პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა აკადემიის" ბათუმისა და ფოთის ფილიალები სწავლის დასაწყებად მზადაა
"თეგეტა აკადემიის" ბათუმისა და ფოთის ფილიალები სწავლის დასაწყებად მზადაა
  • პრო­ექ­ტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუ­ფი) პარტნი­ო­რო­ბი­თა და USAID-ის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა

„თე­გე­ტა აკა­დე­მი­ამ“ USAID-ის მხარ­და­ჭე­რით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი და­ი­წყო. ფო­თი­სა და ბა­თუ­მის ფი­ლი­ა­ლებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა 3 წლის ვა­დით უკვე მო­ი­პო­ვა და ოქ­ტომ­ბრი­დან მსმე­ნელ­თა მი­ღე­ბას აცხა­დებს. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ორი­ვე ფი­ლი­ალ­ში ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა. ახალ კურ­სებ­ზე რე­გის­ტრა­ცია უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია.

„თე­გე­ტა აკა­დე­მი­ამ“ მიმ­დი­ნა­რე წელს პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის 14 პროგ­რა­მის წარ­მარ­თვა­ზე მო­ი­პო­ვა უფ­ლე­ბა, კერ­ძოდ, ბა­თუ­მის ფი­ლი­ა­ლის­თვის - 6-ზე, ხოლო ფო­თის­თვის 8-ზე. აკა­დე­მი­ამ დად­გე­ნი­ლი ყვე­ლა სტან­დარ­ტი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა ფი­ლი­ა­ლებს სსიპ - გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის უფ­ლე­ბის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი საბ­ჭოს წევ­რე­ბის სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მი­ე­ნი­ჭა.

ნინო ერის­თა­ვი, „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ ხა­რის­ხის მარ­თვის მე­ნე­ჯე­რი: „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ამ“ წი­ნას­წა­რი მოკ­ვლე­ვი­სა და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შრო­მის ბაზ­რის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­ი­მუ­შა­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი. ეს ხელს შე­უ­წყობს დე­ფი­ცი­ტუ­რი და მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბას. მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, უმაღ­ლე­სი დო­ნის თე­ო­რი­ულ-პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბა გა­ი­ა­რონ მსუ­ბუ­ქი, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სწავ­ლე­ბის­თვის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი USAID-ის პროგ­რა­მის „დამ­საქ­მებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც აკა­დე­მი­ამ მი­ი­ღო და­ფი­ნან­სე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყო პროგ­რა­მე­ბის­თვის ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა. შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა, ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ფარ­თო სპექტრი შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში აკა­დე­მია გა­და­ამ­ზა­დებს და­ახ­ლო­ე­ბით 300 ადა­მი­ანს, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმოქ­მე­დებს რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე“.

წელს მი­ღე­ბა ბა­თუმ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის 3 პროგ­რა­მა­ზე გა­მო­ცხად­და: მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის კონ­სულ­ტან­ტი; მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კო­სი; სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის ელექტრო და პნევ­მა­ტუ­რი სის­ტე­მე­ბის შე­კე­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ფო­თის ფი­ლი­ალს, აქ მსმე­ნე­ლებს სწავ­ლის და­წყე­ბა წელს ორ პროგ­რა­მა­ზე - პორ­ტა­ლუ­რი და ჯოჯგი­ნა ამ­წის ოპე­რა­ტო­რი (მომ­ზა­დე­ბა) და პორ­ტა­ლუ­რი და ჯოჯგი­ნა ამ­წის ოპე­რა­ტო­რი (გა­დამ­ზა­დე­ბა) - შე­ეძ­ლე­ბათ. სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის ელექტრო და პნევ­მა­ტუ­რი სის­ტე­მე­ბის შე­კე­თე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, შპს „ტრანსფორდთან“ პარტნი­ო­რო­ბი­თა და USAID-ის პროგ­რა­მის „დამ­საქ­მებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ მხარ­და­ჭე­რით, „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ამ“ ფოთ­ში ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი გახ­სნა, ხოლო ბა­თუმ­ში უკვე არ­სე­ბუ­ლი გა­ნა­ვი­თა­რა. პრო­ექ­ტის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია, სა­დაც 750 000 აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ვეს­ტი­ცი­აა.

სოფო გუ­რა­ლია, „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ რე­გი­ო­ნუ­ლი მე­ნე­ჯე­რი: „იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი მორ­გე­ბუ­ლია ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის სა­ჭი­რო­ე­ბებს, ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო, მსმე­ნე­ლებს ჰქო­ნო­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი თავი გა­მო­ე­ცა­დათ რე­ა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში, რა­საც უკვე ით­ვა­ლის­წი­ნებს თი­თო­ე­უ­ლი პროგ­რა­მა. შევ­ქმე­ნით შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ის - ფოთ­ში, შპს „ტრანსფორ­დის“ და ბა­თუმ­ში, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ის “თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ გა­რე­მო­ში, მსმე­ნე­ლებ­მა გა­ნა­ვი­თა­რონ პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი. ასე­ვე, სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მა ELECTUDE, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს 3000-ზე მეტ მო­დულს მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ვფიქ­რობ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით თე­გე­ტა აკა­დე­მია ძა­ლი­ან მალე სა­კუ­თარ სი­ტყვას იტყვის აჭა­რი­სა და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რე­გი­ო­ნებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, თე­გე­ტა აკა­დე­მია რე­გი­ო­ნუ­ლი ფო­კუ­სით იწყებს მოგ­ზა­უ­რო­ბას პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში!“

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ბა­თუმ­სა და ფოთ­ში, სულ, 4 ახა­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი სას­წავ­ლო სივ­რცე შე­იქ­მნა; ჯამ­ში, მომ­დევ­ნო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­დამ­ზად­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბა­სა და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შო­რის, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს უმუ­შევ­რო­ბის დო­ნეს და ხელს შე­უ­წყობს რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კის მდგრად გან­ვი­თა­რე­ბას.

--

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „თე­გე­ტა აკა­დე­მია“ არის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი კო­ლე­ჯი და მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ტრე­ნინგცენ­ტრი, რო­მე­ლიც 2013 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­კონ­სულ­ტა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბას ტექ­ნი­კუ­რი და ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

„თე­გე­ტა აკა­დე­მია“ კომ­პა­ნი­ებს ეხ­მა­რე­ბა, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ სერ­ვი­სე­ბი, ხელი შე­უ­წყონ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ სა­მუ­შაო ძა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და გა­უ­ზი­ა­რონ ახა­ლი ცოდ­ნა და სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"თეგეტა აკადემიის" ბათუმისა და ფოთის ფილიალები სწავლის დასაწყებად მზადაა

"თეგეტა აკადემიის" ბათუმისა და ფოთის ფილიალები სწავლის დასაწყებად მზადაა
  • პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება

„თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბური პროექტი დაიწყო. ფოთისა და ბათუმის ფილიალებში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება 3 წლის ვადით უკვე მოიპოვა და ოქტომბრიდან მსმენელთა მიღებას აცხადებს. სასწავლო პროცესი ორივე ფილიალში ნოემბრიდან დაიწყება. ახალ კურსებზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

„თეგეტა აკადემიამ“ მიმდინარე წელს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 14 პროგრამის წარმართვაზე მოიპოვა უფლება, კერძოდ, ბათუმის ფილიალისთვის - 6-ზე, ხოლო ფოთისთვის 8-ზე. აკადემიამ დადგენილი ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება ფილიალებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრების სრული უმრავლესობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

ნინო ერისთავი, „თეგეტა აკადემიის“ ხარისხის მართვის მენეჯერი: „თეგეტა აკადემიამ“ წინასწარი მოკვლევისა და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შრომის ბაზრის საჭიროებები გამოავლინა და, შესაბამისად, შეიმუშავა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები. ეს ხელს შეუწყობს დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადებას. მათ შესაძლებლობა ექნებათ, უმაღლესი დონის თეორიულ-პრაქტიკული სწავლება გაიარონ მსუბუქი, სატვირთო ავტომობილისა და სპეციალური ტექნიკის მიმართულებით. სწავლებისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შევარჩიეთ.

აღნიშნული პროექტი USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც აკადემიამ მიიღო დაფინანსება და უზრუნველყო პროგრამებისთვის ყველა საჭირო რესურსის მობილიზება. შესაძლებლობა მოგვეცა, ახალი მიმართულებების ფართო სპექტრი შეგვეთავაზებინა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. პროექტის ფარგლებში აკადემია გადაამზადებს დაახლოებით 300 ადამიანს, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს რეგიონის განვითარებაზე“.

წელს მიღება ბათუმში პროფესიული მომზადების 3 პროგრამაზე გამოცხადდა: მსუბუქი ავტომობილის პროდუქტების გაყიდვების კონსულტანტი; მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკოსი; სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება. რაც შეეხება ფოთის ფილიალს, აქ მსმენელებს სწავლის დაწყება წელს ორ პროგრამაზე - პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი (მომზადება) და პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი (გადამზადება) - შეეძლებათ. სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება.

პროექტის ფარგლებში, შპს „ტრანსფორდთან“ პარტნიორობითა და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, „თეგეტა აკადემიამ“ ფოთში ახალი ფილიალი გახსნა, ხოლო ბათუმში უკვე არსებული განავითარა. პროექტის ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.

სოფო გურალია, „თეგეტა აკადემიის“ რეგიონული მენეჯერი: „იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები მორგებულია ბიზნესსექტორის საჭიროებებს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, მსმენელებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოეცადათ რეალურ სამუშაო გარემოში, რასაც უკვე ითვალისწინებს თითოეული პროგრამა. შევქმენით შესაძლებლობა, პარტნიორი კომპანიის - ფოთში, შპს „ტრანსფორდის“ და ბათუმში, „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიის “თეგეტა მოტორსის“ გარემოში, მსმენელებმა განავითარონ პრაქტიკული უნარები. ასევე, სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებულია სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმა ELECTUDE, რომელიც აერთიანებს 3000-ზე მეტ მოდულს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.

ვფიქრობ, პროფესიული განათლების მიმართულებით თეგეტა აკადემია ძალიან მალე საკუთარ სიტყვას იტყვის აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. შესაბამისად, თეგეტა აკადემია რეგიონული ფოკუსით იწყებს მოგზაურობას პროფესიულ განათლებაში!“

პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ფოთში, სულ, 4 ახალი პრაქტიკული სასწავლო სივრცე შეიქმნა; ჯამში, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

NS