი. - ვცა­დო­თო და ასე და­ვი­წყეთ.

ისე მოხ­და, რომ გი­გოს­თან რამ­დე­ნი­მე წელი ვი­მუ­შა­ვე. ჩვენს სხვა­დას­ხვა სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ყვე­ლა­ფერს ალღო აუღო, ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, მოს­წონ­და ჩვენ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა და კარ­გად წა­მოგ­ვყვა. გი­გოს დღის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი რომ ხე­დავ­და, მი­თხრა, - იქ­ნებ რამე სა­ა­ხალ­წლო ზე­ი­მი ჩვენც დაგ­ვიდ­გაო. ვცა­დოთ-მეთ­ქი. არც იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და, ამი­ტომ ჯგუფ­თან რომ შე­ვე­დი, თავი მარ­ტოდ ვიგ­რძე­ნი, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს შე­მო­ვუ­ძა­ხე, რა­ღაც უნდა გა­ვა­კე­თო-მეთ­ქი.

- თა­ვი­დან ალ­ბათ მათი გაც­ნო­ბა და­ი­წყეთ...

- კი, თი­თო­ე­ულს ნელ-ნელა ვიც­ნობ­დი და თით­ქოს ასე პერ­სო­ნა­ლუ­რად ინ­დი­ვი­დებს ვსწავ­ლობ­დი. სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა თი­თო­ე­უ­ლი. ვხვდე­ბო­დი, რომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მხიბ­ლავ­და და იმ ყვე­ლა­ფერ­მა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რა­ღა­ცე­ბი და­მაძ­ლე­ვი­ნა. პირ­ველ ჯერ­ზე სა­ა­ხალ­წლო სპექ­ტაკ­ლი ვი­თა­მა­შეთ, რო­მე­ლიც ჩემი და­წე­რი­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი ზღა­პა­რი იყო. ამას სხვა სპექ­ტაკ­ლე­ბი მოჰ­ყვა... მერე მახ­სოვს, არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი - ერ­თგვა­რი გზა­გა­სა­ყა­რი იყო. ვფიქ­რობ­დი, მგო­ნი, თე­ატ­რი­დან ამ თემ­ში ვბარ­გდე­ბი-მეთ­ქი. თე­ატ­რის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა არ მინ­დო­და.

- სა­ბო­ლო­ოდ ეს რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ?

- ერთხელ დღის ცენ­ტრში, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ერ­თმა აუ­ტის­ტმა ბიჭ­მა სა­ოც­რად ითა­მა­შა და დავ­ფიქ­რდი, პრო­ფე­სი­უ­ლად ამას შევ­ძლებ­დი თუ არა. უცებ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, ამის გვერ­დზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი და მათი სცე­ნა­ზე პარტნი­ო­რო­ბა... ვი­ფიქ­რე, თუ სა­ჭი­რო გახ­და, მე­გო­ბარ მსა­ხი­ო­ბებს და­ვიხ­მარ-მეთ­ქი...

მიც­კე­ვიჩ­ზე, ავ­ტო­ფა­რეხ­ში თე­ატ­რი 40 კვად­რა­ტულ მეტრში გავ­ხსე­ნით. ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, მაგ­რამ არა­ფე­რი აკ­ლდა, არც ფარ­და და არც კუ­ლი­სე­ბი. ვხუმ­რობ­დი, ისე­თი პა­ტა­რა სივ­რცეა, თი­თოს თითო კვად­რა­ტი გვაქვს-თქო... ჩემი ძვე­ლი წრი­დან ბავ­შვე­ბი გა­ი­ზარ­დნენ, ზოგ­მა "თე­ატ­რა­ლურ­შიც“ ჩა­ა­ბა­რა და ვინც ჯერ კი­დევ პა­ტა­რა იყო, ახალ თე­ატრს შე­მო­უ­ერ­თდა. ასე მოხ­და ინ­ტეგ­რა­ცია.

სამი სპექ­ტაკ­ლი დავ­დგით. ერთ-ერთ სპექ­ტაკლზე, იმ­ხა­ნად პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა გვეს­ტუმ­რა. ქალ­ბა­ტონ­მა მა­კამ რომ გვნა­ხა, გა­და­ი­რია და პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ერთი წლით უზ­ნა­ძე­ზე 250 მეტ­რი ფარ­თი გვი­ქი­რა­ვეს.

სცე­ნა მო­ვა­წყვეთ, 80 სკა­მი შე­ვი­ძი­ნეთ, ფარ­დე­ბი გა­მოვ­ჭე­რით, გა­ნა­თე­ბა გავ­მარ­თეთ. გა­და­სა­რე­ვი თე­ატ­რი გა­მო­ვი­და... კარ­გად ვი­ყა­ვით, სა­რე­პე­ტი­ცი­ოც გვქონ­და, დარ­ბა­ზიც და რა­ღაც ეტაპ­ზე იმ ფარ­თის ქი­რას ჩვენც ვიხ­დი­დით. აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით, გვყავ­და მა­ყუ­რებ­ლე­ბი. მერე პარ­ლა­მენ­ტში და­მი­ბა­რეს, რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი შემ­ხვდა, მი­თხრეს, ოღონდ, მო­გე­წო­ნოს, დაგ­ვთან­ხმდე და ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის ერთ ფლი­გელს გა­მო­გი­ყოფთ, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზე მორ­გე­ბულ სივ­რცედ აქ­ციე, თე­ატ­რი ამუ­შავ­დე­ბა, ხელ­ფა­სიც გექ­ნე­ბათ და ბი­უ­ჯე­ტი­ცო. დავ­თან­ხმდი. შემ­დეგ სამ­ჯერ და­უ­რე­კე, - ჩემი ხე­ლით აშე­ნე­ბულ-მო­წყო­ბი­ლი სივ­რცე, სა­დაც ახლა ვართ, და­ვან­გრიო, მარ­თლა გა­დავ­დი­ვართ იქი­დან-მეთ­ქი? კიო, - მი­თხრეს. 27 მარტს უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვით, ახა­ლი ად­გი­ლი რომ მე­ნა­ხა და მა­ნამ­დე ჩემი ხე­ლით აშე­ნე­ბუ­ლი თე­ატ­რის სივ­რცე და­მან­გრე­ვი­ნეს. ბო­ლოს მი­თხრეს, - ეგ საქ­მე არ გა­მო­ვი­დაო. ამა­სო­ბა­ში ის შე­ნო­ბა, სა­დაც ვი­ყა­ვით, გა­ქი­რავ­და. მერე მის გვერ­დით რა­ღაც ფარ­თი გა­მო­ი­ძებ­ნა, ახლა ის გა­ვა­სუფ­თა­ვე, იქი­დან რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა ნა­გა­ვი გა­ვი­ტა­ნე და სა­მუ­შა­ოდ ისევ მო­ვა­წყვე, სა­დაც ერთი წელი ვი­ყა­ვით. პა­რა­ლე­ლუ­რად შე­სა­ფე­რის ად­გილს მა­ინც ვე­ძებ­დით, სა­ბო­ლო­ოდ 4 წლის წინ ხო­რა­ვას სახ­ლში გოგი გე­გეჭ­კორ­თან მი­ვე­დი, კვრა­ში 3 დღე სა­რე­პე­ტი­ციო დაგ­ვით­მო, მერე დარ­ბა­ზიც...

- დღეს თქვე­ნი თე­ატ­რი "აზ­და­კის ბაღი“ შშმ პი­რე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი?

- ჩვე­ნი თე­ატ­რი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია მენ­ტა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვით ადა­მი­ა­ნე­ბით, - ჩვენ­თან არი­ან და­უ­ნის სინ­დრო­მი მქო­ნე, აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის, გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნის მქო­ნე ახალ­გაზ­რდე­ბი. ფი­ზი­კუ­რი შე­ზღუდ­ვის მქო­ნე არ გვყავს, თუმ­ცა არ ვამ­ბობ, რომ მათ არ ავიყ­ვან... უბ­რა­ლოდ თა­ვი­დან რად­გან მენ­ტა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­თან მო­მი­წია ურ­თი­ერ­თო­ბამ, მაგ კუ­თხით უფრო მივ­დი­ვართ. ჩვენ­თან ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რიც არ არის. არი­ან 18-დან, არის 38 წლი­საც და მე­ტიც. ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მქო­ნე მსა­ხი­ო­ბე­ბი მოწ­ვე­ვით გვყავს ხოლ­მე. გა­აჩ­ნია სპექ­ტაკლს და მას­შტაბს.

- და­ფი­ნან­სე­ბა გაქვთ?

- გრან­ტი­დან გრან­ტამ­დე ვართ, წე­ლი­წად­ში ერთხელ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გვწყა­ლობ­და ხოლ­მე, ბოლო 1-2 წე­ლია, ესეც მო­ი­კოჭ­ლებს. სა­მი­ნის­ტროს აქვს გრან­ტი, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბას აფი­ნან­სებს. ეს ერთ სპექ­ტაკლზე ან გვყოფ­ნის, ან - არა. არა­და, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არა­ვის­ზე ნაკ­ლებს არ შრო­მო­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, ღირ­სე­უ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი უნდა ჰქონ­დეთ.

- რო­გორც ვხდე­ბი, თე­ატ­რის რეკ­ვი­ზი­ტო­რი, კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი, რე­ჟი­სო­რი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მსა­ხი­ო­ბიც თქვენ ხართ...

- აი, ჯა­დო­ქა­რი ხარ, აგაყ­ვა­ვებ­თო - ასე­თი ფრა­ზე­ბით მო­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და მა­ლე­ვე ქრე­ბოდ­ნენ... ბოლო წე­ლია, მე­რია გა­აქ­ტი­ურ­და, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი შეგ­ვი­ძი­ნეს, რი­თაც გას­ტროლ­ზე დავ­დი­ვართ სკო­ლებ­ში, როცა პა­ტარ-პა­ტა­რა პრო­ექ­ტებს ვა­კე­თებთ. ბა­ღე­ბის­თვი­საც 3-4-კა­ცი­ა­ნი სპექ­ტაკ­ლებს შევ­ქმნით, გვინ­და, რომ ასე რა­ღაც­ნა­ი­რად თა­ვიც ვარ­ჩი­ნოთ და ცნო­ბი­ე­რე­ბაც გავ­ზარ­დოთ.

- დღეს უკვე ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნავთ. რო­გორ გა­მოგ­დით მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა - მათი სცე­ნის­თვის გახ­სნა რო­გორ ხდე­ბა?

- ბა­ნა­ლუ­რი ვიქ­ნე­ბი და ვი­ტყვი, მთა­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლია - სიყ­ვა­რუ­ლი საქ­მი­სა და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. მეტ­წი­ლად კი მათ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბამ გამ­ზარ­და და მათ­თან­ვე მუ­შა­ო­ბა მას­წავ­ლა. მივხდი, რომ თი­თო­ე­ულს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა მივ­დგო­მო­დი და ესა თუ ის საქ­მე თი­თო­ე­უ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ე­კე­თე­ბი­ნა ისე, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თვის მისი პერ­სო­ნა­ჟის მოქ­მე­დე­ბა აღ­ქმა­დი ყო­ფი­ლი­ყო.

- თქვე­ნი მო­რი­გი სპექ­ტაკ­ლით (ნო­დარ დუმ­ბა­ძის "ჰე­ლა­დოს“) სა­ო­ცარ სამ­ყა­რო­ში შე­მა­ხე­დეთ... თე­ატ­რი ხომ თა­ვის­თა­ვად ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­როა, მაგ­რამ რა­საც თქვენ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან აკე­თებთ, ეს კი­დევ სხვა სამ­ყა­როა... ტექ­სტის სწავ­ლა, რო­ლის ათ­ვი­სე­ბა მათ­თვის დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს?

00:00 / 00:00

- არ არის ად­ვი­ლი, მაგ­რამ გა­ვი­მე­ო­რებ, მთა­ვა­რია სიყ­ვა­რუ­ლი და კი­დევ შე­დე­გი­დან მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა. როცა რთუ­ლი ამ­ბი­დან იღებ შე­დეგს, უფრო ამა­ყად ხარ. არ ვიცი, ეს რო­გორ ხდე­ბა, მაგ­რამ ასეა.

მენ­ტა­ლურ შე­ზღუდ­ვას ძი­რი­თა­დად ის აქვს, რომ ადა­მი­ა­ნებს აღ­ქმა უჭირთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­ტე­რი­ის აღ­ქმი­სა და გა­გე­ბის უნა­რი. ესა თუ ის მა­ტე­რია იმად რომ მი­ვი­ღოთ, რაც სი­ნამ­დვი­ლე­შია, ესა თუ ის გა­რე­მო­ე­ბა უნდა აღ­ვიქ­ვათ... თა­ვი­დან უჭირთ, მაგ­რამ როცა მას მი­ი­ღე­ბენ, ხვდე­ბი­ან, რას აკე­თე­ბენ და ის აღა­რა­სო­დეს ავი­წყდე­ბათ.

პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი ნო­დარ დუმ­ბა­ძის "ბო­შე­ბი“ იყო. 9 წლის მერე, დღეს რომ ვუ­თხრა, მოდი, "ბო­შე­ბი“ ვი­თა­მა­შოთ-თქო, ზუს­ტად იმ ტემპში, იმ ხა­ზით ითა­მა­შე­ბენ - ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვთ. ეს ემო­ცი­უ­რი მახ­სოვ­რო­ბაა.

- ე.ი. ბევ­რი ახ­სნით იმ­დე­ნად კარ­გად იგე­ბენ, რომ ის აღარ ავი­წყდე­ბათ...

- კი... პი­რა­დად მე იმ წუ­თას შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გე, აღ­ქმუ­ლიც მქონ­და, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გო­ნე­ბი­დან მე­ფან­ტე­ბა, მათ - არა. სას­წა­უ­ლი­ვი­თაა...

მერე მათ­თვის თე­რა­პია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დრამ-თე­რა­პია სა­სი­ა­მოვ­ნოდ და და­დე­ბი­თად მუ­შა­ობს, ასე­ვე რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, გა­მოც­ნო­ბა­ნა თუ შე­ჯიბ­რი - თე­ატ­რა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი... ამ კუ­თხით ეტა­პობ­რი­ვად ტრე­ნინ­გე­ბი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი და სწავ­ლა და­ვი­წყე. ასე რომ, დრამ-თე­რა­პია თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზია. ასე რომ, მათ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი მრა­ვალ­მხრივ სა­სარ­გებ­ლოა: არის თე­რა­პია, ად­გი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში და სამ­სა­ხუ­რია. მო­ტი­ვა­ცი­ის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ არ უნდა და­ნებ­დნენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი აცხოვ­რებთ ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა შინ ჯდო­მის­თვის ყო­ფი­ლიყ­ვნენ გან­წი­რუ­ლე­ბი. ამ სივ­რცე­ში კი არი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ყო­ჩა­ღი გოგო-ბი­ჭე­ბი.

- რო­გორც ვიცი, შვე­დეთ­ში იქა­უ­რი მო­დე­ლის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად იყა­ვით...

- შვე­დეთ­ში იმის­თვის წა­ვე­დით, რომ იქა­უ­რი მო­დე­ლი შეგ­ვეს­წავ­ლა. მე ძი­რი­თა­დად ხე­ლოვ­ნე­ბის კუ­თხით გახ­ლდით და და­ნარ­ჩე­ნე­ბი - უფრო ფსი­ქო­ლო­გე­ბი იყ­ვნენ. ბევ­რი შეხ­ვედ­რა გვქონ­და. სტოკ­ჰოლმთან ახ­ლოს ერთი ჩვენ­ნა­ი­რი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი თე­ატ­რია. მსა­ხი­ო­ბე­ბი ნიუ-იორ­კის ფე­შენ ვიკ­ზე გაჰ­ყავთ, ყვე­ლა იმ თე­ატრს აფი­ნან­სებს, რე­ჟი­სორ­მა სცე­ნა­ზე ნამ­დვი­ლი ბო­ინ­გი რომ მო­ი­თხო­ვოს, ბო­ინ­გი გაჩ­ნდე­ბა. მათ­თან უამ­რა­ვი ასის­ტენ­ტია და­კა­ვე­ბუ­ლი, მოკ­ლედ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­მუ­შაო გა­რე­მო აქვთ. მათი სპექ­ტაკ­ლი რომ ვნა­ხეთ, ვი­საც უნდა ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ში ჩა­მით­ვა­ლოს, სად ჩავმძვრა­ლი­ყა­ვი, მარ­თლა არ ვი­ცო­დი. ვფიქ­რობ­დი, ჩემი სპექ­ტაკ­ლი და ჩემი ბავ­შვე­ბი ამ ხალ­ხმა რომ ნა­ხოს, გა­და­ი­რე­ვი­ან-მეთ­ქი. მჯე­რა, ეს დღეც დად­გე­ბა, გა­ვალთ უცხო­ეთ­შიც, ამას ოდეს­ღაც მო­ვა­ხერ­ხებთ, რად­გან ჩვე­ნი დასი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

წარმატებები!

ანა
0

ძალიან კეთილშიბილური საქმეა და მეტი მხარდამჭერი სჭირდება. წელიწადში ერთელ რომ აღნიშნავენ აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომიანთა დღეს, ეს არაა საკმარისი. ამ ბავშვებს აქტიურობა, ურთიერთობა და კონტაქტი უფრო სჭირდებათ. იმედია, ამ კეთილ საქმესაც გამოუჩნდება სპონსორები. ❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ადამიანები, რომლებიც შინ ჯდომისთვის იყვნენ განწირულები, ამ სივრცეში წარმატებული გოგო-ბიჭები არიან" - "აზდაკის ბაღი" - დასი, რომლის ყველა სპექტაკლი დიდი სასწაულია

"ადამიანები, რომლებიც შინ ჯდომისთვის იყვნენ განწირულები, ამ სივრცეში წარმატებული გოგო-ბიჭები არიან" - "აზდაკის ბაღი" -  დასი, რომლის ყველა სპექტაკლი დიდი სასწაულია

"ეს ჩვენი ოჯახია, აქ ერთად გავიზარდეთ. თეატრის შენება რომ დავიწყე, მეც პატარა ვიყავი. მას მერე 9 წელი გავიდა... ჩემი ცხოვრება ეს თეატრია, ის სიამოვნება, რაც მსახიობობით დიდ სცენაზე უნდა მიმეღო, აქ ერთ წამი არ დამკლებია... როცა მინდა, ვთამაშობ კიდეც და ამ პროფესიულ მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებ", - გვეუბნება ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ბაჩო გაბრუაშვილი.

მან შეძლო ის, რაც დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას იმსახურებს, ბაჩომ დიდი შრომით, წვალებით საოცარი თეატრი შექმნა. ამისთვის რა გზა გაიარა, როგორი შედეგები აქვს და ვინ არიან მისი მსახიობები? - ამაზე ambebi.ge-ს თავად ესაუბრება.

- პროფესიით მსახიობი ვარ. მერე რაღაც-რაღაცების მოსინჯვა დავიწყე - თეატრალური სტუდია ჩამოვაყალიბე, რათა იმ დროისთვის თავი მერჩინა. 24 წლის ვიყავი, ცოლიც ახალი მოყვანილი მყავდა, მსახიობის ჰონორარი კი მოგეხსენებათ, რა იყო... სკოლებიდან მოსწავლეები ავიყვანე, ბავშვთა ფედერაციაში გვქონდა დარბაზი. იმავე შენობაში იყო დღის ცენტრი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები მიდიოდნენ, სხვადასხვა თერაპიას გადიოდნენ, საღამოს კი შინ ბრუნდებოდნენ. მათ ვხედავდი, მაგრამ იმ ადამიანებთან მუშაობაზე მაშინ არ მიფიქრია.

მერე ერთმა ქალბატონმა დამირეკა, რეკლამა წავიკითხე და თქვენთან შვილის მოყვანა მინდაო. მობრძანდით-მეთქი. მომიყვანა ძალიან ლამაზი, დაუნის სინდრომის მქონე, ხუჭუა ბიჭი, დღეს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი გიგო შიუკაშვილი. ვუთხარი, - კი ბატონო, მაგრამ ცხოვრებაში ასეთ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება არ მქონია, არ ვიცი, როგორ შევძლებ, თუმცა უარს არ გეუბნებით-მეთქი. - ვცადოთო და ასე დავიწყეთ.

ისე მოხდა, რომ გიგოსთან რამდენიმე წელი ვიმუშავე. ჩვენს სხვადასხვა სპექტაკლში მონაწილეობდა. ყველაფერს ალღო აუღო, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მოსწონდა ჩვენთან ერთად მუშაობა და კარგად წამოგვყვა. გიგოს დღის ცენტრის ხელმძღვანელი რომ ხედავდა, მითხრა, - იქნებ რამე საახალწლო ზეიმი ჩვენც დაგვიდგაო. ვცადოთ-მეთქი. არც იმ ადამიანებთან ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ ჯგუფთან რომ შევედი, თავი მარტოდ ვიგრძენი, მაგრამ საკუთარ თავს შემოვუძახე, რაღაც უნდა გავაკეთო-მეთქი.

- თავიდან ალბათ მათი გაცნობა დაიწყეთ...

- კი, თითოეულს ნელ-ნელა ვიცნობდი და თითქოს ასე პერსონალურად ინდივიდებს ვსწავლობდი. საინტერესო აღმოჩნდა თითოეული. ვხვდებოდი, რომ მათთან ურთიერთობა ძალიან მხიბლავდა და იმ ყველაფერმა ფსიქოლოგიურად რაღაცები დამაძლევინა. პირველ ჯერზე საახალწლო სპექტაკლი ვითამაშეთ, რომელიც ჩემი დაწერილი იუმორისტული ზღაპარი იყო. ამას სხვა სპექტაკლები მოჰყვა... მერე მახსოვს, არჩევანის წინაშე დავდექი - ერთგვარი გზაგასაყარი იყო. ვფიქრობდი, მგონი, თეატრიდან ამ თემში ვბარგდები-მეთქი. თეატრისთვის თავის დანებება არ მინდოდა.

- საბოლოოდ ეს რამ გადაგაწყვეტინათ?

- ერთხელ დღის ცენტრში, რეპეტიციაზე ერთმა აუტისტმა ბიჭმა საოცრად ითამაშა და დავფიქრდი, პროფესიულად ამას შევძლებდი თუ არა. უცებ წარმოვიდგინე, ამის გვერდზე პროფესიონალი მსახიობი და მათი სცენაზე პარტნიორობა... ვიფიქრე, თუ საჭირო გახდა, მეგობარ მსახიობებს დავიხმარ-მეთქი...

მიცკევიჩზე, ავტოფარეხში თეატრი 40 კვადრატულ მეტრში გავხსენით. ძალიან პატარა იყო, მაგრამ არაფერი აკლდა, არც ფარდა და არც კულისები. ვხუმრობდი, ისეთი პატარა სივრცეა, თითოს თითო კვადრატი გვაქვს-თქო... ჩემი ძველი წრიდან ბავშვები გაიზარდნენ, ზოგმა "თეატრალურშიც“ ჩააბარა და ვინც ჯერ კიდევ პატარა იყო, ახალ თეატრს შემოუერთდა. ასე მოხდა ინტეგრაცია.

სამი სპექტაკლი დავდგით. ერთ-ერთ სპექტაკლზე, იმხანად პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გვესტუმრა. ქალბატონმა მაკამ რომ გვნახა, გადაირია და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ერთი წლით უზნაძეზე 250 მეტრი ფართი გვიქირავეს.

სცენა მოვაწყვეთ, 80 სკამი შევიძინეთ, ფარდები გამოვჭერით, განათება გავმართეთ. გადასარევი თეატრი გამოვიდა... კარგად ვიყავით, სარეპეტიციოც გვქონდა, დარბაზიც და რაღაც ეტაპზე იმ ფართის ქირას ჩვენც ვიხდიდით. აქტიურად ვმუშაობდით, გვყავდა მაყურებლები. მერე პარლამენტში დამიბარეს, რამდენიმე დეპუტატი შემხვდა, მითხრეს, ოღონდ, მოგეწონოს, დაგვთანხმდე და ახმეტელის თეატრის ერთ ფლიგელს გამოგიყოფთ, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებზე მორგებულ სივრცედ აქციე, თეატრი ამუშავდება, ხელფასიც გექნებათ და ბიუჯეტიცო. დავთანხმდი. შემდეგ სამჯერ დაურეკე, - ჩემი ხელით აშენებულ-მოწყობილი სივრცე, სადაც ახლა ვართ, დავანგრიო, მართლა გადავდივართ იქიდან-მეთქი? კიო, - მითხრეს. 27 მარტს უნდა მივსულიყავით, ახალი ადგილი რომ მენახა და მანამდე ჩემი ხელით აშენებული თეატრის სივრცე დამანგრევინეს. ბოლოს მითხრეს, - ეგ საქმე არ გამოვიდაო. ამასობაში ის შენობა, სადაც ვიყავით, გაქირავდა. მერე მის გვერდით რაღაც ფართი გამოიძებნა, ახლა ის გავასუფთავე, იქიდან რამდენიმე მანქანა ნაგავი გავიტანე და სამუშაოდ ისევ მოვაწყვე, სადაც ერთი წელი ვიყავით. პარალელურად შესაფერის ადგილს მაინც ვეძებდით, საბოლოოდ 4 წლის წინ ხორავას სახლში გოგი გეგეჭკორთან მივედი, კვრაში 3 დღე სარეპეტიციო დაგვითმო, მერე დარბაზიც...

