პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტირანი დედაა. მაიძულებდა მეცხოვრა ისე, როგორც მას სურს" - ლუბა უსპენსკაიას დაკარგული შვილი გამოჩნდა და კრემლის პროპაგანდისტ მომღერალს ძალადობაში ადანაშაულებს
"ტირანი დედაა. მაიძულებდა მეცხოვრა ისე, როგორც მას სურს" - ლუბა უსპენსკაიას დაკარგული შვილი გამოჩნდა და კრემლის პროპაგანდისტ მომღერალს ძალადობაში ადანაშაულებს

ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში, ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღერ­ლის ლუბა უს­პენ­სკა­ი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. მომ­ღე­რა­ლი შვი­ლის და­კარ­გვა­ში უკ­რა­ი­ნას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მისი თქმით, გო­გო­ნა უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს და მის გა­მო­ყე­ნე­ბას დე­დის წი­ნა­აღ­მდეგ აპი­რებ­დნენ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ტა­ტი­ა­ნა პლაქ­სი­ნა, არა­ვის გა­უ­ტა­ცია. გო­გო­ნა ის­რა­ელ­ში იპო­ვეს და რუ­სეთ­ში და­აბ­რუ­ნეს.

"ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, უბე­დუ­რე­ბა და­მე­მარ­თა! ახ­ლა­ხან ბა­ქო­დან ჩა­მო­ვე­დი, ტა­ნია - ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი, და­კარ­გუ­ლია! ვერ ვპო­უ­ლობ… მისი ტე­ლე­ფო­ნე­ბი სახ­ლშია. მე­ში­ნია, რად­გან ეს შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ჩემს მოგ­ზა­უ­რო­ბებ­თან დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკში. ან შე­საძ­ლოა, ნარ­კო­მა­ნებ­მა ან დი­ლე­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს სად­მე", – ამ­ბობ­და მომ­ღე­რა­ლი.

რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა პლაქ­სი­ნამ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან აღი­ა­რა, რომ რე­ა­ლუ­რად, ის­რა­ელ­ში ყოფ­ნი­სა, ვარ­სკვლა­ვი დე­დას ემა­ლე­ბო­და და ის სახ­ლი­დან სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­იქ­ცა.

"ვე­ლო­დი, რო­დის და­ღამ­დე­ბო­და, გა­დავ­ძვე­რი ღო­ბე­ზე და მთე­ლი და­სახ­ლე­ბა ფე­ხით გა­ვირ­ბი­ნე. შემ­დეგ მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე, რო­მელ­მაც გზა­ზე გა­მიყ­ვა­ნა. იქი­დან ტაქ­სი­ში გა­დავ­ჯე­ქი და აე­რო­პორ­ტამ­დე მი­ვე­დი. გაქ­ცე­ვა­ში არა­ვინ დამ­ხმა­რე­ბია. მე მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რად და მო­რა­ლუ­რად და­მეხ­მარ­ნენ", - ამ­ბობს ტა­ტი­ა­ნა.

მომ­ღერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის თქმით, მთე­ლი ეს დრო უს­პენ­სკა­ი­ას შვი­ლი ჩა­კე­ტი­ლი ჰყავ­და და არ აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ იმ ელი­ტუ­რი და­სახ­ლე­ბის სა­ზღვრებს გას­ცდე­ნო­და, სა­დაც მომ­ღერ­ლის სახ­ლი მდე­ბა­რე­ობს. პლაქ­სი­ნა ამ­ტკი­ცებს, რომ დედა მას მუდ­მი­ვად აკონ­ტრო­ლებ­და.

"მე­ში­ნო­და ძა­ლი­ან, მტან­ჯავს, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და ტი­რა­ნი დე­დაა. სულ შიშ­ში ვარ, რომ დედა რა­ღა­ცას ნა­ხავს ან გა­ი­გებს. ისე და­მა­ში­ნა, რომ ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი დავ­დი­ო­დით. მა­ი­ძუ­ლებ­და მე­ცხოვ­რა ისე, რო­გორც მას სურს, თით­ქოს მას­ზე ვი­ყა­ვი მიბ­მუ­ლი. უკვე 10 წე­ლია ვე­მუ­და­რე­ბი, - დედა, ცალ­კე მინ­და ცხოვ­რე­ბა - მეთ­ქი... მან კი ძა­ლით და­მა­კა­ვა და მა­ი­ძუ­ლა და­ხუ­რულ და­სახ­ლე­ბა­ში მე­ცხოვ­რა. ეს ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო", - ჰყვე­ბა ტა­ტი­ა­ნა.

პლაქ­სი­ნას თქმით, დედა მას პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბას აი­ძუ­ლა, რაც სა­ერ­თოდ არ უნ­დო­და.

"არ მინ­დო­და, რომ ოპე­რა­ცი­ებს მი­კე­თებ­დნენ, მე­ხე­ბოდ­ნენ", - ტა­ტი­ა­ნას თქმით, მას­ზე სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტებს ცდიდ­ნენ.

