მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქია ფოთში: ქარბორბალა, გადაუღებელი წვიმა, დაზარალებული მოსახლეობა, დახურული სკოლები და საბავშვო ბაღები - როდემდე გაგრძელდება უამინდობა?
სტიქია ფოთში: ქარბორბალა, გადაუღებელი წვიმა, დაზარალებული მოსახლეობა, დახურული სკოლები და საბავშვო ბაღები - როდემდე გაგრძელდება უამინდობა?

ფოთ­ში მე­სა­მე დღეა უა­მინ­დო­ბა გრძელ­დე­ბა. გა­და­უ­ღე­ბელ­მა წვი­მამ და ქარ­ბორ­ბა­ლამ ქა­ლაქ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა.

სტი­ქი­ის გამო, სკო­ლებ­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში სას­წავ­ლო და სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი შე­ჩერ­და. უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად დატ­ბო­რი­ლია გზე­ბი, სკო­ლამ­დე­ლი სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ეზო­ე­ბი და მი­სას­ვლე­ლი ად­გი­ლე­ბი, რაც აფერ­ხებს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ჩერ­და სკო­ლამ­დე­ლი სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 21 ოქ­ტომ­ბრი­დან, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბამ­დე“, - აცხა­დე­ბენ ფო­თის მე­რი­ა­ში.

"ფოთ­ში მე­სა­მე დღეა სტი­ქია გვაქვს, რო­მელ­მაც მძი­მე შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.თუ ზი­ა­ნის შე­დე­გად სახ­ლში დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბას ვთა­ვა­ზობთ ქი­რით გა­დაყ­ვა­ნას, მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბამ­დე”, - გა­ნა­ცხა­და ქა­ლაქ ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ბექა ვა­ჭა­რა­ძემ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, "ნა­ბა­დის უბან­ში ქარ­ბორ­ბა­ლას შე­დე­გად 13, წვი­მის შე­დე­გად კი 23 ოჯა­ხი და­ზა­რალ­და. ცენ­ტრის უბან­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია - 45 ოჯა­ხი, კუნ­ძუ­ლის უბან­ში ქარ­ბორ­ბა­ლას შე­დე­გად 3, წვი­მის შე­დე­გად კი 20 ოჯა­ხია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. მალ­თაყ­ვის უბან­ში ქარ­ბორ­ბა­ლას შე­დე­გად და­ზი­ან­და 30 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი, დატ­ბორ­ვის შე­დე­გად კი 80 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი.

შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის შე­მოს­ვლა და ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბის დათ­ვლა გრძელ­დე­ბა".

გა­რე­მოს დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, უა­მინ­დო­ბა 22 ოქ­ტომ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

00:00 / 00:00
ალილა
0

იცვლება ამინდი ნელ-ნელა, გლობალური დათბობის შედეგია 

ავტორი:

სტიქია ფოთში: ქარბორბალა, გადაუღებელი წვიმა, დაზარალებული მოსახლეობა, დახურული სკოლები და საბავშვო ბაღები - როდემდე გაგრძელდება უამინდობა?

სტიქია ფოთში: ქარბორბალა, გადაუღებელი წვიმა, დაზარალებული მოსახლეობა, დახურული სკოლები და საბავშვო ბაღები - როდემდე გაგრძელდება უამინდობა?

ფოთში მესამე დღეა უამინდობა გრძელდება. გადაუღებელმა წვიმამ და ქარბორბალამ ქალაქ მნიშვნელოვნად დააზარალა.

სტიქიის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია გზები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ეზოები და მისასვლელი ადგილები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, - აცხადებენ ფოთის მერიაში.

"ფოთში მესამე დღეა სტიქია გვაქვს, რომელმაც მძიმე შედეგები მოიტანა ჩვენი მოსახლეობისთვის.თუ ზიანის შედეგად სახლში დარჩენა შეუძლებელია, ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ ქირით გადაყვანას, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე”, - განაცხადა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მისი ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, "ნაბადის უბანში ქარბორბალას შედეგად 13, წვიმის შედეგად კი 23 ოჯახი დაზარალდა. ცენტრის უბანში დაზარალებულია - 45 ოჯახი, კუნძულის უბანში ქარბორბალას შედეგად 3, წვიმის შედეგად კი 20 ოჯახია დაზარალებული. მალთაყვის უბანში ქარბორბალას შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორვის შედეგად კი 80 საცხოვრებელი სახლი.

შეტყობინებების შემოსვლა და ზარალის ოდენობის დათვლა გრძელდება".

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობა 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.