- დღეს თქვენი თეატრი "აზდაკის ბაღი“ შშმ პირებით არის დაკომპლექტებული?

- ჩვენი თეატრი დაკომპლექტებულია მენტალური შეზღუდვით ადამიანებით, - ჩვენთან არიან დაუნის სინდრომი მქონე, აუტისტური სპექტრის, გონებრივი ჩამორჩენის მქონე ახალგაზრდები. ფიზიკური შეზღუდვის მქონე არ გვყავს, თუმცა არ ვამბობ, რომ მათ არ ავიყვან... უბრალოდ თავიდან რადგან მენტალური შეზღუდვების მქონე ადამიანებთან მომიწია ურთიერთობამ, მაგ კუთხით უფრო მივდივართ. ჩვენთან ასაკობრივი ზღვარიც არ არის. არიან 18-დან, არის 38 წლისაც და მეტიც. ტიპური განვითარების მქონე მსახიობები მოწვევით გვყავს ხოლმე. გააჩნია სპექტაკლს და მასშტაბს.

- დაფინანსება გაქვთ?

- გრანტიდან გრანტამდე ვართ, წელიწადში ერთხელ კულტურის სამინისტრო გვწყალობდა ხოლმე, ბოლო 1-2 წელია, ესეც მოიკოჭლებს. სამინისტროს აქვს გრანტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების კულტურულ ღონისძიებას აფინანსებს. ეს ერთ სპექტაკლზე ან გვყოფნის, ან - არა. არადა, ეს ადამიანები არავისზე ნაკლებს არ შრომობენ და შესაბამისად, ღირსეული შემოსავალი უნდა ჰქონდეთ.

- როგორც ვხდები, თეატრის რეკვიზიტორი, კოსტიუმების მხატვარი, რეჟისორი, საჭიროების შემთხვევაში, მსახიობიც თქვენ ხართ...

- აი, ჯადოქარი ხარ, აგაყვავებთო - ასეთი ფრაზებით მოდიოდნენ ადამიანები და მალევე ქრებოდნენ... ბოლო წელია, მერია გააქტიურდა, სამარშრუტო ტაქსი შეგვიძინეს, რითაც გასტროლზე დავდივართ სკოლებში, როცა პატარ-პატარა პროექტებს ვაკეთებთ. ბაღებისთვისაც 3-4-კაციანი სპექტაკლებს შევქმნით, გვინდა, რომ ასე რაღაცნაირად თავიც ვარჩინოთ და ცნობიერებაც გავზარდოთ.

- დღეს უკვე ამ ადამიანების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავთ. როგორ გამოგდით მათთან ურთიერთობა - მათი სცენისთვის გახსნა როგორ ხდება?

- ბანალური ვიქნები და ვიტყვი, მთავარი სიყვარულია - სიყვარული საქმისა და ამ ადამიანების მიმართ. მეტწილად კი მათმა ინდივიდუალურობამ გამზარდა და მათთანვე მუშაობა მასწავლა. მივხდი, რომ თითოეულს ინდივიდუალურად უნდა მივდგომოდი და ესა თუ ის საქმე თითოეულის შესაძლებლობებიდან გამომდინარე გაეკეთებინა ისე, რომ მაყურებლისთვის მისი პერსონაჟის მოქმედება აღქმადი ყოფილიყო.

- თქვენი მორიგი სპექტაკლით (ნოდარ დუმბაძის "ჰელადოს“) საოცარ სამყაროში შემახედეთ... თეატრი ხომ თავისთავად ჯადოსნური სამყაროა, მაგრამ რასაც თქვენ ამ ადამიანებთან აკეთებთ, ეს კიდევ სხვა სამყაროა... ტექსტის სწავლა, როლის ათვისება მათთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვს?

- არ არის ადვილი, მაგრამ გავიმეორებ, მთავარია სიყვარული და კიდევ შედეგიდან მიღებული სიამოვნება. როცა რთული ამბიდან იღებ შედეგს, უფრო ამაყად ხარ. არ ვიცი, ეს როგორ ხდება, მაგრამ ასეა.

მენტალურ შეზღუდვას ძირითადად ის აქვს, რომ ადამიანებს აღქმა უჭირთ. მნიშვნელოვანია მატერიის აღქმისა და გაგების უნარი. ესა თუ ის მატერია იმად რომ მივიღოთ, რაც სინამდვილეშია, ესა თუ ის გარემოება უნდა აღვიქვათ... თავიდან უჭირთ, მაგრამ როცა მას მიიღებენ, ხვდებიან, რას აკეთებენ და ის აღარასოდეს ავიწყდებათ.

პირველი სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის "ბოშები“ იყო. 9 წლის მერე, დღეს რომ ვუთხრა, მოდი, "ბოშები“ ვითამაშოთ-თქო, ზუსტად იმ ტემპში, იმ ხაზით ითამაშებენ - ყველაფერი ახსოვთ. ეს ემოციური მახსოვრობაა.

- ე.ი. ბევრი ახსნით იმდენად კარგად იგებენ, რომ ის აღარ ავიწყდებათ...

- კი... პირადად მე იმ წუთას შეიძლება გავიგე, აღქმულიც მქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გონებიდან მეფანტება, მათ - არა. სასწაულივითაა...

მერე მათთვის თერაპია მნიშვნელოვანია. დრამ-თერაპია სასიამოვნოდ და დადებითად მუშაობს, ასევე როლური თამაშები, გამოცნობანა თუ შეჯიბრი - თეატრალური თამაშები... ამ კუთხით ეტაპობრივად ტრენინგებითაც დავინტერესდი და სწავლა დავიწყე. ასე რომ, დრამ-თერაპია თეატრალური სავარჯიშოების ფსიქოლოგიური ანალიზია. ასე რომ, მათთვის ეს ყველაფერი მრავალმხრივ სასარგებლოა: არის თერაპია, ადგილი ცხოვრებაში და სამსახურია. მოტივაციისთვისაც აუცილებელია, რომ არ უნდა დანებდნენ, რომ ეს ყველაფერი აცხოვრებთ ამ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება შინ ჯდომისთვის ყოფილიყვნენ განწირულები. ამ სივრცეში კი არიან წარმატებული და ყოჩაღი გოგო-ბიჭები.

- როგორც ვიცი, შვედეთში იქაური მოდელის გასაზიარებლად იყავით...

- შვედეთში იმისთვის წავედით, რომ იქაური მოდელი შეგვესწავლა. მე ძირითადად ხელოვნების კუთხით გახლდით და დანარჩენები - უფრო ფსიქოლოგები იყვნენ. ბევრი შეხვედრა გვქონდა. სტოკჰოლმთან ახლოს ერთი ჩვენნაირი ძალიან ცნობილი, წარმატებული თეატრია. მსახიობები ნიუ-იორკის ფეშენ ვიკზე გაჰყავთ, ყველა იმ თეატრს აფინანსებს, რეჟისორმა სცენაზე ნამდვილი ბოინგი რომ მოითხოვოს, ბოინგი გაჩნდება. მათთან უამრავი ასისტენტია დაკავებული, მოკლედ, შესანიშნავი სამუშაო გარემო აქვთ. მათი სპექტაკლი რომ ვნახეთ, ვისაც უნდა ამპარტავნებაში ჩამითვალოს, სად ჩავმძვრალიყავი, მართლა არ ვიცოდი. ვფიქრობდი, ჩემი სპექტაკლი და ჩემი ბავშვები ამ ხალხმა რომ ნახოს, გადაირევიან-მეთქი. მჯერა, ეს დღეც დადგება, გავალთ უცხოეთშიც, ამას ოდესღაც მოვახერხებთ, რადგან ჩვენი დასი განსაკუთრებულია.