"ერთხელ მა­ი­ძუ­ლა, კლი­ნი­კა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რომ ჩემ­თვის და­მამ­შვი­დე­ბე­ლი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ფი­ზი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. რა­ტომ უნდა და­მამ­შვი­დონ? ჩემ­მა სხე­ულ­მა ამას ვე­ღარ გა­უძ­ლო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ვე­ცი და კლი­ნი­კა­ში სის­ხლის გუ­ბე­ში ვი­წე­ქი,“ - ჰყვე­ბა გო­გო­ნა ბოლო ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ტირანი დედაა. მაიძულებდა მეცხოვრა ისე, როგორც მას სურს" - ლუბა უსპენსკაიას დაკარგული შვილი გამოჩნდა და კრემლის პროპაგანდისტ მომღერალს ძალადობაში ადანაშაულებს

"ტირანი დედაა. მაიძულებდა მეცხოვრა ისე, როგორც მას სურს" - ლუბა უსპენსკაიას დაკარგული შვილი გამოჩნდა და კრემლის პროპაგანდისტ მომღერალს ძალადობაში ადანაშაულებს

ოქტომბრის დასაწყისში, ცნობილი რუსი მომღერლის ლუბა უსპენსკაიას ქალიშვილი გაუჩინარდა. მომღერალი შვილის დაკარგვაში უკრაინას ადანაშაულებდა. მისი თქმით, გოგონა უკრაინის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მის გამოყენებას დედის წინააღმდეგ აპირებდნენ. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ტატიანა პლაქსინა, არავის გაუტაცია. გოგონა ისრაელში იპოვეს და რუსეთში დააბრუნეს.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უბედურება დამემართა! ახლახან ბაქოდან ჩამოვედი, ტანია - ჩემი ქალიშვილი, დაკარგულია! ვერ ვპოულობ… მისი ტელეფონები სახლშია. მეშინია, რადგან ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩემს მოგზაურობებთან დონეცკსა და ლუგანსკში. ან შესაძლოა, ნარკომანებმა ან დილერებმა გაიტაცეს სადმე", – ამბობდა მომღერალი.

რუსეთში დაბრუნებულმა პლაქსინამ ადგილობრივ მედიასთან აღიარა, რომ რეალურად, ისრაელში ყოფნისა, ვარსკვლავი დედას ემალებოდა და ის სახლიდან საკუთარი ნებით გაიქცა.

"ველოდი, როდის დაღამდებოდა, გადავძვერი ღობეზე და მთელი დასახლება ფეხით გავირბინე. შემდეგ მანქანა გავაჩერე, რომელმაც გზაზე გამიყვანა. იქიდან ტაქსიში გადავჯექი და აეროპორტამდე მივედი. გაქცევაში არავინ დამხმარებია. მე მხოლოდ ფინანსურად და მორალურად დამეხმარნენ", - ამბობს ტატიანა.

მომღერლის ქალიშვილის თქმით, მთელი ეს დრო უსპენსკაიას შვილი ჩაკეტილი ჰყავდა და არ აძლევდა საშუალებას, რომ იმ ელიტური დასახლების საზღვრებს გასცდენოდა, სადაც მომღერლის სახლი მდებარეობს. პლაქსინა ამტკიცებს, რომ დედა მას მუდმივად აკონტროლებდა.

"მეშინოდა ძალიან, მტანჯავს, არაადეკვატური და ტირანი დედაა. სულ შიშში ვარ, რომ დედა რაღაცას ნახავს ან გაიგებს. ისე დამაშინა, რომ ხელჩაკიდებულები დავდიოდით. მაიძულებდა მეცხოვრა ისე, როგორც მას სურს, თითქოს მასზე ვიყავი მიბმული. უკვე 10 წელია ვემუდარები, - დედა, ცალკე მინდა ცხოვრება - მეთქი... მან კი ძალით დამაკავა და მაიძულა დახურულ დასახლებაში მეცხოვრა. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულებულიყო", - ჰყვება ტატიანა.

პლაქსინას თქმით, დედა მას პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას აიძულა, რაც საერთოდ არ უნდოდა.

"არ მინდოდა, რომ ოპერაციებს მიკეთებდნენ, მეხებოდნენ", - ტატიანას თქმით, მასზე სხვადასხვა პრეპარატებს ცდიდნენ.

"ერთხელ მაიძულა, კლინიკაში წავსულიყავი, რომ ჩემთვის დამამშვიდებელი გაეკეთებინათ. ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი ვარ. რატომ უნდა დამამშვიდონ? ჩემმა სხეულმა ამას ვეღარ გაუძლო. მოულოდნელად დავეცი და კლინიკაში სისხლის გუბეში ვიწექი,“ - ჰყვება გოგონა ბოლო ინციდენტის შესახებ.

წაიკითხეთ ასევე: